ტილტი: შესავალი

ტილტი როგორც დაუნსვინგის გაგრძელების მიზეზი

 

არცერთ სხვა ფსიქოლოგიურ ასპექტს პოკერში არ აქვს იმხელა გავლენა წარმატებაზე, როგორც ტილტის მდგომარეობაში ჩავარდნას.

 

ამ სტატიაში საუბარი შეეხება ისეთ კომპლექსურ და მრავალფენოვან თემას როგორიცაა ტილტი. გრძელი შესავალი სიტყვისგან თავს შევიკავებთ, რადგან ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია პოკერი მან იცის ამ პრობლემის შესახებ.

 

TILT (ინგლ.to tilt: გადაყირავება)- მომავალში ტერმინით „ტილტი“ ჩვენ ავღნიშნავთ მოთამაშის სულიერ მდგომარეობას,რომლისდროსაც ძალიან უჭირს აკონტროლოს საკუთარი მოქმედებების რაციონალურობა და მოქმედებს მთლიანად ემოციებზე დაყრდნობით.

ტილტი

 

თამაშში ტილტის არსებობა - ეს ფაქტია. შესაბამისად ვისაც სერიოზულად აქვს სურვილი დაკავდეს პოკერით, ვერ შესძლებენ გვერდი აუარონ ამ ფაქტს, ძალიან სერიოზულად განხილვის გარეშე. უფრო მეტიც, მოთამაშის განვითარება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად შეუძლია მას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ეს პრობლემა. მისი კარიერა შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს ან პირიქით - სამუდამოდ შეჩერდეს. ის მოთამაშე, რომელიც ხშირად იტილტება და არაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ, წააგებს გრძელ დისტანციაზე, ან საგრძნობლად შეამცირებს საკუთარ შემოსავალს.

გადაჭარბებულია? არავითარ შემთხვევაში, მომავალში თქვენი თამაშის წმინდა ტექნიკური ელემენტები ამაღლდება, ამ პროცესს თქვენ უკვე შეამჩნევდით, თუ ეცნობით ჩვენს სტატიებს. მაგრამ საშუალო ლიმიტებიდან და ზევით, თამაშის ფსიქოლოგიური ასპექტი გაცილებით დიდი როლის თამაშს იწყებს ვიდრე მიკროლიმიტებზე და თუ თქვენ ვერ მოერევით თავს, ჯობია საერთოდ არ იცოდეთ პოკერის ტექნიკური ასპექტები, რადგან ამ ცოდნის ფასი ზუსტად ნულის ტოლი იქნება.

რაც უფრო პატარაა განსხვავება თეორიული მომზადების მხრივ თქვენსა თქვენს ოპონენტებს შორის, მითუფრო იზრდება დისპერსია და შესაბამისად იზრდება დისპერსიის მუდამ თანმხლები სვინგიც. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშო სიჯიუტეს, უნარს გაუმკლავდეთ დარტყმებს და არ ჩავარდეთ ტილტში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ მოთამაშის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხდება გადამწყვეტი მომენტი, თანაბარი სიძლიერის ოპონენტებთან შერკინებისას.

შესაბამისად საუბარი ეხება იმას, რომ მოთამაშემ უნდა იმუშავოს საკუთარ თავზე და დახვეწოს ის ფსიქოლოგიური და მენტალური კუთხით. მუშაობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს მოთამაშის პირად თვისებებს. პოკერის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტია ის პროცესი რომლის დროსაც მოთამაშე ახდენს საკუთარი სისუტეების აღმოჩენას.

ტილტი - პოკერის ბნელი მხარე

თუ საკუთარ თავს ძალიან გაწონასწორებულად და ძლიერად ვთვლით, ან გვინდა მაინც, რომ ასე იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში სტრესის პირობებში უფრო ძლიერად იჩენს თავს  ჩვენი მოუთმენლობა, სიფიცხე, ხასიათის ცვლილება, სასოწარქვეთა, სიჩქარე, დაბალი კონცენტრაცია, შიშები, დეპრესიული მდგომარეობა და ა.შ.

ეს პოკერის აბსოლუტურად სხვა მხარეა, მასზე არ საუბრობენ ბევრს ბრჭყვიალა ბანერებზე. არსებობს ძალიან ბევრი მოთამაშე, რომელთა უუნარობაც გაუმკლავდნენ ტიტლტს გავლენას ახდენს მათ რეალურ ცხოვრებაზე, რომელიც ასევე ხვდება ტილტის გავლენის სფეროებში საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. ამასთან სწორედ რეალური ცხოვრებიდან უნდა მიიღოს მოთამაშემ ის რესურსები, რომლითაც მას საშუალება ექნება გაუმკლავდეს იმ სტრესს, რომელსაც კომპიუტერის ეკრანთან იღებს. ჩაკეტილი წრე გამოდის.

როგორ წყდებოდა ეს საკითხი პოკერის სამყაროში ადრე? პასუხი: პრაქტიკულად ვერანაირად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ადამიანს ძალიან ცალსახა შინაგანაწესი აქვს: ფსიქოლოგიური პრობლემები? ეს მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ახასიათებთ! ჩვენ ტელევიზიით ვხედავთ პოკერის ლეგენდებს, ისეთს როგორიცაა დოილ ბრანსონი, რომელმაც თავისი 50 წლიანი პოკერის კარიერის მანძილზე ბევრი რამ ნახა და შეუძლია უამრავი ანეკდოტი თუ რეალური ისტორია მოყვეს. მაგალითად იმის შესახებ, რომ არალეგალური თამაში დიდ თანხებზე მიდიოდა სახურავებზე სნაიპერების თანხლებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნიდნენ პოკერის მოთამაშეებს. მეორეხარისხოვანი ხომ არ არის მსგავს პრობლემებთან შედარებით ტილტი და მისი შედეგები?  ჩვენ ვხედავთ დოილ ბრანსონს პოკერის მაგიდასთან სხვადასხვა სატელევიზო შოუებში და ალბათ ყველას უნდა მიაღწიოს მსგავს დონეს, როდესაც პოკერს აღიქვამთ ისე, როგორიც ის არის და  რამდენიმე ბედბითი  ვერ შეცვლის ამ ფუნდამენტურ მიდგომას.
სურათი არ იცვლება მეორე თაობის ვარსკვლავებთან მიმართებაშიც, მათაც ზურგს უმაგრებთ წარმატებული თამაში ათწლეულების განმავლობაში. მაგალითად ისეთ მოთამაშეებს როგორებიც არიან ტედ ფორესტი ან ბარი გრინშტეინი. იმის შესახებ თუ როგორ უმკლავდებიან ვარსკვლავები ტილტს თითქმის არაფერია ცნობილი. მაგრამ ცხადია ტოპ მოთამაშეებიც მუდმივად ეჯახებიან ამ პრობლემას. არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც მუდმივ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი საუკეთესო წლები უკვე უკან დარჩა და ძალიან კარგად იცხოვრებენ უკვე მოგებული ფულით. ხოლო თქვენი ბანკროლი და მომავალი პოკერში ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ხვდება ყოველი გატილტვის დროს, შესაბამისად თქვენ მათზე მეტი თუ არა არანაკლები შრომა მოგიწევთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

არასაკმარისია უბრალოდ იცოდეთ, როგორ უნდა გაათამაშოთ საკუთარი კარტი

პოკერის მსოფლიო ბუმთან ერთად ამ პრობლემამ გაცილებით დიდი მაშტაბები მიიღო. ტილტი - ეს უკვე აღარ არის რამდენიმე ფართო მასებისთვის უცნობი ინსაიდერების  „პროფესული ავადმყოფობა“ . დღესდღეობით პოკერს მილიონობით ადამიანი თამაშობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა
მსგავსი პრობლემის წინაშე უკვე უამავჯერ დამდგარა.

თვითკონტროლის გარეშე წარმატება გამორიცხულია

თამაშის ფსიქოლოგიური ასპექტისადმი ინტერესი მატულობს, მოთამაშეების მიერ სერიოზულად განიხილება მიზანმიმართული ვარჯიშების ან პირადი მსჯელობის აუცილებლობა, ისევე როგორც ეს ხდება სპორტის სხვა სახეობებში.

უკვე აღარ არის საკმარისი იცოდეთ როგორ უნდა გაათამაშოთ ესა თუ ის ხელი, ფსიქოლოგიის და თვითკონტროლის მნიშვნელობა მატულობს თუ თქვენ სერიოზულად გინდათ დაკავდეთ ამ საქმით. უმაღლესი დონის თამაშებში უკვე დიდი ხანია ფსიქოლოგიურმა მომზადებამ ტექნიკურზე უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

 

მე ვიცი, რას მივყავარ ტილტის მდგომარეობამდე

თუ ცხადია რომ ტილტის პრობლემას აქვს გარკვეული მნიშნელობა პოკერის მოთამაშისთვის, მაშნ იბადება შეკითხვა: შესაძლებელია ამას როგორმე გავუმკლავდეთ? ან ტილტთან გამკლავების შესაძლებლობა, წმინდა პირადული საკითხია, ისევე როგორც მაგალითად აბსოლუტური სმენა, რომელიც ან გვაქვს ან არა?

ყველა შეიძლება შეიცვალოს

მე გამოვდივარ იქიდან რომ ადამიანს პრინციპულად აქვს შესაძლებლობა შეიცვალოს დადებითისკენ და განვითარდეს როგორც პიროვნება, პირველ რიგში ფსიქიკის კუთხით. ჩვენ თითქმის არანაირი ზეგავლენა არ გვაქვს იმ მოვლენებზე, რომელიც ჩვენი სხეულის გარეთ ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ამოსასვლელ კარტებზე, არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ადამიანებზე, რომლებსაც ვეთამაშებით... მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავად გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. თუ მოვახდენთ კლაუს კინსკის პერიფრაზს.

„მე ვიცი, რას მივყავარ ტილტამდე“

მათთვის ვინც აქამდე მხოლოდ საკუთარ გარეგნულ იერზე ზრუნავდა (რაც აბსოლუტურად ნორმალურია ახალგაზრდა ასაკში). რთული იქნება დაიწყოს საკუთარი ფსიქიკის და ფსიქოლოგიის შესწავლა, რადგან პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით დიდი ალბათობით მოჰყვება გარკვეული დაუჯერებლობა და შიშები. ამის გამო ადამიანი დიდი ალბათობით გვერდზე გადადებს ამ პრობლემას და ყურადღებას თამაშის ტექნიკურ მხარეზე გააკეთებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებლად იჩენს თავს კარგი ფსიქოლოგიური განწყობის მხრივ და მსგავსი განწყობა აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ბანკროლზე.

სწორედ ჩვენი სინათლე გვაშინებს ყველაზე მეტად და არა სიბნელე."
(ნელსონ მანდელა 1994, სიტყვა ინაგურაციის დროს)

იგულისხმება რომ: მიიღეთ პრობლემა მარტივად და დაადგინეთ საიდან მოდის ის, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, თუ ტილტი ჩვენთვის პრობლემაა.

თემა ძალიან მრავალისმომცველია, შესაბამისად შესავალ სტატიაში მხოლოდ ზოგადი პრობლემატიკის დასმა მოხერხდა, მომავალში შევეცდებით უფრო კონრეტულად ვისაუბროთ პრობლემის მოგვარების მეთოდებზე.

ავტორისშესახებ:რობერტ ლანგერი- ფსიქოლოგიმწრთვნელი, კონსულტანტი და მოქმედი პრაკტიკოსი. ასევე ზაარბუკენის უნივერისტეტში მას მიჰყავს კურსები ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებასა და გამოყენებით ფსიქოლოგიაში.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური