სატელეფონო მულტი-თეიბლინგი

მულტი-თეიბლინგმა, ონლაინ პოკერში და ზოგადად პოკერში, უდიდესი ცვლილებები გამოიწვია - ახლა მოთამაშეს საშუალება აქვს, სესიაზე ათასობით დარიგება ითამაშოს. თუ აქამდე სვინგების წასვლას და მოსვლას თვეები და წლები სჭირდებოდა, ახლა ერთი კვირა ან რამდენიმე დღეც კი საკმარისია ცვლილებების დასანახად. მობილურმა ტექნოლოგიებმა, თავის მხრივ, ონლაინ პოკერის და ზოგადად ონლაინ გემბლინგის არნახული გაფართოება გამოიწვია. მაგალითად, რადიოს 38 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ 50 მილიონი მსმენელი ჰყოლოდა, ხოლო თამაშმა 'Angry Birds' 36 დღეში მიაღწია იგივე მაჩვენებელს. 

ამჟამად მსოფლიოში, სმარტფონებსა და მობილურ საკომუნიკაციო საშუალებებს 1.5 მილიარდი ადამიანი იყენებს. ჩვენ ინტერნეტთან ყოველდღიური შეხება გვაქვს. ინტერნეტში დახარჯული დროის 66%-ს სტაციონალურ კომპიუტერთან, ხოლო 34%-ს სმარტფონებთან ვატარებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ონლაინ პოკერის საიტი ცდილობს, თავის მომხმარებელს კომფორტული, მულტი-პლატფორმული სოფტი შესთავაზოს. შესაძლებელია თუ არა მულტი-თეიბლინგი მობილური ტელეფონით? რამდენიმე საიტს გადავხედოთ! 

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თუ თქვენ ონლაინ გრაინდერი ხართ, ვერცერთი მობილური ტელეფონი ვერ შეცვლის თქვენ დესკტოპ კომპიუტერს. მიზეზი მარტივია: ტელეფონის ეკრანი ბევრად მცირე ზომისაა, რაც მხოლოდ  4-5 მაგიდის თამაშის საშუალებას გაძლევთ. თქვენ არ შეგიძლიათ დაალაგოთ მაგიდები ისე, როგორც ამას დიდ მონიტორზე შეძლებდით - თამაშის ოფციის ღილაკები იმდენად დაპატარავდება, რომ ფიზიკურად რომელიმეზე დაჭერას ვერ შეძლებთ, ამასთანავე ეკრანის სიმცირის გამო კარტები იმდენად პატარა იქნება, რომ გაგიჭირდებათ დანახვა. ნაცვლად მაგიდების განაწილებისა, თქვენი რიგის მოსვლის დროს, თითოეული მაგიდა პოპ-აპ პრინციპით მთელ ეკრანზე გაიშლება. მეორე უარყოფითი მხარე ისაა, რომ ე.წ. HUD-ები (heads-up display) მობილურ ტელეფონებზე არ მუშაობს. ასე რომ თუ თქვენ მუდამ დაინტერესებული ხართ მოწინააღმდეგის სტატისტიკით, თქვენ 'ბრმად' მოგიწევთ თამაში. სტალეფონო მულტი-თეიბლინგი, სიმართლე რომ ითქვას, სერიოზული გრაინდინგისთვის ვერ გამოგადგებათ. მობილური გემბლინგი შეიძლება გამოიყენოთ აეროპორტში, როცა ფრენას ელოდებით, ან რომელიმე გრძელი რიგის დროს, თავშესაქცევად და დროის გასაყვანად. 

მობილური მულტი-თეიბლინგისთვის სიმარტივე და ფუნქციონალურობა მთავარი პრიორიტებებია. თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ ეკრანზე მიშტერება, სქროლვა და ხანგრძლივი ძებნა საჭირო თამაშისთვის. ხოლო უშუალოდ თამაშისას, თქვენი ბეთები, ქოლები და სხვა მოქმედებები უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი - შესაბამისად მარტივი. სავარაუდოდ, 'პოკერსტარსის' ისეთი პროდუქტი, როგორიც Zoom Poker-ია, მობილური გრაინდერისთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა იყოს. სწრაფი ფოლდი და მაშინვე ახალ დარიგებაზე გადასვლა, თამაშს წარმოუდგენლად აჩქარებს, რაც ერთ მაგიდაზე ძალიან ბევრ დარიგებაში მონაწილეობის საშუალებას გაძლევთ. 

ზოგიერთი დიდი ოპერატორი, როგორიცაა, მაგალითად, 888poker, PartyPoker, FullTilt, მომხმარებელს არ სთავაზობს მულტი-თეიბლინგის ფუნქციას მობილურ ტელეფონზე. სავარაუდოდ ეს გამოწვეულია ეკრანის ზომასთან დაკავშირებული სირთულეებით, თუმცა რამდენიმე პოკერ-რუმმა გარისკა და ასეთი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც შესთავაზა მომხმარებელს ასეთი პროდუქტი. 

PokerStars

ყველა კარგად ვიცნობთ მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის სოფტს. მისი მობილური ვერსიის უპირატესობა ისაა, რომ ის დესკტოპის სოფტის გამარტივებული და შემცირებული ვარიანტია, ამასთან ის ინარჩუნებს ორიგინალის ბევრ საჭირო და გამოსადეგ ფუნქციას. სოფტი, ორიგინალზე არსებული, პოკერის თითქმის ყველა ვარიაციის თამაშის საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ქეშ გეიმები, S'n'G, MTT ტურნირები, Spin-and-Go ფორმატიც კი და რა თქმა უნდა Zoom, რომელიც ტელეფონით გრაინდინგისას ძალიან მოსახერხებელი და რამდენიმე მაგიდის შემცვლელიც კი შეიძლება იყოს. 

რამდენიმე ოპცია, რომელსაც მობილურის სოფტში ვერ ნახავთ არის ტურნირის ისტორიის მოძებნის ფუნქცია, სტატისტიკები და ფლეი-მანის ტრანსფერები. მაგიდაზე სასურველი ადგილის მონიშვნა, ბეთ-სლაიდერის ოფციები და რე-მატჩზე მუდმივად უარის თქმის ფუნქცია. ამჟამად თქვენ შეგიძლიათ 4 მაგიდის თამაში 'აიფონზე', 'აიპოდ თაჩზე' და ყველა ანდროიდზე, 5 მაგიდა - 'აიპედზე'. აღსანიშნავია, რომ ლობის ოფციები და ზოგადად ლობის ნავიგაცია, მობილურ სოფტზე გაცილებით გამარტივებულია, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.

Europe-Bet.com

ევროპა-ბეთი იყენებს Connective Games-ის სოფტს, რომელიც თავის მხრივ სოფტებს აწარმოებს Pokerdelasamericas, Pokerdom.com და Pokermira.com-ისთვის. ასე რომ ეს ნაწილი ამ და სხვა პოკერ-რუმებს ეხება, რომელთა სოფტი Connective Games-ის მიერაა დამზადებული. ეს ის საიტებია, სადაც ინგლისურენოვანი ქვეყნების მოსახლეობა ნაკლებად თამაშობს, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა, ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან. მაგალითად, ევროპა-ბეთი ლიკვიდურობით Unibet-ს უტოლდება, ხოლო Pokerdelasamericas ყველაზე მზარდი პოკერ-რუმია ლათინურ ამერიკაში. 

ევროპა-ბეთი გთავაზობთ უამრავ პოკერის ვარიაციას: ჰოლდემს, ომაჰას, ომაჰა ჰაი-ლოუს, სტადის სახეობებს, MTT ტურნირებსა და Sit'n'Go ტურნირებს. აქ, მობილური ტელეფონით, შეგიძლიათ ითამაშოთ 5 მაგიდაზე ერთდროულად და რაც მთავარია - Boost Poker -  FullTilt-ის Rush-ისა და PokerStars-ის Zoom-ის მსგავსი მაგიდის ვერსია, რომელიც მულტი-თეიბლერისთვის, მობილური ტელეფონით თამაშისას, ნამდვილად გამოსადეგი ვარიანტია. Zoom-ის მსგავსად, ის გაძლევთ სწრაფი ფოლდისა და ბევრი დარიგების თამაშის შესაძლებლობას დროის უმოკლეს პერიოდში. 

PKR.COM

PKR-ს თამამად შეიძლება 3D გეიმინგის მეფე ეწოდოს. ის გთავაზობთ აბსოლუტურად რეალისტურ გამოსახულებას, პოკერის სათამაშო უამრავ სხვადასხვა გარემოებას, სადაც საშუალება გაქვთ ხელის დაფარებით ნახოთ კარტი, როგორც ეს რეალობაში ხდება, გამოხატოთ ნებისმიერი ემოცია, გააღიზიანოთ თქვენი ოპონენტები და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ როგორც რეალურ, ასევე გასართობ ფულზე, თქვენი საკუთარი პერსონაჟისთვის იყიდოთ ტანსაცმელი, შეუცვალოთ მას გარეგნობა და ა.შ. რა თქმა უნდა, 3D გამოსახულება, თქვენი ტელეფონის ელემენტს გაცილებით მალე დაცლის, ვიდრე სხვა სოფტები. 

3D პოკერი საკმაოდ სახალისო სათამაშოა, მაგრამ როგორც კი მულტი-თეიბლინგზე გადავდივართ, გამოსახულება მაშინვე 2D-ში გადადის, ეს გამოწვეულია ტელეფონის გადატვირთვისა და ელემენტის დაცლის თავიდან აცილების მიზეზით. გაითვალისწინეთ, რომ რამდენადაც სხვა მოთამაშეების უმეტესობა, სტაციონალური კომპიუტერით - შესაბამისად 3D გამოსახულებაში თამაშობს, თამაშის ინტენსივობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ როგორც ქეშ გეიმების, ტურნირებისა და S'n'G ფორმატის ტურნირების თამაში, თქვენ იძულებული იქნებით მხოლოდ ჰოლდემი ითამაშოთ. თუ თქვენ ჩქარი ფოლდი და ბევრი დარიგება გაინტერესებთ, PKR საუკეთესო თქვენთვის ვარიანტი ვერ იქნება; ხოლო თუ მთავარი დროის გაყვანა და გართობაა, მაშინ თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. 

რუმები

ქართული უცხოური