დროუ ხელები: განმარტება

ამ სტატიაში 

  • პასიურად თუ აგრესიულად?
  • ფოლდ ექუითი თუ მოსალოდნელი ოდსები?
  • პოზიციაში თუ უპოზიციოდ?

ჰოლდემ პოკერის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დასაწყისში გვირიგდება მხოლოდ ორი კარტი, ხოლო ფლოპზე კი უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ხელის სიძლიერე მნიშვნელოვნად იცვლება.

ძალიან ხშირად მაგიდაზე ჩვენ ვხედავთ არა იმ კარტებს რომლების დანახვაც გვსურდა. მაგრამ იძულებულები ვართ ვითამაშოთ ხელით რომელიც ჯერ მზად არ არის, ასეთ ხელს ეწოდება დროუ ხელი ან უბრალოდ დროუ, ასეთი ხელი ჯერ კიდევ შეიძლება გაუმჯობესდეს რომელიმე მომდევნო ქუჩაზე მზა ხელამდე, ასეთი ხელის გათამაშების თავისებურებაზე გვექნება საუბარი მოცემულ მასალაში. 

რა სახის დროუ ხელი არსებობს?

დროუ ხელის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მის გასაუმჯობესებლად ჩვენს განკარგულებაშია აუტების განსაზღვრული რაოდენობა:

  • ოვერკარტები
  • ფლეშ-დროუ
  • სთრეით-დროუ
  • კომბო-დროუ

ოვერკარტები
მაგალითი 

$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with A K
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds, UTG calls $1.25

Flop: ($2.85) J 5 2(2 players)
UTG checks, Hero bets $2.25, UTG ...

 

ოვერკარტების ტიპის დროუ ხელი ძალიან ხშირად გვხვდება. მოცემულ მაგალითში ჩვენ პრეფლოპზე გავათამაშეთ АК მაგრამ ფლოპში ვერ მოვხვდით და ახლა გვყავს მხოლოდ ხელი Ах რომელიც ჯერ არ არის მზა ხელი. ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტიურად დროუ ხელი გვყავს, რომელმაც უმეტეს შემთხვევაში უნდა დაიჭიროს ერთ-ერთი თავისი აუტი რივერამდე, რათა მოიგოს შოუდაუნზე. 

  • აუტების რიცხვი: 6 (სამი ტუზი და სამი მეფე)
  • იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 7:1 (1/8)
  • იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 3:1 (1/4)

ფლეშ-დროუ
მაგალითი

$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with 87
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00

Flop: ($2.10) AJ4(2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...

ფლეშ-დროუ როგორც წესი ჩვენ გვყავს 9 აუტი, კარტის დასტაში სულ 13 ერთი ფერის კარტია და აქედან 4 უკვე ჩვენს წინაშეა.

  • აუტების რიცხვი: 9( ჩვენი კარტების ფერი 9 კარტი)
  • იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 4:1 (1/5)
  • იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 2:1 (1/3)

სთრეით-დროუ
მაგალითი

$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with 8 7
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00

Flop: ($2.10) K65(2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...

ამ მაგალითში ჩვენ ვხედავთ ორმხრივ სთრეით-დროუს (OESD), რომელიც გვაძლევს 8 აუტს რადგან მზა ხელი ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 4 ზედა და 4 ქვედა კარტის მეშვეობით რომლებიც დაასრულებს ჩვენს სთრეით-დროუ ხელს. ორმხრივი სთრეით-დროუს "უმცროსი ძმაა" გათშოთსთრეით-დროუ ანუ ხელი რომელსაც სთრეითამდე აკლია ერთი კარტი "ცენტრში". ასეთი დროუ ხელი ჩვენ მხოლოდ 4 აუტს გვაძლევს

  • აუტების რიცხვი: 8 OESD-ს და 4 გათშოთისას
  • იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს : 5:1 OESD-ს დროუს და 11:1 გათშოთისას
  • იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 2:1 OESD-ს დროუს და  5:1 გათშოთისას

კომბო დროუ

ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ჩვენ ვნახეთ ერთმნიშვნელოვანი დროუ ხელები, რომლებიც ცალ-ცალკე იქნა განხილული, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხშირად მოვხვდებით ისეთ სიტუაციაში როცა გვექნება სხვადასხვა კომბინირებული დროუ ხელი. ასეთ ხელს კომბო-დროუ ეწოდება და გასაუმჯობესებლად შეუძლიათ გამოიყენონ აუტები სხვადასხვა კატეგორიის დროუ კომბინაციებიდან.

საჭიროა ყოველთვის ცხადად ვაცნობიერებდეთ ჩვენი აუტების ზუსტ რაოდენობას, რადგან ეს განსაზღვრავს ჩვენს ექუითის და შესაბამისად ჩვენს სათამაშო ილეთებს, შემდგომ ჩვენ განვიხილავთ თუ როდის არის საჭირო ჩვენი აუტების დისკონტირება ანუ როდის არ უნდა ჩავთვალოთ ყველა ჩვენი აუტი სუფთად, მაგრამ ჯერჯერობით იგნორირება გავუკეთოთ ამ ასპექტს(აუტების დისკონტირებას) და უბრალოდ დავთვალოთ ჩვენი აუტები შემდეგ მაგალითებში:

მაგალითი

$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with A K
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds, UTG calls $1.25

Flop: ($2.85) JT 2 (2 players)
UTG checks, Hero bets $2.25, UTG ...

ჩვენ ისევ AK მოგვივიდა და ვაცხადებთ რეიზსპრეფლპზე და ფლოპზე ისევ მხოლოდ  AX  ტიპის ხელი გვყავს, მაგრამ წინა შემთხვევისგან განსხვავებით ჩვენი აუტების რიცხვი უფრო დიდია რადგან გვყავს გათშოთ-დროუ და ნებისმიერი დამა გვაძლევს ნათსურსთრეითს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ დამატებითი 4 აუტი.

რადგან მაგიდაზე კიდევ 2 კარტია ამოსასვლელი ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი აუტი დავამატოთ ბექდორ ფლეშ-დროუს ხარჯზე. ბექდორი ნიშნავს რომ ხელის დასამთავრებლად ჩვენ გვესაჭიროება, რომ ორივე კარტი თერნიც და რივერიც ჩვენი კომბინაციის შესაბამისი იყოს. 

  • აუტების რიცხვი: 11 აუტი
  • იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 3,5 :1 (1/3,5)
  • იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 1,5:1 (1/2,5)

მაგალითი

$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with 8 7
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00

Flop: ($2.10) A J 9(2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...

 

ამჯერად ჩვენ გვყავს ხელი, რომელიც გავს ჩვენს მიერ განხილულ ფლეშ-დროუს, მაგრამ აქ 4 აგურის ნაცვლად გვყავს 9 აგური ეს კი ნიშნავს რომ ჩვენ 3 დამატებითი აუტი გვყავსგათშოთისთვის 10 აგური ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ ფლეშ-დროუს აუტებში.

  • აუტების რიცხვი: 12 აუტი
  • იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 3:1
  • იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 1:1

მაგალითი

$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)

Pre-flop: Hero is Button with  8 7
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00

Flop: ($2.10) 865(2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...

განხილული OESD-ს მაგალითისგან განსხვავებით აქაც ერთი კარტია შეცვლილი, აქ ჩვენ გვყავს რვიანების ტოპ წყვილი და კიდევ რამდენიმე დამატებითი აუტი იმისათვის რომ მივიღოთ საუკეთესო ხელი. ახლა ჩვენ ნებისმიერი რვიანი გვაძლევს ტრიპსს ასევე ნებისმიერი შვიდიანი გვაძლევს ორ წყვილს, ასე რომ ჩვენ ვიღებთ დამატებით 5 აუტს:

  • აუტების რიცხვი:13აუტი
  • იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 2,5:1 
  • იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 1:1 
თეგები

რუმები

ქართული უცხოური