PokerStars მოყვარულებს ნეიმართან თამაშის შანსს აძლევს
'პოკერსტარსი', პოკერისა და ფეხბურთის მოყვარულებს, მათ კუმირთან, ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმართან, პოკერის თამაშის შანსს აძლევს. პოკერ რუმის მომხმარებლებს, უფასო საკვალიფიკაციო ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ისინი Neymar Jr. Charity Home Game-ზე მოხვდებიან.
$1000 დოლარიანი საქველმოქმედო ტურნირი, რომელიც 26 ივლისს აიღებს სტარტს, BSOP-ის - ბრაზილიის პოკერის სერიების ფარგლებში, სან პაულოში ჩატარდება. ივენთზე უამრავ პროფესიონალ მოთამაშეს, ჰოლივუდის მსახიობსა და ნეიმართან დაახლოებულ ცნობილ სპორტსმენებს ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, მონაწილეებს უამრავი სურპრიზი ელოდებათ, მათ შორის 'პოკერსტარსის' მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები, ნეიმარის ავტოგრაფები და უამრავი სხვა საჩუქარი. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლათინური ამერიკის პოკერ ტური (LAPT), რომელიც 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გაიმართება, ღონისძიებათა ჩატარებას BSOP-თან ერთად გეგმავს. პოკერ ტურის ფარგლებში, 32 ივენთია დაგეგმილი, რომელიც თავს უყრის პოკერის თითქმის ყველა სახეობას და ბაი ინისა და სტრუქტურის ფართო არჩევანს, რაც ყველა კატეგორიის მოთამაშეს დააკმაყოფილებს.
"პოკერსტარსისთვის' დიდი პატივია ასეთი ივენთის მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ Neymar Jr. Institute-ის საქმიანობით, - ამბობს სუ ჰემეტი, 'პოკერსტარსის' საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, - ამ ინსტიტუტის საქმიანობა სრულ ჰარმონიაში მოდის ჩვენ მიერ წამოწყებულ Helping Hands კამპანიასთან. ისინი სპორტით ცდილობენ ადამიანთა ცხოვრების შეცვლას და გამოსწორებას. ეს ივენთი, ჩვენი გრძელვადიანი საქველმოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც კიდევ უამრავ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას."
როგორც ცნობილია Neymar Jr. Institute 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია ათიათასობით ღარიბი ბავშვს და ოჯახს, რომლებიც სან პაულოში და ბრაზილიაში ცხოვრობენ, სპორტულ და სასკოლო ცხოვრებაში დახმარება გაუწიონ და ისეთი უნარები ჩამოუყალიბონ, რომლებიც მათ ცხოვრებაში დიდ გარდატეხას შეიტანს. ინსტიტუტი, მსგავსი საქველმოქმედო პროექტებით, ბრაზილიის დაბალ ფენებში გაბატონებული ძალადობისა და კრიმინალის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აქტივობებს ახორციელებს.





