თერნი - რთული ქუჩა

ამ სტატიაში 

  • რა ვარიანტები გვაქვს თერნზე? 
  • რატომ  უნდა იმოქმედოთ გეგმის მიხედვით? 
  • მოემზადეთ რივერისთვის 

  
ამ სტატიაში, განხილულია ცოტა რამ იმის შესახებ თუ როგორ უნდა  ითამაშოთ თერნზე. პირველ რიგში  უნდა გაიგოთ, რანაირად უნდა ითამაშოთ ამ რაუნდში, როგორ გადამწყვეტ შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი და რომელ ძირითად მიზანს მიჰყვეთ ბოლომდე.         
ამ სტატიის წინაპირობაა  სტატია ფლოპზე თამაშის შესახებ, რომელიც უკვე შესწავლილი გაქვთ. ფლოპზე ჩნდება გეგმის შემუშავების აუცილებლობა, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოთ თერნზე.


თერნი - რთული ქუჩა


ბევრ მოთამაშეს პრობლემები უჩნდებათ თერნზე თამაშის დროს და თვლიან რომ ვაჭრობის მესამე რაუნდი ურთულესია. მათ ხშირად არ იციან როგორ იმოქმედონ და როგორ აარიდონ თავი წამგებიან სიტუაციას. რატომ ხდება ასე? 
ჰოლდემი ეფუძნება ორ ძირითად ფაქტორს: 

  • რა ყავს თქვენს მოწინააღმდეგეს, ან რა კარტები გააძლიერებდნენ მას, შემდეგ რაუნდებში? 
  • რამდენად დიდია ბანკი და რამდენი უნდა გადაიხადოთ იმისთვის რომ ნახოთ შოუდაუნი ან გაიუმჯობესოთ ხელი. 

თამაშის დროს თვენ გსურთ მოუგოთ თანხა ოპონენტს კარგი ხელით ან აიძულოთ თქვენი მოწინააღმდეგე,  გააკეთოს ფოლდი, რათა შეძლოთ ბანკის მოგება შოუდაუნის გარეშე. ასეთ შემთხვევებში მოვლენათა განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კარტი გყავთ თქვენ და თქვენს ოპონენტს, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანხა, რომლიც უნდა გადაიხადოთ.

ყოველ შემდეგ ქუჩაზე მდგომარეობის განსაზღვრა სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც წესი პრე-ფლოპზე და ფლოპზე მცირე ინფორმაცია გაქვთ ოპონენტის ხელის შესახებ, შესაბამისად ბანკში ჩადებული თანხაც ძალზე მცირეა. პრე-ფლოპ რეიზი არის 4ბბ, ქონთ.ბეთი დაახლოებით 6ბბ. რადგან გაქვთ მიზანი და იცით რისი მიღწევა შეგიძლიათ ამ ფსონების დადებით, ისინი ძალზე ღირებულია, იმ ფაქტის გათვალისწინებითაც კი რომ თქვენს სრულ სტეკთან 100ბბ შედარებით უმნიშვნელო თანხაა და ვერ იმოქმედებს დისპერსიაზე.

რივერზე სიტუაცია იცვლება. თქვენ უკვე მიიღეთ გარკვეული ინფორმაცია, მოწინააღმდეგის ხელის შესახებ. მაგიდის სტრუქტურა განსაზღვრულია(მეტი კარტი მაგიდაზე აღარ დაიდება). თქვენ ან წინ ხართ ან უკან. ბუნებრივია ეს არ ამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას. თქვენ საკუთარ თავს უნდა კითხოთ: გყავთ კი იმდენად ძლიერი ხელი რომ მოიგოთ შოუდაუნის შემდეგ? უნდა გადაწყვიტოთ: კარგი ხელი გყავთ ველიუბეთისთვის, დროა დაყაროთ კარტი, თუ სცადოთ ბლეფი.  რივერი არის ყველაზე ძვირადღირებული ვაჭრობის რაუნდი, რადგან წინა რაუნდებში თქვენ დებდით პოტის შესაბამის ფსონს (ან აკეთებდით ქოლს) და შესაბამისად რივერზე ბანკი ყველაზე დიდია ვაჭრობის სხვა რაუნდებთან შედარებით. 

თერნი არის ზუსტად შუაში (ფლოპსა და რივერს შორის) და სამწუხაროდ აქ თავს იჩენს პრობლემები, რომლებიც გაქვთ ორივე რაუნდში (ფლოპზე და რივერზე). თქვენ ჯერ კიდევ არ იცით თუ სად იმყოფება თქვენი ხელი,  ჯერ კიდევ შესაძლებელია დროუ ხელი გყავდეთ (თქვენც და თქვენს ოპონენტსაც), რადგან ერთი კარტი კიდევ უნდა დაიდოს მაგიდაზე. საკმაოდ ხშირად ბანკში უკვე საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ გადაწყვეტილებების ღირებულება იზრდება. თქვენ ასევე ითვალისწინებთ იმას რომ შემდეგი რაუნდია რივერი, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ.

ბევრი შესაძლო პრობლემის გამო, თერნზე ყველაზე ადვილია შეცდომის დაშვება. ყველაზე ხშირი შეცდომა - პასიურობა. თერნზე ლოგიკური ფსონი მნიშვნელოვნად ზრდის ბანკს, რის შემდეგაც რივერზე გაკეთებული 2/3 ბანკის სიდიდის ფსონი ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თერნის დაჩექვის შემდეგ ეღირებოდა.

ძვირადღირებული გადაწყვეტილებები ბევრ მოთამაშეს უბიძგებს გადაიხარონ პასიურობისკენ. ჩექი (ქოლი) თერნზე თამაშდება არა სტრატეგიული თვალსაზრისით არამედ იმ უბრალო მიზეზით, რომ მოთამაშეებს ეშინიათ ერთი შეხედვით მარგინალური ხელებით დიდი ბანკის თამაში. რის შედეგადაც ჩნდება ლიქი (Leak -სუსტი ადგილი) რადგან გამოცდილ მოთამაშეს უჩნდება საშუალება არამარტო უფასოდ ნახოს რივერი და იაფად დაასრულოს საკუთარი დროუ, არამედ უბრალო გააგრესიულებით წაიღოს ბანკი.

თქვენ თავი უნდა აარიდოთ მსგავს შეცდომებს. ყველგან და მათ შორის თერნზეც, მნიშვნელოვანია იმოქმედოთ ლოგიკური საფუძვლების გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება სტრატეგიას. ამის გათვალისწინებით ბანკის კონტროლს მხოლოდ მაშინ უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც მის გამოყენებას გააჩნია ლოგიკური საფუძველი.

თქვენ უნდა გინდოდეთ გახდეთ კარგი მოთამაშე, რომელსაც არ ეშინია თერნზე იბრძოლოს ბანკისთვის და საჭიროების შემთხვევაში მაგიდის ცენტრში გადაწიოს მთლიანი სტეკიც.

თქვენ უნდა ეცადოთ თავი აარიდოდ მსგავს შეცდომას. თერნზე ისე უნდა ითამაშოთ როგორც ჩათვლით სწორედ და ყურადღება მიაქციოთ პოტ კონტროლს როდის აქვს აზრი ასე მოქცევას. უნდა ისწავლოთ, გახდეთ კარგი მოთამაშე, რომელსაც არ ეშინია ითამაშოს  მთელი სტეკით 100ბბ. და ეს მოიმოქმედოს სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად.

თქვენ უნდა თამაშობდეთ უკეთ ვიდრე თქვენი ოპონენტები და თუ ეს ასეა მაშინ ცხადია უნდა გინდოდეთ, რომ თერნზე და შესაბამისად რივერზე ოპონენტებმა მიიღონ რაც შეიძლება ძვირი გადაწყვეტილებები. რადგან მსგავს შემთვევაში დისტანციაზე თქვენ უფრო მეტს მოიგებთ.

განვაგრძობთ გეგმის მიხედვით მოქმედებას:  

თქვენ შეისწავლეთ გეგმის შემუშავების სხვადასხვა გზები, სტატიაში ფლოპის შესახებ. გარდა იმის განსაზღვრისა რა პოზიცია გაქვთ თქვენი ხელით(წინ ხართ თუ უკან) და კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ ფსონის დადებით ან ხელის პასიურად გათამაშებით, ასევე უნდა იფიქროთ იმაზეც როგორ მოიქცევით თერნზე. 

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თერნზე თქვენ აგრძელებთ იმ „ისტორიის გაყიდვას“ რომელიც ფლოპზე დაიწყეთ. ცხადია თერნის კარტს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მოქმედების საერთო გეგმა მაინც ფლოპზე იბადება.

მოვიყვანოთ კიდევ ერთი სადემონსტრაციო მაგალითი: 

PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed) 

Stacks & Stats 
MP ($25)  
CO ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands] 
Hero ($25) 
BB ($25)  
SB ($25)  
BU ($25)

Pre-flop: Hero is UTG with A, K
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, 3 folds

Flop: ($2.35) K, 7 , 6  (2 players) 
Hero bets $1.50, ...

გაანალიზების შემდეგ შეიძლება მივიდეთ შემდეგ დასკვნამდე: 

  • „თქვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ იძულებული ხართ იმოქმედოთ გარე პოზიციიდან, ამიტომ ოპონენტის რეიზის შემთხვევაში მოგიწევთ ჩექის გაკეთება თერნზე,  რითიც მას მისცემთ უფასო კარტს“ 
  • „თქვენი მოქმედების ხაზი უნდა იყოს ბეთი/ფოლდი როგორც ფლოპზე ასევე თერნზე.“

​თქვენი აზრები ფლოპზე პირდაპირ კავშირშია თერნის გათამაშებასთან.  თავდაპირველად განვიხილოთ მოწინააღმდეგის შესაძლო რეიზი ფლოპზე. ასეთ შემთხვევაში ქოლი გამორიცხულია, რადგან თერნზე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. მეორე ვარიანტია, როცა ოპონენტი აკეთებს ქოლს. ფლოპზე თქვენ უკვე დაგეგმეთ რომ კიდევ დადოთ ფსონი თერნზე და ეს გეგმა ძალაში უნდა დარჩეს. 

ამ შემთხვევაში თერნის კარტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ძნელად მოიძებნება დასტაში კარტი, რომელიც შეცვლის არსებულ სიტუაციას. თუ დაიდება მესამე კარტი რომელმაც შეიძლება დაასრულოს ფლეშ-დროუ თქვენ გეყოლებათ რედროუ თქვენი K -ის მეშვეობით. თეორიულად შესაძლებელია გააკეთოთ ჩექი, რადგან აღარ არსებობს ხელის დაცვის აუცილებლობა, თუმცა ფსონის დადება არავითარ შემთხვევაში არ არის შეცდომა, რადგან გყავთ არამარტო რედროუ, ასევე ტოპ წყვილი/ტოპ კიკერი და გსურთ მიიღოთ ველიუ ხელიდან.

მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორი ხელი გინდათ რომ „მიყიდოთ“ მოწინააღმდეგეს და დააკვირდეთ სჯერათ თუ არა თქვენი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაჰყვეთ ფლოპზევე დასახულ გეგმას.

გაიხედეთ წინ 

მომავალი მოქმედების განჭვრეტა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე წარსულის სწორი ანალიზი. თქვენ უნდა იცოდეთ რას უნდა მოელოდეთ რივერისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც თამაშობთ პასიურად, რადგან თქვენი მოქმედება ხშირად დამოკიდებულია ოდსებზე.  თუ იმფლაიდ ოდსებზე დაყრდნობით მარგინალურ ქოლს გააკეთებთ, მაშინ უნდა კითხოთ საკუთარ თავს, შენარჩუნდებიან, თუ არა ისინი რივერზე?

PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)

Stacks & Stats 
MP ($25)  
CO ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands] 
Hero ($25) 
BB ($25)  SB ($25)  
BU ($25)

Pre-flop: Hero is UTG with A, K 
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, 3 folds

Flop: ($2.35) K , 7, 6  (2 players)  
Hero bets $1.50,
CO calls$1.50 

Turn: ($5.35) T  (2 players)
Hero checks, CO bets $4.00, Hero calls $4.00

River: ($13.35) 2(2 players)
Hero bets $9.00, CO fold

თქვენ გადაწყვიტეთ, შეცვალოთ გეგმა და ითამაშოთ პასიურად. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის რომ საკმაოდ ძლიერი ხელის მიუხედავად, თქვენ შეგეშინდათ რეიზის. საკუთარი ჩექ/რეიზი რომელიც მსგავს სიტუაციაში არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, თქვენ გამორიცხეთ.

მსგავსი სტილის ოპონენტის წინააღმდეგ, გათამაშების თქვენი ხაზი არც თუ ისე ცუდია. თუმცა, როგორ იმოქმედებდით მაშინ ტოპ წყვილის მაგივრად რომ გყოლოდათ Q, J? თერნზე ჩექ/ქოლის გაკეთებით, თქვენი ერთადერთი იმედი რივერზე გულის ამოსვლა იქნებოდა. მსგავსი ქოლისთვის აუცილებელია მაღალი მოსალოდნელი პოტ-ოდსები, რომლის იმედიც არ უნდა გვქონდეს მსგავს სიტუაციაში. ჩექ/რეიზი რივერზე ძალიან საშიში ხაზია, რადგან ოპონენტი ხშირად ისარგებლებს უფასო შოუდაუნით. თქვენ მოგიწევთ დონკბეთის გაკეთება, რისი საშუალებითაც თქვენი ხელი გახდება ადვილად წაკითხვადი.

ორივე ხელით თქვენი თამაში არ იყო ოპტიმალური. დროუ ხელით - ძალიან პასიური, ფოლდ-ექუითის გარეშე და ცუდი პოტ-ოდსებით. ეს შეცდომაა 

АK თიც მსგავს სიტუაციებში დაკარგავთ ველიუს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რივერზე არ გეცოდინებათ როგორ მოიქცეთ. როგორ ვითამაშოთ რივერზე ჩექ/ქოლის შემდეგ? ოპონენტის განმეორებითი ჩექის შემდეგ? მარტივად რომ ვთქვათ თქვენ ძალიან ხშირად ხართ წინ ამიტომ მნიშვნელოვანია ავირჩიოთ გათამაშების აგრესიული ხაზი.

მსგავსი სახის მაგალითებს შეხვდებით მეორე სტატიაში თერნის შესახებ. სიტუაციის მყისიერ ანალიზთან ერთად თქვენ ყოველთვის წარმოდგენილი უნდა გქონდეთ რივერზე გათამაშების გეგმა და გაცნობიერებული უნდა გქონდეთ რამდენად დამაჯერებელია ის „ისტორია“ რომლის მოყოლასაც ცდილობთ ოპონენტისთვის მთლიანი პოსტფლოპის განმავლობაში.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური