ნახევარბლეფი

ამ სტატიაში

  • რატომ უნდა გამოვიყენოთ თამაშისას ნახევარბლეფი
  • პოზიციის მნიშვნელობა
  • როგორ მოვიქცეთ ჩექ/რეიზის დროს

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ჰოლდემის რთულ და ძლიერ იარაღს - ნახევარ ბლეფს.

ნახევარ ბლეფი უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი პოკერის კარგი მოთამაშის რეპერტუარში. მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს ამ სვლის მუშაობის პრინციპი. რა არის სინამდვილეში ნახევარბლეფი? რატომ, ვის წინააღმდეგ და როდის ვიყენებთ ამ იარაღს? ამ სტატიაში ჩენ შევეცდებით პასუხი გავცეთ თითოეულ შეკითხვას.

 

რა არის ნახევარ ბლეფი?

 

უხეშად რომ ვთქვათ არსებობს ფსონის სამი ტიპი:

  • ველიუ ფსონი - ფსონები ველიუსთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ წინ ვართ და გვინდა რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ, ამასთან ცხადია მსგავსი ქმედებით ვიცავთ ჩვენ ხელს ოპონენტის შესაძლო დროუ-ხელებისგან.
  • ბლეფ ფსონი - მას ვიყენებთ მაშინ როდესაც დარწმუნებულები ვართ რომ უკან ვართ, მაგრამ გვაქვს შანსი რომ ვაიძულოთ ოპონენტი დაყაროს უკეთესი ხელი და მოვიგოთ ბანკი გაძლიერების გარეშე.
  • მესამე ტიპის ფსონი - ნახევარბლეფი, არის ფსონი, როდესაც ვიცით რომ უკან ვართ, მაგრამ ჩვენს ხელს აქვს პოტენციალი (აუტები) რომ გახდეს საუკეთესო.

ასე რომ ნახევარბლეფი შეგვიძლია შემდეგნაირად განვმარტოთ: ნახევარბლეფი - ეს არის ფსონი შედარებით სუსტი ხელით, რომელიც შესაძლოა გახდეს საუკეთესო ვაჭრობის მომდევნო რაუნდებზე.

თუ ჩვენ გვინდა მსგავსი ხელის გათამაშება, უფრო მომგებიანი იქნება თუ თავად გავაკეთებთ ფსონებს და არ ვითამაშებთ ჩექ/ქოლ რეჟიმში. ფსონის მეშვეობით  ჩვენ ვიღებთ ფოლდ-ექუითის. რადგან თუ არ დავდებთ, ვერ ვაიძულებთ ოპონენტს გავიდეს დარიგებიდან.

 

როდის აქვს აზრი ნახევარ ბლეფს?

 

ჩვენ უკვე ვახსენეთ ის უმნიშვნელოვანესი პრინციპი რომელსაც ემყარება ნახევარბლეფი: ჩვენს ხელს უნდა გააჩნდეს ვაჭრობის მომდევნო რაუნდებში გაძლიერების პოტენციალი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყოველ მომდევნო ქუჩაზე ჩვენი ხელის გაძლიერების ალბათობა კლებულობს, მაშინ ცხადია რომ ნახევარბლეფის გამოყენება გაცილებით მომგებიანი იქნება ფლოპზე, ვიდრე თერნზე. ასევე ცხადია რომ პრინციპულად შეუძლებელია რივერზე ნახევარბლეფის გამოყენება, რადგან ჩვენ უკვე აღარ გვექნება ხელის გაძლიერების პოტენციალი. ვაჭრობის მეოთხე რაუნდში ჩვენ ან წინ ვართ ან უკან, შესაბამისად არჩევანი უნდა გავაკეთოთ ბლეფ ფსონსა და ველიუ ფსონს შორის, ან მარტივად დავყაროთ კარტი.

თქვენ ნახევარბლეფი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ისეთი ტიპის ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ დაყარონ კარტი. როგორც ქვევით ვნახავთ ფოლდ ექუითი ნახევარბლეფის მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ თქვენ ატყობთ რომ ოპონენტი ყველაფერს გააკეთებს შოუდაუნის სანახავად, მაშინ არ ღირს მის წინააღმდეგ ნახევარბლეფის გამოყენება.

ნახევარბლეფის გამოყენება შესაძლებელია, როგორც პოზიციაში ასევე გარე პოზიციაში თამაშისას. პოზიციაში თამაშის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ ნახევარბლეფსა და შემდეგი კარტის უფასოდ ნახვას შორის. რადგან გარეპოზიციიდან თამასისაც გვიჩნდება  2  კარტის ერთის ფასად ყიდვის შესაძლებლობა, ნახევარბლეფი უფრო ხშირად გამოიყენება გარეპოზიციიდან თამაშისას.

 

რა სახის დროუ ხელები შეგვიძლია გავათამაშოთ ნახევარბლეფით პირველ რიგში ცხადია ესენია ძლიერი დროუ ხელები ფლეშ-დროუ და ორმხრივი სტრეიტ-დროუ. მაგრამ არსებობს ასევე უამრავი სხვა დროუ ხელიც, მაგალითად A 7- იც შეიძლება გადათმაშდეს ნახევარბლეფით K97    მაგიდაზე, რადგან მას 5 აუტი აქვს სავარაუდოდ საუკეთესომდე გასაძლიერებლად.

ეს არის ნახევარბლეფის ტიპიური მაგალითი. რადგან მსგავს სიტუაციაში ფსონის გაკეთებით, ჩვენ ძირითადად ვხელმძღვანელობთ ფოლდ-ექუითით და იმედი გვაქვს რომ ოპონენტი დაყრის კარტს, მაგრამ ამასთან არსებობს ჩვენი ხელის გაძლიერების შესაძლებლობა. შესაბამისად მსგავსი ფსონი ნახევარბლეფია და არა ველიუ ფსონი, როდესაც ჩვენ გვინდა დაგვიქოლოს უარესმა ხელმა.

 

რისი მიღწევა გვსურს ნახევარბლეფით?

ფოლდ-ექუითი

პირველ რიგში ჩვენ ვიყენებთ ნახევარბლეფს იმიტომ, რომ არსებობს იმის საკმაო ალბათობა რომ ოპონენტი დაყრის კარტს. ჩვენ გვყავს ისეთი კარტი, რომელიც დიდი ალბათობით უკან არის, მიუხედავად იმისა რომ აქვს გაძლიერების პოტენციალი. ასეთ შემთვევაში უნდა გავაკეთოთ ფსონი და თუ ოპონენტი დაყრის კარტს, უმრავლეს შემთვევებში ის დაყრის საუკეთესო ხელს. თუ ნახევარბლეფი წარმატებულია ეს ნიშნავს რომ ოპონენტმა დაუშვა შეცდომა, ანუ ჩვენ მოვიგეთ ბანკი ისეთი ხელით, რომელსაც ფსონის დადების მომენტში არ გააჩნდა არანაირი შოუდაუნ-ველიუ.

 

მაგალითი

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with 2, 3
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold

Flop: ($2.25) A, 5, 8(2 players)
SB bets $1.00, Hero raises to $4.25, SB folds
SB shows [5 6 ]

 

ჩვენ ვარეიზებთ ოპონენტის დონკ-ფსონს. ჩვენ გვყავს ფლეშ-დროუ + გათშოტი, შესაბამისად მსგავსი რეიზი არის ნახევარბლეფი. ჩვენი მიზანია ბანკი წავიღოთ ფლოპზევე, მაგრამ თუ  ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებთ, გვრჩება საკმარისად ბევრი აუტი თამაშის გასაგრძელებლად.

საბოლოო ჯამში გამოგვივიდა ის რაც გვინდოდა, ოპონენტმა დაყარა საუკეთესო ხელი - დაბალი წყვილი, ჩვენ ვაიძულეთ ოპონენტს დაეშვა შეცდომა და დაეყარა საუკეთესო ხელი.

ცხადია ეს შეუძლებელი იქნებოდა თუ ჩვენ უბრალოდ დავქოლავდით ოპონენტის ფსონს, იმის იმედად რომ შემდეგ ქუჩებზე მოვიდოდა ჩვენთვის სასურველი კარტი. თუ რეიზს არ გავაკეთებდით ოპონენტს არ ექნებოდა ფოლდის გაკეთების საშუალება, ჩვენ კი გათამაშებაში დავრჩებოდით უარესი ხელით.

 

ხელის გაძლიერების ალბათობა

 

ფოლდ-ექუითისთან ერთად, ნახევარბლეფის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჩვენი კომბინაციის დასრულების ალბათობა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის სასურველი კარტი ამოვა თერნზე ან რივერზე, ჩვენ უკვე ვიქნებით საკმაოდ დიდ ბანკში ძალიან ძლიერი მზა ხელით და შესაბამისად გვექნება საშუალება მთლიანი სტეკი მოვუგოთ ოპონენტს.

 

მაგალითი

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with 2, 3
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold

Flop: ($2.25) A, 5, 8 (2 players)
SB bets $1.00, Hero raises to $4.25, SB calls $4.25
SB checks, Hero bets $8.00, ...

 

ჩვენ ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებით. მაგრამ სამწუხაროდ ოპონენტმა არ დაყარა ფლოპზე და ჩვენ კვლავაც დარიგებაში დავრჩით.

თერნზე მოდის ერთი იმ 12 აუტიდან რომელიც ასრულებდა ჩვენს კომბინაციას. ოპონენტი აკეთებს ჩექს და ჩვენ წყნარად შეგვიძლია გავაკეთოთ ფსონი ველიუსთვის და დაცვისთვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფლოპზე წარუმატებლობის მიუხედავად საბოლოო ჯამში, ჩვენი ნახევარბლეფი ძალიან წარმატებული გამოდგა. ცხადია ოპონენტმა შეიძლება დაყაროს საშუალო წყვილი და გათშოტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია მას მზა ხელი ყავდეს, ასეთ შემთხვევაში ბანკის სიდიდის გათვალისწინებით დიდი შანსია ოპონენტს მთლიანი სტეკი მოვუგოთ.

 

კარტის უფასოდ ნახვის შესაძლებლობა

 

თუ ჩვენ პოზიციაში ვთამაშობთ, ცხადია გვიჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა - აგრესიის გამოყენებით შეგვიძლია  უფასოდ ვნახოთ მომდევნო კარტი. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ჩვენ საკმარისად ბევრი აუტი გვყავს, მაგრამ არ გვინდა თერნზე დიდი ფსონის გათანაბრება.

 

მაგალითი

PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with 2, 3
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold

Flop: ($2.25) A, 5, 8 (2 players)

SB bets $1.00, Hero raises to $4.25, SB calls $4.25

Turn: ($10.75) K (2 players)
SB checks, Hero checks

River: ($10.75) 4 (2 players)
SB bets $3.00, Hero raises to $10.00

 

კვლავაც იგივე მაგალითი განვიხილოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვერც ფლოპზე შევძელით ბანკის მოგება და ვერც თერნმა დაგვისრულა კომბინაცია, მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც არ ვდგავართ დიდი პრობლემების წინაშე. ფლოპზე რეიზის საშუალებით მოვიპოვეთ ინიციატივა და ახლა განმეორებითი ჩექით შეგვიძლია უფასოდ ვნახოთ რივერის კარტი.

პრინციპში ჩვენ ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ: ჩვენ შეგვიძლია კვლავაც გავაკეთოთ ფსონი, რომელიც ასევე ნახევარბლეფი იქნება, ან განმეორებითი ჩექის მეშვეობით უფასოდ ვნახოთ რივერი და ვიმედოვნოთ რომ მოვა ჩვენი 12 აუტიდან რომელიმე. 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური