განმეორებითი ჩექი ველიუსათვის

ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით

  • განმეორებითი ჩექის მიზანი
  • განმეორებითი ჩექის პრინციპები
  • დაბალანსება და ველიუზე თამაში 

განმეორებითი ჩექი ულიმიტო ჰოლდემის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი იარაღია. მას ზოგადად მიიჩნევენ როგორც სისუსტის მაჩვენებელს, ხანდახან კი როგორც სლოუფლეის, მაგრამ მასში ბევრად უფრო მეტი რამ დევს. 

მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, რომ უკეთ ჩავწვდეთ მის არსში და საჭიროა ვიცოდეთ როდის და ვის წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ხერხი. 

როდის კეთდება განმეორებითი ჩექი? 

პირველი კითხვა, რაზეც პასუხი უნდა გვქონდეს, არის: როდის შეიძლება გაკეთდეს განმეორებითი ჩექი და რა აზრი აქვს მას. განმეორებითი ჩექი ველიუს მიზნით შესაძლებელია მხოლოდ ფლოპზე და თერნზე, რადგან ფლოპამდე ჩექი ძლიერი ხელით ბანკს ვერ გაზრდის და ველიუს ვერ მოგვცემს.  რივერზე განმეორებითი ჩექი კი უბრალოდ ხელს ამთავრებს.

ასე რომ სტატიის მთავარი მიზანია ფლოპზე და თერნზე განმეორებითი ჩექის გაანალიზებაა. 

თქვენ ასევე შეისწავლით ისეთ ხერხს როგორიცაა: "განმეორებით ჩექი ბლეფის პროვოცირების მიზნით", როცა საქმე ეხება განმეორებით ჩექს თერნზე. ასევე განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს.  

ხოლო რაც შეეხება განმეორებით ჩექს ფლოპზე, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევთ ვიდრე აქამდე აკეთებდით.  

რატომ განმეორებითი ჩექი? 

პირველ რიგში, თქვენ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, რატომ მაინცდამაინც განმეორებითი ჩექი? 

ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან არჩევანი გვაქვს მასსა და ფსონს შორის. უკვე ვიცით, რომ ფსონი გვაძლევს fold equity-ს და ვიღებთ ველიუს უარესი ხელებისგან, სწორედ ამიტომ ფსონი ყოველთვის პირველ რიგში დგას. 

ფსონის გაკეთებით შეგვიძლია დავაყრევინოდ უკეთესი ხელი მოწინააღმდეგეს და გადავახდევინოთ უარესი ხელით. 

ველიუს გარდა ფსონით შესაძლებელია ხელის დაცვა მოსალოდნელი draw-ებისგან (რომლებიც გადაგვიხდიან) ასევე ბლეფისგან. ზოგ სიტუაციაში ბანკს იგებს ის მოწინააღმდეგე რომელიც უფრო ადრე გამოიჩენს აგრესიას. 

სამწუხაროდ, ფსონის ტიპებს ასე მარტივად ვერ დავაჯგუფებთ და ზოგ სიტუაციაში, როდესაც ფსონს ვაკეთებთ, არ გვეცოდინება პასუხი კითხვაზე: რატომ?  სწორედ ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, მხედველობაში უნდა მივიღოთ განმეორებითი ჩექის ვარიანტიც. 

განმეორებითი ჩექის პრინციპები

და ზუსტად რას ნიშნავს განმეორებითი ჩექი? ფსონის არ გაკეთების შემთხვევაში, უარს ვამბობთ fold equity-ზე და ველიუზე. სამაგიეროდ, მას აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პლიუსი. ისეთები როგორიცაა:

  • სიტუაცია: ძალიან წინ/ძალიან უკან 
  • ბანკის კონტროლი 
  • სლოუფლეი 
  • ბლეფის პროვოცირება 

ლოგიკურად ყველა ზემოხსენებულ კონცეფციას ლოგიკური კავშირი აქვს განმეორებით ჩექთან. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი. 

ძალიან წინ/ძალიან უკან და ბანკის კონტროლი  

თქვენ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ არ გჭირდებათ ხელის დაცვა. ცოტა არის ისეთი აუტები, რომლებიც გააუმჯობესებს თქვენ ან თქვენი მოწინააღმდეგის ხელს. ამიტომ ხართ  წინ ან უკან, მაგრამ რთულია ზუსტად დადგენა. 

ამავე დროს, არ გვინდა მარგინალური ხელით გავზარდოთ ბანკი. პატარა ბანკის მოგება არ დაგვაზარალებს, რადგან თქვენი ხელი ზედმეტად სუსტია დიდი ბანკის მოსაგებად.

მაგალითი 1 

Stacks&Stats

UTG ($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100)

Pre-flop:Herois Button with Q T
3 folds, Hero raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00 

Flop: ($8.50) K, Q, 4(2players)
BB checks, Hero bets $5.50, BB calls $5.50 

Turn: ($19.50) 4 (2players)
BB checks, Hero...

ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ძალიან წინ/ძალიან უკან სიტუაციაში. JT-ს გარდა, თქვენ მოწინააღმდეგეს ვერ ეყოლება კარგი draw ხელი, რაც იმას ნიშნავს რომ დაცვას აზრი არ აქვს. 

თუ თქვენ გააკეთებთ ფსონს, რა ტიპის ფსონი იქნება ეს? რომელი უარესი ხელი მიიღებს ჩვენ ფსონს ქოლით? 

თეგები
Check_behind_for_value

რუმები

ქართული უცხოური