მაიკ გოროდინსკი WSOP-ის 'პოკერის მოთამაშეთა ჩემპიონატს' იგებს
მაიკ გოროდინსკიმ, პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, 2015 წლის WSOP-ის ფარგლებში გამართული $50.000 დოლარიანი Poker Players' Championship და ოქროს სამაჯური მოიგო. ტურნირი, ტრადიციულად, ლეგენდარული მოთამაშის, დევიდ 'ჩიპ' რიზის სახელობისაა. "არაჩვეულებრივი შეგრძნებაა! მე ყოველ ღამე ზუსტად ამ ტიტულის მოგებაზე ვოცნებობდი. ახლა კი ოცნება ამისრულდა. ეს იყო საუკეთესო ხუთი დღე ჩემ ცხოვრებაში" - განაცხადა გოროდინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტურნირი, რომელიც მიქს-გეიმის სტილში ჩატარდა, 10 სხვადასხვა თამაშს აერთიანებდა. შეიძლება ითქვას, რომ ტურნირში, რომელსაც 84 ენტრანტი ჰყავდა, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ფინალური ექვსეულის თამაში დევიდ ბეიკერის ჩიპ ლიდერობით დაიწყო, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელებულა - ჟან-რობერ ბალანდმა, ბადუგის დროს, ჯერ დენ კელი გამოთიშა თამაშს, შემდეგ კრის კლონდიკი და ლიდერობა ახლა მის ხელში გადავიდა. თავის მხრივ, ბეიკერმაც გაიბრძოლა და ჰოლდემის დროს, პრეფლოპ ოლინში, K
Q
-ით ბენ სალსკის Q
T
დაამარცხა. ონლაინ ჰაი სტეიკს გრაინდერი, მეოთხე ადგილზე გავიდა. ბეიკერის ძალიხსმევა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან იგივე თამაშში, ის K
J
-ით გოროდინსკის K
K
-ს დაუპირისპირდა და, რა თქმა უნდა, ყვლეაფერი ძლიერი ხელის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალური ჰედს-აპი, ჩიპების რაოდენობით, გოროდინსკის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაში რამდენიმე საათი გაგრძელდა. ომაჰას თამაშისას კი, ჟან-რობერ ბალანდი იმ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელსაც ბევრი მოთამაშე თავს ვერ დააღწევდა: ის ორი წყვილით, გოროდინსკის სეტთან ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გოროდინსკიმ, 2010 წელს, PCA-ის ტურნირზე ფინალში სწორედ ჟან-რობერ ბალანდთან მოიპოვა გამარჯვება. "მან დღეს არაჩვეულებრივად ითამაშა. ჩემგან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს - თქვა თამაშის შემდეგ გოროდინსკიმ, - რაც შეეხება ტურნირს: ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია ვეგასში. ბაი ინი $50.000 დოლარს შეადგენს, ასე რომ აქ მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეები ხვდებიან."
გოროდინსკის მართლაც შესანიშნავი ზაფხული აქვს: მან მესამე ადგილი დაიკავა $5.000 დოლარიან 6-მაქს ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, მეცხრე $10.000 დოლარიან სევენ-ქარდ სტადის ჩემპიონატზე და მეორე ადგილი $10.000 რაზის ჩემპიონატზე, სადაც გამარჯვება ფილ ჰელმუტს დაუთმო. როგორც გოროდინსკი ამბობს, ის მართლაც კარგად თამაშობს, მაგრამ არც იმას უარყოფს, რომ კარტებიც სწორად ხვდება.





