პოკერი და მედიკამენტები - მომავლის თამაში

პოკერის მოთამაშე და ძლიერი, გახსნილი გონება, თითქმის ერთი და იგივე ასოციაციას იწვევს ადამიანებში. ახალი ფაქტი არ არის ის, რომ პოკერის საუკეთესო მოთამაშეები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანებადაც ითვლებიან. 

როგორც ნებისმიერი სპორტსმენი, მოთამაშეც, ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს, რომელიც მას ოპონენტებზე რაიმე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება. თანამედროვე სპორტი, თამამად შეიძლება ჩაითვალოს ფარმაკოლოგიის მიღწევების ტესტირების არეალად. უცნაურია, მაგრამ ფიზიკურ, ძალისმიერ სპორტებს, ამ ჭრილში, შეიძლება პოკერიც დავუმატოთ და ჩვენთვის საყვარელი საქმიანობა სრულიად სხვა პერსპექტივით დავინახოთ. 

Alpha Brain, Onnit-ის ახალი პროდუქტია, რომელიც ე.წ. ჭკვიანი წამლების სიას მიეკუთვნება. ბევრი მედიკამენტის მწარმოებელი აცხადებს პრეტენზიას, რომ მის პროდუქტს შეუძლია აზროვნების გაუმჯობესება. თუ თქვენ ნანახი გაქვთ ფილმი Limitless და თუ თქვენ მსგავს შედეგს ელოდებით მსგავსი ტიპის წამლებისგან, მაშინ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ეს სტატია თქვენთვის არ არის. 'ალფა ბრეინი' გამოშვებულია აბების სახით და მისი მთავარი ფუნქციებია კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნება კონკრეტულ მიზანსა და ამოცანაზე და მეხსიერების გაუმჯობესება. ცნობილი კომიკოსი, ჯო როგანი, ამ მედიკამენტის აქტიური მომხმარებელი და დამცველია. 

საქმე იმაშია, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 'ალფა ბრეინის' 1-2 აბი და თქვენი გონება გაცილებით აქტიური ხდება, შემეცნებითი უნარები მაღლდება, თქვენ გაცილებით სწრაფად და ხარისხის დაკარგვის გარეშე ითვისებთ მასალას. ერთ-ერთი უცნაური გვერდითი მოვლენა, რაც ამ წამალს ახასიათებს არის ცხადი სიზმრები. ამაზე ისედაც ბევრი ოცნებობს. ჯო როგანის მტკიცებით, ამ წამლის გამო ის გააზრებულ სიზმრებს ხედავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სიზმრის დროს ხვდება, რომ სიზმარშია და შემდეგ მის მართვასაც კი ახერხებს. 

ჯერჯერობით უცნობია 'ალფა ბრეინის' შედეგები. პროდუქტი იმდენად ახალია, რომ მისი ფართო გამოყენების შედეგად მიღებული ფაქტები ცნობილი არ არის. გამორიცხული არც ისაა, რომ წამალმა პლასებოს ეფექტით იმოქმედოს და ადამიანმა, ყოველგვარი ქიმიური ჩარევის გარეშე, უკეთ შეასრულოს გონებრივი სამუშაო. 

ვერავინ იტყვის, დაეხმარება თუ არა 'ალფა ბრეინი' ვინმეს უკეთეს მოთამაშედ ჩამოყალიბებაში, მაგრამ როგორც ვთქვით, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი სახის შეჯიბრში ეძებს რაიმე სახის უპირატესობას. ასე რომ, სამომავლოდ სულაც არაა გამორიცხული ახალი ბაზრის შექმნა და გონებრივი სპორტებისთვის ახალი მედიკამენტების შეთავაზება.

რუმები

ქართული უცხოური