ლეანდრო გაონი ბელგიური პოკერისა და პიერ ნუვილის პერსპექტივებზე
კლუბ Poker Belgique-ის წევრი, ლეანდრო გაონი, ბელგიური პოკერის წრეებში ერთ-ერთ ტოპ მოთამაშედ ითვლება. გარდა აქტიური თამაშისა, ის პოკერის ივენთების ორგანიზებითაცაა დაკავებული. გაონი ის ადამიანია, რომელთან დაკავშირებაც აუცილებლად მოგიწევთ, თუ ბელგიაში ხართ და კარგ თამაშს ეძებთ. ბელგიური პოკერი, პიერ ნუვილის წყალობით, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. შეგახსენებთ, რომ 72 წლის ნუვილი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა WSOP-ის ისტორიაში, რომელიც მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე მოხვდა. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ, ლეანდრო გაონს, ონლაინ გამოცემა PokerNews-ის ჟურნალისტი ჟულიენ ტისო ესაუბრა.
WSOP-ის ფინალურ მაგიდაზე ადგილის განაღდებით, პიერ ნუვილმა, თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ბელგიური პოკერის ისტორიაში. როგორ ფიქრობ, როგორი ამბასადორი იქნება ის ადგილობრივი პოკერისთვის?
მეინ ივენთის დაწყების დღიდან, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობდით ყოველ ბელგიელ მოთამაშეს. ეს გასაკვირი არცაა, რა თქმა უნდა. პიერ ნუვილზე კი, აქცენტი, მეინ ივენთის მესამე დღიდან კეთდებოდა. 'ნოემბრის ცხრიანში' მოხვედრა, არამხოლოდ მისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოკერისთვის დიდი წარმატება და სტიმულია. მედიის მხრიდან დაინტერესების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვფიქრობ, მისი რეზულტატი, ბევრი ბელგიელი მოთამაშისთვის, ერთ-ერთი უდიდესი მოტივატორი იქნება. აქაურ მოთამაშეებს ასეთი დონის ტურნირზე თამაშის რეალური იმედი გაუჩნდათ. კონკრეტულად პიერ ნუვილს რაც შეეხება: ის პოკერს ისე უყურებს, როგორც რეალურ სპორტს. ის ზუსტად ისე ემზადება დიდი ტურნირისთვის, როგორც ათლეტი თავისი შეჯიბრებისთვის.
14 ივლისს, ნამურში, პირველად აიღო სტარტი Poker Belgique Serises Of Poker (PBSOP). მოგვიყევით ამ ივენთის შესახებ!
ჩვენ პირველად ვატარებთ ასეთ მასშტაბურ ტურნირს. PBSOP-ით ჩვენ ვცადეთ, ბელგიელებისთვის, WSOP-ის სული გვეჩვენებინა. აქაურ სერიებზე იქნება, როგორც მეინ ივენთი, ასევე სხვა რიგითი ივენთები, პოკერის სხვადასხვა სახეობებით. 5 დღიანი მეინ ივენთის ბაი ინი საკმაოდ დაბალია, ის მხოლოდ €100 ევროს შეადგენს. საწყისი სტეკი 30.000 ჩიპი იქნება, 2 საათიანი ლეველებით. ჩვენ ვცადეთ მოთამაშეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სტრუქტურა შეგვეთავაზებინა. ამ ივენთის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მაგიდებზე დილერები არ არიან. მოთამაშეებს თავად შეუძლიათ კარტის დარიგება, რაც საკმაოდ მყუდრო და მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის. დილერი მხოლოდ ფინალურ მაგიდაზე გვეყოლება.
რა სახის მოთამაშეები იქნებიან PBSOP-ზე?
აქ ყველა კატეგორიის მოთამაშეს შეხვდებით. აქ მოდიან მოყვარულები, რომლებმაც დაბალი ბაი ინის ცდუნებას ვერ გაუძლეს, ონლაინ გრაინდერები, რომელთათვისაც ეს პირველი ლაივ ტურნირი იქნება და რა თქმა უნდა - პროფესიონალები.
როგორია ზოგადად პოკერის მდგომარეობა ბელგიაში?
ვფიქრობ, პოკერი ბელგიაში საკმაოდ კარგ ფორმაშია, რამდენადაც მსოფლიო პოკერის ასოციაციები საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ამით ყველა ვღებულობთ გარკვეულ სარგებელს. ბელგიის სათამაშო კომისია, აქაურ ორგანიზატორებს, €20 ევრომდე ბაი ინის მქონე ტურნირების ჩატარების საშუალებას გვაძლევს, რაც საკვალიფიკაციო ტურნირების გამართვაში გვეხმარება. ეს კი მოთამაშეთა დაინტერესებასა და რაოდენობაზე პირდაპირ მოქმედებს. აქაური კაზინოებიც აქტიურად გვეხმარებიან და ხელს გვიწყობენ დაბალი ლიმიტის ტურნირების გამართვაში.
აგვისტოში, ჩეხეთში, Poker Belgique Masters-ის (PBS) ჩატარებას აპირებთ. რას უნდა ველოდოთ ამ ტურნირზე?
ეს ტურნირი 20 აგვისტოდან 24 აგვისტომდე გაიმართება, როზვადოვში, King Casino-ში. შესატანი აქაც საკმაოდ დაბალი - €250 ევრო იქნება. ადგილობრივი მოთამაშეების გარდა, ჩვენ, დაახლოებით 100 მოთამაშეს ველოდებით საფრანგეთიდან და ბელგიიდან.
უცნაური იქნებოდა ბელგიური პოკერის შესახებ გველაპარაკა და არ გვეხსენებინა ისეთი მოთამაშე, როგორიც დავიდი კიტაია. ის თუ მონაწილეობს თქვენ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში?
დავიდი კიტაი, თანამედროვე მსოფლიო პოკერში, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მე საშუალება მქონდა, მასთან, ადგილობრივი პოკერისა და ლაივ ტურნირების შესახებ მესაუბრა. იყო დრო, როცა კიტაი ბელგიური პოკერ კლუბების ხშირი სტუმარი იყო, ახლა კი მისი გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. თუმცა, ის დამპირდა, რომ როგორც კი საშუალება მიეცემა, ლოკალურ ტურნირზე აუცილებლად ითამაშებს.





