მოთამაშეთა 8 ძირითადი ტიპი

შესავალი:

ამ სტატიაში

  •  რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოთამაშეები?
  •  მოთამაშეთა 8 ძირითადი ტიპი.
  •  როგორ ვითამაშოთ თითოეულ მათგანთან?

დაბალ ლიმიტებზე არ არის აუცილებელი რიდსები გქონდეთ მოთამაშეებზე და გამალებით აკვირდებოთედ მათ თამაშს, იმიტომ რომ სესიის დასრულების შემდეგ შეიძლება ისინი აღარასდროს აღარ შეგხვდეთ. აუცილებელია იცოდეთ ოპონენტების ძირითადი ტიპები და იცოდეთ, თუ როგორ შეიმუშავოთ კონტრსტრატეგია. ზუსტად ამას ეძღვნება ეს სტატია

რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოთამაშეები?

არის ორი ძირითადი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც განასხვავებს მოთამაშეებს ერთმანეთისგან:

  • ის ათამაშებს ცოტა თუ ბევრ ხელს?
  • ის მას ათამაშებს აგრესიულად თუ პასიურად?

ვინც, ნაკლებად აქცევს ყურადღებას თუ როგორი ტიპის ხელებს ათამაშებს, ასეთ მოთამაშეს ეწოდება Loose (ლუზ) მოთამაშე, ხოლო ის ვინც გულდასმით არჩევს სასტარტო ხელს - Tight ((თაით) მოთამაშე. მიუხედავად იმისა რომ, უმეტეს შემთხვევაში ეს ეხება პრეფლოპ სასტარტო ხელს, რომლითაც მოთამაშე შედის გათამაშებაში, აღნიშნული ეხება ასევე პოსტფლოპ თამაშსაც. მაგალითად არსებობენ „მოვარტყი, ვერ მოვარტყი“ ტიპის მოთამაშეები. ასეთ მოთამაშეებს მოსწონთ ფლოპის ნახვა, მაგრამ თუ ისინი „ვერ მოარტყავენ“ მაშინვე ნებდებიან. ეს ძალიან მომგებიანია, მაგრამ არა მათთვის, არამედ თქვენთვის, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ვერ მოარტყავენ და თქვენ იოლად წაართმვთ მათ ბანკს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ხელის გათამაშების მანერას. რაც უფრო აგრესიულია ოპონენტი, მით უფრო ხშირად უნდა მისდიოთ სათამაშო სვლებს, რომელიც დაეყრდნობა იმას, რომ ოპონენტი გააკეთებს ფსონს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ჩექ/რეიზი. თქვენ აკეთებთ ჩექს, ის აკეთებს ფსონს, თქვენ არეიზებთ. ეს მომენტი მუშაობს ალბათ უფრო იმ დროს როცა თქვენი ოპონენტი აგრესიულია. ე.ი ალბათობა იმისა რომ ის წამოეგება ამ ხაფანგზე - არის მაღალი. ან კიდევ ბლეფის პროვოცირება: ოპონენტისთვის სისუსტის ჩვენება, იმ მიზნით რომ ოპონენტი შეეცადოს ბლეფის გაკეთებას. პასიური მოთამაშეები იშვიათად აკეთებენ ბლეფს, ვინაიდან ბლეფი თავისი ბუნებით არის აგრესიული ქმედება.

პასიური მოთამაშეები საუკეთესო სამიზნეები არიან ველიუ ფსონისთვის. ე.ი მათ წინააღმდეგ თამაში მარტივია. თქვენ გაქვთ კარგი ხელი, ოპონენტს კი არ აქვს ფული ფსიქოანალიტიკოსისთვის, ის იძულებულია ცხოვრება პოკერის მაგიდასთან გაატაროს, დადეთ ფსონი, რადგან ოპონენტი მას თქვენს
მაგივრად არ გააკეთებს.საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად პოკერში ნიუტონის მესამე კანონი მუშაობს, უტრირებულად რომ ვთქვათ ყველა ქმედებას აქვს უკუქმედება. თუ ოპონენტი ლუზია - თქვენ უნდა იყოთ თაითი. თუ ოპონენტი თაითია - თქვენ უნდა იყოთ ლუზი. თუ ის ბევრს ბლეფობს - ითამაშეთ პასიურად და მიეცით საშუალება გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. თუ ის პასიურია - აიღეთ ინიციატივა.

კლდე (Rock)

მოთამაშეების ტიპების განხილვა დავიწყოთ პირველი ექსტრემალური შემთხვევიდან კლდე (Rock). ის გამოირჩევა იმით რომ პრაქტიკულად არ თამაშობს, თითქმის არ მონაწილეობს გათამაშებაში. ის ზის საათობით და არაფერს არ აკეთებს. ის არ ელოდება კარგ კარტს, ის ელოდება საუკეთესო ხელს. 

თუ ის გიტევთ, დარწმუნებული იყავით რომ მინიმუმ 5 ტუზი ყავს ჯოკერთან ერთად.

შესაბამისად კლდის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ მარტივია:

  • გაუკეთეთ მას იგნორირება.
  • მოპარეთ ყველა ბლაინდი რამდენის შესაძლებლობაც გექნებათ.
  • თუ მან პრეფლოპზე დაქოლა თქვენი რეიზი, მაშინ თქვენ თითქმის ყველა შემთხვევაში ფლოპზე უნდა გააკეთოთ კონტბეთი.
  • იყავით ძალიან ფრთხილი, როდესაც ის გაიღვიძებს და შეტევაზე გადმოვა.

თამაშის უცნაური მანერის მიუეხედავად, მსგავსი მოთამაშე დაბალ ლიმიტებზე შეიძლება იყოს მომგებიანი მოთამაშე. ამისთვის მას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ: მის მაგიდაზე უნდა თამაშობდნენ იდიოტები. კლდე ფულს აკეთებს იმ ხალხის ხარჯზე, რომლებიც ბლეფს აკეთებენ იქ, სადაც ეს არ უნდა გააკეთონ, ან ფიქრობენ: ეს ტიპი აქ ზის ერთი საათია და ერთი ხელიც არ გაუთამაშებია, ეხლა კი უცებ ადგა და არეიზებს, ალბათ გიჟია და ბლეფობს

რუმები

ქართული უცხოური