ჩვენ იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყებთ და ავალთ როიალ ფლეშამდე. უმნიშვნელოვანესია ის, რომ პოკერში ყველა კომბინაცია 5 კარტისგან შედგება, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდემში 7 კარტი ეკუთვნის მოთამაშეს (2 დახურული და 5 მაგიდის). ამ 7 კარტიდან დგება საუკეთესო 5 კარტიანი კომბინაცია.
მაღალი კარტი (High Card)
კომბინაციის სიძლიერეს განსაზღვრავს უმაღლესი კარტი. თუ ორ ან მეტ მოთამაშეს ჰყავს ერთნაირი კომბინაცია, იმარჯვებს ის, რომლის კიკერიც უფრო მაღალია.
მაგალითი 1:
გიორგის ხელში ყავს: A3
ვახოს: 54
მაგიდაზე: KQT82
გიორგის ყავს საუკეთესო კომბინაცია: AKQT8
ვახოს: KQT85
რადგან გიორგის ტუზი მაღალია ის იგებს ხელს.
მაგალითი 2:
გიოს ყავს: 87
ვახოს: 42
მაგიდაზე: AKQJ9
გიოს კომბინაცია: AKQJ9
ვახოს ხელი: AKQJ9
რადგან მოთამაშეების კარტი უფრო დაბალია ვიდრე მაგიდაზე დადებული კარტები, ამიტომ ორივე მაგიდის კარტებით თამაშობენ და ბანკი იყოფა.
წყვილი (one Pair)
წყვილი ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება 2 ერთნაირი რანგის კარტისგან. მაგ. რვიანები, ან ორი ტუზი.
იგებს დიდი წყვილი ანუ ორ ქალს უგებს ორი პაპა, თუ მოთამაშეებს ერთნაირი რანგის წყვილები ყავთ, მაგ. ტუზები, მაშინ იგებს ის მოთამაშე რომელსაც უფრო ძლიერი კიკერი ყავს (კიკერი-კარტი, რომელიც წყვილის შემადგენელ კარტთან ერთად გვიკავია) ანუ თუ თქვენ გყავთ AK ხოლო ოპონენტს AQ და მაგიდაზე დევს A მაშინ თქვენ მოიგებთ რადგან პაპა უფრო მაღალია ვიდრე ქალი.
მაგალითი:
ნატოს ყავს: A2
მერაბს: A4
მაგიდაზე დევს: AKT36
ნატოს ყავს: AAKT6.
მერაბსაც იგივე: AAKT6.
ამ შემთხვევაში ბანკი იყოფა, რადგან ორივე მოთამაშეს ერთნაირი კომბინაცია ყავთ. მიუხედავად იმისა, რომ მერაბს უკეთესი კიკერი ყავდა მაგიდის კარტებმა გადაასწრეს მერაბის კიკერს, მერაბს A7, რომ ყოლოდა მაშინ ბანკი მისი გახდებოდა.
ორი წყვილი (two pair)
2 წყვილის პრინციპი 1 წყვილის ანალოგიურია ანუ იგებს ის წყვილი, რომელსაც უფრო დიდი კარტის წყვილი ყავს ანუ KK+22 უგებს QQ+JJ-ს რადგან KK უფრო ძლიერია ვიდრე QQ. ხოლო თუ მაღალი წყვილი ერთნაირია იგებს ის ვისი მეორე წყვილიც უფრო ძლიერია, ანუ KK+22 აგებს KK+QQ-სთან.
მაგალითი 1:
გიოს ყავს: 4J
ნიკას: 89
მაგიდაზე: 34J89
გიოს ყავს ორი წყვილი ვალეტები და 4-იანები
ნიკასაც 2 წყვილი 8-ანები და 9-იანები, რადგან ვალეტი 9-ზე ძლიერია იგებს გიო.
მაგალითი 2:
ნიკას ყავს: AK
სანდროს: AQ
მაგიდაზე: ATT23
ნიკას ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი პაპა
სანდროს ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი ქალი
ორივე წყვილი იდენტურია, მაგრამ პეტრეს უკეთესი კიკერი ყავს ამიტომ ის იგებს.
ტრიპლეტი (3 of a Kind)
კომბინაციას რომელიც 3 ერთნაირი კარტისგან შედგება ტრიპლეტი ქვია, შეიძლება შეგხვდეთ ისეთი ტერმინები როგორიცაა სეტი და ტრიპსი აქვე განვმარტოთ, რომ შემდეგში არ გაგვიჭირდეს. სეტი შედგება 3 ერთნაირი რანგის კარტისგან, ოღონდ 3 ერთნაირ კარტს სეტი მხოლოდ მაშინ ეწოდება, თუ ორი მათგანი ხელში გვიჭირავს, ანუ მაგალითად ხელში გვყვავს 77 და მაგიდაზე დევს 7-იანი, ძლიერი სეტი უგებს სუსტს შესაბამისად KKK უგებს 444-ს. ხოლო თუ მაგიდაზე 2 ერთნაირი კარტი დევს მაგ. ორი ვალეტი და ამავე დროს ჩვენც გვყვავს ვალეტი, მაშინ ამ კომბინაციას ქვია ტრიპსი, თუ მოთამაშეებს ერთნაირი ტრიპსები ყავთ, მაშინ იგებს ის ვისი კიკერიც უკეთესია. ეს უბრალოდ ტერმინებია თორემ ტრიპლეტიც, სეტიც და ტრიპსიც ერთ კომბინაციას ასახავს და 3 ერთნაირს ნიშნავს.
მაგალითი 1 სეტი:
გიოს ყავს: 77
დათოს: 44
მაგიდაზე: T74Q2
გიოს ხელი: 3 ერთნაირი, 777QT
დათოს ხელი: 3 ერთნაირი, 444QT
ცხადია იგებს გიო.
მაგალითი 2 ტრიპსი:
ნიკას ყავს: KT
სანდროს: QT
მაგიდაზე: ATT23
ნიკას ყავს: 3 ერთნაირი, TTTAK
სანდროს ყავს: 3 ერთნაირი, TTTAQ
რადგან ნიკას უკეთესი კიკერი ყავს, ბანკიც მისია.
სტრეიტი (Straight)
სტრეიტი-ეს არის კომბინაცია რომელიც შედგება 5 მიმდევრობით დალაგებული კარტისგან მაგ. 56789
უმაღლესი სტრეიტი არის AKQJT, უდაბლესი არა 23456, არამედ A2345-ია, რადგან ასეთ შემთხვევაში A-შეგვიძლია პირობითად 1-იანად ვიგულისხმოთ. ყველა სხვა დანარჩენი სტრეიტი ამ ორს შორისაა მოქცეული. იგებს ის რომელიც უფრო მაღალი კარტით მთავრდება. შენიშვნა: არ არსებობს ასეთი 432AK სტრეიტი
მაგალითი:
გიოს ყავს: A5
დათოს: 56
მაგიდაზე: T34Q2
გიოს ხელი: სტრეიტი, ტუზიდან 5-იანამდე
დათოს ხელი: სტრეიტი, 2-დან 6-იანამდე
იგებს დათო რადგან მისი სტრეიტი უფრო მაღალია.
ფლეში (Flush)
ფლეში-ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება ხუთი ერთნაირი ფერის კარტისგან, მაგ. 5 ცალი ჯვარი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფლეში გამარჯვებული მაღალი კარტის პრინციპით ვლინდება.
მაგალითი 1:
პეტრეს ყავს: A4
დათოს ყავს: JT
მაგიდაზე: 358T7
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ტუზი
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.
მაგალითი 2:
პეტრეს ყავს: A3
დათოს ყავს: J2
მაგიდაზე: 458T7
პეტრეს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 3-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 2-იანი.
ამ დარიგებას იგებს პეტრე, რადგან მისი 3-იანი დათოს 2-იანზე მაღალია.
მაგალითი 3:
პეტრეს ყავს: A5
დათოს ყავს: JT
მაგიდაზე: 358T7
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
ბანკი იყოფა.
მაგალითი 4:
პეტრეს ყავს: A5
დათოს ყავს: JT
მაგიდაზე: 358T7
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.
დათოს უფრო მაღალი ფლეში ყავს ამიტომ ბანკი მისია.
ფულ ჰაუსი, ფულე (Full House, სლენგზე Boat)
ეს არის ხელი, რომელიც შედგება ტრიპლეტისა და წყვილისგან. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფულე იგებს ის ვისი ტრიპლეტიც უფრო მაღალია. თუ ტრიპლეტები ერთნაირია მაშინ ჯერი წყვილზე დგება.
მაგალითი:
პეტრეს ყავს: 44
დათოს ყავს: A7
მაგიდაზე: AA747
აქ პეტრეს 2 ფულე ყავს AAA77 და 777AA, ცხადია AAA77 უფრო ძლიერია ამიტომ ის უნდა მივიღოთ მხედველობაში. პეტრე იგებს, რადგან მისი ტუზების ტრიპსი დათოს ოთხიანების ტრიპსზე ძლიერია.
პეტრე: მე მყავს ფულ ჰაუზი, Fours full of Aces
დათო: მე მყავს ფულ ჰაუზი, Aces full of sevens.
კარე (four of a Kind)
მაგალითი:
პეტრეს ყავს: 44
დათოს ყავს: AK
მაგიდაზე: 55552
პეტრეს ხელი: კარე, 4-იანი კიკერით.
დათოს ხელი: კარე, ტუზის კიკერით.
დათო იგებს რადგან მისი კიკერი უფრო ძლიერია.
სტრეიტ ფლეში (Straight Flush)
მაგალითი:
პეტრეს ყავს 78
დათოს ყავს 23
მაგიდაზე K4Q56
პეტრეს ხელი: სტრეიტ ფლეში, 4-დან 8-მდე
დათოს ხელი: სტრეიტ ფლეში, 2-დან 6-მდე
ფლეშ როიალი (Royal Flush)