დენ ბილზერიანი პრეზიდენტობისთვის ემზადება
წვეულებების მეფე და პოკერის მოთამაშე, დენ ბილზერიანი, სავარაუდოდ 2 კვირაში, ოფიციალურად წამოაყენებს თავის კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე. tablelist.com-ზე თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ბილზერიანის 2016 წლის საპრეზიდენტო კაპმანიის ოფიციალური გახსნისთვის მიძღვნილი ცერემონიის ბილეთები, რომელიც კლუბ Marquee-ში გაიმართება.
მიუხედავად ბილზერიანის არნახული პოპულარობისა, მიუხედავად ფეისბუქსა და ტვიტერზე მისი მილიონი ფოლოუერისა, ასეთი მანევრით, ის უფრო დიდი პოპულარობის მოხვეჭას ცდილობს. თუმცა მისი თაყვანისმცემლების სეგმენტის გათვალისწინებით, რომელიც ძირითადად კოლეჯის ასაკის ადამიანებისგან შედგება, მისი საარჩევნო პერსპექტივები საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება.
რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად დაარწმუნებს ბილზერიანი ამერიკის მოსახლეობას, რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ისეთ კანდიდატებს, როგორებიც ჰილარი კლინტონი და ჯებ ბუში არიან. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, სომხური წარმოშობის ფლეიბოისთვის, ადამიანებზე გავლენის მოხდენა, უცხო მოვლენა არ არის. მილიონობით ადამიანი აღფრთოვანებულია მისი ცხოვრების სტილით, მდიდრული მანქანებით, ფულის ფლანგვით, იარაღების სიყვარულითა და მუდამ ფოტომოდელების გარემოცვაში ყოფნით. შესაბამისად მიმბაძველებიც მრავლად ჰყავს. მისმა ერთ-ერთმა მიმბაძველმა კი, ცოტა ხნის წინ საცოლე მიატოვა, იმ იმედით, რომ თავისი კუმირის ცხოვრება ეგრძნო. მისმა მეგობარმა გოგომ კი, ბილზერიანს 'ტვიტერზე' მიმართა: "ჩემმა საქმრომ მხოლოდ იმიტომ მიმატოვა, რომ შენნაირი ცხოვრების იმედი აქვს. საკმარისი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ მეზიზღებოდე, მაგრამ ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი შურისძიებაა. არაფერი ისე არ მინდა, როგორც ჩემი ფოტო შენთან და კიდევ 20 მოდელთან ერთად. მე არ ვარ მდიდარი და არ მაქვს დიდი მკერდი. მერე რა?"
ბილზერიანის პასუხი:
მთავარი კითხვა, რაც ახლა ისმის, არის ის, თუ რომელი პარტიის სახელით იყრის კენჭს "ინსტაგრამის მეფე"? გავრცელებული ჭორების თანახმად, ბილზერიანი საერთოდ ახალი პარტიის დაარსებას გეგმავს 'ინსტაგრამის პარტიის' ან 'ფლეიბოის პარტიის' სახელით და ეს ხუმრობა არ არის! სიმართლე ითქვას, პოკერის რეგულაციებისა და ლეგალიზაციის დადებითი პერსპექტივის გამო, ბილზერიანს უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდება.
თუ მოთამაშის ასეთი ამბიციები თქვენში ღიმილს იწვევს, შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში, ანტანას გუოგა, იგივე ტონი ჯი, რომელიც ბილზერიანზე არანაკლებ სკანდალური იმიჯით გამოირჩეოდა, არჩეულ იქნა ევრო-პარლამენტის წევრად. ტონი ჯი დღემდე აქტიურ მოთამაშედ რჩება და კვლავ მუდმივი სკანდალების ეპიცენტრშია.