პოკერის მოთამაშის თვითკონტროლი

1.    შესავალი

სტრატეგიული და ტექნიკური შესაძლებლობების გარდა პოკერის მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითკონტროლი.

პოკერი - საკუთარი თავის წინააღმდეგ თამაში გახლავთ! სადაც არ უნდა გაიხედო - ყველგან საშიშროება და ცდუნებაა გადაუხვიო სწორ გზას.

ჩვენ გვსურს დაგანახოთ ყველაზე მზაკვრული პრობლემები და მათი გადაჭრის მეთოდები. მოყვანილი მაგალითები ეხება Fixed Limit სტრატეგიას, მაგრამ ცხადია მოყვანილი პრინციპები ულიმიტო ჰოლდემშიც მუშაობს.

2.    ბედ-ბითის პრობლემა

ბედ-ბითი სპეციალური გამოთქმაა შემდეგი შემთხვევისთვის: თქვენ ათამაშებთ ძლიერ საწყის ხელს, ფლოპი გეხმარებათ, და მაინც აგებთ ოპონენტის უფრო სუსტ ხელთან, რადგანაც ამ უკანასკნელს ძალიან უმართლებს. თანაც მოწინააღმდეგე საკუთარ ხელს სრულიად არასწორად ათამაშებს.

არასდროს არ მისცეთ საშუალება დასანან გათამაშებას რელსებიდან გადაგიყვანოთ და გაიძულოთ უარი თქვათ გათამაშების თეორიულად კორექტულ გზაზე.

პრეფლოპზე ზრდით ფსონს AK-ით, ოპონენტი ქოლდქოლით გპასუხობთ A6s-ით. A62 „ცისარტყელა“ ფლოპზე, ფიქრობთ, რომ წინ ხართ და აგებთ ორი წყვილის წინააღმდეგ. ოპონენტის ქოლდქოლი სრულიად არასწორი გახლდათ. ასეთ შემთხვევებში სიბრაზისგან მონიტორის დამტვრევა გსურთ! წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა, განსაკუთრებით მსგავსად გათამაშებული ხელის წინააღმდეგ. ასეთი გათამაშებები ერთი მეორეს თუ მოსდევს, ცივსისხლიანად თამაშის გაგრძელება რთულდება. თქვენ უხვევთ გათამაშების სწორი მეთოდისგან: ყოყმანობთ ძლიერი ხელით ფსონის გადაზრდას. „მე ხომ რივერზე ისევ გადამასწრებენ. სჯობს ბევრი ფული არ ჩავდო ბანკში“. რა თქმა უნდა, ეს შეცდომაა. ხელიდან უშვებთ ბანკის გაზრდის შესაძლებლობას და შანსს აძლევთ სუსტ დროუ-ხელებს(მაგ: გათშოთს) დარჩნენ გათამაშებაში და მართლაც გადაგასწრონ.

ნუ დაუწყებთ ოპონენტებს ჭკუის დარიგებასა და ნუ მიაყანებთ შეურაცხყოფას!

გსურთ მოწინააღმდეგეს არასწორ თამაშზე მიუთითოთ ან სულაც გალანძღოთ. სრულიად გასაგები, მაგრამ ამავდროულად რაღაცით აბსურდული სურვილი. ოპონენტს თუ სუსტ მოთამაშეს ან დამწყებს უწოდებთ, ამით სხვებს მხოლოდ იმას ანახებთ, რომ თქვენც ამ კატეგორიაში ბრძანდებით, რადგანაც ძლიერი მოთამაშეები მოწინააღმდეგეს არ ლანძღავენ და ჭკუას არ არიგებენ. თქვენმა დარიგებებმა შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ

1.         თქვენი მოწინააღმდეგე უფრო ჭკვიანი და შესაბამისად თქვენთვის უფრო საშიში გახდება
2.         ოპონენტი, რომელიც იქამდე ზედაპირულად თამაშობდა, მოიკრებს მაქსიმალურ კონცენტრაციას, მეტად ჩაერთვება თამაშში და შესაბამისად ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

გალანძღვა კიდევ უფრო უარესია. პირველ რიგში, უპატივცემულობაა, მეორე რიგში კი უბრალოდ სისულელე. სუსტი ოპონენტები პოკერის პროფესიონალი მოთამაშის კლიენტები არიან. საკუთარი კლიენტების გინება უტვინობის გამოვლინებაა. შეურაცხყოფილმა ოპონენტმა შეიძლება მაგიდა დატოვოს და ამგვარად წაიღოს თქვენი პოტენციური მოგება.

იფიქრეთ გრძელვადიან მასშტაბზე, ნუ იღელვებთ იმწამინდელი წარუმატებლობის გამო.

მართებული დამოკიდებულება საქმისადმი უნდა იყოს შემდეგი - სუსტ ოპონენტებს მოაქვთ თქვენთვის უფრო მეტი ფული არასწორი ქოლების ხარჯზე, ვიდრე აგებთ ბედ-ბითების დროს. თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ, რომ ასეთი მოთამაშეები გისხედან მაგიდასთან, ბედნიერი უნდა იყოთ, რომ ისინი სწორედ ასე თამაშობენ! ერთი სიტყვით, არ აქვს აზრი გამოხვიდეთ წყობილებიდან, თუ მათ ზოგჯერ უმართლებთ.

იყოთ დიდებული - ნიშნავს შეგეძლოთ შეეგუოთ გარდაუვალს (ფ. ნიცშე).

3.    წარუმატებლობების სერიის პრობლემა (დაუნსვინგი)

თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წარუმატებლობების სერია აქვს. რა თქმა უნდა, ყველა პოკერის მოთამაშე შეხვედრია ამ პრობლემას. ის კი ყოველთვის დიდი იმედგაცრუების მომტანია.

3.1    მოკლევადიანი დაუნსვინგი

ზემოთქმული საკმაოდ ხშირად გვხვდება. თქვენ თამაშობთ ნორმალურ, სოლიდურ სტილში, მაგრამ სესიის დასრულებისას აგებთ ყველა მაგიდაზე. როგორ ავხსნათ ეს? პრინციპში ეს მრავალი წარუმატებელი ფაქტორის ნაზავია. ბევრი სიძლიერით მეორე ხელის, ბედ-ბითისა და ხარისხიანი დრო-ხელების, რომლებიც ვერ გახდნენ მზა- ხელები.

ბევრი მოთამაშისთვის უკეთესია - დააწესოს წაგების ლიმიტი. ერთ-ერთი კარგი ვარიანტია - 50 დიდი ბლაინდი. ყოველთვის ასე - თუ აგებთ, ხასიათი გიფუჭდებათ. ჩნდება დიდი საფრთხე იმისა, რომ დაიწყებთ ჩვეულებრივზე სუსტად თამაშს. ყველა, ვინც მარტივად კარგავს თვითკონტროლს, იტილტება, ვალდებულია მკაცრად დაეყრდნოს წაგების ლიმიტს. და კიდევ. თუ აგებთ, შეიძლება ეს სხვა გარემოებების გამო ხდება. შეიძლება, რომ თქვენი ოპონენტები განსაკუთრებით ძლიერები არიან. ყოველ შემთხვევაში, ცუდი არ იქნება, თუ პაუზას აიღებთ.

50 დიდი ბლაინდის წესი (Fixed Limit) : თუ სესიაზე წააგეთ 50 დიდ ბლაინდზე მეტი, შეისვენეთ მეორე დღემდე.

ეს წესი როგორც უკვ ავღნიშნეთ ლიმიტირებულ ჰოლდემს ეხება, მაგრამ თუ მოყვანილ ციფრებს გავამრავლებთ 10-ზე, ულიმიტო ჰოლდემის საკმაოდ კარგ სახელმძღვანელოს მივიღებთ.

ულიმიტო ჰოლდემში ეს წესი 500 BB-ს წესი იქნება.

ქვედა ლიმიტზე დაშვების წესი : თუ თქვენი ბანკროლი შემცირდა ქვედა ლიმიტის 300 დიდ ბლაინდამდე, მაშინ სჯობს ლიმიტი სწორედ ამ დონემდე დასწიოთ. მაგალითად, თუ თქვენ თამაშობთ 3$/6$-ზე, თქვენი ბანკროლი კი 1200$-მდე შემცირდა, ესეიგი ქვედა, 2$/4$ ლიმიტის 300 დიდ ბლაინდამდე, სჯობს სწორედ აქ განაგრძოთ თამაში.

წესი: დაუნსვინგის დროს არცერთ შემთხვევაში არ ითამაშოთ უფრო დიდ ლიმიტზე, ვიდრე ჩვეულებრივ თამაშობთ ხოლმე, ან გადახვიდეთ პოკერის სხვა ვარიანტზე(მაგალითად ლიმიტირებულიდან, ულიმიტო პოკერზე).

3.2    გრძელვადიანი დაუნსვინგი

ყველაზე რთული გამოცდა პოკერის მოთამაშისთვის გრძელვადიანი დაუნსვინგია. ის შეიძლება კვირაობით გაგრძელდეს და მის გამო ბევრი პოკერ-კარიერა დასრულებულა. ძნელი დასაჯერებელი შეიძლება იყოს, მაგრამ წარუმატებლობის გრძელვადიანი სერია სრულიად იხსნება მათემატიკურად და მსგავსი სერიები რომ არ არსებობდეს, სწორედ ეს იქნებოდა პარადოქსი. თუ კარგად გაიაზრებთ ამას, გაგიმარტივდებათ მათი გადატანა.

იმის მიუხედავად, რომ პოკერი სტრატეგიული თამაშია, მართებულმა სტრატეგიამ შეიძლება მალევე არ გამოიღოს შედეგი. ე. წ. დისპერსია - მათემატიკური ფაქტორი წარმატებისა და წარუმატებლობის სერიის გასაზომად - მოულოდნელად ძალიან დიდია.

შესაძლებელია აგებდეთ ფულს მრავალი ათასი დარიგების განმავლობაში და ამავდროულად აბსოლუტურად სწორად თამაშობდეთ! მეორე მხრივ, ზოგჯერ მოგებაც ჩვეულებრივზე არსებითად მაღალია. დისტანციაზე კი რეალური მოგება მიუახლოვდება მათემატიკურად მოსალოდნელს.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ დაუნსვინგი გამოწვეულია არასწორი თამაშით. კითხეთ საკუთარ თავს, ლიმიტი ძალიან მაღალი ხომ არ არის. ისინი, ვინც ჩვენს რეკომენდაციებს მისდევენ ბანკროლის მართვისას, ავტომატურად ამცირებენ ლიმიტს, როგორც კი თამაში არ მისდით.

გამოიყენეთ დაუნსვინგის პერიოდი პოკერის თეორიის შესასწავლად!

წარუმატებლობის სერია - ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა შეამოწმოთ საკუთარი ძალები. სად მდებარეობს ჩვენი აქილევსის ქუსლი, რომლის გამოისობითაც, გამუდმებით ვკარგავთ ფულს? სწორედ დაუნსვინგის დროს განსაკუთრებით ბევრი უნდა იმუშავოთ საკუთარ თამაშზე და იკითხოთ პოკერის ლიტერატურა. დროის გამონახვა კი არ უნდა გაგიჭირდეთ, რადგან ამ პერიოდში თამაში ისედაც განსაკუთრებით არ გსურთ.

წესი: გახსოვდეთ წარმატებული და წარუმატებელი სერიების მათემატიკური ბუნება!

ის, ვინც გააცნობიერებს აფსვინგებისა და დაუნსვინგების გარდაუვალობას, როგორც წესი, უფრო მარტივად გადაიტანს მათ და არ მისცემს საშუალებას გავლენა იქონიონ თამაშზე.

ითამაშეთ ყოველთვის, როგორც მანქანამ!

თეგები

რუმები

ქართული უცხოური