ბლოკ-ბეთი

ბლოკ–ფსონები


ამ სტატიაში 

  • ბლოკ–ფსონები რივერზე აკავებს მოწინააღმდეგეს მოშორებით; 
  • არ ღირს ბლოკ–ფსონებით გართობა; 
  • პასიური ოპონენტები – იდეალური სამიზნეა. 

რივერზე ჩვენ ვიმყოფებით უპოზიციოდ და ჩვენ გვაქვს ხელი რომელიც ფლობს გარკვეულ შოუდაუნველიუს, მაგრამ ჩვენმა მოწინააღმდეგემ უკვე აჩვენა თავისი ხელის სიძლიერე ვაჭრობის წინა ეტაპებზე, შეიძლება უბრალოდ ჩვენი დიდი ფსონების დაქოლვით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა გავაკეთოთ ბლოკ–ფსონი. 


ბლოკ–ფსონი, თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს არის ფსონი, რომელიც მოწინააღმდეგეს უზღუდავს  გარკვეულ მოქმედებას, რომელიც თავის მხრივ გააკეთებდა უფრო დიდი ფსონს, თუ უნდა, რომ გადალახოს ეს ბლოკ–ფსონი, რაც ზუსტად შეესაბამება ჩვენს მიზნებს ამ სიტუაციაში. 


ერთი მხრივ, ჩვენი ოპონენტის მოქმედებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით ზუსტად საუკეთესო ხელი გვაქვს თუ არა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ არ გვინდა დავყაროთ კარტი, ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობს ალბათობა იმის, რომ ჩვენ ვიმყოფებით წინ. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება იაფად მივიდეთ შოუდაუნამდე. 


თუ ჩვენ გავაკეთებდით ჩექს ოპონენტის წინ,  მაშინ ეს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩვენს სისუსტეს და ნებისმიერ აგრესიულ მოთამაშეს შეუძლია გააკეთოს დიდი ფსონი, რომელიც აღემატება ბანკის 2/3-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგებით ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე გადავიხადოთ ქოლით მეტი თანხა, ვიდრე გვინდოდა, თუ დავყაროთ ჩვენი სავარაუდოდ უფრო ძლიერი ხელი. 


რა, თქმა, უნდა, ჩვენი სურვილი გავექცეთ მსგავს გადაწყვეტილებებს, ამიტომ ვსარგებლობთ შესაბამისი შემთხვევით და ვაკეთებთ ე. წ. ბლოკ–ფსონს რივერზე. ფაქტიურად ჩვენ ვაკეთებთ შედარებით ნაკლები სიდიდის ფსონს, რათა თავი დავაღწიოთ დიდი ფსონისგან, რომელიც კი შეიძლებოდა გაეკეთებინა ოპონენტს. 


ბლოკ–ფსონის უპირატესობა 

  • ხშირ შემთხვევებში, ოპონენტს შეიძლება შეეშინდეს და შემოიფარგლოს მხოლოდ ქოლით. ჩვენ ფაქტიურად ვღებულობთ იმ შედეგს, რომელსაც მივიღებდით ჩექ/ქოლ თამაშის შემთხვევაში. მაგრამ ამასთან ვიხდით ნაკლებ თანხას შოუდაუნამდე. 
  • თუ ოპონენტი ქოლავს ჩვენს ფსონს, მაშინ იშვიათად ექნება მას უკეთესი ხელი, ამავე დროს შესაძლებელია ჩვენ ვიყოთ წინ მის სუსტ კომბინაციასთან. ამ შემთხვევაში ჩვენი ბლოკ–ფსონი ამავე დროს ფაქტიურად ხდება – ფსონი ველიუსთვის, ვინაიდან ჩვენ ვღებულობთ უფრო მეტ თანხას სუსტი ხელიდან, რომლითაც ჩვენი ოპონენტი ითამაშებდა საპასუხო ჩექით. 
  • თუ ჩვენი ოპონენტი აკეთებს რეიზს, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ყავს საუკეთესო ხელი და ჩვენ უნდა დავყაროთ ჩვენი კარტები. 
  • თუ ჩვენი ოპონენტი დაყრის კარტს, მაგალითად დაუსრულებელ დროუ ხელს, შედეგად ვერცერთი მოთამაშე ვერ ხედავს, ასეთი მეთოდით ჩვენს მიერ გათამაშებულ ხელს. შესაბამისად მოწინააღმდეგეებისთვის რთული წასაკითხი იქნება მსგავს დარიგებაში ჩვენი ხელის წაკითხვა. მოწინააღმდეგის ფოლდის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვყავდა საუკეთესო ხელი. 
  • ჩვენ ვიღებთ ინიციატივა/კონტროლს სიტუაციაზე.  

ბლოკ–ფსონის ნაკლი

  • ჩვენ ვაძლევთ ჩვენი მოწინააღმდეგის საუკეთესო ხელებს, რომლითაც ის ითამაშებდა საპასუხო ჩექს – დამატებით ველიუს. 
  • ბლოკ–ფსონი საკმაოდ ადვილი წასაკითხია და ზოგჯერ ოპონენტმა შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენოს ბლეფ–რეიზი და ჩვენ იძულებულნი ვიქნებით დავყაროთ კარტი. 
  • დაუმთავრებელ დროუ–ხელს შეუძლია მშვიდად დაყაროს, მაშინ როდესაც ჩვენი ჩექის შემდეგ მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ბლეფ–ფსონი. 
  • ბლოკ–ფსონის     გამოყენება ხშირად     არ შეიძლება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ის ხდება წაკითხვადი. გარკვეულ სიტუაციებში ჩვენ ვჩუქნით ჩვენს ველიუს სუსტ ხელებს, რომლითაც მოწინააღმდეგეს შეეძლო დაექოლა დიდი ფსონიც.


როდის აქვს ბლოკ–ფსონს აზრი? 

ყველ სიტუაციაში ბლოკ–ფსონის გამოყენება არ არის აუცილებელი. როგორც უკვე ითქვა, ჩვენ ამ მეთოდს ვიყენებთ, როდესაც ვცდილობთ მაქსიმალურად იაფად მივიდეთ შოუ–დაუნამდე და ამ დროს გავურბივართ ოპონენტის შესაძლო ფსონებს. 


ხშირად იმ შემთხვევებში, როდესაც ვაკეთებთ ფსონს თერნზე სავარაუდოდ საუკეთესო ხელით და რივერზე ამოდის ჩვენთვის სახიფათო კარტი ამასთან რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კარტი ჩვენი ოპონენტისთვისაც შეიძლება გამოიყურებოდეს სახიფათოდ. მაგალითად: თუ რივერზე ამოდის მესამე კარტი გარკვეული ფერის, მაშინ ჩვენმა ოპონენტმა შესაძლებელია უარი თქვას რეიზზე თუ მას ხელში ჰყავს სეტი. ვინაიდან მას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უკვე გვყავს მზა ფლეში. 


მაგალითად: დაუშვათ ჩვენ გვყავს მეფეების ოვერწყვილი და რივერზე ამოდის ტუზი, ამ სიტუაციაში KK–თი, როგორც წესი, ჩვენ ვიქნებოდით აგრესორები პრეფლოპზე და ჩვენ ოპონენტს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა რომ ჩვენ ხელში გვაქს ძლიერი ტუზი. 


თუ ჩვენ რივერზე ვაკეთებთ ბლოკ–ფსონს, მაშინ ჩვენი ოპონენტი პატარა ტუზით (მაგ: A6) შეიძლება შემოიფარგლოს ქოლით, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს დიდ ფსონი. ასე, რომ ჩვენ შოუდაუნისთვის ვიხდით გაცილებით ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტი აკეთებს რეიზზს, მაშინ ჩვენ სუფთა სინდისით შეგვიძლია დავყაროთ კარტი. შესაძლებელია მოწინააღმდეგეს არ ყოლოდა ზუსტად ტუზების წყვილი და შესაძლებელია, რომ მან უკვე ააწყო სეტი ან ორი წყვილი. რივერზე ტუზის ამოსვლის დროს რეიზის გაკეთება პრეფლოპ აგრესორის მიმართ მიუთითებს ოპონენტის საკმაოდ ძლიერ ხელზე. 


სხვა მაგალითში ჩვენ გვყავს სეტი. ჩვენი ოპონენტი ადვილად აკეთებს ქოლს ჩვენს ფსონზე და რივერზე ამოდის ფერის მესამე კარტი, ამავე დროს მაგიდაზე არ დევს ჩვენთვის სასურველი ფულჰაუსი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ოპონენტმა დაქოლა ფლეშ–დროუ. და მან შეძლო აეწყო მისთვის სასურველი კომბინაცია.

 
თუ ჩვენ გავაკეთებთ ჩექს, ჩვენ მივცემთ ოპონენტს შესაძლებლობას გააკეთოს ბლეფ–ფსონი, ან უბრალოდ მივიღოთ უფასო შოუ–დაუნი სუსტი ხელებით საპასუხო ჩექის თამაშით. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავაკეთებთ დიდ ფსონს, მაშინ ოპონენტი დაყრის ყველა სუსტ ხელს და გააკეთებს რეიზს, მხოლოდ მზა ფლეშით.

 
ფლოკ–ფსონის შემთხვეაში, კი შესაძლებელია, რომ ოპონენტმა დაქოლოს ძლიერი წყვილით, რომელსაც დაყრიდა ჩვენი ჩვეულებრივი ფსონის შემთხვევაში ან ითამაშებდა საპასუხო ჩექით, თუ ჩვენ ჩექს გავაკეთებდით. ამ შემთხვევაში ჩვენი ფსონი ფაქტიურად არის ფსონი ველიუსთვის. ამასთან ერთად არსებობს არსებობს ალბათობა, რომ მოთამაშე სუსტი მზა ფლეშით შემოიფარგლება მხოლოდ ქოლით და მოგვცემს ჩვენ შედარებით იაფ შოუდაუნს, მაშინ როდესაც ძლიერი მზა ფლეშით ის გააკეთებდა რეიზს. ასე, რომ ოპონენტის სუსტი ხელის წინააღმდეგ, ჩვენი ფსონი დამატებით ითვლება ასევე როგორც ფსონი ველიუსთვის.


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აგრესიული მოთამაშეების წინააღმდეგ, საუკეთესო ვარიანტს რივერზე ჩვენთვის წარმოადგენს ჩექ/ქოლი იმ მიზნით, რომ პროვოცირება გაუკეთოთ ოპონენტს ბლეფისთვის. მსგავსი მოთამაშეები უფრო მეტად აკეთებენ ბლეფს ჩექის შემდეგ, ვიდრე ბლოკ–ფსონის შემდეგ, რომელიც შეიძლება ასევე იყოს ფსონი ველიუსთვის. ამას გარდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ იძულებული ვიქნებით დავყაროთ ჩვენი კარტი რეიზის შემთხვევაში, და ძალიან აგრესიული ოპონენტის წინააღმდეგ ჩვენ, რა, თქმა, უნდა, გვსურს განვერიდოთ მოვლენების განვითარების ასეთ ვარიანტს. 


მაშ ასე: აგრესიული მოთამაშეების წინააღმდეგ ჩვენ რივერზე ხშირად უნდა ვითამაშოთ ჩექ/ქოლი, იმ მიზნით, რომ პროვოცირება გავუკეთოთ ოპონენტს ბლეფისთვის, ხოლო პასიური მოთამაშეების წინააღმდეგ ჩვენ შეგვიძლია ხშირად გავაკეთოთ ბლოკ–ფსონი/ფსონი ველიუსთვის. 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური