თამაშისგან დასვენების დადებითი მხარეები

+ პოსტის დამატება

დღეს მინდა შემოგთავაზოთ დერმოტ ბლეინის ბლოგ პოსტი, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გააკეთა "ფულ ტილტის" ბლოგზე, საკმაოდ სახალისო სათაურით - "დაუნსვინგის საათი". რა თქმა უნდა, როდესაც თემა დაუნსვინგს შეეხება, სტატია ისეთი სახალისო ვერ გამოვა, როგორიც სათაურია. ამ პოსტში ბლეინი დეტალურად აღწერდა მის მდგომარეობას, კარიერაში ყველაზე მძიმე დაუნსვინგის დროს. პოსტი საკმაოდ მძიმე ხასიათის იყო, მითუმეტეს, რომ დაუნსვინგი მის ლაივ სატურნირო კარიერას ეხებოდა. ლაივ ტურნირების წარუმატებლობა კი ბევრად მძიმეა, ვიდრე ონლაინ თამაში. პოსტის სიმძიმის მიუხედავად, ბლეინმა სცადა პოზიტიური განწყობის შექმნა და მკითხველს, დაუნსვინგთან გასამკლავებელი 5 მეთოდი შესთავაზა, რომელთაგან ბოლო დასვენებას და თამაშისგან მოწყვეტას გულისხმობდა. ბლეინი, მალტის ტურნირის შემდეგ, სწორედ ასე მოიქცა და ხანგრძლივი შესვენება აიღო. 

პოკერი საკმაოდ მერყევი თამაშია. მომგებიანი და წამგებიანი სესიები 180 გრადუსით ცვლის თქვენს განწყობას. ზოგჯერ, როდესაც წამგებიანი სესიები ჭარბობს მოგებებს, საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ დასვენებაა. თამაშისგან მოწყვეტა საშუალებას მოგცემთ, დაუბრუნდეთ რეალობას და უფრო მეტი სიცხადით აღიქვათ გარემო. გადაბმულად რამდენიმესაათიანი სესიის თამაშმა, როდესაც დღე და ღამე ერევა მოთამაშეს, შეიძლება ის თამაშზე დამოკიდებული გახადოს. ეს სულაც არ ნიშნავს თამაშზე დამოკიდებულებას ტრადიციული გაგებით, რისიც მშობლებს ეშინიათ. ეს გულისხმობს რეალობისგან მოწყვეტას. თქვენ საათობით უყურებთ ერთი და იგივე სიტუაციებს, ერთი და იგივე გამოსახულებას, რაც გონებას აიძულებს ავტოპილოტზე გადაერთოს და მექანიკურად იმუშაოს. ავტოპილოტი ძალიან კარგია ნაგავი ხელების გადასაყრელად, მაგრამ თუკი თამაშის დროს, თქვენ არ ფიქრობთ ყოველ გადაწყვეტილებაზე, მაშინ თქვენ არ ვითარდებით, თქვენ არ იღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებებს, თქვენი პროფიტი მცირდება. და რაც უფრო მეტი საათი გადის, სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება. 

როდესაც თქვენ დაისვენებთ თამაშისგან, როცა გონებას სხვა ფიქრებიც შეერევა, მაშინ გაცილებით უკეთ შეძლებთ თქვენი შეცდომებისა და წამგებიანი სესიების მიზეზების დანახვას. აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი მხოლოდ იღბლის გამო არ ხდება. იღბალი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიხსენებთ უამრავ სიტუაციას, სადაც შეგეძლოთ უკეთ გეთამაშათ, ნაკლები წაგეგოთ, მეტი ველიუ გამოგეტანათ და ა.შ. უკეთ იაზრებთ იმ მიზეზებს, თუ რატომ დაუშვით შეცდომა, როდის არ გაგიმართლათ, ცდილობთ წინასწარ გათვალოთ ის მომენტები, როდის შეიძლება მსგავსი სიტუაციები შეგექმნათ და ა.შ. თქვენ საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია ხდებით, რომელიც მზადაა შემდეგი სესიებისთვის.

თუ თქვენ გრაინდერი ხართ, რომელიც კვირაში ათეულობით საათს ატარებს ათეულობით მაგიდასთან, რომელსაც არ ადარდებს ონლაინ ითამაშებს თუ ლაივში, თქვენ ნამდვილად გექნებათ დროის უკმარისობა თამაშის გარეთ. შეგიძლიათ დასვენების ეს პერიოდი ცხოვრების სხვა უამრავ საინტერესო სფეროს დაუთმოთ, აღმოაჩინოთ ახალი ჰობი, იურთიერთოთ ადამიანებთან და ა.შ. მსგავსი შესვენების პერიოდები ძალიან გამოსადეგია ნერვების დასამშვიდებლად. როცა თავიდან იცილებთ მუდმივ სტრესს, რომელიც პოკერს ახლავს თან, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში უბრუნდებით მაგიდებს. 

პოკერისგან დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბანკროლისთვის. თუ გრძნობთ, რომ დაუნსვინგი გაქვთ, ან თუ ხშირი, სისტემატური წაგებები გღლით, თამაშის გათიშვა და შესვენების აღება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენმა საფულემ ძლიერ წნეხს გაუძლოს. ის მონოტონურობა, რომელიც ხანგრძლივ სესიებს ახლავს თან, პროფესიონალ მოთამაშესაც კი დაუკარგავს თამაშისადმი კონცენტრაციას, რაც დიდი თანხების გადინების საფუძველი ხდება. თამაშის გაგრძელება მაშინ, როცა კონცენტრაცია დაკარგული გაქვთ, თქვენ არამხოლოდ საკუთარ თავს ტკენთ წაგებებით, არამედ ბანკროლსაც საფრთხეს უქმნით. ამით კი უფრო ღრმად ეშვებით წამგებიან სპირალში, შეგრძნებები და წაგებები იზრდება და კლავ სიღრმეში მიექანებით და ასე დაუსრულებლად. ბოლოს ბანკროტი! 

არანაირად არ უნდა გქონდეთ სირცხვილის ან ვალდებულების განცდა, თუ ხანგრძლივი წამგებიანი პერიოდის შემდეგ დასვენება გადაწყვიტეთ. როგორც ვთქვით, შესვენების შემდეგ თამაშისკენ მობრუნება, გაცილებით შედეგის მომტანი იქნება. არ არის ნერვიულობა საჭირო იმის გამო, რომ რომელიმე კარგ, დიფ სტეკ თამაშს გამოტოვებთ, რომ დროს კარგავთ და ა.შ. კარგი თამაშები და გემრიელი ლუკმები პოკერში ყოველთვის იქნება, მთავარია თქვენ არ იქცეთ ასეთ ლუკმად. 

რუმები

ქართული უცხოური