5 ხერხი, თუ როგორ გავზარდოთ მოგება ონლაინ პოკერში

+ პოსტის დამატება

თუ წაიკთხავთ, ან ნახავთ პოკერის პროფესინალების ინტერვიუებს, რომლებიც უკვე წლებია ამ სფეროში არიან, შეამჩნევთ, რომ ყველა ერთი და იგივეს ამბობს - დღითიდღე უფრო რთულდება პოკერში ფულის მოგება, განსაკუთრებით ონლაინ. ინტერნეტის და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკვე ყველას აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ითამაშოს ოპტიმალურად. მოთამაშეები სულ უფრო და უფრო იხვეწებიან და უმჯობესდებიან. პროფესიონალებსაც კი სერიოზული სამუშაო გაუჩნდათ, რათა ფეხი აუწყონ და არ ჩამორჩნენ პოკერის თანამედროვე ტენდენციებს. 

ფულის მოგება რთული გახდა არა იმიტომ, რომ პოკერის ინდუსტრიაში ფულის სიმცირეა, პირიქით - პოკერში სულ უფრო და უფრო მეტი ფული ჩნდება, არამედ იმიტომ, რომ უკვე ძალიან გაძნელდა თამაშში რაიმე უპირატესობის მოპოვება. ასეთი უპირატესობის მოპოვება თქვენ შეგიძლიათ პერსონალური მწვრთნელის დაქირავებით, ონლაინ სკოლებში გაწევრიანებით, ახალი ძვირადღირებულის სტრატეგიების ყიდვით და ა.შ. მაგრამ კიდევ დარჩა რამდენიმე პატარა, სრულიად უფასო საშუალება, რომელიც თქვენ თავად შეგიძლიათ სცადოთ. ეს მარტივი და უბრალო მეთოდები ნამდვილად დაგეხმარებათ თამაშის გაუმჯობესებაში და ვინრეიტის გაზრდაში. 

1. მაქსიმალური კონცენტრაცია თამაშზე

რამდენად ხშირად თამაშობთ გახსნილი ფეისბუქის, იუთუბის, პოკერ ფორუმისა თუ ფილმის თანხლებით? დარწმუნებული ვარ, რომ პოსტის მკითხველების უმეტესობა იტყოდა "ყოველთვის". მეც არ ვარ წმინდანი, ძალიან ხშირად იგივეს მეც ვაკეთებ. ხშირად შეიძლება ტელევიზორიც კი იყოს ჩართული, რაც მაიძულებს უფრო მეტად რომელიმე სულელური გადაცემის მსვლელობაში ვიყო ჩაფლული, ვიდრე თამაშში. რეალურად, როცა პოკერს თამაშობთ, თქვენი ყურადღების 100% თამაშისკენ უნდა იყოს მიმართული. სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ  სოციალური ქსელების შემოწმება შესვენებების დროს, ან როცა თამაშს დაამთავრებთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ თაიმლაინის შემოწმებისა და ფილმის მნიშვნელოვანი მომენტების ყურების დრო გაქვთ, იქნებ რამდენიმე მაგიდის დამატებაც მოახერხოთ და თავისუფალი დრო ამით შეავსოთ? 

2. შეიქმენით კომფორტი

ეს ინდივიდუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მოსახერხებლად ზიხართ კომპიუტერთან. უამრავი ადამიანი, ვინც მიჩვეულია საოფისე საქმიანობას, პოკერის თამაში მყარ, მაღალ სკამზე ურჩევნია. ამით ისინი უფრო კონცენტრირებულები არიან. სხვა ადამიანებისთვის კი ეს სერიოზული დისკომფორტია და უპირატესობას რბილ სავარძლებს ანიჭებენ. ზოგს სულაც ბალიშებში ჯდომა, ან წამოწოლილს, ლეპტოპით თამაში ურჩევნია. მთავარია გულახდილად იცოდეთ საკუთარ თავთან, რა არის თქვენთვის კომფორტული. შეარჩიეთ თქვენთვის სასიამოვნო მუსიკა, ან თუ რომელიმე განწყობას გიქმნით და ხელს გიშლით, საერთოდ გამორთეთ ის. 

3. ნუ ითამაშებთ პოკერს მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლიათ

ეს ჩემი თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია, რისთვისაც ბევრჯერ ძვირი გადამიხდია. ნუ ითამაშებთ პოკერს მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე თავისუფალი საათი გაქვთ. ნუ ეცდებით პოკერით დროის მოკვლას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იცით თამაში. ნუ ჩათვლით, რომ თუ არ თამაშობთ ე.ი. დროს კარგავთ. ზოგჯერ დროის დაკარგვა ბევრად სჯობს ფულის დაკარგვას, რადგან შემდეგ ორივე უშედეგოდ დახარჯული გამოდის. ასევე უნდა ერიდოთ თამაშს სამსახურში მძიმე დღის შემდეგ, მაშინ როცა სახლში ხმაურია, როცა რამეზე უკმაყოფილო ხართ. რა თქმა უნდა, საყვარელი საქმიანობა განვტირთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ პოკერი იმ საქმიანობად ვერ ჩაითვლება, რომელსაც მუდამ სიმშვიდე და სიამოვნება მოაქვს. პოკერი საკმაოდ მძიმე და სტრესის მომტანი თამაშია და დაღლილი და გაღიზიანებული გონებით უკეთეს შედეგს ნამდვილად არ იძლევა.

4. არავითარი ალკოჰოლი!

რამდენიმე წლის წინ გევინ სმიტის ინტერვიუს ვკითხულობდი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოთამაშეების უმეტესობას, 2-3 ჭიქა ალკოჰოლის შემდეგ თამაში უკეთ გამოდის. მისი აზრით, მთავარია ალკოჰოლის მიღება თრობაში არ გადავიდეს. რა თქმა უნდა, 2-3 ჭიქა ვისკის ან არყის შემდეგ, დალევის გაგრძელებაზე უარის თქმაა. ვის ადარდებს სიმთვრალე 3 ჭიქის შემდეგ?  სიმართლე რომ ითქვას, ალკოჰოლი და პოკერი მართლაც კარგად მეგობრობენ ერთმანეთთან, რადგან პოკერი სოციალური თამაშია, ადმაიანებთან ურთიერთობის თამაშია, მაგრამ ალკოჰოლის მცირე დოზამაც კი შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს თამაშზე. ამ დროს მცირდება გონების კონცენტრაცია, ქვეითდება მარტივი არითმეტიკული უნარები და შეიძლება სიტუაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ზედმეტად ზედაპირულად იყოს თქვენგან შეფასებული. 

ალკოჰოლის გარდა, პოკერის თამაში არ არის მიზანშეწონილი ჭამის შემდეგ. როცა საკვები კუჭში ჩადის, მის დასამუშავებლად კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში და მუცლის მიმდებარე კუნთებში დიდი რაოდენობით სისხლი მიედინება. ყველას გექნებათ გამოცდილი ჭამის შემდეგ მოთენთილობა, ძილის სურვილი, დაღლილობა და ა.შ. ეს სწორედ ამიტომ ხდება. ამ დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს და სისხლის ერთ კონკეტულ ნაწილში აკუმულირებას ცდილობს, რაც ტვინის მუშაობას მნიშვნელოვნად ადუნებს. 

5. გამოიყენეთ შესვენებები

ტურნირების მოთამაშეებს ეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის მცირე, 5 წუთიანი შესვენება, რომლებიც ონლაინ ტურნირებს აქვთ. გამოიყენეთ ეს დრო ფიზიკური აქტივობისთვის, დალიეთ გამაგრილებელი სასმელი, არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლი, მიიღეთ მცირე დოზით საკვები, გამოაღეთ ფანჯარა, ან გადით გარეთ და ჩაისუნთქეთ ჰაერი. მაქსიმალურად ეცადეთ სხეული გამოაფხიზლოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია ერთ რომელიმე მოვლენაზე ხანგრძლივი კონცენტრირება და მას მუდამ სჭირდება შესვენება და "განიავება". ლექციაზე, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ის, ყველას გაგფანტვიათ გონება. ეს არც ლექტორის და არც თქვენი ბრალი არ არის. ტვინი უბრალოდ ვერ ფიქრობს გამუდმებით ერთი მოვლენის გარშემო. სწორედ ამიტომ სჭირდება მას პერიოდულად "გადატვირთვა". 

მიუხედავად იმისა, რომ ამ რჩევებში არაფერი განსაკუთრებული ან ახალი არაა, ადამიანების უმეტესობა მათ არ ითვალისწინებს. ის რაც ისედაც ვიცით, ფასეული არასდროს გვგონია, ჩვენ აუცილებლად ფული უნდა გადავიხადოთ, რომ ინფორმაცია გამოსადეგი იყოს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები, ან რომელიმე მათგანი და თქვენ მომენტალურად იგრძნობთ ცვლილებას თამაშის მსვლელობასი. 

რუმები

ქართული უცხოური