ფლოატი: თეორია, II ნაწილი

პირველ ნაწილში ფლოატი იზოლირებულად განვიხილეთ. ამ სტატიიდან თქვენ გაიგებთ რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენს სათამაშო არსენალში ფლოატის ინტეგრირება. ამასთან თქვენ გაეცნობით მსჯელობას ფლოატის დაბალანსების შესახებ და იმ ფაქტს რომ ფლოატი საკმაოდ ძლიერი იარაღია ველიუს მისაღებად. 

ზოგადი მიმოხილვა 

  • სათამაშო სვლა დადებითი მათემატიკური მოლოდინით 
  • ფსონის ზომა/მათემატიკა 
  • ნახევარბლეფი/დროუ-ხელის გათამაშება 
  • ბანკის კონტროლი/ბლეფის პროვოცირება 
  • ბალანსირება/ეშმაკური თამაში 
  • ველიუს მიღება 

პირველი სამი პუნქტი უკვე განვიხილეთ პირველ სტატიაში, ახლა მაგალითების საფუძველებზე განვიხილოთ მომდევნო სამი პუნქტი. 

ბანკის კონტროლი / ბლეფის პროვოცირება

ფაქტია რომ პოზიციაში ქოლით ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკს. მაგრამ ამასთან თავს იჩენს შემდეგი გვერდითი მოვლენები: 

  • თქვენ არ იცავთ საკუთარ ხელს. 
  • თქვენ არ ამჟღავნებთ საკუთარი ხელის სიძლიერეს. 
  • თქვენ პროვოცირებას უკეთებთ თერნზე შესაძლო ბლეფს (ან უბიძგებთ ოპონენტს „ლაით“  მეორე ბარელი გააკეთოს საშუალოს სიძლიერის მზა ხელით) 

ასეთ შემთხვევაში ოპონენტს გაუჭირდება მოგანიჭოთ ხელების გარკვეული დიაპაზონი, ინფორმაციის ნაკლებობის გამო.  მისი გადმოსახედიდან თქვენ შეიძლება რამდენიმე მიზანი გქონდეთ: 

  • ფლოპზე თქვენ აკეთებთ ქოლს მარგინალური ხელით, იმისთვის რომ თერნზე დაყაროთ, თუ ოპონენტი გააგრძელებს აგრესიას(1). 
  • ფლოპზე თქვენ ქოლავთ საშუალო სიძლიერის მზა ხელით, ამასთან თქვენ მზად ხართ განაგრძოთ თამაში თერნზეც (2). 
  • თქვენ ქოლავთ დროუ-ხელით ან ჰაერით, თერნზე ფლოატის გაკეთების მიზნით (3). 
  • თქვენ ქოლავთ დროუ-ხელით ან ჰაერით, იმისთვის რომ იბლეფოთ მეორე ბარელის შემდეგ (რეიზი თერნზე, ან უბრალო ქოლი თერნზე რივერზე ფლოოატის იდეით) (4). 
  • თქვენ აკეთებთ სლოუფლეის მონსტრით (5). 

და აი აქ ხდება ნათელი, თუ რამდენად დიდი უპირატესობა გაქვთ როდესაც პოზიციაში თამაშობთ. ფლოატის გამოყენება უპოზიციოდაც შესაძლებელია, მაგრამ ამ თემას ჩვენ დღეს არ შევეხებით. 

მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება, რომელიც ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებს აერთიანებს, ოპონენტის უსუსურობაა. რომელიც ალბათ ნაცნობია თქვენთვისაც, რადგან ზოგჯერ ჩვენ ვართ ხოლმე ის ოპონენტი და არ აქვს მნიშვნელობა ტოპ წყვილი გვყავს, საშუალო წყვილი, დროუ ხელი თუ რაიმე მსგავსი - ამ სიტუაციაში გაგიჭირდებათ გათამაშების კარგი გეგმის შედგენა, რადგან უპოზიციოდ იქნებით, ოპონენტის სიძლიერეზე ინფორმაცია არ გექნებათ და ისიც დაქოლავს ფლოპს. 

თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ ჩამოთვლილ ფაქტორებს, დაინახავთ რომ ოპონენტისთვის მეორე ბარელის დადებას იმიტომ აქვს აზრი, რომ შეაჩეროს თქვენი ფლოატი თერნზე (3). ან გადაგაყრევინოთ მარგინალური ხელი (1). ოპონენტისთვის ეს მდგომარეობა საკმაოდ უსიამოვნოა, თუმცა ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, ჩვენ გვინდა ისეთი ბანკების თამაში, სადაც ოპონენტი თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. 

დაბალანსება/ ეშმაკური თამაში 

ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადი ხდება რომ დაბალანსება ავტომატურად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. იდეალური იქნება თუ თქვენი სპექტრი იგულისხმებს ყველა ზემოთჩამოთვლილ ვარიანტს. ზოგჯერ თქვენ დაქოლავთ სუსტი ხელით, იმ იდეით რომ იაფად მიხვალთ შოუდაუნამდე. 

იმისთვის რომ გამოიყენოთ ფლოატი, ზოგჯერ დაქოლავთ ნათსით, ზოგჯერ - დროუ-ხელით, ზოგჯერ - აბსოლუტური ჰაერით (მაგიდის კარგი სტრუქტურის პირობებში). 

ოპონენტს გაუჭირდება დაგსვათ კონკრეტულ სპექტრზე და ამ ყველაფრით თქვენ მას თამაშს იმდენად გაურთულებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მიმართული მხოლოდ იმისთვის რომ ოპონენტი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს თერნზე. თქვენი ფლოატი საკუთარ თავს უნდა აბალანსებდეს. 

პირველ ნაწილში ჩვენ უკვე ვთქვით რომ დროუ-ხელით შეგიძლიათ და ვალდებულიც ხართ გამოიყენოთ ხოლმე ფლოატი. ცხადია თუ ოპონენტის თამაშის სტილი გულისხმობს სათანადო ფოლდ-ექუითის. ასეთ შემთხვევაში თქვენს ფსონს მეტი ველიუ ექნება, ვიდრე უფასო კარტით სარგებლობას. 

თერნზე თქვენ უნდა გამოიყენოთ პოზიცია და დადოთ ხოლმე იმდენად ხშირად რამდენადაც ეს შესაძლებელია, რითიც აიძულებთ ოპონენტებს დაუშვან შეცდომები და გახადოთ საკუთარი თამაში მომგებიანი. 

თუ თქვენ თამაშის მსგავს მანერას ბოლომდე გაყვებით, შესძლებთ გააკეთოთ "ლაით" ველიუ-ბეთები, რომლებიც ოპონენტებისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა გახდება. 

ველიუს ამოღება 

მოდით განვიხილოთ და შევაფასოთ შემდეგი სიტუაციები:

მაგალითი 1: ფლოატი კიდევ ერთი საშიში კარტის ამოსვლისას

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
UTG ($25) (21 / 15 / 4.2 / 1.5 / 68 / 42 / 45 / 3)
(VPIP / PFR / Flop-AF / Turn-AF / Cbet Flop / Cbet
MP ($25)
CO ($25)
Hero ($25)
BB ($25)
SB ($25)

Preflop: Hero is BU with 4, 5
UTG raises $1.00, 2 folds, Hero calls $1.00, 2 folds

Flop: ($2.25) 6, 7, K(2 players)
UTG bets $1.50, Hero calls $1.50

Turn: ($5.25) A(2 players)
UTG checks, Hero bets $3.50

ფლოპზე თქვენ ქოლავთ, იმიტომ რომ ემზადებით ფლოატისთვის. მიუხედავად იმისა რომ თერნმა ვერ გაგაძლიერათ, სამაგიეროდ ამოვიდა საშიში კარტი ტუზი. ოპონენტის სპექტრში საკმაოდ ცოტა ხელი დარჩა რომლითაც ის თამაშს გააგრძელებს. მისი ჩექის შემდეგ თქვენ უნდა გააკეთოთ ბლეფ ფსონი, რომელიც მსგავსი ოპონენტის წინააღმდეგ ძალიან ხშირად იქნება წარმატებული.

ცხადია რომ ზოგჯერ ის ითამაშებს "ძალიან წინ - ძალიან უკან"-ს ისეთი ხელით როგორიცაა Ax, მიუხედავად ამის, თქვენ მაინც გაქვთ აუცილებელი ექუითი: თქვენ კვლავაც 8 აუტი გაქვთ. თუ ოპონენტი ჩექ/რეიზს ითამაშებს, საკმაოდ ადვილ ფოლდს გააკეთებთ.

მაგალითი 2: ფლოატი ველიუბეთის სტილში

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
UTG ($25) (21 / 15 / 4.2 / 1.5 / 68 / 42 / 45 / 3)
(VPIP / PFR / Flop-AF / Turn-AF / Cbet Flop / Cbet
MP ($25)
CO ($25)
Hero ($25)
BB ($25)
SB ($25)

Preflop: Hero is BU with 4, 5
UTG raises $1.00, 2 folds, Hero calls $1.00, 2 folds

Flop: ($2.25) 6, 7, K (2 players)
UTG bets $1.50, Hero calls $1.50

Turn: ($5.25) 3 (2 players)
UTG checks, Hero bets $3.50

ამჯერად თქვენ თერნზევე დაასრულეთ კომბინაცია. რას ცვლის ეს? საერთოდ არაფერს. ცხადია რომ თქვენ მზად ხართ დადოთ თერნზე, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ამჯერად თქვენ მზად ხართ ითამაშოთ სტეკზე.

აქ არანაირი აზრი არ აქვს მახის დაგებას, მაშინაც კი თუ ოპონენტი მსგავს სიტუაციებში ხშირად ითამაშებს ჩეკ/ფოლდ-ს. თუ ოპონენტს არაფერი არ ყავს, რას ვიზამთ სამწუხაროა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მას უნდა მივცეთ საშუალება გააკეთოს ზღვრული ან ცუდი ქოლი.

როგორც წინა მაგალითში, აქაც შესაძლებელია ოპონენტი "ძალიან წინ - ძალიან უკან" სიტუაციას ათამაშებდეს, ამიტომ მსგავს სიტუაციებში უბრალოდ აუცილებელია ველიუსთვის დადება.

მაგალითი 3: ნახევარბლეფური ფლოატი მაღალი ექუითის პირობებში

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
UTG ($25) (21 / 15 / 4.2 / 1.5 / 68 / 42 / 45 / 3)
(VPIP / PFR / Flop-AF / Turn-AF / Cbet Flop / Cbet
MP ($25)
CO ($25)
Hero ($25)
BB ($25)
SB ($25)

Preflop: Hero is BU with 4, 5
UTG raises $1.00, 2 folds, Hero calls $1.00, 2 folds

Flop: ($2.25) 6, 7, K (2 players)
UTG bets $1.50, Hero calls $1.50

Turn: ($5.25) 2 (2 players)
UTG checks, Hero bets $3.50

ამჯერად თერნზე განსაკუთრებული კარტი ამოვიდა. სინამდვილეში ის ჩვენ არც თუ ისე გვაძლიერებს, თუ ძლიერი ხელის იმიტირება გვინდა. აქ თქვენ იშვიათად გეყოლებათ 22, რომლითაც ააწყობდით სეტს.

მიუხედავად ამისა ის ბევრს არაფერს ცვლის, ოპონენტმა კვლავაც შეიძლება ითამაშოს ჩექ/ფოლდი და ამასთან ჩვენ საკმაოდ მაღალი ექუითი გვაქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, "(ნახევარ)ბლეფი" შესაძლოა ნაკლებ წარმატებულიც იყოს. შესაბამისად ამ მაგალითში არ არის არცერთი მიზეზი რატომაც არ უნდა დავდოთ კონრეტულად ამ ოპონენტის წინააღმდეგ.

მაგალითი 4: ფლოატი სლოუფლეის იდეით

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
UTG ($25) (21 / 15 / 4.2 / 1.5 / 68 / 42 / 45 / 3)
(VPIP / PFR / Flop-AF / Turn-AF / Cbet Flop / Cbet
MP ($25)
CO ($25)
Hero ($25)
BB ($25)
SB ($25)

Preflop: Hero is BU with 7, 7
UTG raises $1.00, 2 folds, Hero calls $1.00, 2 folds

Flop: ($2.25) 6, 7, K (2 players)
UTG bets $1.50, Hero calls $1.50

Turn: ($5.25) 3 (2 players)
UTG checks, Hero bets $3.50

ცხადია ჩენ არაფერი არ გვექნება საწინააღმდეგო თუ ოპონენტი ჩვენს ფლოატს ბლეფად აღიქვამს. ხოლო თუ "ჩექ/ქოლი"-ს რეჟიმში გადაერთვება, არც ეს იქნება დამღუპველი ჩვენთვის.

მაგალითი 5: ფლოატი მარგინალური ველიუ ბეთის იდეით. 

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
UTG ($25) (21 / 15 / 4.2 / 1.5 / 68 / 42 / 45 / 3)
(VPIP / PFR / Flop-AF / Turn-AF / Cbet Flop / Cbet
MP ($25)
CO ($25)
Hero ($25)
BB ($25)
SB ($25)

Preflop: Hero is BU with K, J
UTG raises $1.00, 2 folds, Hero calls $1.00, 2 folds

Flop: ($2.25) 6, 7, K (2 players)
UTG bets $1.50, Hero calls $1.50

Turn: ($5.25) 3 (2 players)
UTG checks, Hero bets $3.50

ეს მნიშვნელოვანი მაგალითია. თითქოს განმეორებითი ჩექისკენ უნდა გადავიხაროთ, იმიტომ რომ რივერზე ბლეფის პროვოცირება მოვახდინოთ. მაგრამ ეს არასწორი მსჯელობაა. იმის გარდა რომ ხელს დაცვა სჭირდება, თქვენი ფსონი აუცილებელია ველიუსა და ბალანსისთვის. ოპონენტმა აქ შეიძლება მარგინალური ქოლი გააკეთოს, და მიუხედავად იმისა რომ თქვენი ხელი ვერ უძლებს ჩექ/რეიზს, ეს ფსონი კარგ სვლად ჩაითვლება.

ზოგადი თამაშის დაბალანსება

როგორც მოყვანილ მაგალითებში დარწმუნდით, ოპონენტს ძალიან უჭირს რაიმენაირი დიაპაზონი მოგანიჭოთ. შესაბამისად თქვენ ხელ-ფეხი გეხსნებათ იმისთვის რომ მან რაც შეიძლება მეტი შეცდომა დაუშვას.

თუ თქვენი ოპონენტები დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან თქვენს ფლოატებს, მაშინ თქვენ მეტი უნდა იბლეფოთ (ან თუ აქამდე თითქმის არ ბლეფობდით ან თერნზე თითქმის არ გამოგივლენიათ აგრესია).

თუ თქვენ ფლოატი არც თუ ისე ხშირად მუშაობს, მაშინ გათამაშების ეს ხაზი ველიუს აკრეფვის ძალიან კარგი ალტერნატივა ხდება. მოერიდეთ ბლეფურ ფლოატებს და მათ მაგივრად სპექტრში შეიყვანეთ საშუალო სიძლიერის მზა ხელები, მაგალითად სუსტი ტოპ წყვილები ან საშუალო წყვილები. ასეთ შემთხვევაში თქვენი ფლოატი ნელ-ნელა ველიუ ბეთებად გადაიქცევა.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფსონი მეხუთე მაგალითში. წარმოიდგინეთ თქვენ აკეთებთ განმეორებით ჩექს თერნზე, ოპონენტი აკეთებს პატარა ფსონს რივერზე და თქვენ ქოლავთ. ოპონენტი ნახავს რომ თქვენ არ აკეთებთ ლაით ველიუ ბეთებს თერნზე და მომავალში ის თქვენი ფსონების ინტერპრეტირებას მოახდენს როგორც ძალიან დიდი ძალის ან ძალიან დიდი სისუსტის. ეს არ შედის ჩვენს გეგმებში. სწორედ ამიტომ, ეს ფსონი ბალანსისთვის კეთდება, მაგრამ დაბალანსებული მოთამაშისთვის ეს ფსონი ველიუ ბეთიც არის. 

 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური