მარია ჰომ ჩედ ბრაუნის სახელობის ტურნირი მოიგო
ხუთშაბათს საღამოს Planet Hollywood სავსე იყო პოკერის ვარსვკლავებით, პროფესიონალი მოთამაშეებითა და მოყვარულებით. მათი შეკრების მიზეზი ჩედ ბრაუნის სახელობის ყოველწლიური ტურნირი იყო, რომელმაც შარშან აიღო სტარტი. ტურნირი კამპანია Suck Out Sarcoma-ს ფარგლებში ტარდება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.
ტურნირი ეძღვნება ცნობილი მოთამაშის, ჩედ ბრაუნის ხსოვნას, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობისა და სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ, გასულ წელს გარდაიცვალა. საღამო აუქციონით დაიწყო და საქველმოქმედო ტურნირით გაგრძელდა. ტურნირი მიზნად ისახავს ლეიკემიის, სიმსივნისა და შიდსის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო ფონდისთვის ხელშეწყობას. $240 დოლარიანი ბაი ინის მქონე თამაში, მონაწილეებს $100 დოლარიან რებაის სთავაზობდა, რითიც ასეულობით მოთამაშეს საშუალება მიეცა დრო პოკერის პროფესიონალებთან გაეტარებინათ და ფული კეთილი საქმისთვის გაეღოთ.
ტურნირში, ცნობილი უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობდა: კრიკეტის ავსტრალიელი ვარსკვლავი შეინ ვორნი, ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ტილი, პროფესიონალი მოთამაშეები - ლივ ბურე, ვანესა სელბსტი, ლინდა ჯონსონი, რეპ პორტერი, კრის მორმანი და რა თქმა უნდა მარია ჰო, რომელიც ტურნირის წამყვანადაც მოგვევლინა.
"როცა მე ტუზებით გავზარდე, შეინ ვორნმა ჩემი დასჯა გადაწყვიტა და ოლ ინი გააკეთა, - ყვება ტურნირის მოგების შემდეგ მარია ჰო, - ვფიქრობ, მაგიდის დინამიკის გათვალისწინებით, მისი ოლ ინი საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო. სწორედ ამ დარიგების მოგებით გავხდი ჩიპ ლიდერი, რამაც საბოლოო გამარჯვებამდე მიმიყვანა. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ კარგი კარტი მირიგდებოდა და თამაშიც ადვილი იყო ჩემთვის. ფინალური მაგიდის თითქმის ყველა მონაწილეს პირადად ვიცნობდი. ტურნირზე არაჩვეულებრივი განწყობა იყო."
უნდა ითქვას, რომ ტურნირის მსვლელობაში, ჰომ 6 რებაი გააკეთა, ხოლო სხვა მოთამაშეებს ზუსტად 10-ჯერ აიძულა ჩიპების თავიდან ყიდვა. "ტურნირზე ძალიან დადებითი ენერგია იგრძნობოდა. ყველანი ერთი მიზეზით შევიკრიბეთ - პატივი მიგვეგო ჩედ ბრაუნის ხსნოვნისადმი. ძალიან ვნერვიულობდი. მე პირველად აღმოვჩნდი საქველმოქმედო ტურნირის წამყვანის რანგში. თუმცა იმდენად კარგი ატმოსფერო იყო, მოთამაშეებიც იმდენად კეთილგანწყობილები იყვნენ, რომ საბოლოოდ ყველაფერი იმაზე უკეთ გამომივიდა, ვიდრე ველოდი. შარშანდელი ტურნირი, ცოტა არ იყოს, მოწყენილი და მძიმე გამოვიდა. ეს გასაგებიც იყო - ყველანი ჩედის გარდაცვალებას ვგლოვობდით. ახლა კი ყველაფერი სხვანაირად იყო. ჯენიფერ ვინტერმა, რომელმაც ტურნირის ორგანიზება თავის თავზე აიღო, არაჩვეულებრივი საქმე გააკეთა."
"რა თქმა უნდა, შეკრების მიზეზი ყველასთვის გასაგებია, - თქვა კრის მორმანმა თამაშის შემდეგ, - ჩედ ბრაუნი, ჩვენი სამყაროსთვის ნამდვილი ლეგენდა იყო. მარია, თავის საქმეს, აშკარად კარგად ართმევს თავს. ჩვენ ძალიან კარგ დროს ვატარებთ."





