21 წლის ფენომენი - ადრიან მატეოსი

ადამიანის 21-ე დაბადების დღეს, როგორც წესი, მხიარულება და ალკოჰოლი ახლავს თან. ადრიან მატეოსისთვის კი, ამ ყველაფერს, ლას ვეგასში ბიზნეს მოგზაურობა ცვლის - ესპანელი პოკერის მოთამაშე 2015 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე საკუთარი სახელის დატოვებას ცდილობს. 

ასაკის მიუხედავად, ესპანეთის მასშტაბით, ის უკვე რიგით მეორე ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა, $3.4 მილიონი დოლარით. და ისევ, ასაკის მიუხედავად, WSOP-ზე წარმატება მისთვის უცხო არ არის. მატეოსმა, 19 წლის ასაკში, 2013 წლის WSOP ევროპის მეინ ივენთის მოგება შეძლო, $1.35 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის. 2 თვის წინ კი, მონტე კარლოში, მან EPT Grand Final მეინ ივენთი მოიგო და $1.21 მილიონი მოიგო. 

1 ივლისს მატეოსს 21 წელი შეუსრულდა, რამაც მას ამერიკაში თამაშის საშუალება მისცა. 5 ივლისს ის უკვე მეინ ივენთის პირველ დღეზე დარეგისტრირდა და დღის ბოლოსთვის 88.000 ჩიპის მოგროვება შეძლო. მეორე დღე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა - დღის ბოლოს მას უკვე 300.000-იანი სტეკი და ჩიპ ლიდერის პოზიცია ჰქონდა. "როცა პოკერის თამაში დავიწყე, მეინ ივენთი მთავარი მიზანი იყო. ფინალურ მაგიდაზე თამაშზე ვოცნებობდი" - ამბობს მატეოსი. ის, ევროპის მასშტაბით, საუკეთესო ტურნირების თამაშსაა მიჩვეული - "მე საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ ვთამაშობ. მეინ ივენთის მაგიდაზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ ნაკლებად აგრესიულად თამაშობენ, ამიტომაც ბანკების უმეტესობას ვიგებ, რაც სტეკის მოგროვებაში მეხმარება."

ერთ-ერთ დარიგებაზე, მატეოსმა UTG-დან გაზარდა, რასაც 'ბატონის' და ბიგ ბლაინდის ქოლი მოჰყვა. J99 ფლოპზე BB-მა ჩექი გააკეთა, მატეოსმა 4000 დადო, ხოლო 'ბატონიდან' 14000-იანი რეიზი გააკეთეს. BB-ის ფოლდის შემდეგ, მატეოსი სიტუაციის გაანალიზებას შეეცადა და საბოლოოდ ოლ ინ რირეიზი ითამაშა. ახლა ოპონენტს ჰქონდა მისაღები რთული გადაწყვეტილება. "იმისთვის, რომ მოიგო, უნდა ითამაშო, არა?"- თქვა მან და ესპანელის ოლ ინს KJ-ით უპასუხა. მისდა სამწუხაროდ მატეოსს 98 აღმოაჩნდა. თერნზე და რივერზე ამოსული 6 და 8 მისთვის არაფრისმომცემი იყო და 70.000-იანი ბანკი ესპანელის სტეკს დაემატა. 

"One Drop-ის თამაში მინდოდა, მაგრამ ტურნირი პირველ ივლისამდე დაიწყო, რაც ასაკის გამო თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. EPT-ის თამაში ძალიან მიყვარს და თავს კომფორტულად ვგრძნობ, მოთამაშეებიც ძლიერები არიან და პრაიზ პულიც საკმაოდ დიდია, მაგრამ WSOP მეინ ივენთი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენაა, რომლის მოგებაზეც ყველა მოთამაშე ოცნებობს" - ამბობს 21 წლის ესპანელი. 

რუმები

ქართული უცხოური