ფილ გალფონდი: Nosebleed-ები ჩემთვის კიდევ უფრო რთული გახდა

1 წლის წინ, ფილ გალფონდს, საკმაოდ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა, ტურნირების თვალსაზრისით. 2014 წლის WSOP-ზე ის ოთხჯერ შევიდა ფულში და მთლიანობაში $139.147 დოლარი მოაგროვა. ამ ოთხიდან, საუკეთესო შედეგი 2-7 ტრიპლ დროუში მეექვსე ადგილი და $51.538 დოლარი იყო. როგორც ჩანს, გალფონდი სწორედ ამ ივენთის დაწყებას ელოდებოდა 2015 წლის WSOP-ში მისი დებიუტისთვის. 

გუშინ ღამე კი, WSOP-ის ფარგლებში, დაიწყო $10.000 დოლარიანი 2-7 ტრიპლ დროუს ივენთი, რომელზეც 109 მოთამაშე დარეგისტრირდა. დღეისთვის კი, გალფონდი დარჩენილ 18 მოთამაშეს შორისაა, რომლებიც პირველი ადგილისთვის დაწესებული $332.756 დოლარისთვის იბრძვიან. ტურნირის მთლიანი პრაიზ პული $1.024.600 დოლარია. 

"ვფიქრობ, რომ ეს რიგით მეორე თამაშია, რომელშიც მე საუკეთესო ვარ, - თქვა გალფონდმა, - 2-7 ტრიპლ დროუ ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ტურნირის ფორმატში. 6-მაქს მაგიდები კი ამ ტურნირზე, ჩემთვის დამატებითი უპირატესობაა. ძალიან მიყვარს ეს ივენთი და ძალიან მინდა, რომ ეს თამაში უფრო პოპულარული გახდეს." 

გალფონდის დაუოკებელი წყურვილი 2-7 ტურნირებისადმი, თავისთავად, გამომდონარეობს მისი ქეშ გეიმებიდან. აქ არ იგულისხმება ჰოლდემის მოთამაშის მცირე ხნიანი გატაცება სხვა თამაშით. გალფონდი სერიოზულ ყურადღებასა და დროს უთმობს პოკერის თითქმის ყველა სახეობას. ვისაც ფილ გალფონდი გაუგია, ან ონლაინ პოკერშია ჩახედული, ყველამ იცის, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონლაინ გემბლერია მსოფლიოში. თუმცაღა, 2014 წელი ნამდვილად ვერ ჩაითვლება გალფონდის კარიერაში საუკეთესოდ. ის წლის წამგებიან მოთამაშეებში მეხუთე ადგილს იკავებდა. 2014 წელს, მან, $1.092.098 დოლარი დაკარგა 55.932 დარიგებაში, შემდეგ კი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა აიღო. 2015-ში ცოტათი მეტი ითამაშა, მაგრამ ჯერჯერობით, 'პოკერსტარსზეც' და 'ფულტილტზეც', ისევ $470.721 დოლარის მინუსშია. 

"Nosebleed-ები უფრო და უფრო ცუდი ხდება. ძალიან რთულია მოძებნო 6-მაქს ტრიპლ დროუ თამაშები. პოტ ლიმიტ ომაჰაც მაღალ ლიმიტებზე ძალიან იშვიათად ადის,  მაქსიმუმ $100/$200 ლიმიტის თამაში არის ხოლმე შესაძლებელი. $25/$50 'ზუმზე' სტაბილური თამაშია შესაძლებელი, ასე რომ საშუალო სტეიკების PLO-ით ვკმაყოფილდები. მიქს გეიმები ხშირია, მაგრამ ბევრი მაგიდის თამაშის საშუალებას არ გაძლევს. რამდენიმე მაგიდაზე, ჩემთვის ძალიან რთულია ერთი თამაშიდან მომენტალურად გადართვა სრულიად სხვა თამაშზე. ნაკლები მაგიდის თამაშის შემთხვევაში კი ძალიან ცოტა დარიგება გამოგდის. თან ყველა სახეობაშიც საუკეთესო ვერ ვიქნები..." 

აპრილში, 'ფულტილტმა' მომხმარებლებს დიდი სიახლე შესთავაზა - მოთამაშეს, "nosebleed"-ებში, ინდივიდუალური ლიმიტის შექმნა შეუძლია. "მიუხედავად კომფორტის შექმნისა, ეს სიახლე ჩემთვის საკმაოდ გულდასაწყვეტი იყო, - თქვა გალფონდმა, - 'ფულტილტზე' $1000/$2000 ტრიპლ დროუს ვთამაშობდი ხოლმე. ასეთი სიახლის შემდეგ კი დიდი ლიმიტების თამაშები თითქმის გაქრა. 'პოკერსტარსზე' ტრიპლ დროუს თამაში კი არ მომწონს. ასე რომ ამ სიახლემ, ცოტა არ იყოს, დისკომფორტი შემიქმნა." 

'ფულ ტილტის' nosebleed-ის რეფორმირება ერთადერთი ცვლილება არ ყოფილა გალფონდის ცხოვრებაში. 15 მაისს, ის, თავის დიდი ხნის შეყვარებულზე დაქორწინდა. "ვფიქრობ, ყოველდღიური ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. მაგრამ ქორწინება, ოჯახი და ის ყველაფერი, რაც სხვა ადამიანებს გაუვლიათ, დღემდე წარმოუდგენლად გვეჩვენება. თუმცა ახლა ერთად ვცხოვრობთ." გალფონდის თქმით, ამ ზაფხულს, 15-20 ივენთის თამაშს აპირებს. ასე რომ მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა თავისი მეორე ოქროს სამაჯურის მოგებას ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი "OMGClayAiken". 

რუმები

ქართული უცხოური