ვინტერმა, ნიცშემ, კავერმანმა და პეტრანგელომ "ბელაჯიოს" თასის საპრიზო ფონდი გაინაწილეს

WSOP შეიძლება ვეგასის უდიდესი თამაში იყო, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ ის ერთადერთი არ ყოფილა. სამშაბათს, $10.000 დოლარიანი 'ბელაჯიოს' თასის ფინალურ მაგიდაზე, მსგავსი დიდი ტურნირებისთვის არადამახასიათებელი, საკმაოდ უცნაური რამ მოხდა: ოთხმა მოთამაშემ - შონ ვინტერმა, დომინიკ ნიცშემ, ბაირონ კავერმანმა და ნიკ პეტრანგელომ პირველი ოთხი ადგილისთვის დაწესებული საპრიზო თანხა გაიყვეს, რა თქმა უნდა ადგილების შესაბამისად, მცირედი განსხვავებით. 

საერთო ჯამში, ივენთზე, 301 მონაწილე დარეგისტრირდა, რამაც პრაიზ პული $2.9 მილიონ დოლარამდე გაზარდა. საპრიზო ფონდი 36 ადგილზე გადანაწილდა. საპრიზო ფონდის ლომის წილი - $562.772 დოლარი და გამარჯვებულის ტიტული შონ ვინტერს ერგო. ფულის გაყოფის მიუხედავად, ტურნირის ოფიციალურ გამარჯვებულად მაინც ჯექსონვილელი მოთამაშე გამოცხადდა, რომელსაც არაჩვეულებრივი ზაფხული ჰქონდა: 'ბელაჯიოს' თასის მოგებამდე, მანდ WSOP-ის მეინ ივენთზე 606-ე ადგილი დაიკავა, ხოლო WSOP-ის $10.000 დოლარიან 6-მაქსის ჩემპიონატზე - მე-15. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ვინტერმა, $600.000 დოლარზე მეტის მოგროვება შეძლო. 

მეორე ადგილზე გასულ დომინიკ ნიცშეს, ასაკის შესაბამისად, ონლაინ მოგებების გარდა, სატურნირო კარიერაც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს - მან ექვსჯერ მოახერხა WSOP-ის ფულში მოხვედრა. მისი საუკეთესო ადგილი, WSOP-ის $5.000 დოლარიანი 8-მაქს ჰოლდემის ივენთი იყო, რომლისთვისაც $220.657 დოლარი მიიღო. 'ბელაჯიოს' თასზე, ნიცშეს $479.732 დოლარი ერგო და საბოლოოდ გერმანელმა წლევანდელი სატურნირო ზაფხული $720.000 დოლარის პლუსში დაამთავრა. 

ბაირონ კავერმანის მესამე ადგილი და $409.000 დოლარი არავის გაკვირვებია. მან უკვე ოთხჯერ მოახერხა WSOP-ის ქეშში მოხვედრა, მათ შორის ორჯერ მე-12, ერთხელ მე-9 და ერთხელ პირველ ადგილებზე. WSOP-ის $10.000 დოლარიან 6-მაქს ჩემპიონატზე, კავერმანმა თავისი საუკეთესო მხარე აჩვენა და პირველი ოქროს სამაჯური მოიპოვა, $657.351 დოლართან ერთად. მან ასევე ქეშში შესვლა მოახერხა One Drop-ის $111.111 ჰაი როლერ ტურნირზე. მთლიანობაში, კავერმანმა, ზაფხულის განმავლობაში თავისი ბანკროლი $1.5 მილიონი დოლარით გაზარდა. 

და ბოლოს, 'ბელაჯიოს' თასის მეოთხეადგილოსანმა ნიკ პეტრანგელომ, ბაირონ კავერმანის მსგავსად, წელს პირველი ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო, $3.000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის შუთაუთ ივენთზე, $201.812 დოლარით პირველ ადგილზე. გარდა ამისა, მან მეინ ივენთზე ფულში შესვლა მოახერხა, 552-ე ადგილზე. ამ რეზულტატებით, პეტრანგელოს საზაფხულო პროფიტი $540.000 დოლარით შეფასდა. 

რუმები

ქართული უცხოური