ინტერვიუ 'სანდეი მილიონის' ორგზის გამარჯვებულ რობ ტინიონთან

რობ ტინიონმა, სახელი, 2014 წლის აგვისტოში გაითქვა, როცა 7.133 მოთამაშეს შორის საუკეთესო თამაში აჩვენა და  'პოკერსტარსის' Sunday Million მოიგო. რამდენიმე თვის შემდეგ მან, EPT-ის ლონდონის ივენთის მოგება შეძლო, ხოლო 2015 წლის თებერვალში, კიდევ ერთი Sunday Million-ის ტიტული და $200.136 დოლარი მოიპოვა. ამ გამაჯრვებით, ტინიონმა, საბოლოოდ გაფანტა ყოველგვარი ეჭვი მისი შესაძლებლობების შესახებ და დაამტკიცა, რომ ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. 

ამჟამად ტინიონი სტეიკინგ საიტ Pocarr-ის მენეჯერია, რომელიც უამრავ ონლაინ მოთამაშეს სთავაზობს გარკვეულ საწყის კაპიტალს. ის ამ საიტზე მწვრთნელის ფუნქციასაც ითავსებს. გთავაზობთ 'პოკერნიუსის' მიერ, რამდენიმე დღის წინ ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტს. 

რამ მიგიზიდათ პირველად ამ თამაშში?

ჩემი პირველი შეხება პოკერთან, სულელი გემბლერის პერსპექტივიდან მოხდა. მე სწრაფი მოგება მჭირდებოდა და პოკერს ისე ვხედავდი, როგორც ბლექჯექს ან რულეტს. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს სულ სხვა თამაში იყო და თუ მე მოვინდომებდი, პოკერით კარგი ფულის გაკეთებას შევძლებდი. ამიტომაც ტრეინინგ საიტს მივაკითხე. თუ თავში გიდევს ფორმულა 'მეტი შრომა=მეტ ფულს' მაშინ დარწმუნებული ხარ მის შედეგში და ყველაფერი მართლაც ასე გამოდის. 

როგორი იყო პირველი გაკვეთილები პოკერში?

ერთ-ერთმა ამერიკელმა ნაცნობმა მირჩია ტრეინინგ საიტი. მაშინ ძალიან დიდი 'ფიში' ვიყავი და ეს დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოგება დავიწყე, პირველი პერიოდი მაინც რთული იყო. Pocarr ძალიან დამეხმარა ამ მხრივ. როცა საიტისგან ბეკინგი მივიღე, სტრესის დიდი ნაწილი, რომელიც თამაშს ახლავს თან, მომეხსნა. 

მოგვიყევი, რა ქმედებები იყო საჭირო იმისთვის, რომ 'სანდეი მილიონის' ორჯერ მოგება შეგძლებოდა, სულ რაღაც 6 თვიანი შუალედით?

როცა Pocarr-ს შევუერთდი, ჯერ კიდევ გემბლერის დონეზე ვაზროვნებდი, მხოლოდ ღილაკებს ვაჭერდი. შემდეგ ალექს კარისგან, Pocarr-ის მფლობელისგან, მეილი მივიღე შემდეგი შინაარსით: დროა აიმაღლო თამაშის დონე და დაიწყო ვიდეო გაკვეთილების და ფორუმების გაცნობა. როცა ეს წერილი წავიკითხე, მივხვდი, რომ აქამდე არანაირ ძალიხმევას არ ვდებდი საკუთარ თამაშში. საკუთარ თავს პროფესიონალადაც კი ვერ აღვიქვამდი. ცვლილებების აუცილებლობა აშკარა გახდა. ამიტომაც დავიწყე უამრავი ვიდეოს ყურება, სხვადასხვა სტრატეგიების შესწავლა, პოსტვა ფორუმებზე და კომუნიკაცია სხვა მოთამაშეებთან. რაც უფრო მეტს ვცდილობდი, უფრო მეტი გამომდიოდა. ყველაფრის სწავლას ვცდილობდი, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. ვფიქრობ, პოკერი ისეთი თამაში და საქმიანობაა, სადაც ის იგებს ყველაზე მეტს, ვინც ყველაზე მეტს შრომობს. 

ახლა კი Pocarr-ის ერთ-ერთი მწვრთნელი ხარ...

დიახ. კვირაში დაახლოებით 6 საათს ვუთმობ ამ საქმიანობას. ეს საკუთარი თამაშის დონის ამაღლებაშიც მეხმარება. თავად საიტის მართვას დღეში, დაახლოებით, 4-5 საათი ვუნდები და სათამაშო დრო მხოლოდ კვირაობით მრჩება. 'სანდეი მილიონის' თამაშს კი იმდენად ფხიზელი გონებით ვიწყებ, რომ აშკარა უპირატესობას ვგრძნობ და რაღა დაგიმალოთ, კარგი შემოსავალიც მაქვს. 

ფიქრობ, რომ რამე ისეთი შეგეცვალა აზროვნებაში, რამაც 'სანდეი მილიონი' ორჯერ მოგაგებინა?

ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯონ ვან ფლიტთან დავიწყე მომზადება. მან უამრავი შესწორება მომცა, მაგალითად, სათამაშო მაგიდების რაოდენობის შემცირება, რაც აშკარად დაეხმარა ჩემ თამაშს. პირველი თამაში, ამ მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, სწორედ 'სანდეი მილიონი' იყო, რომელიც მოვიგე. მივხვდი, რომ ის ნამდვილი გენიოსია! ამ ყველაფერმა ჩემი თავდაჯერებულობა ძალიან გაზარდა. მაგრამ თამაშში სირთულეები მაინც მქონდა. პირველი დიდი ტურნირის მოგება, ძალიან გავდა ლატარეაში გამარჯვებას. მეორეზე გაცილებით კონცენტრირებული ვიყავი, ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მეორე ტურნირის მოგებას გაცილებით დიდი კმაყოფილება მოჰყვა, რადგან ეს ნათლად აჩვენებდა, რომ პირველზე შემთხვევით არ გავიმარჯვე. 

ტურნირებს წინასწარ არჩეული სტრატეგიით თამაშობ?

ჩემი ძირითადი მიზანი, ტურნირებზე, ადაპტაციაა. ვცდილობ ჩემი მოწინააღმდეგეების შესაბამისად ვითამაშო. დაბალ ლიმიტებზე თამაში, გაცილებით მეტი აგრესიის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა, ხალხი ძალიან ადვილად აკეთებს ფოლდს და ეს ყველაფერს ამარტივებს. მაღლა კი უკვე ძალიან დეტალურად სჭირდება სიტუაციებს შერჩევა. 

რას ურჩევდი დამწყებ მოთამაშეებს?

პირველ რიგში, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ პოკერის თამაშისას, არის ის, რომ მიიღოთ სიამოვნება. საქმიანობასთან ერთად, ეს ჰობიც უნდა იყოს. თამაშის დროს ეცადეთ სხვებს დისკომფორტი შეუქმნათ. თუ ისე თამაშობთ, როგორც სხვები, თქვენი დამარცხება ადვილი იქნება. გააკეთეთ ისეთი მოქმედებები, რომლებსაც არ ელოდებიან, შეუქმენით მათ დისკომფორტი და ისინი დაიწყებენ შეცდომების დაშვებას. პოკერის გარეთ, რაც შეიძლება უკეთესი თამაშისთვის გააკეთო, არის ის, რომ მოთამაშემ ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმოს. ეს ცხოვრებისეულ წვრილმანებს ეხება. თამაშის დროს, მთლიანად კარტზე და მოწინააღმდეგეზე უნდა იყოთ გადართული. და ბოლოს, შეხედეთ რას აკეთებენ პროფესიონალი მოთამაშეები, რამდენ შრომას დებენ, რამდენს სწავლობენ და მიბაძეთ მათ, იცხოვრეთ მათი ცხოვრებით. 

რუმები

ქართული უცხოური