2015 წლის WSOP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

2015 წლის WSOP უკვე დასასრულს უახლოვდება. ტურნირების უმეტესობა დამთავრებულია, გამარჯვებულები გამოვლენილია, დამარცხებულებს კი მომავალი წლის ზაფხულის იმედიღა დარჩენიათ. წინ მნიშვნელოვანი მოვლენაა - მეინ ივენთი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აიღო სტარტი. ჩვენ კი გადავხედოთ პოკერის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ზაფხულს - რით გამოირჩეოდა ის, რა ხდებოდა განსაკუთრებული და რა მოხდა ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა?

კოლოსალური 'კოლოსი'

როგორც ბევრი ვარაუდობდა, $565 დოლარიანი ბაი ინის მქონე 'კოლოსის' ივენთს უამრავი პროფესიონალი, მოყვარული და დაბალი ლიმიტების მოთამაშე უნდა მოეზიდა მთელი მსოფლიოდან. მართლაც, ტურნირი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს იძლეოდა: $565 დოლარი ბაი ინი, WSOP-ის ოქროს სამაჯურის მოგების შანსი, 4 რებაის უფლება. არც მოთამაშეებმა გაუცრუეს იმედები ორგანიზატორებს - ტურნირზე, მთლიანობაში 22.374 შესვლა და რებაი გაკეთდა. პრაიზ პულმა, $5000 დოლარზე ნაკლები ტურნირისთვის, აქამდე არნახულ თანხას - $11.187.000 დოლარს მიაღწია. 

'კოლოსის' კოლოსალური რიგები

საშუალო დასწრების მქონე ტურნირებზეც კი, რიგი ჩვეულებრივი მოვლენაა. 'კოლოსის' ციფრების გათვალისწინებით კი,რა თქმა უნდა, რიგი არავისთვის ყოფილა მოულოდნელი, მაგრამ არა ტურნირის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, მცირე პროგრამული ხარვეზის გამო, 1000-ზე მეტ ადამიანი, რომლებიც ტურნირიდან გავარდნენ, მაგრამ ფულში შევიდნენ, იძულებული გახდნენ 4 საათზე მეტი გაეტარებინათ კაზინოს სალაროსთან, კუთვნილი თანხის მისაღებად.

წვიმა 'რიოში' 

პოკერი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა რეალურ სპორტს - WSOP-ის მეინ ივენთის პირველი დღე, ძლიერი წვიმის მსხვერპლი აღმოჩნდა. წვიმა და მსგავსი მკაცრი სტიქიური სირთულეები ნამდვილად არ არის ლას ვეგასის ცხელი კლიმატისთვის დამახასიათებელი მოვლენა. სწორედ ამიტომ, როგორც სტუმრებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის, მსგავსი გარემოება საკმაოდ დამაბნეველი აღმოჩნდა, რის გამოც ქუჩები დიდმა სამანქანო საცობებმა მოიცვა. გარდა ამისა, პრობლემა გაუჩნდა 'რიოს' ერთ-ერთ დარბაზს, რომელშიც შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, წვიმის წყალმა პირდაპირ ჭერიდან დაიწყო წვეთა. შექმნილი სირთულეების გამო, ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ ტურნირი გარკვეული პერიოდით შეეწყვიტათ და მოთამაშეებისთვის ახალი დარბაზი შეეთავაზებინათ.

სუპერ ჰაი როლერის თასი

წლვენადელი ზაფხულისთვის One Drop-მა დათმო თავისი პოზიციები, როგორც ყველაზე ძვირადღირებულმა ტურნირმა. ეს სტატუსი სუპერ ჰაი როლერის ტურნირს ერგო, რომლის ბაი ინი ნახევარი მილიონი დოლარით განისაზღვრა. 43 მოთამაშეს შორის, რომლებშიც ისეთი სახელები შეგხვდებოდათ როგორიცაა: დენიელ ნეგრანუ, ფილ აივი, ანტონიო ესფანდიარია, სემ ტრიკეტი, ჯეისონ მერსიერი და ა.შ. საუკეთესო ბრაიან რასტი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირი, სუპერ ჰაი როლერის თასი და $7.525.000 დოლარი მოიგო. 

ჰელმუტის მე-14 სამაჯური

რა იქნებოდა World Series Of Poker ფილ ჰელმუტის გარეშე? მან წელსაც გაიბრწყინა და $10.000 დოლარიან რაზის ივენთზე, რომელზეც 102 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, კიდევ ერთი, მე-14 სამაჯური და $271.105 დოლარი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ზაფხულის სერიებზე, ჰელმუტს $998.887 დოლარი აქვს მოგებული. 

აივი ივენთების უმეტესობას აცდენს

წელს თითქმის ყველა პროფესიონალის გულშემატკივარმა მიიღო თავისი მცირედი მაინც, მხოლოდ ფილ აივის თაყვანისმცემლები დარჩნენ თავიანთი კუმირისგან განაწყენებულები. აივის განცხადებით, მის სამაჯურებზე გასაკეთებელ ფსონებზე შემოთავაზებები შემცირდა, რის გამოც WSOP პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. ის, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაკაოში, მილიონერი ბიზნესმენებისა და სხვა პროფესიონალების წინააღმდეგ, ქეშ გეიმებს თამაშობდა. უცნობია რა შედეგს აღწევს ცნობილი მოთამაშე, მაგრამ ფაქტია, რომ მან $50.000 დოლარიანი პოკერის მოთამაშეთა ჩემპიონატიც კი გამოტოვა. საბოლოოდ აივი $111.111-იან One Drop-ზე გამოჩნდა, თუმცა ტურნირს მალევე გამოეთიშა. 

რუმები

ქართული უცხოური