ერიკ საიდელი: არც კი ვფიქრობ, რომ თამაში ვიცი!

ამჟამად, მსოფლიოში მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს 8 სამაჯური. რა თქმა უნდა, ოთხს უფრო მეტი აქვს, ორს კი 7-7, მაგრმა ერიკ საიდელი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც 8 სამაჯური აქვს. ამ მომენტში კი, საიდელი 2015 წლის WSOP-ზე თამაშობს, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად - ის ჯერ ვერცერთი ტურნირის ფულში ვერ შევიდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ WSOP-ზე და სხვა დიდ სატურნირო სერიებზე, ის 1989 წლიდან იგებს, რთული სათქმელი არ უნდა იყოს, რომ საიდელი ფულის მოსაგებად "განწირულია". მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თამაშები კიდევ 5 კვირა გაგრძელდება. 

ეჭვებს საიდელის მომავალი წარმატებების შესახებ, მისი წარსული, თუნდაც უახლოესი წარსული ფანტავს. აპრილში მან €100.000 ევროიანი EPT სუპერ ჰაი როლერ ტურნირი მოიგო, €2.015.000 ევროთი პირველ ადგილზე. ეჭვების კიდევ უფრო გასაქარწყლებლად, ამ მოგებას, მალევე დაუმატა $25.000 დოლარიანი Aria სუპერ ჰაიროლერი,$354.000 დოლარით პირველი ადგილისთვის, სადაც ჰედს-აპზე ენდრიუ ლიჰტენბერგერი დაამარცხა. ამჟამად, ერიკ საიდელი, $24.4 მილიონი დოლარით, მსოფლიოში მესამეა სატურნირო მოგებების მხრივ. მას მხოლოდ დენიელ ნეგრანუ და ანტონიო ესფანდიარი უსწრებენ. სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებს, წლევანდელი WSOP-ის მსვლელობის დროს, საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ლეგენდარულ მოთამაშეს:

რას აკეთებთ იმისთვის, რომ ახალ და ახალ მოთამაშეებს, ახალ თაობებს გაუძლოთ და მომგებიანი პოკერი ეთამაშოთ? ემზადებით და სწავლობთ ახალ თამაშს?

მე ვფიქრობ, გაცილებით მეტის გაკეთება მჭირდება, რადგან სულ უფრო და უფრო ვხვდები, რომ როგორც მოთამაშე, უკან ვიხევ. ჩემი ერთ-ერთი სისუსტე, შეიძლება ის გარკვეულწილად უპირატესობადაც ჩაითვალოს, ისაა, რომ მე არ მაქვს რაიმე სპეციფიური სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც ვთამაშობ ან გამოვირჩევი. 

ფიქრობთ, რომ უკეთესად ადაპტირდებით ახალ თამაშთან, ვიდრე სხვა მოთამაშეები?

უნდა გამოვტყდე, რომ კი, ნამდვილად ასეა, რადგან წინასწარ ნამდვილად არ ვიცი, როგორ თამაშს ვაპირებ. მე ერთი წამითაც კი არ ვუშვებ იმ აზრს, რომ თამაში ვიცი. მე უბრალოდ მივდივარ მაგიდასთან და იქ ვცდილობ გამოვარკვიო, რამის გაკეთება თუ შემიძლია. თუ საქმე ულიმიტო თამაშებს ეხება, ვფიქრობ, რომ არასერიოზულია იმის თქმა, რომ ვინმემ თამაში იცის. ან თუ თვლის, რომ იცის, მაშინ არასწორად აკეთებს რაღაცეებს, რადგან აქ კრეატიულობა უფრო მეტია, ვიდრე რაიმე ხაზის ცოდნა, როგორც ეს ლიმიტიან თამაშებში ხდება. ასე რომ, ულიმიტო თამაშებში, იმაზე უფრო უნდა იყოთ კონცენტრირებული, სხვა რას აკეთებს, ვიდრე საკუთარი თამაშის გამოყენებაზე. 

$25.000 დოლარიან ტურნირში, Aria-ში, თქვენ და ენდრიუ ლიჰტენბერგერმა საპრიზო ფული გაიყავით. ხშირად მიმართავთ ტურნირზე გაყოფის ოფციას, თუ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჰედს-აპი დილამდე გაგრძელდა?

მართალია ძალიან გვიანი იყო და თამაშიც საკმაოდ გაიწელა, მაგრამ არა, ენდრიუსთან ფულის გაყოფაზე არანაირი პრობლემა არ მქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში, მე მის თამაშს ყოველთვის დავაფასებ. ჩვენი ჰედს-აპი კი მართლაც დიდხანს გაგრძელდა, მე გაცილებით ადრე უნდა გამეყო მასთან ფული, რადგან ენდრიუსთან დაძაბული თამაში $150.000 დოლარის გულისთვის, ნამდვილად არ მიღირდა. 

Aria ისევ გეგმავს დიდი ტურნირის ჩატარებას, ამჯერად $500.000 დოლარიან სუპერ ჰაი როლერს. აპირებთ ამ ტურნირის თამაშს?

აუცილებლად! უკვე კარგა ხანია, ჩემს სატურნირო კალენდარზე მონიშნული მაქვს ეს თამაში. Aria ყოველთვის მაღალი დონის ტურნირებს მართავს.

რაც შეეხება 2015 წლის დარჩენილ WSOP-ის ივენთებს - მთლიანი სერიის თამაშს გეგმავთ?

ვფიქრობ, წელს შედარებით ნაკლებ ივენთს ვითამაშებ, რადგან $100.000 და $500.000-იანი ტურნირებისთვის ვემზადები. ასეთი დიდი ტურნირების დაწყებამდე, რამდენიმედღიანი დასვენებას ვიღებ. ბევრ მოთამაშეს შეუძლია ყოველდღე საათობით გადაბმული თამაში, მე კი მსგავს შემთხვევებში ძალიან ვიფიტები. 

რას გვეტყვით ერიკ საიდელის წიგნზე? იგეგმება სტრატეგიების ან ბიოგრაფიის გამოცემა?

მგონი, ეს არ უნდა იყოს საუკეთესო იდეა. მე ნამდვილად არ მაქვს ამდენი სათქმელი. ვფიქრობ, ოდესმე თუ მე რაიმე წიგნს დავწერ, ეს ნამდვილი საშინელება იქნება. არავის ვურჩევ მის შეძენას. 

ბოლო წლებში, ჩვენ ხშირად ვხედავდით ცნობილ მოთამაშეებს სხვადასხვა სატელევიზიო რეალითი შოუებში. მაგალითად, ენი დიუკი, ფილ ჰელმუტი, დენიელ ნეგრანუ, ჟან-რობერ ბალანდი, აქტიურად ინტერესდებიან მსგავსი შოუებით. თქვენი მიღწევების, პოპულარობისა და ავტორიტეტის გათავალისწინებით, ნამდვილად საინტერესო ობიექტი იქნებოდით ასეთი შოუებისთვის. არასდროს დაინტერესებულხართ მსგავსი პროექტებით?

ვფიქრობ, ის მოთამაშეები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველაზე ქარიზმატული ადამიანები არიან ამ თამაშში. ასე რომ, თუ ტელევიზიები ასეთი მოთამაშეებით ინტერესდებიან, სრულიად გასაგებია, ჩემნაირებით კი, წესით - ნაკლებად. ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ ამ თამაშს ჰყავს ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც ნეგრანუ და ჰელმუტი არიან, მათ პოკერის სახელი გააქვთ სხვა სამყაროში, თამაშის ფარგლებს გარეთ. მათ გამო, უამრავ ადამიანს უჩნდება თამაშის ინტერესი. ისინი, პოპულარიზაციის მხრივ, ბევრად დიდ საქმეს აკეთებენ, ვიდრე მე. 

რუმები

ქართული უცხოური