ჯენიფერი ტილი, პატრიკ ანტონიუსთან ნათამაშებ ხელს, წლების შემდეგაც იცავს
ჯენიფერ ტილის დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ოსკარზე ნომინირებული მსახიობი და პოკერის პროფესიონალი მოთამაშე თვლის, რომ 2015 წლის WSOP-ზე $5000 NL Hold'em 6-Max-ზე აღებული მე-14 ადგილი, ყველაფერს მისი სიტყვების ნაცვლად ამტკიცებს. ტურნირი მართლაც რთული ლაინ აფით გამოირჩეოდა. "მე არ ვფიქრობ, რომ რამე მაქვს დასამტკიცებელი, ამბობს 2005 წლის WSOP-ის Ladies' Event-ის გამარჯვებული, - გულახდილად მგონია, რომ საკმაოდ კარგი მოთამაშე ვარ. WSOP-ზე, საკმაოდ ბევრჯერ ვარ ქეშში შესული, თითქმის მილიონამდე სატურნირო მოგება მაქვს, 30-ე ადგილზე ვარ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მოთამაშეებს შორის. თუ მე ვინმესთან რამე მაქვს დასამტკიცებელი, ეს მხოლოდ საკუთარი თავია. საკმაოდ ბევრი წარმატება მაქვს პოკერში და სხვები, ვინც ჩემზე ცუდს ამბობენ, ან არ მიცნობენ, ან ჩემი თამაში არ უნახავთ და ისე აკეთებენ დასკვნებს."
ტილის თქმით, მან ერთხელ ერთ-ერთ ცნობილ პოკერის საიტზე ნახა საკუთარი ბიოგრაფია, სადაც ეწერა, რომ მას მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, მხოლოდ 'სელებრითი' ტურნირებს თამაშობს და მხოლოდ იმიტომ არის ცნობილი, რომ ფილ ლააკის შეყვარებულია. "ყველა ვინც მსგავს სისულელეეს წერს ან იჯერებს, შემიძლია ვუთხრა: შევიდნენ 'ჰენდონ მობზე' და ნახონ ჩემი სტატისტიკა. ზედაპირულად, ინფორმაციის გარეშე, ძალიან ადვილია ადამიანზე ცუდის თქმა, როცა ხედავ, რომ ეს ადამიანი ჰოლიდუვიდს ცნობილი ვარსკვლავია, მილიონერის შეყვარებული და მილიონერების გარემოცვაში პოკერს თამაშობს. როცა სატელევიზიო გადაცემებში პოკერის სათამაშოდ მიმიწვიეს, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი გამომწვევი იმიჯითა და ხუმრობებით, კარგი შოუ შემექმნა."
ჯენიფერ ტილის, მრავალი წლის განმავლობაში, პოკერის უამრავი მოყვარული, მასსა და პატრიკ ანტონიუსს შორის, NBC-ის Poker After Dark-ში მომხდარი დარიგების გამო დასცინოდა. პოკერის სამყარომ ამ დარიგებაზე მღელვარება მაშინ დაიწყო, როცა ტილიმ ანტონიუსთან KK ივარაუდა.
"ეს იყო ერთადერთი ხელი, რომელიც აშკარად არასწორად ვითამაშე, - ამბობს ჯენიფერი, - ფილმა გამაფრთხილა, რომ ეს ხელი არასდროს არ უნდა დამეცვა, მაგრამ მე მაინც ვცდილობ მის დაცვას. პირველ რიგში ეს იყო სით'ენდ'გოუ, სადაც მთლიანი ფრაიზ ფული გამარჯვებულს ხვდებოდა. ეს არ იყო უბრალო ქეშ გეიმი, სადაც წაგება და დამატება შეგიძლია. თან ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი გამოჩენა სატელევიზიო პოკერში და საკმაოდ დაძაბული ვიყავი. როცა ეს დარიგება მოხდა, თამაში ახალი დაწყებული იყო, დიდი სტეკის ან სულაც მთლიანი სტეკის დაკარგვა საერთოდაც არ მსურდა, ამიტომ ფრთხილი თამაში გადავწყვიტე. თუ მე გავზრდიდი და მისგან რირეიზს მივღებდი, იძულებული ვიქნებოდი დამეფოლდა. შოუდაუნზე ჩემი სიტყვები 'მეგონა KK გყავდა' ხუმრობა იყო. მეგონა ამას ყველა გაიგებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მეგონა, რომ რამდენიმე ხელი მჯობნიდა მაშინ და ამიტომაც ვიყავი ფრთხილი."
ფრთხილს ნამდვილად ვერ დავარქმევთ ჯენიფერ ტილის თამაშს მის ბოლო WSOP-ის 6-Max ივენთზე, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა 3 დღე გაძლო. "ძალიან რთული მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ მე მათთან თამაში გაცილებით მომწონს. 6-მაქსი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თამაშია, რადგან გაცილებით ხშირად გიწევს უცნაური მანევრების კეთება. ასეთი ვიწრო თამაში ხშირ ბლეფებს მოითხოვს. ეს სულაც არ ჰგავს 9 კაციან მაგიდას, სადაც შეგიძლია საათობით იჯდე და კარგ კარტს ელოდო. გაცილებით მეტი ადაპტაცია და თამაშზე კონცენტრირება გჭირდება, ვიდრე ნორმალურ 'ფულ რინგებზე'. უმეტესობას ურჩევნია მშვიდი თამაში, სუსტი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ ჩემთვის ასეთი აქტიური თამაში გაცილებით საინტერესოა."