ველიუ ბეთი რივერზე

ველიუ-ბეტი რივერზე (1) - საფუძვლები

ავტორი: MiiWiin

რივერი – ეს ვაჭრობის ბოლო რაუნდია ტეხასურ ჰოლდემში. მოთამაშეებმა უკვე იციან თავისი ხელი და თამაშის შემდეგი ეტაპია შოუდაუნი. ჩვენ ხშირად გვაქვს საშუალება გავაკეთოთ უკანასკნელი ფსონი, ეს ფსონი  შეიძლება იყოს ბლეფი და იგი  მოწინააღმდეგისთვის მიერ  კარტის დაყრისთვის  იყოს განსაზღვრული და ასევე მისი მიზანი შეიძლება ველიუს ამოღების მცდელობაც  იყოს.

მაგრამ ხშირად ისე ხდება რომ მოთამაშეები არ დებენ ველიუ-ფსონს იქ სადაც ეს საჭიროა ან პირიქით ფსონს ისეთ დროს აკეთებენ როცა ეს საჭირო არ არის, მაგალითად დებენ ფსონს მხოლოდ იმიტომ  რათა ნახონ თუ რა მოჰყვება ამას. ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს განსაზღვრული რატომ ვაკეთებთ ფსონს და რას ველით ჩვენი ოპონენტისგან.

პრობლემატიკა

მათემატიკური თვალსაზრისით ფსონს რივერზე ძალიან მარტივი ახსნა აქვს. სხვა ქუჩებისგან განსხვავებით ჩვენ არ გვჭირდება ყურადღების მიქცევა დროუსთვის აუტებისთვის, ოდებისთვის, არ გვჭირდება ბანკის კონტროლი. ხელი უკვე გამზადებულია ჩვენ ვიცით ჩვენი კარტი და მიახლოვებით უნდა ვიცოდეთ ოპონენტის ხელის დიაპაზონი. 
 
აქ ჩნდება შეკითხვა კითხვა: თუ თქვენ ფსონს გააკეთებთ დაქოლავს თუ არა მას ოპონენტი იმ დიაპაზონით რომლის წინააღმდეგ ჩვენ  50% -ზე მეტი ექუითი გვაქვს? თუ პასუხი დადებითია მაშინ  ჩვენი ფსონი ველიუ-ბეთია.

პრინციპში რივერზე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მივიღოთ ყველაზე უფრო კორექტული გადაწყვეტილება. მაგრამ რივერზე გადაწყვეტილების მისაღებად ყველაზე მეტი ფიქრია საჭირო, ხშირ შემთხვევაში მოთამაშეს უკვე რივერამდე მისვლის ფაქტი ახარებს, უმრავლესი ხელით ჩვენ მოგვიწევს ზღვრული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ნატსი იშვიათად გვეყოლება.  ამიტომაც ხშირია გაუაზრებელი, ავტომატური ჩექი და ბეტი რივერზე. რივერზე ძირითადი პრობლემებია:
 

  • ოპონენტის დიაპაზონის არასწორი შეფასება
    ჩვენ ძალიან ცოტას ვფიქრობთ ოპონენტის შესაძლო დიაპაზონზე და  ხშირად არასწორი დასკვნები გამოგვაქვს. სწორედ რივერზეა  საჭირო ყველაზე მეტი ფიქრი გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ ვნახეთ მისი მოქმედება პრეფლოპზე ფლოპზე და რივერზე ანუ ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი ინფორმაცია განსჯისთვის ახლა ამ ინფორმაციის საფუძვეზე საჭიროა  გამოვიტანოთ დასკვნა ოპონენტის ხელის დიაპაზონზე.  ხშირად ეს დიაპაზონი საკმაოდ ვიწრო იქნება თუ წინა ქუჩებზე ადგილი ჰქონდა აქტიურ მოქმედებებს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს მიღებული ინფორმაციის სწრაფად დამუშავება. იდეალურ შემთხვევაში ანალიზი უკვე თერნზე უნდა იყოს გაკეთებული და ოპონენტის დიაპაზონი უკვე საკმაოდ ვიწრო უნდა იყოს, ხოლო რივერზე ჩვენ უფრო ზუსტად უნდა შევაფასოთ სიტუაცია.
  • უბრალოდ გავაკეთებ ფსონს იმიტომ რომ ოპონენტს აქ არ შეიძლება რაიმე ჰყავდეს: 
    ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომაა. როგორც აღვნიშნეთ ჩვენ გვჭირდება 50%ზე მეტი ექუითი ოპონენტის ქოლის დიაპაზონთან შედარებით, რათა ჩვენი ფსონი ველიუ-ბეტი იყოს. შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება სამწუხაროდ ეს არაფერს მოგვიტანს იმ შემთხვევაში როცა ჩვენ ჩვეულებრივ წინ ვართ მაგრამ ქოლის გაკეთება ოპონენტს მხოლოდ ჩვენზე ძლიერი ხელით შეუძლია

 განვიხილოთ ეს განსხვავება მაგალითზე :

მაგალით 1:
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)

Stacks & Stats
UTG ($25) 
MP ($25)
CO ($25) 
Hero ($25) 
SB ($25) 
BB ($25) (15/10/1.2/3) [VPIP / PFR / AF / 3-bet]

Preflop: Hero is BU with  K10
3 folds, Hero raises $0.75, 1 fold, BB calls $0.75

Flop: ($1.60)  (2 players) 45K
BB checks, Hero bets $1.20, BB calls $1.20

Turn: ($4.00)  (2 players) 8
BB checks, Hero bets $3.00, BB calls $3.00

River: ($10.00)  (2 players) 9
BB checks, Hero...

ახლა როგორ მოვიქცეთ გავაკეთოთ ფსონი?

უნდა დავიწყოთ ოპონენტის ანალიზიდან, ეს ოპონენტი შეიძლება დახასიათდეს როგორც ტაიტ-პასიური მან გააკეთა ქოლი უპოზიციოდ პრეფლოპზე და შემდეგ კიდევ ორჯერ ქოლი ითამაშა. ეს საშუალებას გვაძლევს  ძალიან  შევამჭიდროვოთ მისი დიაპაზონი.  

ერთ-ერთი პირველი აქ უნდა მოვახდინოთ სუფთა ბლეფის გამორიცხვა, ასეთი ოპონენტი არასოდეს არ იბლეფებს ნაგავი ხელით იმისთვის რომ რივერზე ჩექ/რეიზი ითამაშოს ერთადერთი ნაგავი ხელი აქ შეიძლება არ დახურული დროუ იყოს.
რა  შეიძლება ჰყავდეს ოპონენტს?

  • AK, KQ და KJ შესაძლებელია, რადგან   3ბეტის   3%-იანი მაჩვენებლისას ასეთ მოთამაშეს შეეძლო რეიზი პრეფლოპზე არც გაეკეთებინა.
  • შესაძლებელია ფლეშ-დროუც და კომბო-დროუც (მაგალითად, A467). 
    სეტი და ორი წვილიც დასაშვებია,თუმცა ასეთი ძლიერი ხელი ფლოპზე რეიზს გააკეთებდა თუმცა არც ამის გამორიცხვა შეიძლება ბევრმა ტაიტურმა მოთამაშეებმა იციან ტავიანთი იმიჯის შესახებ და დიდი ხალისით აგებენ ასეთ მახეებს. ისინი არ უშვებენ დიდ შეცდომას როცა საშუალებას გვაძლევენ დავდოთ სამი ლუზური ბარელი ამისთვის ისინი თავიანთი ხელის დაცვაზეც კი უარს ამბობენ.
  • ასევე შეიძლება სტრიტიც67s-ით, მიუხედავათ იმისა რომ ასეთმა ხელმა ჩექ/რეიზი უნდა ითამაშოს ტერნზე.
  • საშუალო წყვილების არსებობაც ისეთი როგორიცაა QQ-TT  დასაშვებია.

ბოლო პუნქტი შეგვიძლია გავაფართოვოთ ისე როგორც გვინდა. გვაქვს რიდსები ოპონენტზე? როგორი იმიჯი გვაქვს მაგიდასთან? შეიძლება თუ არა ოპონენტმა ლუზურად გააკეთოს ქოლი იმის გამო რომ ჩვენ ძალიან აგრესიულ მოთამაშედ გვთვლის? 

ამ განსჯის გათვალისწინებაც შეიძლება თუმცა ეს ახლა არ არის არსებითი.  ოპონენტის სპექტრი თითქმის მზადაა. ძნელი დასაჯერებელია რომ ოპონენტს რომლის სტატსებიც15/10 -ია უფრო ფართო დიაპაზონი ექნება.
სად იმყოფება ჩვენი ხელი? ვივარაუდოთ რომ ოპონენტს შემდეგი დიაპაზონი აქვს :
99-JJ, 55, AKs, A4s, KJs+, JTs, T9s, 98s, 76s, 54s, AKo, KQo
 
 

ექუითის ანალიზი
ბორდი
 ექუითიმოგებაგაყოფაწაგებახელი
მოთამაშე 134%34%0%66%
მოთამაშე 266%66%0%34%99-JJ, 55, AKs, A4s,
KJs+, JTs, T9s, 98s,
76s, 54s, AKo, KQo

 
როგორც ვხედავთ პასუხი შეკითხვაზე  უნდა გავაკეთოთ თუ არა ფსონი  უკვე ცხადია, რა თქმა უნდა აქ ჩვენ საპასუხო ჩექი უნდა გავაკეთოთ. რათა უკეთესად მოვახდინოთ პრობლემის ილუსტრირება დავუშვათ რომ:

ოპონენტს რივერზე მხოლოდ AKs, KQs, QQ, ეყოლება A467.
 
როგორ ცვლის ეს სიტუაციას?
 

ექუითის ანალიზი
ბორდი
 ექუითიმოგებაგაყოფაწაგებახელი
მოთამაშე 158,33%58,33%0%41,67%
მოთამაშე 241,67%41,67%0%58,33%

QQ, AKs, KQs,

 

გვაქვს თუ არა აქ ველიუ-ბეტი?

არა!  

აქ გადამწყვეტი ფაქტორი ის კი არ არის ვართ თუ არა არა წინ ოპონენტის დიაპაზონთან შედარებით არამედ ის ფაქტორი რომ ჩვენ არ გვაქვს  50%-იანი ექუითი ქოლის დიაპაზონთან მიმართებაში.

კომბინაცია QQ  აქ სიმბოლურია და ყველა მარგინალურ საშუალო წყვილს განასახიერებს. შეიძლება თუ იმ ვარაუდიდან ამოსვლა რომ ოპონენტი კიდევ ერთხელ გვიპასუხებს ქოლზე  50-იანი ალბათობით. ამრიგად  ჩვენ შეგვიძლია ამოვშალოთ სამი კომბინაცია ექვსიდან რომელიც მის ქოლის  დიაპაზონში შეიძლება იყოს.  

A4 ამ ხელით ოპონენტი ბუნებრივია ქოლს არ გააკეთებს სხვა ხელს კი ის აღარ დაყრის.
 

ექუითის ანალიზი
ბორდი
 ექუითიმოგებაგაყოფაწაგებახელი
მოთამაშე 137,5%%37,5%%0%62,5%%
მოთამაშე 262,5%%62,5%%0%37,5%%

Ks, KQs

 

 


მიუხედავად იმისა რომ რივერზე ოპონენტის დიაპაზონზე წინ ვართ ჩვენ აქ არ შეგვიძლია ფსონის გაკეთება ველიუსთვის.

  •  საჭიროა ბანკი მცირე რაოდენობის დავტოვოთ :
    ეს ხშირად გამოიყენება ფსონის საწინააღმდეგო არგუმენტად. "თუ ჩემი ხელი მარგინალურია რატომ გავათამაშო დიდი ბანკი?" პრინციპში ეს გონივრულია  მაგრამ ყველაფერი  მაინც წინა პუნქტის კითხვას უკავშირდება : რა შეიძლება ჰყავდეს  ოპონენტს და რა ხელით გააკეთებს ის ქოლს ჩვენს ფსონზე?   თუ ჩვენ ვთვლით რომ ოპონენტი ქოლს ფართო დიაპაზონით გააკეთებს მაშინ ბანკის ზომამ ჩვენს გადაწყვეტილებაზე არ უნდა იმოქმედოს. 
  • ჩექ//რეიზის მიღების საფრთხე
    ხშირად ეს შიში უსაფუძვლოა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რივერზე ოპონენტის დიაპაზონი ვიწროა და შესაბამისად ველიუ და ბლეფური ჩექ/რეიზის დიაპაზონი კიდევ უფრო ვიწროვდება. 

 
კიდევ ერთხელ განვიხილოთ ზემოთ მოყვანილი მაგალითი:
ჩექ/რეიზი შეიძლება მხოლოდ 67 ხელისგან, ხოლო A4- ხელი ერთადერთია რითაც ოპონენტმა შეიძლება იბლეფოს.

ამავე დროს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ის ზუსტად ასე ითამაშებს!

ასე რომ ჩექ/რეიზის შიში უსაფუძვლოა. საჭიროა გავიაზროთ ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების საფუძველზე გვაქვს თუ არა ველიუ-ბეტი ამ სიტუაციაში ხოლო შემდეგ უნდა გავიაზროთ რა ხელით ითამაშებს ოპონენტი ჩექ-რეიზს,და აქედან გამომდინარე უნდა გადავწყვიტოთ ვითამაშოთ ბეტ/ფოლდი თუ ბეტ/ქოლი. თუ თვლით  რომ ოპონენტი ძალიან აგრესიულად თამაშობს რივერზე და იბლეფებს არშემდგარი დროუთი უნდა ბეთ/ქოლი ვითამაშოთ.

წესი დამწყებთათვის  - სამი ხელი

თეორიულად ყველაფერი მარტივია მაგრამ როგორ ხდება ეს პრაქტიკაში? თამაშისას შეუძლებელია პაუზის აღება და ყველაფრის ექუილატორზე გათვლა, გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები ზოგი მოთამაშე ადვილად წარმოიდგენს დიაპაზონს მაშინ როდესაც სხვებს ეს არც თუ ისე კარგად გამოსდით.

დამწყებმა მოთამაშეებმა შეიძლება ერთი უბრალო წესი გამოიყენონ:

  • დაასახელეთ სამი თქვენს ხელზე უარესი ხელი რომელითაც ოპონენტი თქვენს ფსონზე ქოლით გიპასუხებთ.
  • დაასახელეთ სამი თქვენს ხელზე უკეთესი  ხელი რომელითაც ოპონენტი თქვენს ფსონზე ქოლით გიპასუხებთ.

თუ ჩვენ ვხედავთ. რომ ოპონენტის სპექტრში უფრო მეტი სუსტი ხელია და თვლით ,რომ ის ამ ხელით გიპასუხებთ მაშინ უნდა გავაკეთოთ ველიუ-ბეტი. 

ყოველთვის იფიქრეთ  გადაწყვეტილებაზე ნუ მისცემთ ოპონენტს თაიმ-ტელსებს  მცირე რჩევა: რადგან რივერზე ველიუ-ბეტის და ბლეფური ბეტის გაკეთების წინ ფიქრია საჭირო არ იქნება ცუდი თუ უბრალო სიტუაციებშიც მოქმედება გარკვეული დროის შემდეგ გავაკეთოთ და არა ავტომატურად .  

ამრიგად ჩვენ არ მივცემთ ოპონენტებს თაიმ-ტელსებს და მას გაუძნელდება ჩვენი ხელის წაკითხვა. 

საბაზისო ოპციები

აქამდე ჩვენ განვიხილეთ სიტუაციები სადაც პოზიციაში ვიმყოფებოდით, ბუნებრივია ხშირად თამაში უპოზიციოდაც მოგვიწევს და ეს არ იქნება ადვილი.

პოზიციაში მზა ხელის გათამაშების ორი ვარიანტი გვაქვს: ველიუ-ბეტი და შოუდაუნი.

უპოზიციოდ ასეთი ვარიანტი სამია:

  • ჩეკ/ფოლდი: 
    თუ ჩვენ ვთვლით, რომ ოპონენტი იშვიათად აკეთებს ფოლდს უარესი ხელით და დებს მხოლოდ ველიუსთვის.
  • ჩექ/ქოლი: 
    თუ ვთვლით, რომ  ოპონენტი იშვიათად აკეთებს ქოლს უარესი ხელით და ხშირად ბლეფობს.
  • ჩექ/რეიზი: 
    თუ ჩვენ ძალიან ძლიერი კომბინაცია გვაქვს და იმ ხელით რომლითაც ოპონენტი ქოლს გააკეთებს ჩვენს ფსონზე თვითონაც დადებს ან თ იგი ხშირად ბლეფობს ან თუ მას ისეთი სიძლიერის ხელი ჰყავს რომლის დაგდებას იგი ჩექ/რეიზის დროსაც არ მოინდომებს და ქოლს გააკეთებს ჩექ/რეიზზე. 

ადაპტაცია

დასასრულ გვინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ: გადაწყვეტილების ისე იოლად მიღება როგორც ზემოთ არის აღწერილი სამწუხაროდ ყოველთვის არ ხერხდება. 
თამაშის დროს ვითარდება დინამიკა იქმნება ისტორია ვიღებთ  რიდსებს ოპონენტზე გვექმნება იმიჯი და ოპონენტის იმიჯიც ყალიბდება ყველაფერი ეს კი გავლენას ახდენს ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 

  • თუ ხშირად ვბლეფობდით რივერზე მაშინ მარტივია ფსონის გაკეთება ველიუსთვის  (ოპონენტის ჩექ/ქოლის დიაპაზონი ფართოვდება).
  • თუ რივერზე თავშეკავებულად ვმოქმედებდით(იმ სესიაში სადაც ოპონენტები გვაკვირდებოდნენ),მაშინ ველიუ-ბეტის გაკეთება ძნელდება .
  • ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავითვალისწინოთ  ბალანსი.

და ბოლოს დავასახელებთ კიდევ ორ მომენტს რომელიც  EV-ის ანალიზში მონაწილეობას ღებულობენ:

  • არსებობს იმის ალბათობა რომ ჩვენი ველიუ-ბეტის შემდეგ ოპონენტი უკეთეს ხელს დაყრის.
  • "არასწორმა'' ველიუ-ბეტმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს ჩვენს    EV-იზე შემდგომ თამაშში .თუ ოპონენტები დაინახავენ ,რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ლაითი ველიუ-ბეტის გაკეთება  მომავალში ჩვენი ბლეფური 3-ბარელინგი მათში უფრო მეტ ნდობას გამოიწვევს. 

» დასკვნა
 როგორც ვხედავთ რივერზე თამაშის თეორია სულაც არაა ძნელი  მაგრამ მისი რეალიზება პრაქტიკაში არც ისე იოლია. თუ გიძნელდებათ ოპონენტის  ხელის დიაპაზონის განსაზღვრა დასაწყისისთვის გაითვალისწინეთ სამი ხელის წესი. 
თუ  მაშინვე ვერ მოიფიქრებთ სამ სუსტ ხელს რომელიც ქოლს გააკეთებს მაშინ შესაძლოა ჩვენი ფსონი ველიუ-ბეთი არ არის.
 
 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური