კრისტენ ბიკნელმა Poker Masters-ის მე-6 ივენთზე $408.000 მოიგო
დღეს, კრისტენ ბიკნელმა კარიერაში საუკეთესო ერთჯერადი ანაზღაურება, $408.000 დოლარი მიიღო. 32 წლის მოთამაშემ Poker Masters-ის მე-6 ივენთი, $25.000 დოლარიანი NL Hold'em-ის ტურნირი მოიგო და საკუთარი კარიერული შემოსავალი $4.6 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
ღონისძიებაზე 51 მოთამაშე დარეგისტრირდა. $25.000 დოლარიან ბაი-ინს ყოველდღიურად ვერსად წააწყდებით. ამიტომაც, ტურნირზე საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ წარმოდგენილნი: მანიგ ლუსერი, ბაირონ კავერმანი, შონ ვინთერი, ერიკ საიდელი, ნიკ შულმანი და სტივენ ჩედვიკი ლაინ-აფის კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ. მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება: დევიდ პიტერსი ტურნირს ე.წ. 'ბაბლიდან' ანდრაშ ნემეტმა გამოთიშა. პირველი მოთამაშე კი, ვისაც საპრიზო ანაზღაურება შეხვდა, მე-8 პოზიციაზე გასული ელიო ფოქსი იყო.
ბიკნელთან ერთად, ფინალურ მაგიდაზე ბენ ჰითმა და ალი იმსიროვიჩმაც გაიბრწყინეს. გადამწყვეტი ჰედს-აპი კი ბიკნელსა და ჩენს კორნუთს შორის გაიმართა. წლევანდელ Poker Masters-ზე 6 ფინალური ჰედს-აპიდან 3 სწორედ ჩენს კორნუთმა ითამაშა, რომელთა წყალობითაც ამერიკელმა მოთამაშემ $556.400 დოლარი დააგროვა. შესაბამისად, Purple Jacket-ის მოგების სავარაუდო კანდიდატი სწორედ ისაა.