ფლოატი: თეორია, ნაწილი I

 ფლოატი(1) : თეორია, ნაწილი I 

ჩვენი დღევანდელი თემაა –ფლოატი. პირველ რიგში ფლოატში იგულისხმება “ბლეფი თერნზე”, თუმცა არის მრავალი გამონაკლისები. თავისთავად ეს სვლა მოიცავს ბევრ უპირატესობას, თუ მას გამოვიყენებთ შესაფერის ოპონენტთან. 

ამ სტატიაში თქვენ ნახავთ რატომ შეიძლება ფლოატი იყოს მომგებიანი სვლა და ვის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოთ. ამასთან საჭიროა გაანალიზოთ ექვსი მნიშვნელოვანი პუნქტი. დღეს ჩვენ დავუთმობთ დროს პირველ სამ მათგანს.

რა არის ფლოატი?  

თავიდან ჩავიხედოთ ლექსიკონში: 

ფლოატი- ეს არის სათამაშო სვლა, რომლითაც თქვენ აკეთებთ მხოლოდ  ქოლს აგრესორის წინააღმდეგ ვაჭრობის ერთერთ რაუნდში, იმ იმედით რომ ვაჭრობის მომდევნო რაუნდში მოიპოვებთ ინიციატივას, თუ ოპონენტი დათმობს ინიციატივას. ფლოატი ძალიან ფართო ცნებაა, ქოლი ფლოპზე შეიძლება იყოს ბლეფური ქოლი, smooth-ქოლი (ქოლი ალბათური რეიზის პირობებში. მაგ. როდესაც გვყავს მონსტრი და ოპონენტის ფსონს მხოლოდ ქოლით ვპასუხობთ, რათა არ დავაფრთხოთ და  ვაჭრობის შემდგომ რაუნდებში განაგრძოს აგრესია) ან ქოლი ბანკის კონტროლის მიზნით. ნებისმიერ შემთვევაში ფლოატი განეკუთვნება ბლეფური მუვების კატეგორიას. 

ეს განმარტება საკმაოდ ზუსტად აღწერს ფლოატის აზრს, ვინაიდან დღეს ფლოატის განსაზღვრების ქვეშ იგულისხმება არა მარტო სუფთა ბლეფი. “ფლოპზე ქოლი/თერნზე ფსონი” ხაზი ითვლება ფლოატად, მაშინაც კი თუ მას მოთამაშე იყენებს იმ დროს , როდესაც მას უკვე აქვს კარგი მზა ხელი. 

რატომ უნდა გამოვიყენოთ ფლოატი? 

ეს სათამაშო სვლა შეიცავს ყველა მოსაზრებებს, რომელსაც კარგი მოთამაშე მუდამ უნდა ინახავდეს გონებაში: 

  • სათამაშო სვლა დადებითი მათემატიკური მოლოდინით 
  • ფსონის ზომა/მათემატიკა 
  • ნახევარბლეფი/დროუ-ხელის გათამაშება 
  • ბანკის კონტროლი/ბლეფის პროვოცირება 
  • ბალანსირება/მოტყუებითი თამაში 
  • ველიუს მიღება 

ჩვენ შეგვიძლია ეს პუნქტები გავყოთ ორ ნაწილად. პირველ სამ პუნქტში საუბარი მიდის მხოლოდ თქვენს თამაშზე, მათში სათამაშო სიტუაციები განხილულია იზოლირებულად: გაქვთ თუ არა საკმარისი ფოლდ-ექუიტი, სწორია თუ არა ბანკის ზომა, როგორ გაათამაშოთ დროუ ხელი?

დანარჩენ სამ პუნქტში ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს თამაშზე ზოგადად: რა ზეგავლენას ახდენს თქვენი ფლოატი ოპონენტზე, როგორ უნდა გააკეთოთ თქვენი თამაშის ადაპტირება შემდეგ რაუნდებზე, თუ თქვენ ხშირად იყენებთ ფლოატს და ხშირად გიჭერენ (ან ვერ გიჭერენ) მისი გაკეთებისას?

ფლოატი საკუთარ თავში შეიძლება მოიცავდეს +EV, თუ ოპონენტი ხშირად გნებდებათ თერნზე და ამასთან აკეთებს გაგრძელებულ ფსონს ძალიან ბევრი ოდენობის ფლოპზე.

თუმცა “სუფთა” ფლოატის გამოყენებისას ანუ ქოლი ფლოპზე ყოველგვარი აუტის გარეშე, მხოლოდ იმ იმედით რომ ოპონენტი გაჩექავს თერნზე და თქვენ მაშინვე წაიღებთ ბანკს ფსონის დახმარებით , იშვიათად წარმოადგენს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

უმრავლეს შემთხვევაში თქვენ უნდა გყავდეთ აუტები, ამითომ დიდი მნიშვნელობა აქვს დროუ ხელის გათამაშების ძირითად პრინციპებს. როგორ ათამაშებთ ოვერკარტებს და/ან დროუ ხელებს 8 ან 9 აუტით? ვინაიდან ფლოატი ხშირ შემთხვევებში იგეგმება წინასწარ, მაინც თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ უფასო კარტი.

ასევე ნათელია რომ ფლოპზე ქოლის გაკეთებისას თქვენ აკონტროლებთ ბანკის ზომას და ამის ხარჯზე ხშირ შემთხვევებში აკეთებთ ბლეფის პროვოცირებას თერნზე. ალბათ ეს ნაკლებად თუ მოგეწონებოდათ, თუ თქვენ გაათამაშებდით სუფთა ფლოატს, თუმცა ფლოატი ბალანსირებასთან კავშირით წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს. თუ თქვენ ხშირად აკეთებთ ფლოტს, თქვენს ძლიერ ხელებს ნაკლებად დაიჯერებენ.

ასე რომ ველიუს მიღება არის მნიშვნელოვანი მომენტი მიუხედავად იმისა რომ ის უნდა განახორციელოთ მხოლოდ შემდგომ გათამაშებებში . ამიტომ ცუდი არ იქნებოდა თუ თქვენს ფლოატს დაქოლავდნენ. თქვენ ეს მხოლოდ უნდა გამოიყენოთ შემდგომ რაუნდებში. იქ კი თქვენ ნამდვილად ნაკლებად დაგიჯერებენ.

სათამაშო სვლა დადებითი მათემატიკური მოლოდინით

მაშ ასე, გადავიდეთ პირველ პუნქტზე, როდის შეიძლება ფლოატი გავათამაშოთ მომგებიანად?

ფლოატისთვის შესაფერის მსხვერპლს წარმოადგენს სხვადასხვა სახის ოპონენტები, თუმცა რა თქმა უნდა პასიური მოთამაშეები, რომლებიც სიამოვნებით ქოლავენ შოუდაუნამდე, არ იქნება იდეალური სამიზნე. ფლოატი ყველაზე უფრო ეფექტურია თაით მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან ხშირად აკეთებენ კონტბეთებს, თუმცა იშვიათად აკეთებენ ფსონს მეორე ბარელზე.

აქ ერთდროულად კლავთ ორ კურდღელს : პირველ რიგში თავს იცავთ ხშირი კონტბეთბისგან, რომლის საპასუხოდაც ძალიან ხშირად იძულებული იქნებოდით დაგეყარათ კარტი. მეორედაც ძალიან ბევრ შემთხვევებში თერნზე მიიღებთ გაცილებით დიდ ფოლდ-ექუიტის, და ამ სვლას თავისთავად ექნება დადებითი მათემატიკური მოლოდინი.

ფლოატის გამოსაყენებლად მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სტატებია: 

  • ოპონენტის ძირითადი სტატსები (VPIP/PFR/AF/WTS/…) 
  • Contibet Flop და Contibet Turn (გაგრძელებული ფსონი ფლოპზე და თერნზე) 
  • Fold to Turnbet  (ფოლდი თერნის ბეთზე) 
  • Checkraise Turn (ჩექრეიზი თერნზე) 

ძირითად სტატებზე ყველაფერი გასაგებია: 80/10-ზე მოთამაშის წინააღმდეგ, რომელსაც  WTS 50-ზე მეტი აქვს თქვენ არ გაგიჩნდებათ ბლეფის სურვილი, რადგან თქვენ უბრალოდ არ გეყოფათ ფოლდ-ექუითი მსგავს მოთამაშესთან.  

კონტბეტის მნიშვნელობა თავის როლს თამაშობს. ხშირ შემთხვევებში მონაცემი  კონტიბეთ ფლოპ- იქნება 70-ზე მეტი, ხოლო მეორე ბარელის მონაცემი 40-ზე ნაკლები. ამ სტატებით შეიძლება გავიგოთ რომ ასეთი მოთამაშეები განსაკუთრებით არ ფიქრობენ თავიანთ თამაშზე, ისინი აკეთებენ კონტბეთს თითქმის ყოველ ფლოპზე, თუმცა წინააღმდეგობის შემთხვევაში, აღარ აგრძელებენ ბანკისათვის ბრძოლას თერნზე. 

და ამ დროს ხშირ შემთხვევებში მზად არიან ითამაშონ ჩექ/ფოლდი და დაგითმონ ბანკი. შემდეგ მთავარ ასპექტს, რომელიც მიანიშნებს ოპონენტის მსგავს საქციელზე, შეიძლება იყოს აგრესიის მაჩვენებელი, თუ ფლოპზე ეს მონაცემი საკმარისზე მაღალია, ხოლო თერნზე გაცილებით ნაკლები. 

მნიშვნელობა Fold to Turnbet და Checkraise Turn დაგეხმარებათ რომ არ გაებათ ოპონენტის მახეში. შესაძლებელია თქვენ სწორად ვერ აფასებთ ოპონენტს, თერნზე ის სულაც არ თამაშობს ჩექ/ფოლდს, არამედ იყენებს თქვენს აგრესიას, რათა ითამაშოს ჩექ/რეიზი და ეს რა თქმა უნდა არ შედის თქვენს გეგმებში. 

შევაჯამოთ: თქვენ ვერ შეაფასებთ ოპონენტის ფოლდ-ექუითის მხოლოდ თერნზე ჩეკით, თქვენ ასევე უნდა იცოდეთ რამდენად ხშირად გააკეთებს ჩექ/ფოლდს

მაგალითი 1  
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25) (17 / 14 / 5.0 / 1.6 / 72 / 39 / 50 / 2)
(VPIP / PFR / Flop AF / Turn AF / Cbet Flop / Cbet Turn / Fold to Turnbet / checkraise Turn)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)

Preflop: Hero is BU with 4, 5
UTG raises $1.00, 2 folds, Hero calls $1.00, 2 folds

Flop: ($2.25) 8, 8, J (2 players)
UTG bets $1.50, Hero calls $1.50

Turn: ($5.25) K (2 players)
UTG checks, Hero bets $3.00, UTG folds

ამ მაგალითში თქვენ გყავთ პასიური მოთამაშე რომელიც ფლოპზე აკეთებს ერთ ფსონს, ხოლო შემდეგ გათამაშებებში საკმაოდ ადვილად ყრის.

50% შემთხვევებშიო თერნზე ის ფოლდავს თქვენი ფსონის საპასუხოდ. უნდა ჩავთვალოთ რომ აქ ფოლდ-ექუიტი შეადგენს არანაკლებ 50%-ს და ეს რა თქმა უნდა საკმარისია იმისთვის რომ მშვიდად გავაკეთოთ მომგებიანი ბლეფი.

ფსონის ზომა/მათემატიკა

წარმატებული ბლეფისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფსონის ზომას და მისგან გამომდინარე საჭირო ალბათობა.

თუმცა ფლოატისთვის პრინციპში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვინაიდან ხშირ შემთხვევებში ჩვეულებრივი გალიმპული ბანკი თერნზე იქნება 16-24 BB, გააჩნია კიდევ ოპონენტის კონტბეთის ოდენობასაც, რომელზედაც თქვენ ზეგავლენას ვერ ახდენთ.

ფლოატ-ფსონის ოდენობა როგორც წესი უნდა შეადგენდეს ბანკის 2/3-ს, ასე რომ თქვენთვის აუცილებელია 40% ფოლდ-ექუიტი. აქაც შეიძლება ფსონის ოდენობის ვარირება, ვინაიდან მაგალითად ოპონენტი პირველი მაგალითიდან უმრავლეს შემთხვევაში გააკეთებს ჩექ/ფოლდს. მის წინააღმდეგ საკმარისი იქნება უფრო ნაკლები ოდენობის ფსონი, ვინაიდან ის ნაკლებად შეცვლის ფოლდ-ექუითის, ხოლო დაყრა საჭირო გახდება უფრო იშვიათად.

ნახევარბლეფი/დროუ ხელის გათამაშება

როგორც უკვე ვთქვით ჯერჯერობით სათამაშო  სიტუაციებს განვიხილავთ იზოლირებულად. შემდეგ მაგალითებში საუბარი იქნება ფლოატის გამოყენებაზე აუტებით (პირველი მაგალითისგან განსხვავებით სადაც არაფერი არ გაქვთ):

მაგალითი 2

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats

MP ($25)
CO ($25)
UTG ($25) (17 / 14 / 5.0 / 1.6 / 72 / 39 / 50 / 2)
(VPIP / PFR / Flop-AF / Turn-AF / Cbet Flop / Cbet Turn / Fold-to-Turnbet / checkraise Turn)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)

Preflop: Hero is BU with 6, 5
UTG raises $1.00, 2 folds, Hero calls $1.00, 2 folds

Flop: ($2.25) 7, 4, J (2 players)
UTG bets $1.50, Hero calls $1.50

Turn: ($5.25) K (2 players)
UTG checks, Hero...

თერნამდე თქვენი გათამაშების მეთოდი იგივეა როგორც პირველ მაგალითში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ კარგი დროუ ხელი. გარდა ორმხრივი სთრეითდროუსი ფლოპზე, თქვენ ასევე გაქვთ ბექდორ ფლეშდროუ.

ნათელია რომ ფლოატი უნდა დაგეგმოთ უკვე ფლოპზევე. ასევე გაქვთ ვარიანტი ფლოპზე გააკეთოთ (ნახევარ)ბლეფ-რეიზი. თუ თქვენ აირჩევთ ქოლს, მაშინ თერნზე შესაძლებელია შემდეგი ვარიანტები:

  • თქვენ მოხვდით ბორდში, ოპონენტი აკეთებს ფსონს 
  • თქვენ მოხვდით ბორდში, ოპონენტი არ აკეთებს ფსონს 
  • თქვენ ვერ მოხვდით ბორდში, ოპონენტი აკეთბს ფსონს 
  • თქვენ ვერ მოხვდით ბორდში, ოპონენტი ჩექავს 

ვინაიდან სტანდარტულ შემთხვევაში თქვენ აძლევთ თქვენს თავს ბევრ ფოლდ-ექუიტის, მაშინ ამ 4 ვარიანტიდან  თქვენ მოგწონთ სამი. ვინაიდან მიიღოთ მეორე ბარელი გაძლიერების გარეშე არ შედის თქვენს გეგმებში.

თუ თქვენ ააწყეთ თქვენი დროუ, მაშინ შეგიძლიათ ითამაშოთ სუფთად მხოლოდ ველიუსთვის. თუ ვერ მოხვდით ბორდში და ოპონენტი ჩექავს მაშინ თამაშის გაგრძელების ორი ვარიანტი გაქვთ : ფლოატი ან მიიღოთ უფასო კარტი.

ამ ოპონენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ნათელია: ფსონის გაკეთება, ვინაიდან აუტების გარეშეც ამ ფსონს აქვს დადებითი მათემატიკური მოლოდინი (იხ.ზემოთ)

ასეთი ფსონის წარმატება ემყარება არა მარტო ფოლდ-ექუიტის, არამედ იმ შემთხვევებშიც როცა ოპონენტი დაქოლავს, თქვენ დამატებით გექნებათ საკმარისი ექუიტი.

ასე რომ თუ პოზიციაში ხართ თქვენი დროუ ხელი უნდა გაათამაშოთ აგრესიულად, თუ თქვენ თვლით რომ შეგიძლიათ შექმნათ საკმარისი ფოლდ-ექუიტი, ხოლო თერნზე მოვა კარგი კარტი  (სახიფათო კარტი, მაგალითად ოვერკარტი)

კარგი ექუიტი  არ შეიძლება გახდეს მიზეზი იმისათვის რომ უარი ვთქვათ ფსონის გაკეთებაზე. რატო ავიღოთ უფასო კარტი, თუ წარმატებით გააკეთებთ ნახევარბლეფს?!

ხოლო თუ თქვენთვის ვერ ხედავთ ვერავითარ ფოლდ-ექუიტის თერნზე (მაგალითად იმ ოპონენტის წინააღმდეგ რომელსაც უყვარს დაქოლვა ან ისეთები რომლებიც მონდომებით აწყობენ ხაფანგებს ან თამაშობენ ჩექ/რეიზს) მაშინ საქმე სხვაგვარად დგას.

შენიშვნა :

ფლოატის წარმატების მათემატიკური გამოთვლა შედარებით რთულია, ვინაიდან თამაშის დროს თქვენ ნაკლებად შეაფასებთ ამ მნიშვნელობას. ვინაიდან გამოცდილებით იცით თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს თქვენი ექუიტი ტოპწყვილის წინააღმდეგ, თუმცა შეიძლება თქვენ არ ეყრდნობით იმას რომ ოპონენტი ითამაშებს ჩექ/ფოლდს ტოპწყვილით. ასე რომ რთული იქნება გაარკვიოთ თქვენი საერთო ექუიტი  მისი სპექტრის წინააღმდეგ.

მაგრამ თუ მათემატიკური გამოცანები გიზიდავთ, ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე გამოთვლას რომელიც ზურგს უმაგრებს ფლოატის თეორიას.

აი ორი მაგალითი

1.)  EV ფლოატის გამოთვლა იმის გათვალისწინებით აკეთებს თუ არა ოპონენტი ჩექს თერნზე :

EV = P(ჩექი თერნზე) * {P(ფოლდი) * [თერნზე ბანკის ოდენობა – ფლოპზე ქოლის ოდენობა] - [1 - Pფოლდი)] * [ფსონი თერნზე + ქოლი ფლოპზე]} - [1 - P(ჩექი თერნზე)] * ქოლი ფლოპზე)

EV ფლოატის გამოთვლა იმის გათვალისწინებით რომ მას აქვს დამატებითი ექუიტი:

EV = [1 - P(ჩვენ ავაწყეთ დროუ)] * {P(თერნზე ჩექი) * {P(ფოლდი) * [თერნზე ბანკის ზომა – ქოლი ფლოპზე] - [1 - P(ფოლდი)] * [თერნზე ფსონი ქოლი ფლოპზე]}- [1 – Pჩექი თრენზე)] * ქოლი ფლოპზე} + P(ჩვენ ავაწყობთ დროუს) * {P(თერნზე ჩექი) * {P(ფოლდი) * [ბანკი თერნზე – ქოლი ფლოპზე] +[1 - P(ფოლდი)] * [ბანკი თერნზე + ბანკი თერნზე * იმპლაიდების ფაქტორი * 2/3 – ფლოპზე ქოლი}+ [1 - P(თერნზე ჩექი)] * თერნზე ბანკის ოდენობა – ქოლი ფლოპზე + იმპლაიდების ფაქტორი* ბანკის ზომა თერნზე]}

ფლოატის სტატიაში ეს გამოთვლები კიდევ გრძელდება, მაგრამ ამ სტატიაში მასზე საუბარს აღარ გავაკგრძელებთ.

რეზიუმე      

ამ ნაწილში ფლოატი განვიხილეთ იზოლირებულად. გავიგეთ როდის და ვის წინაარმდეგ უნდა გამოვიყენოთ, რამდენად ხშირად უნდა იყოს წარმატებული და ამასთან რამდენად ხშირად შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი დროუ ხელების გათამაშების თვისებები?

მათემატიკური გადაწყვეტა, შემდეგში განხილული არ იქნება ვინაიდან ჩვენს სტატიებში საუაბარი იქნება პრაქტიკულ მოსაზრებებზე (რომელიც, თუმცა მთლიანად გვერდს ვერ აუვლის მათემატიკას).

შემდგომ ნაწილში ჩვენ ფლოატს განვიხილავთ თქვენი თამაშის საერთო კონტექსტში. ამასთან ერთის მხრივ თქვენ უნდა დააბალანსოთ თქვენი თამაში თერნზე, მეორეს მხრივ უნდა ეცადოთ თქვენი თამაშის ადაპტირება გაუკეთოთ იმისთვის რომ მიიღოთ მაქსიმალური ველიუ.      

 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური