Global Poker Index - ჯეისონ მერსიერი ლიდერის პოზიციას დაუბრუნდა

ყოველ კვირას, Global Poker Index (GPI) აქვეყნებს მოთამაშეთა სიას, რომელიც შედგენილია მათი სატურნირო კარიერის უკანასკნელი ნახევარწლიანი პერიოდის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის პოკერის სერიები ამოიწურა და დარჩენილი მხოლოდ მეინ ივენთის ფინალური მაგიდაა, GPI-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჩარტებში, მცირე ცვლილებები გასულ კვირაშიც შეინიშნებოდა. 

 

ადგილი

მოთამაშე

GPI ქულები

ცვლილება

1

ანტონი ზინო

4192,92

-

2

კონორ დრინანი

3771,10

-

3

სკოტ სივერი

3610,30

-

4

ბაირონ კავერმანი

3510,54

+4

5

დიმიტრი ურბანოვიჩი

3380,70

-1

6

სტივენ ჩედვიკი

3352,67

-1

7

დომინიკ ნიცშე

3300,78

+6

8

ნიკოლას პეტრანგელო

3277,39

+8

9

ივან ლუკა

3128,45

-3

10

ჯო ქუთერი

3105,15

-

წლის საუკეთესო მოთამაშეტა სიაში, ანტონი ზინო, უკვე მესამე კვირაა, რაც პირველობას ინარჩუნებს. ცვლილებებია მეოთხე ადგილზე - $10.400 დოლარიანი 'ბელაჯიოს თასის' მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, ბაირონ კავერმანმა მე-8 ადგილიდან, 4 პოზიციით დაწინაურება შეძლო. 

ნაცნობი ტოპ მოთამაშეების გარდა, ათეულს ახალწვეულებიც ჰყავს: დომინიკ ნიცშე, რომელიც მე-13-დან მე-6 ადგილამდე დაწინაურდა და მე-16-დან მე-8 პოზიციაზე გადასული ნიკოლას პეტრანგელო. უნდა ითქვას, რომ ორივე მოთამაშე სწორედ 'ბელაჯიოს თასზე' აღებული საპრიზო ადგილებით მოხვდნენ ტოპ ათეულში. თავად ტურნირის გამარჯვებული შონ ვინტერი, ამჟამად, წლის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში 106-ე პოზიციას იკავებს. 

ადგილი

მოთამაშე

GPI ქულები

ცვლილება

1

ჯეისონ მერსიერი

4020,73

+1

2

ანტონი ზინო

3895,66

-1

3

დენ სმიტი

3818,38

-

4

სკოტ სივერი

3743,06

-

5

სტივენ ჩედვიკი

3671,91

+1

6

დევიდ კიტაი

3615,34

-1

7

ბაირონ კავერმანი

3598,36

+3

8

დარიო სამარტინო

3587,71

-1

9

ბრაინ კენი

3575,82

-1

10

პოლ ვოლპი

3522,01

-1

წლის საუკეთესო მოთამაშის ჩარტის ლიდერმა, ანტონი ზინომ, გასულ კვირას, GPI-ის საყოველთაო ათეულში პირველობა დაკარგა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ჯეისონ მერსიერია. ზინოსაც და მერსიერსაც, არაჩვეულებრივი ზაფხული ჰქონდათ - ორივე მათგანმა WSOP-ის სამაჯურის მოგება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მერსიერი, ან GPI-ის ათეულში იყო ან მასთან ახლოს მოძრაობდა, 2013 წლის შემდეგ, ეს მისი პირველი 'ქამ ბექია' Global Poker Index-ის ლიდერის პოზიციაზე. 

მერსიერის და კავერმანის გარდა, გასულ კვირას, 2015 წლის WSOP-ის ფინალური მაგიდის ჩიპ ლიდერი, ჯოზეფ მაკკიენიც დაწინაურდა. როგორც ცნობილია, 'ნოემბრის ცხრიანის' ყველა მოთამაშეს, მეცხრე ადგილისთვის დაწესებული $1 მილიონ დოლარზე მეტი უკვე გადაეცა. Global Poker Index-მა კი ეს გარემოება გაითვალისწინა და მაკკიენი მეინ ივენთის მე-9 ადგილისთვის განკუთვნილი ქულებით, 249-ე ადგილიდან 125-ზე გადაიყვანა. 

რუმები

ქართული უცხოური