თაღლითობა WSOP-ის ჰედს-აპ ტურნირზე
2015 წლის WSOP-ის $10.000 Heads-up Championship-ზე, მოთამაშეებმა, მატი ოპონენტის მხრიდან თაღლითური ქმედებები შენიშნეს. პრაღელმა რეპორტიორმა და ყოფილმა კაზინოს მენეჯერმაც დაადასტურეს, რომ თაღლითობაში შემჩნეულ მოთამაშეზე, კაზინოს ისტორიაში, არის ჩანაწერი მისი 'ჩიტინგის' შესახებ, რის გამოც მას აკრძალული აქვს თამაში მთელი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
მოლდოველმა ვალერიუ კოკამ, $10.000 დოლარიან ჰედს-აპ ივენთზე 5 მოთამაშე გამოთიშა ტურნირს, საბოლოოდ კი კეიტ ლერთან დამარცხდა, რომელმაც შემდეგ რაუნდზე გამარჯვებით, 2015 წლის WSOP-ის ჰედს-აპ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მოლდოველის წინააღმდეგ, სხვა მოთამაშეებთან ერთად, კონორ დრინანიც თამაშობდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თამაშის პირველივე წუთებიდან შენიშნა მოწინააღმდეგის უცნაურობა - ვალერიუ კოკა ძალიან ნელა თამაშობდა, ორჯერ ან სამჯერ ამოწმებდა მის კარტებს, დილერს ხშირად სთხოვდა მოწინააღმდეგის ჩიპების დათვლას, რაც ეჭვებს აჩენდა, რომ ის კარტებს ნიშნავდა. დრინანის დაეჭვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ოპონენტი მის წინააღმდეგ იდეალურად თამაშობდა - ფოლდავდა მაშინ, როცა დრინანს კარგი ხელი ჰყავდა, უტევდა, როცა ის სუსტი იყო და ა.შ. დრინანმა ისიც შეატყო მოლდოველს, რომ კარტების დარიგების შემდეგ, ის ყოველთვის დრინანის კარტებში ჩახედვას ელოდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ნახულობდა თავის ხელს. ასეთი აღმოჩენის შემდეგ, დრინანმა გადაწყვიტა, რომ ახლა თავად დალოდებოდა მოწინააღმდეგის ხელის შემოწმებას. "ის კვლავ მე მელოდებოდა და როცა მიხვდა, რომ მასზე ადრე კარტებში ჩამხედავი არ ვიყავი, ფორმალურად შეამოწმა თავისი ხელი და 'ბატონიდან' დაფოლდა."
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგიდა ადვილად დასანახი არ იყო მაყურებლებისთვის, დრინანმა მაინც შეამოწმა ზურგსუკან ვინმეს ხომ არ ჰქონდა მისი ხელების დანახვის და შემდეგ მოლდოველისთვის რაიმე სიგნალის მიწოდების საშუალება. "ჩემმა ასეთმა საქციელმა ისევ დისკომფორტში ჩააგდო ის და შემდეგი ხელიც მომენტალურად დაფოლდა."
რა თქმა უნდა, დრინანმა თამაში წააგო. ჰედს-აპის შემდეგ, კონორ დრინანმა თავისი ეჭვები გაუზიარა, მოლდოველის მიერ კიდევ ერთ დამარცხებულ პროფესიონალს, აარონ მერმელშტაინს, რომელმაც ზუსტად იგივე უცნაური ქცევები შენიშნა კოკას. დრინანმა, კოლეგას, ბოლო დარიგება მოუყვა, როცა სამიანებით გაკეთებულ 20 ბიგ ბლაინდიან ოლ ინზე, ვალერიუ კოკამ K5-ით მომენტალურად უპასუხა. ახლა კი მერმელშტაინის ისტორიაც მოვისმინოთ: მას შემდეგ რაც კოკამ 'ბატონიდან' ლიმპი ითამაშა, მერმელშტაინმა 20 ბიგ ბლაინდიანი ოლ ინი გააკეთა, რაზეც მოლდოველმა დიდხანს იყოყმანა. შემდეგ, დილერს, მოწინააღმდეგის ჩიპების შემოწმება სთხოვა და მხოლოს ამის მერე გააკეთა AT-ით ქოლი. იმ ადამიანისგან, რომელიც K5-ით მომენტალურ ქოლს აკეთებს, ზუსტად იგივე სიტუაციაში AT-ით დროის გაწელვა და ყოყმანი, საკმაოდ არადამაჯერებელია.
დრინანის თქმით, დანარჩენ მოთამაშეებსაც იგივე ეჭვები გაუჩნდათ, კერძოდ - ტურნირის გამარჯვებულმა კეიტ ლერმა, მოწინააღმდეგის უცნაური ქცევების აღმოჩენის შემდეგ, თავისი კარტების დამალვა დაიწყო ისე, რომ ისინი მოლდოველისთვის ვიზუალურად დასანახი არ ყოფილიყო.
სავარაუდო თაღლითობით დაეჭვებულმა მოთამაშეებმა, WSOP-ის ივენთების მენეჯერს, ჯეკ ეფელს მიმართეს, რომელმაც გამოძიების წამოწყება გადაწყვიტა. "სავარაუდოდ, კამერებს შეეძლოთ მისი მოქმედებების დაფიქსირება, მაგრამ ჯერჯერობით, ტურნირის ორგანიზატორები არაფერს ახმაურებენ, - ამბობს კონორ დრინანი, - მე ძალიან გაბრაზებული ვარ. მე სამი ძალიან რთული ოპონენტი დავამარცხე და შემდეგ ასეთ მოთამაშესთან წავაგე. მოგების შემთხვევაში კი, ოქროს სამაჯურთან ძალიან ახლოს ვიყავი და მისი მოგების რეალური შანსები მქონდა. მთელი დღის განმავლობაში, ძალიან დაძაბულ ბრძოლებში, ძალიან ბევრი ვიშრომე, სრულიად უშედეგოდ..."
WSOP-ის ვიცე პრეზიდენტმა, სეთ პალასკიმ, დაადასტურა, რომ გამოძიება პროცესშია - "ჩვენ ასეთ ბრალდებებს და ეჭვებს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, მოწმდება ვიდეო მასალა, ვამოწმებთ ბანქოს, ხომ არ არის რომელიმე მათგანზე გაკეთბული რაიმე სახის ნიშნები, ან ხომ არ იყენებდა ის რაიმე სხვა გარე საშუალებას. გამოძების დასრულებამდე მეტ კომენტარს, სამწუხაროდ, ვერ გავაკეთებთ." იგივეს აცხადებენ WSOP-ის ივენთების მენეჯერი, ჯეკ ეფელი და WSOP-ის აღმასრულებელი დირექტორი, თაი სტუარტი.





