ფლოპი - როდის ვითამაშოთ აგრესიულად?

შესავალი 

ამ სტატიაშია 
  • რატომ უნდა ვითამაშოთ აგრესიულად? 
  • როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გვიძალიანდება?  

როცა  განვიხილეთ ფლოპზე თამაში ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბორდის გაანალიზება და იმის შეფასება თუ სად ვიმყოფებით ჩვენი  ხელით და რისი მიღწევა გვსურს, ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რა სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ აგრესია,      

აგრესიული თამაში

 აგრესიული თამაში შეიძლება 4 ძირითად მიზანს ემსახურებოდეს ესენია: 

  • ველიუ                                             
  • დაცვა 
  • ბლეფი                                          
  • ნახევრადბლეფი  

ცხადია რომ მსგავსი მიზნები ისეთ  აგრესიულ თამაშს ითვალისწინებს როგორიცაა ბეთი და რეიზი /მაგალითების განხილვისას საჭიროა გავიაზროთ თუ სად ვიმყოფებით ჩვენი ხელით და როგორ ვიმოქმედოთ აგრესიულად ასევე რა მოვიმოქმედოთ მაშინ როცა  ოპონენტი წინააღმდეგობას გაგვიწევს.

მაგალითებში შეგვხვდება როგორც სრული ასევე მოკლე მაგიდები მაგრა მ ფლოპზე თამაშის ხერხები ამ მაგიდებზე ფლოპზე თამაშის წესები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

შეტევა ველიუსთვის

მაგალითი 1 
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)

Stacks & Stats
Hero ($25)
MP ($25)
CO ($25) (34/12/1.1/28/101) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25)

Pre-flop: Hero is UTG with Q, Q
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, 1 fold,SB calls $1.00 1 fold

Flop: ($3.25) 4, 4, J(3 players)
SB checks, Hero bets $2.50, ...

სად იმყოფება ჩვენი ხელი?

ჩვენ გავაკეთეთ რეიზი ადრეული პოზიციიდან და მივიღეთ ორი ცივი ქოლი ფლოპი ჩვენთვის კარგია და ჩვენ ხშირად წინ ვიქნებით. ის რომ ოთხიანი ეყოლება ოპონენტს ძნელად დასაჯერებელია თუმცა ლუზი კატოფისგან ეს მაინც მოსალოდნელია თუმცა მისი სპექტრი იმდენად ფართოა, რომ კარტს მისი წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი არ დავყრით. ბორდი არ არის საშიში და განსაკუთრებული თავდაცვა აქ საჭირო არ არის  

რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?

აქ ფსონი ერთადერთი საშუალებაა რითიც ველიუს ავკრიფავთ ჩვენ ძლიერი ხელი გვყავს და გვინდა მასში გადაგვიხადონ. 

 როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?   

აქ საერთოდ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდება თუ ოპონენტმა აგრესია გამოავლინა მის ბეთს დაუყოვნებლად პუშით უნდა ვუპასუხოთ. ასევე შეიძლება ბეთი/3ბეთი ხაზის გატარებაც. თუ რეიზი კატოფმა გაგვიკეთა ჩვენ მშვიდად შეგვიძლია 3ბეთით ვუპასუხოთ ის არ გამოიყურება სოლიდურ მოთამაშედ და ხშირად Jx ხელითაც კი დაარეიზებს. ხოლო თუ ჩექ/რეიზს აკეთებს შედარებით ტაიტი პატარა ბლაინდი მაშინ მას მშვიდად უნდა მივცეთ საშუალება რომ იბლეფოს თუ ბლეფობს. პოზიციაში შეგვიძლია უბრალოდ დავქოლოთ ფლოპი და დავდოთ თერნზე ან გავაკეთოთ ოლლ-ინი ბეთის საპასუხოდ. 

დასკვნა 

ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის წინ ვიქნებით მაგრამ რახან  ''სენდვიჩში'' ვიმყოფებით ჩვენ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ რადგან ჩვენ  პრეფლოპ-აგრესორები ვართ , საკითხი ასე კი არ დგას  უნდა ვითამაშოთ თუ არა ჩვენ  მთელ სტეკზე არამედ მხოლოდ ის გვაქვს განსასაზღვრი თუ როდის გავაკეთოთ ეს.

მაგალითი 2 

PartyPoker $25 NL Hold'em (10-handed)

Stacks & Stats
UTG ($25)
UTG+1 ($25) (40/5/0.3/35/432) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
UTG+2 ($25)
MP1 ($25)
MP2 ($25)
Hero ($25)
CO ($25) (8/5/1.8/18/371) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (15/12/2.1/23/800) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25)
BB ($25) (12/9/2.6/21/333) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]

Pre-flop: Hero is MP3 with A, J
1 fold, UTG+1 calls $0.25, 3 folds, Hero raises to $1.25,4 folds, UTG+1 calls $1.25

Flop: ($2.85) A, 7, 2(2 players)
UTG checks, Hero bets $2.00, ...

ჩვენ გავაკეთეთ რეიზი საშუალო პოზიციიდან და მივიღეთ ლიმპ/ქოლი ავტომოპასუხისგან  რომელიც ადრეულ პოზიციაში იმყოფება. 

სად იმყოფება ჩვენი ხელი? 

როგორც წესი ჩვენ წინ ვართ ავტომოპასუხეს ადრეული პოზიციიდან ლიმპ/ქოლის ძალიან ფართო სპექტრი აქვთ სავარაუდოდ მას აქვს ჯიბის დაბალი წყვილი ან ტუზი სუსტი კიკერით.  

რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?  

მხოლოდ და მხოლოდ ველიუს მისაღებად ოპონენტი თვითონ ფსონს არ გააკეთებს  მაგრამ მას უყვარს შოუდაუნამდე ფსონების დაქოლვა ნუ წავართმევთ მას ამ საშუალებას. 

როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?   

დაფიქრებაა საჭირო. რეიზი მშრალ ბორდზე პასიური ოპონენტისგან ჩვენში განგაშის სიგნალს უნდა რთავდეს. ფლოპზე 3ბეთს აზრი არ აქვს ოპონენტი სუსტ ხელს გადაყრის თუ ბლეფობს იმ შემთხვევაში ხოლო ბეთს დაპუშავს თუ ჩვენ 3ბეთს გავაკეთებთ მაშინ პუშზეც უნდა დავქოლოთ. 

ჩვენ ორი ვარიანტი გაქვთ ან ვუჯერებთ ოპონენტს და ვთვლით რომ მას ყავს (AK/AQ/77/22/A7) და გულდამძიმებულნი ვყრით კარტს მაგრამ გათამაშების ეს ხაზი ძალიან ფრთხილი იქნებოდა ამიტომ შეგვიძლია ქოლი გავაკეთოთ, რადგან ჩვენ ისევ გვაქვს პოზიციური უპირატესობა. 

თერნზე ჩვენ თავიდან უნდა შევაფასოთ ნიშნავს თუ არა მისი მეორე ბარელი ჩვენზე უფრო ძლიერი ხელის ყოლას.   

დასკვნა 

მსგავს მშრალ ბორდზე პასიური ოპონენტის წინააღმდეგ ჩვენ ბეთ-ბეთ-ბეთი უნდა ვითამაშოთ თუ იგი შემოგვიტევს ეს იმას ნიშნავს რომ ის კარგად მოხვდა ბორდში აქ 3ბეთის გაკეთება ძალიან სულელურად გამოიყურება ჯობია გავაკეთოთ  ქოლი თუ ვიმყოფებით პოზიციაში ხოლო თუ უპოზიციოდ ვართ  ოპტიმალური გადაწყვეტილება ფოლდია.

როდის შევუტიოთ დაცვისთვის? 

მაგალითი 1 

PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)

Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
BB ($25)
SB ($25)
BU ($25)

Pre-flop: Hero is UTG with A, K
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, 3 folds

Flop: ($2.35) K, 7, 6(2 players)
Hero bets $1.50, ...

თქვენ დაარეიზეთ ადრეული პოზიციიდან და ერთმა დაგიქოლათ. ასე რომ თქვენ ერთი-ერთზე ხართ ტაიტ მოთამაშესთან რომელიც მხოლოდ ძალიან ვიწრო დიაპაზონს ქოლავს. 

სად იმყოფება ჩვენი ხელი? 

თქვენ მშვენივრად მოხვდით ბორდში ერთი-ერთზე,უპოზიციოთ. ტოპ-წყვილი ტოპ-კიკერით ძლიერი კომბინაციაა. ოპონენტის დიაპაზონი პოლარიზებულია აქ სავარაუდოა  ჯიბის წყვილები რომლებიც ძალიან სუსტია 3ბეთისთვის და ძალიან ძლიერია ფოლდისთვის, შეიძლება მას ყავდეს პოტენციურად დომინირებული ხელი  AQ, AJ ან KQ ერთი ფერის კონექტორები აქ ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ 45s+ გამორიცხვა მაინც არ შეიძლება. 

რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?  

აქ ფსონს ვაკეთებთ ერთი ფერის კონექტორებისგან დასაცავად  პატარა წყვილები როგორც წესი დაფოლდავენ ეს ასეც უნდა იყოს მაგრამ KQ  ტიპის ხელმა შეიძლება კიდეც დაგვიქოლოს.  

როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?   

როცა ასეთი ოპონენტი გვიტევს ფრთხილად უნდა ვიყოთ ის არ არის განსაკუთრებით აგრესიული მაგრამ ერთი ფერის კონექტორებით ან Kx -ტიპს ხელით შეიძლება დაარეიზოს, ხანდახან შეიძლება მისი რეიზი სუფთა ბლეფიც იყოს/ 
პრობლემა იმაშია რომ თქვენ უპოზიციოთ ხართ და ფლოპზექოლის შემთხვევაში თერნის გაჩექვაც მოგვიწევს რაც ოპოენტს ორ უფასო კარტს მისცემს. ასე რომ თქვენ ფოლდის ან 3ბეთის ვარიანტების განხილვა მოგიწევთ.3ბეთის შემთხვევაში მისი პუშიც უნდა დაქოლოთ. 

თუ მის დიაპაზონს შევხედავთ თქვენ მხოლოდ 66--77-თან აგებთ მაგრამ მისი სპექტრი გაცილებით დიდია ასე რომ 3ბეთ-პუში დიდი შეცდომა არ იქნება.  

დასკვნა 

ასეთ ბორდზე ხელის დაცვა აუცილებელია, ოპონენტი საკმაოდ აგრესიულია და უპოზიციოდ დიდი მანევრის საშუალება არ გვაქვს, სანამ ფსონს გააკეთებთ უკვე გადაწყვეტილი უნდა გქონდეთ რას მოიმოქმედებთ რეიზის შემთხვევაში.

თუ ოპონენტი ძალიან ტაიტია მსგავსი გათამაშებებისას ფოლდის გაკეთებაც შეიძლება, გათამაშების ხაზი უნდა იყოს ბეთ/ფოლდი როგორც ფლოპზე ასევე თერნზე, ხოლო თუ ჩვენ არ გვჯერა ოპონენტის ხელის სიძლიერის მაშინ შეიძლება 3ბეთის გაკეთება და სტეკზე თამაში რათქმაუნდა ქოლის გაკეთებაზე საუბარიც კი არ შეიძლება.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური