მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი პოკერის ლექციების კურსს აქვეყნებს
წლების განმავლობაში, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, პოკერთან დაკავშირებული თემების კვლევისა და სწავლებების კერად ითვლებოდა. ახლა კი, ინსტიტუტმა, პოკერის მოყვარულებისა და ფართო მასებისთვის, Sloan School of Management-ის მიერ ჩატარებული პოკერის კურსი, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, საჯარო გახადა. მათი ნახვა ინტერნეტშია შესაძლებელი.
კურსის ინსტრუქტორები არიან კევინ დეზმონდი, ჯოელ ფრიდი, აარონ ბრაუნი, ბილ ჩენი და მეთ ჰავრილენკო. აღსანიშნავია, რომ ჩენიც და ჰავრილენკოც, WSOP-ის ოქროს სამაჯურის მფლობელები არიან.
"ჩემი აზრით, ამ კურსმა სტუტენტებს საშუალება მისცა გლობალური ბაზარი სხვა კუთხით დაენახათ, უფრო მეტად რისკიანები ყოფილიყვნენ და ზოგადად რისკი სწორად შეეფასებინათ, - ამბობს ფინანსისტი კევინ დეზმონდი, - ჩავთვალეთ, რომ ამ ყველაფრის სხვა გზით მიწოდება, არ მოგვცემდა შესაბამის შედეგს. ამიტომაც პოკერი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. პოკერი, ფაქტიურად ისეთი თამაშია, რომელსაც არანაირი ბარიერი არ აქვს დაწესებული მოთამაშეებისთვის. ბაზარზე შესვლა ყველას შეუძლია. შენ შეიძება მსოფლიოში ნებისმიერი კატეგორიის ადამიანის წინააღმდეგ ითამაშო. საკუთარი ფულის გარისკვა და მსოფლიოს წინააღმდეგ თამაში - ეს ის კონცეფციაა, რაც პოკერის მოთამაშესა და ტრეიდერს აერთიანებს. მათ ფაქტიურად ერთი და იგივე საქმე აქვთ."
"ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც სტუდენტებსა და მსმენელებს გაუკვირდათ, - დაამატა მან, - არის ის, რომ არავის არ ეგონა თუ პოკერის განხილვა ამხელა სიღრმეებში ჩაგვიყვანდა. არავინ ელოდა ერთი შეხედვით მარტივი თამაშის ასეთ რთულ ანალიზს."
ინტერნეტში, პოკერის ლექციების კურსის ნახვა, შემდეგ ლინკზეა შესაძლებელი:





