როგორ მოვიგოთ?

ამ სტატიაში

  • ბანკროლ მენეჯმენტის გარეშე ძალიან ადვილად დამარცხდებით
  • მოიგოთ ნიშნავს აირიდოთ შეცდომები
  • მოიგოთ ნიშნავს გამოიყენოთ ოპონენტის შეცდომები

რა არის ბანკროლ მენეჯმენტი?

პოკერი - მხოლოდ თამაში არ არის, ის უკვე სერიოზული ბიზნესია, თქვენ უბრალოდ არ ისვრით ფულს ბანკში და არ ელოდებით რა მოხდება. ფსონის დადებისას გადაწყვეტილების მიღების პროცესი, შეგვიძლია ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდებას შევადაროთ: თქვენ აფასებთ რისკს და როცა მოგების ნახვის შესაძლებლობას ხედავთ ინვესტირებას ახდენთ. თქვენი ბანკროლი - თქვენი კაპიტალია, მის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ ინვესტირებას. ამ კაპიტალის ეფექტური მართვა კი ერთ-ერთი უმთავრესია გრძელ დისტანციაზე. ბანკროლი ალბათ როგორც მიხვდით ის თანხაა, რომელიც პოკერის სათამაშოდ გაქვთ გამოყოფილი.

თქვენი ბანკროლის სიდიდე გეხმარებათ გაარკვიოთ თუ რა ლიმიტზე შეგიძლიათ თამაში რათა ერთ დარიგებაში არ წააგოთ მთელი თქვენი კაპიტალი.

მაგიდაზე ყოველთვის დაჯექით მთლიანი სტეკით (Stack-თანხა რაც უშუალოდ მაგიდაზე გვაქვს), სტანდარტულად მთლიან სტეკად ითვლება 100 დიდი ბლაინდი. ანუ თუ დიდი ბლაინდი 1$-ია, მთლიანი სტეკი იქნება 100$. ნებისმიერ მაგიდაზე არსებობს დიაპაზონი რომლითაც შეგვიძლია დაჯდეთ ამ მაგიდაზე, საზოგადოდ ეს დიაპაზონი 20 დიდ ბლაინდსა და 100 დიდ ბლაინდს შორისაა, ანუ მინიმუმ 20 დიდი ბლაინდი უნდა გვქონდეს რომ მაგიდაზე დავჯდეთ და 100-ზე მეტით ვერ დავჯდებით. მაგ. თუ დიდი ბლაინდი 0.1$-ია. მინიმალური თანხა, რომლითაც მაგიდაზე შეგვიძლია დავჯდეთ არის 2$ და მაქსიმალური 10$. იმ მინიმალურ თანხას რომლითაც მაგიდაზე ვჯდებით მინიმალური ბაი ინი ეწოდება (buy in), შესაბამისად მაქსიმალურ თანხას მაქსიმალური ბაი ინი.

ბანკროლის მართვის წესი:

  • თქვენ უნდა გადახვიდეთ ზედა ლიმიტზე იმ შემთხვევაში, თუ ზედა ლიმიტის 25 ბაი ინის ოდენობის ბანკროლი გაქვთ
  • თქვენ უნდა დაბრუნდეთ ქვედა ლიმიტზე, თუ ზედა ლიმიტის 25 ბაი ინზე ნაკლები გაქვთ

თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ თამაში თუ ბანკროლ მენეჯმენტის ამ ფუნდამენტურ წესებს დაარღვევთ, ძალიან ძლიერი მოთამაშეები გაბანკროტებულან მას შემდეგ, რაც დაუკარგავთ კონცენტრაცია და დაუწყიათ უფრო მაღალ ლიმიტებზე თამაში. თქვენ ვერ შეძლებთ იყოთ მომგებიანი მოთამაშე გრძელ დისტანციაზე კარგი ბანკროლ მენეჯმენტის გარეშე - ვერავინ ვერ შეძლებს.

როგორ მოვიგოთ ულიმიტო ჰოლდემში?

"ყოველთვის როცა თქვენ იქცევით დარიგებაში ისე, როგორც მოიქცეოდით ოპონენტის ხელი რომ გცოდნოდათ, თქვენ იმარჯვებთ. დევიდ სკლანსკი - პოკერის თეორია "

ცხადია ასე თამაში შეუძლებელია, მაგრამ ეს წინადადება პოკერის ფუნდამენტურ თეორიადაა შერაცხული, ნებისმიერი მოთამაშის მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება ახლოს იყოს მისი თამაში იდეალურთან, პოკერი იმითაა ამოუცნობი და ღრმა, რომ მსოფლიოში არავის არ შეუძლია იდეალურად თამაში. არიან მოთამაშეები ვინც გადაწყვეტილებების 80%-ზე მეტს სწორად იღებენ, მაგრამ იდეალურად ვერავინ ვერ თამაშობს და ვერც ითამაშებს.

დევიდ სკლანსკიმ პოკერის პროფესიონალმა მოთამაშემ და რამოდენიმე ფუნდამენტური წიგნის ავტორმა პოკერზე, თავის წიგნში "პოკერის თეორია" მოიყვანა მაგალითი, როცა ორი მოთამაშე ერთმანეთის წინააღმდეგ გახსნილი კარტებით თამაშობდნენ. ორივემ იცოდა ოპონენტის ხელი და შეეძლო გაეთვალა გათამაშების ყველა სვლა. ამან განაპირობა ორივე მოთამაშეს მიეღო სწორი გადაწყვეტილებები მოცემულ მომენტში.

სკლანსკის აზრით თქვენ პლიუსში ხართ მაშინ როცა თქვენი ოპონენტი არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებდა რომ სცოდნოდა თქვენი ხელი. მოკლედ რომ ვთქვათ შეცდომას უშვებს. ასევე თქვენც აგებთ, როცა არ ღებულობთ სწორ გადაწყვეტილებებს. თქვენი მოგების რეზულტატს განაპირობებს ის შეცდომები, რომელსაც ოპონენტები უშვებენ, ხოლო თქვენი დანაკარგების მიზეზი თქვენს მიერ დაშვებული შეცდომებია.

სასურველია რომ ამ თეორემით იხელმძღვანელოთ თქვენი პოკერის კარიერის დროს, ეს ცოტა უფრო მეტია ვიდრე თქვენი კარტი ან მოწინააღმდეგეები, მნიშვნელობა არ აქვს რა ლიმიტზე თამაშობთ. WSOP-ის ფინალურ მაგიდაზეც რომ იჯდეთ ლას ვეგასში წარმატების ფორმულა მაინც შემდეგი იქნება: რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვით და რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთეთ ოპონენტების შეცდომებზე.

თუ გინდათ ულიმიტო ჰოლდემის მომგებიანი მოთამაშე გახდეთ, განიხილეთ და გაანალიზეთ სხვა მოთამაშეების შეცდომები.

ძირითადი შეცდომები რომლებსაც უშვებენ დაბალ ლიმიტებზე:

  • მოთამაშეები თამაშობენ ბევრ საწყის ხელებს (ცუდ საწყის ხელებსაც)
  • თამაშობენ ზედმეტად პასიურად
  • არ იციან, როდის დაწვნენ; ბევრს დებენ სპეკულაციურ დარიგებებში
  • ბლეფობენ ბევრს და არასწორად. ისინი ქმნიან დიდ ბანკებს ბლეფის საშუალებით ანუ შესაბამისად არაფრით
  • არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ პოზიციას მაგიდაზე
  • არაეფექტურად მართავენ ბანკროლს და შესაბამისად უახლოვდებიან ბანკროტს

მაშ ასე, თქვენ უნდა იმოქმედოთ საპირისპიროდ და გამოიყენოთ ეს შეცდომები:

  • თქვენ უნდა გაათამაშოთ მხოლოდ ძლიერი საწყისი ხელები(იხ. საწყისი ხელების ცხრილი)
  • ითამაშეთ აგრესიულად
  • არ უნდა გქონდეთ დარიგებიდან საჭირო დროს გასვლის პრობლემა, თქვენ არ ხართ მიბმული საკუთარ კარტს
  • თქვენ ბლეფობთ მხოლოდ საჭირო დროს
  • თქვენ საკუთარი თამაშის ადაპტირებას ახდენთ იმ პოზიციასთან, რომელიც მოცემულ დარიგებაში გაქვთ
  • თქვენ ეფექტურად მართავთ საკუთარ ბანკროლს, ის ფაქტი რომ შეიძლება წააგოთ არ უნდა აისახოს დამღუპველად ბანკროლზე

თამაშის სტილი

პოკერში არსებობს ორი ძირითადი მომგებიანი სტილი Tight Aggressive(TAG) და Loose Aggressive(LAG). TAG-ები დაახლოებით საწყისი ხელების 15%-20% -ს თამაშობენ LAG-ები კი 20%-25%. დამწყებისთვის TAG სტილი იდეალურია, რადგან შედარებით ნაკლებ ხელეს თამაშობს და აგრესიულად. შესაბამისად ყოველთვის ინიციატივა აქვს, ინიციატივით თამაში კი უფრო ადვილია ვიდრე უიმისოდ. LAG-ები ოდნავ მეტ ხელს თამაშობენ ასევე აგრესიულად, მაგრამ მათ ხშირად უწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება და კონფრონტაციულ დარიგებებში მონაწილეობის მიღება, მარტივად რომ ვთქვათ LAG სტილი უფრო რთულია და ოსტატობას მოითხოვს, შესაბამისად არ არის რეკომენდირებული დამწყებთათვის. პრაქტიკასთან და ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ყველა მოთამაშე პოულობს თავისთვის ყველაზე კომფორტულ სტილს. სტილებზე უფრო დაწვრილებით მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ. ახლა კი TAG სტილზე შევჩერდეთ.

TAG სტილი

არ ღირს ყველა იმ წყვილის იმედად ყოფნა რომელიც ფლოპზე მოგვივა, იმის გაცნობიერება რომ ჩვენ დომინირებულები ვართ (მაგ გვყავს KJ KQ8 ფლოპზე ოპონენტს კი AK აღმოაჩნდება) ხშირად ძალიან ძვირი ჯდება.

აგრესიული თამაში

აგრესიული თამაში TAG სტილის და ზოგადად პოკერის ძირითადი ქვაკუთხედია, ტეხასურ ჰოლდემში არსებობს ასეთი პრინციპი "ჯობია დადო/გაზარდო, ვიდრე ქოლი გააკეთო"

როგორც იცით თქვენს მოგებას განაპირობებს ოპონენტების მიერ დაშვებული შეცდომები, ძირითადად როდის უშვებს ხალხი შეცდომებს? - მაშინ როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება ზეწოლის დროს. თქვენ გაცილებით მეტ ფულს მოიგებთ თუ ოპონენტები გადაწყვეტილებას ზეწოლის დროს მიიღებენ, რადგან შეცდომებს დაუშვებენ, ოპონენტებზე ზეწოლა კი მხოლოდ აგრესიული სტილით შეიძლება.

პოზიციაში თამაში

პოკერის ლეგენდამ დოილ ბრანსონმა ერთხელ დაწერა "პოზიცია - ყველაფერია ტეხასურ ჰოლდემში" ძალიან ძნელია მოგება და საშიშია თამაში, მაშინ როცა ვიმყოფებით გარე პოზიციაში.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როცა გადაწყვეტილებას თქვენი ოპონენტის შემდეგ იღებთ პოზიციაში ხართ, ხოლო როცა პირველი ამბობთ სიტყვას გარე პოზიციაში. სიტუაცია როცა პოზიციაში ვიმყოფებით გვაძლევს ინფორმაციას ოპონენტის ხელის სიძლიერეზე, პოკერი კი ინფორმაციების თამაშია ვინც მეტი იცის ის იგებს. კიდევ უამრავი მაგალითია თუ როგორ გამოიყენოთ პოზიცია და თან არამარტო პოკერში, მაგალითად არასდროს პირველმა არ დაასახელოთ ნივთის ფასი თუ "ფასი შეთანხმებით" აწერია.

რუმები

ქართული უცხოური