დენიელ ნეგრანუს საზაფხულო გეგმები

პოკერის მოთამაშეებში, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც $500.000 დოლარიანი ჰაი როლერ ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ღიმილს და კარგ განწყობას შეინარჩუნებს. შეიძლება ითქვას, რომ დენიელ ნეგრანუ ერთ-ერთი მათგანია. 

ნეგრანუ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Aria-ში გამართული ჰაი როლერ ჩემპიონატის მეორე დღეს. ის დამაჯერებლად მიიწევდა წინ, $7.525.000 დოლარიანი პირველი ადგილისკენ, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. მას პირველი დიდი წარუმატებლობა პრატიუშ ბუდიგას წინააღმდეგ ნათამაშებ დარიგებაში ელოდა, როდესაც 'კიდპოკერის' AQ-ს, ბუდიგა J9-ით დაუპირისპირდა და საბოლოოდ, ბორდზე ამოსული 9-იანით, კანადელმა დიდი სტეკი დაკარგა. შორტ სტეკად დარჩენილ კანადელს ისღა დარცენოდა კიდევ ერთხელ გაერისკა და ტოპ წყვილით, ტომ მარჩესის ნატს ფლეშ დროს შერკინებოდა, სადაც ასევე მარცხი განიცადა. 

"ეს ყველაფერი ნაკლებად უკავშირდებოდა ფულს. გაცილებით საწყენი იყო ის, როგორც დავამთავრე თამაში, - თქვა ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ნეგრანუმ, - ძალიან კარგად ვთამაშობდი, 1.5 მილიონამდე ჩიპი მოვაგროვე და ბუდიგას წინააღმდეგ, აბოსულუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მან კი შეცდომა დაუშვა. ამ ხელის წაგებამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდო. ამის შემდეგ, თითქმის ყველა დარიგებაში ბორდს ვცდებოდი და საბოლოოდაც არ გამიმართლა. ფული, ამ შემთხვევაში, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ $7.5 მილიონი დოლარი საკმაოდ დიდი თანხაა."

WSOP-ის ექვსი სამაჯურის მფლობელმა, დიდი ივენთის წაგების შემდეგ, მაინც არ დაკარგა იმედი და ახალ ტურნირზე, $10.000 დოლარიან Dealer's Choice Championship-ზე დარეგისტრირდა. ტურნირი ახალი და საკმაოდ უცნაური სტრუქტურისაა: დარიგებამდე, დილერის პოზიციაზე მყოფი მოთამაშე ირჩევს თამაშს, რომელიც მთელმა მაგიდამ უნდა ითამაშოს. "ეს ძალიან სახალისო ტურნირია, - ამბობს ნეგრანუ, - ასეთი გარემოება კიდევ ერთი ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ გიბიძგებს. აქ სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელ თამაშში ხარ ძლიერი. აქ გადამწყვეტია, სხვები რომელ თამაშში არიან სუსტები. თუ შენ ხედავ, რომ სხვები რომელიმე სახეობას ცუდად თამაშობენ, ვალდებული ხარ სწორედ ეს სახეობა აირჩიო."

როგორც კანადელი მოთამაშე ამბობს, დიდ ტურნირზე წარუმატებელი თამაში, არ მოქმედებს მის განწყობაზე. ის ჯანსაღი ცხოვრების მომხრეა - დადის სატრენაჟორო დარბაზში, თამაშობს ფეხბურთს, ღებულობს მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ენერგია ჩადოს თავის საქმეში. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ მის ხასიათს და თამაშის სიყვარულს. 

ლას ვეგასში, პოკერის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზაფხულის სეზონი დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება 2015 წლის WSOP-ის მეინ ივენთის დაწყებამდე. "მეინ ივენთი, ისეთი მოვლენაა, როცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვალდებული ხარ შესვენება აიღო, - ამბობს 'კიდპოკერი', - მეინ ივენთის შემდეგ, როგორც წესი, მთლიანად გოლფში ვარ გადართული. წელსაც რამდენიმე დიდ თამაშს ვგეგმავ კალიფორნიასა და ტორონტოში. ასევე ვმონაწილეობ PETA-ს ახალ რეკლამაში და სატელევიზიო შოუში Poker Night in America. ძალიან დატვირთული გრაფიკი, მაქვს და ცოტათი დავიღალე, მაგრამ მე არ ვირჩევ დროს, დრო მირჩევს მე."

რუმები

ქართული უცხოური