ყველა მოთამაშეს აქვს მომენტები, როცა თამაშისას, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს კომფორტული სავარძელი კომპიუტერთან, თუ ადგილი კაზინოში, თავს გას ჰენსენად ან პატრიკ ანტონიუსად გრძნობს. ის დაუმარცხებელია და მისთვის რთული ოპონენტი არ არსებობს. ასეთ გადაჭარბებულ, არაადექვატურ თვითშეფასებას, ნებისმიერ მოთამაშეში, მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - იმაზე გაცილებით უკეთეს კარტს ღებულობთ, ვიდრე „იმსახურებთ“.
პოკერი უადვილესი თამაშია, როცა კარტი გირიგდება. თუ პრემიუმ ხელები ხშირად გყავთ, თუ ოპონენტებიც და ბორდიც ხელს გიწყობთ, ასეთი თამაში წაუგებელია. მაგრამ არსებობს პერიოდები, როცა თამაშის სასიკეთოდ შემობრუნება წარმოუდგენელი ხდება. როცა „პოკერის ღმერთები“ განრისხდებიან, როცა ისეთი კარტი გირიგდება, რომლითაც ვერც ფილ აივი და ვერც ვიქტორ ბლომი ვერ მოიგებდნენ ვერაფერს - ყველაფერი ბურუსში და სიბნელეში მიდის, თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ქრება, თავს იჩენს აზარტი, ტილტი, ნერვიულობა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეუძლებელი ჩანს.
‘მკვდარი კარტი’ შეიძლება დავარქვათ პერიოდს, როცა ძალიან ხაგნრძლივი დროით, ძალიან ბევრი დარიგების განმავლობაში, გვირიგდება ძალიან ცუდი ხელები. რა თქმა უნდა იქნება რამდენიმე პრემიუმი, მაგრამ ერთ მაგიდაზე, 3 საათის განმავლობაში, 2 პრემიუმ ხელი ნამდვილად ვერ ჩაითვლება კარგ ამბად. სწორედ ასეთ უიღბლობას იმიზეზებს პოკერის ასიათასობით მოთამაშე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როცა ისინი მიყოლებით ვარდებიან ყველა ტურნირიდან, აგენებ ფულს ქეშ გეიმებზე, აგებენ ყველასთან და ყველაფერს. სინამდვილეში ეს ასე არ უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მეც და მკითხველიც ვთანხმდებით, რომ კარტის ასეთი ფაზა ძალიან რთული და დამთრგუნველია, მაინც არსებობს რაღაც მიზეზები და საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელია ‘მკვდარი კარტის’ საჩვენოდ გამოყენება. ნაცვლად იმისა, რომ დაუსრულებლად ვიწუწუნოთ პრობლემებზე, რომლებიც, ყველა ვთანხმდებით - რეალურია, ნაცვლდ იმისა, რომ უფრო დავისტრესოთ და უფრო გაგვიჭირდეს თამაში, ხომ არ აჯობებს ვცადოთ რაიმე სხვა ხერხი, სხვა საშუალება და მიდგომა, რომელმაც შეიძლება ჩვენთვის სასარგებლოდ იმუშაოს?
1.იყავით ყურაღებიანი
თუ ცუდი კარტი გირიგდებათ - შესაბამისად იშვიათად შედიხართ თამაშში. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, დააკვირდეთ მაგიდის დინამიკას, ვინ როგორ თამაშობს, ვის როგორი ტენდენციები აქვს, რომელ სტრიტზე, რა მოქმედებაზე რა რეაქციები აქვთ? როგორც ვთქვით, ხანგრძლივი ცუდი სესიის განმავლობაში, მაინც იქნება რამდენიმე პრემიუმ ხელი, რომელსაც დიდი სიკეთე ვერ მოაქვს. მაგრამ ასეთი დაკვირვებით, ეს რამდენიმე კარგი ხელი, ნამდვილად შეიძლება ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ და უფრო მეტი ფული მოგვიტანოს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში მოგვიტანდა.
2. ყურადღება მიაქციეთ მეზობლებს
თუ პირველ რჩევას ასრულებთ და თამაშის მიმდინარეობას დეტალურად ადევნებთ თვალს, მაშინ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ მეზობლებზე: ორი მოთამაშე თქვენგან მარჯვნივ და ორი მოთამაშე თქვენგან მარცხნივ. მარცხენა მოთამაშეები ბლაინდებზე იქნებიან, როცა თქვენ ‘ბატონზე’ ხართ და უნდა იცოდეთ რამდენად გაქვთ შეტევის საშუალება, რამდენად თაითი, ლუზი, პასიური თუ აგრესიული მოთამაშეები არიან; ხოლო მარჯვენა მოთამაშეები ‘ბატონიდან’ და ‘ქათოფიდან’ შემოგიტევენ, როცა თქვენ ბლაინდზე იქნებით, ამიტომაც ვალდებული ხართ იცოდეთ, რამდენად დამაჯერებელია მათი აგრესია, რამდენად დაიცვათ თავი, ღირს თუ არა შეტევა და ა.შ.
3. გამოიყენეთ თქვენი იმიჯი
თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენმა ოპონენტებმა სულაც არ იწიან, რომ წყევლას ატარებთ და ბედმა გაგწირათ. მათ წარმოდგენა არ აქვთ თქვენს კარტებზე. რაც გვერდიდან ჩანს, არის ის, რომ თქვენ თამაშობთ ძალიან თაითად და ელოდებით სუპერ ძლიერ ხელს. არადა ბოლო 90 წუთის განმავლობაში 96 თქვენი საუკეთესო ხელი იყო. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნამდვილად არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს თქვენი უიღბლობის შესახებ მაგიდაზე ყველას ინფორმირება. დაფიქრდით, როგორ შეიძლება გამოიყენოთ თქვენი თაითი იმიჯი? თუ თქვენი მოწინააღმდეგე საათნახევრის განმავლობაში ფოლდავს ყველაფერს და უცებ აკეთებს დიდ რირეიზს, რა ჰენდ რეინჯს მისცემდით მას? რა თქმა უნდა! მას ძალიან ძლიერი ხელი უნდა ჰყავდეს. ამ შემთხვევაში, ყველა თქვენი ოპონენტი იგივეს ხედავს თქვენგან - თუ თქვენ ინტენსიური ფოლდის შემდეგ, სრულიად ნაგავი ხელით რირეიზს აკეთებთ, თქვენი მოქმედება ძალიან აგრესიულად და დამაჯერებლად იქნება აღქმული.
4. მოძებნეთ მომენტები ბლეფისთვის
როგორც ვთქვით, თქვენ უმეტეს ხელებს ფოლდავთ, იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ნორმალურ პირობებში. შესაბამისად აკვირდებით მაგიდის დინამიკას, ვის რა რეაქციები აქვს, როგორ მოქმედებს ერთი ოპონენტი მეორე ან რამდენიმე ოპონენტის რომელიმე მოქმედებაზე და ა.შ. თქვენ იცით ვის წინააღმდეგ, ან რა შემთხვევებში მუშაობს ბლეფი. თქვენ ძალიან თაითი იმიჯი გაქვთ, თქვენ ხომ გამუდმებით ფოლდავთ? თქვენ ზუსტად ის მოთამაშე ხართ, ვისგანაც ბლეფი ნამდვილად დამაჯერებელი იქნება. პრეფლოპ დაწყებული აგრესიის ფლოპზე გაგრძელება, ძლიერ თამაშად იქნება აღქმული. ფლოპზე ჩექ-რეიზი ან რომელიმე მსგავსი უხეში და აგრესიული ქმედება, გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნება.
ამ რჩევებს შეიძლება დაუმატოთ თქვენი ინდივიდუალური გამოცდილებით მიღებული გამოსავლები მსგავსი სიტუაციებიდან. თუ რომელიმე რჩევა თუნდაც იმაში გამოგადგებათ, რომ ‘მკვდარი კარტის’ პირობებში 0-ში ითამაშებთ, ანუ ფულს არც მოიგებთ, არც დაკარგავთ, ეს უკვე მომგებიანი თამაშია. გახსოვდეთ, დაუნსვინგისა და მსგავსი რთული პერიოდების დროს, მთავარია ნაკლები წააგოთ, და თუ წაგების ნაცვლად ბანკროლს ურყევად ინარჩუნებთ, ეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ამბობენ ‘დაზოგილი ფული, გამომუშავებული ფულია’.