სლოუფლეი - ხაფანგი ოპონენტისათვის

შესავალი 

ამ სტატიაში

  • როდის უნდა გავაკეთოთ სლოუფლეი? 
  • რომელ ბორდზე უნდა გავაკეთოთ სლოუფლეი? 
  • როგორი ოპონენტის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ სლოუფლეი?

სლოუფლეი ეს არის მუვი, რომლიც გაამდიდრებს თქვენს სათამაშო არსენალს და გარკვეულ სიტუაციებში არსებითად გაგიზრდით მოგებას, მაგრამ მას ძალიან გადაჭარბებულად აფასებენ დამწყები მოთამაშეები და ძალიან ხშირად იყენებენ მას, თანაც დაბალ ლიმიტებზე, სადაც თამაშის აგრესიული ხაზი უფრო ხშირად არის მომგებიანი.

ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით თამაშის ისეთ ასპექტს როგორიცაა სლოუფლეი. თქვენ ნახავთ როდის აქვს აზრი, სწორხაზოვანი თამაშის ნაცვლად აირჩიოთ უფრო ეშმაკური გზა. 

მაგალითების მიხდვით მოგიყვებით რომელი ხელებით, როგორ ბორდზე და რომელი ოპონენტის წინააღმდეგ არის სლოუფლეი უფრო მომგებიანი, ვიდრე აგრესიული თამაში.  ასე რომ შეიძლება გავაკეთოთ პირველი დასკვნა: სლოუფლეი აზრს კარგავს, თუ ფსონის გაკეთება ან რეიზი უფრო მეტ მოგებას მოგვიტანს. 

რა არის სლოუფლეი? 

მისი ტრადიციული განმრტება ასეთია:

სლოუფლეი ეს არის პასიური თამაში, ჩექის და ქოლის გაკეთება ძლიერი ხელით.

ცოტა განვავრცოთ:

სლოუფლეი გამოიყენება მოგების გაზრდის მიზნით, ვაჭრობის გვიან რაუნდებზე. თავიდან თამაში მიდის დაბალი მათ. ლოდინით და იმ იმედით რომ მოგვიანებით მოსალოდნელია უფრო დიდი მოგება.


სლოუფლეი ეწინააღმდეგება თაით-აგრესიული და ლუზ-აგრესიული სტილის პრინციპს. თქვენ მსხვერპლად სწირავთ ინიციატივას და ხელის დაცვას, რათა მისცეთ ოპონენტს საშუალება ააწყოს რიგით მეორე სიძლიერის ხელი, იმისთვის რომ გადაჭარბებით შეაფასონ ის, ან იბლეფონ.

ნათელი ხდება სლოუფლეის საფუძვლები: ის უნდა გავაკეთოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენი ხელი იმდენად ძლიერია რომ არ ჭირდება დაცვა. 

პოსტფლოპ სლოუფლეისთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ პრეფლოპ სლოუფლეიც, თუმცა ეს არ არის ამ სტატიის თემა. ამასთან პრეფლოპ სლოუფლეის ულიმიტო ჰოლდემში– არ აქვს აზრი, განსაკუთრებით დაბალ ლიმიტებზე.

რას გვაძლევს სლოუფლეი? 

ულიმიტო ჰოლდემში სლოუფლეის აქვს ერთი უპირატესობა.

პასიური თამაშის მეშვეობით, ოპონენტს ვაძლევთ საშუალებას იაფად ნახოს შემდეგი კარტ(ებ)ი (და მათ არ აქვთ ფოლდის გაკეთების საშუალება). აგრესიული თამაშის დროს შეიძლება ოპონენტმა დაყაროს ხელი, ჩვენ კი მათ ამის საშუალებას არ ვაძლევთ, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში მათი ფოლდი კარგი თამაშია. ჩვენ კი გვინდა რომ ოპონენტმა დაუშვას შეცდომა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: 

ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ოპონენტი გაძლიერდება, მაგრამ ამასთან ჯერ კიდევ ჩვენზე სუსტი ხელი ეყოლება და ამის საშუალებით ჩვენ მოვიგებთ უფრო მეტს, ვინაიდან კარგი კარტის დაყრა გაცილებით ძნელია ვიდრე აბსოლუტურად გამოუსადეგარი ხელის.

გარდა ამისა ოპონენტს ვაძლევთ ბლეფის საშუალებას, ვინაიდან ისინი ხედავენ ჩვენს პასიურობას  და შეიძლება იფიქრონ რომ დიდი ფსონით გამოგვაგდებენ ბანკიდან.

არ არის მნიშვნელოვანი მოვიგებთ თუ არა მოგვიანებით გაძლიერებულ ხელთან თუ სუსტ და ბლეფ ხელთან,  მოვიგებთ ჩვენ მთელ სტეკს თუ უბრალოდ ზედმეტ ფსონს – მთავარია რომ ჩვენ მოვიგებთ მეტს.

რომელ ხელით და რომელ ბორდზეა დასაშვები სლოუფლეი? 

თუ გვინდა სლოუფლეის გამოყენება პირველ რიგში უნდა დავსვათ შემდეგი შეკითხვა: 

რამდენად ძლიერია ჩვენი ხელი იმისთვის , რომ მივცეთ ოპონენტს საშუალება იაფად ნახოს შემდეგი კარტ(ებ)ი? 

თუ ამ შეკითხვაზე პასუხი არის – არა, მაშინ ჯობია დაივიწყოთ სლოუფლეი 
 
სლოუფლეის პრინციპულ საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი რომ მოცემულ სიტუაციაში თქვენი ხელი არ საჭიროებს დაცვას და საუკეთესო მეთოდს ბანკის გაზრდისა წარმოადგენს მხოლოდ  სლოუფლეი და არა ფსონი. 

თქვენი ხელის სიძლიერე დამოკიდებულია მაგიდის კარტების სტრუქტურაზე. თუ ისინი არ არიან გადაბმულები და ფერებიც სხვადასხვაა (ცისარტყელა ბორდი), მაშინ არ იქნება შეცდომა თუ ოპონენტს მისცემთ საშუალებას უფასოდ ან იაფად ნახოს შემდეგი კარტი. ამასთან მნიშვენლობა აქვს ასევე ოპონენტების რაოდენობას გათამაშებაში. მაგალითად ოვერწყვილი ერთ ოპონენტის წინააღმდეგ – ძლიერი ხელია, თითქმის მონსტრი. 7 ოპონენტის წინააღმდეგ კი საშუალო ექუითი მკვეთრად იკლებს და ოვერწყვილი ხშირად უკან იქნება უკვე ფლოპზეც კი. 

ასე რომ 2 წყვილით, სთრეითით ან სეტით არ ღირს ხშირად აკეთოთ სლოუფლეი - მაშინაც კი თუ ეს ხელი ერთი შეხედვით ძალიან ძლიერად გამოიყურება. 

0,50/1,00 No-Limit Hold'em  
 
Preflop: Hero is MP+3 with A 6

UTG+1 calls $1, UTG+2 calls $1, 1 fold, MP1 calls $1, 1 fold, Hero calls $1, 3 folds, BB checks. 

Flop: ($5.5) 9 A 6 (5 players) 

BB checks, UTG+1 checks, UTG+2 checks, MP1 bets $3, Hero ??? 

ნათელია რომ ეს არ არის საუკეთესო მომენტი სლოუფლეის გასაკეთებლად. სავარაუდოა რომ ჩვენ საუკეთესო ხელი გვაქვს, მაგრამ ჯობია გავაკეთოთ რეიზი, რათა დავიცვათ ხელი ფლეშდროუსა და სხვა დროუსაგან. $12-რეიზი გამოიყურება შესაფერისად. თუ ჩვენ მხოლოდ გავქოლავთ, მაშინ ჩვენ მივცემთ სხვა მოთამაშეებს კარგ პოტ-ოდსებს. საერთოდ 2 წყვილი საკმაოდ სუსტია სლოუფლეისთვის, მაშინაც კი როცა არ არის ფლეშდროუ. მაგალითად თუ თერნზე ამოვა 9იანი ან რივერზე ამოვა 6-ზე მაღალი წყვილი, მაშინ 2 წყვილი მთლიანად უფასურდება.  

იგივე პრობლემაა სთრეითებთანაც. თუ მაგიდაზე წარმოიქმნება წყვილი და ოპონენტს უკვე ყავს სეტი, მაშინ ფულჰაუზთან წაგება შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. იგივე შეიძლება ითქვას ფლეშის წინააღმდეგ წაგებაზეეც. ამიტომ მზა სთრეითით არ ღირს სლოუფლეის გაკეთება. შემდეგი ორი მაგალითი გვიჩვენებს  მაგიდის კარტის მნიშვნელობას, ხელის კარტთან მიმართებაში. 

0,50/1,00 No-Limit Hold'em 

Preflop: Hero is UTG+1 with 8 8

1 fold, Hero calls $1, 1 fold, MP1 calls $1, MP2 calls $1, 4 folds, BB checks.

Flop: ($4.5)   9 Q 8 (4 players)

BB checks, Hero ??? 

ასეთი ფლოპის პირობებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სლოუფლეი. აქ უფასო კარტის მიცემა ოპონენტზე არის ძალიან დიდი შეცდომა. არის ძალიან ბევრი კარტი რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათოა. მეტიც, ოპონენტი ბექდორ ფლეშით რომელიც დაყრიდა ფლოპის ნებისმიერ ფსონზე, შეიძლება გახდეს საშიში თუ თერნზე გული ამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში მოთამაშეებს რომელთაც სავარაუდოდ აქვთ სთრეით ან ფლეშ დროუ, გადაიხდიან იმისათვის რომ ნახონ თერნი. ფსონის სწორი ზომა არის $4.5 მთლიანი ბანკის ოდენობით.  

0,50/1,00 No-Limit Hold'em  

Preflop: Hero is UTG+1 with 8 8

1 fold, Hero calls, 1 fold, MP1 calls, MP2 calls, 4 folds, BB checks.

Flop: ($4.5)   K 2 8   (4 players) 

BB checks, Hero ... 

აქ აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა! თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სლოუფლეი და მოწინააღმდეგეს მისცეთ საშუალება უფასოდ ნახოს შემდეგი კარტი, იმიტომ რომ შემდეგ ქუჩებზე მოიგოთ მეტი ფული. ამ მაგალითში თეორიულად შესაძლებელია სლოუფლეის გაკეთება, ვინაიდან თქვენი სეტის დაცვას არ საჭიროებს. სხვა საკითხია – გააკეთოთ უნდა ეს თუ არა, თუ ჯობია ისევ სწორხაზოვნად თამაში? პასუხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელსაც შემდეგ თავებში განვიხილავთ.

რომელი ტიპის მოთამაშეებთან უნდა გავაკეთოთ სლოუფლეი? 

0,50/1,00 No-Limit Hold'em 

BB ($100) VP$IP:50 / PFR:5 / AF:2.0 / WTSD:40 

Preflop: Hero is MP+3 with 8 8 

Hero raises to $3.00, 3 folds, BB calls $2.00. 

Flop: ($6.50)   8 K 2   (2 players) 

BB checks, Hero… 

აქ ჯობია ფსონის გაკეთება. რა თქმა უნდა ამ მაგიდაზე არაფრის უნდა გვეშინოდეს. ეს ხელი დაცვას არ საჭიროებს.  თუ თერნზე ამოვა  ოპონენტს შეიძლება გაუჩნდეს ფლეშდროუ, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ვაიძულოთ ის გააკეთოს წამგებიანი ქოლი. ასე რომ შეიძლება ოპონენტს მივცეთ უფასო კარტი მაგრამ რისთვის? 

მას შეიძლება მაინც დაექოლა თქვენი ფსონი

ჩვენ ვხედავთ რომ მისი მონაცემი Went to Showdown ტოლია 40-ის. ჰოლდემში ქეშ თამაშებისთვის ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. კარგ მოთამაშეს ეს მონაცემი უნდა ქონდეს 16-25 დიაპაზონში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 40. ეს ნიშნავს იმას რომ ოპონენტს პრობლემები აქვს ფოლდ ღილაკის მოძებნასთან. მშრალ ფლოპზეც კი არის დიდი ალბათობა რომ ასეთი ოპონენტი გადაგიხდით ნებისმიერ წყვილში, შეიძლება ტუზ-მაღალშიც კი. 

თუ არის კარგი შანსი იმისა რომ ოპონენტი გიპასუხებთ, სლოუფლეი არ ღირს 

ეს წესი განსაკუთრებით მისაღებია ფიშების წინააღმდეგ მაღალი Went to Showdown მონაცემით. სლოუფლეის არჩევისას, მოთამაშეები ძირითადად შიშობენ რომ ფსონის გაკეთებისას დაკარგავენ ოპონენტს. ფიშის წინააღმდეგ ამის ალბათობა გაცილებით მცირეა, ვიდრე თაგთან თამაშისას.

ორი არგუმენტი სლოუფლეის წინააღმდეგ უკვე დავასახელეთ. ერთერთი მათგანი მართალია ნაკლბად დამაჯერებელია, ვინაიდან ფიშებიც ყოველთვის არ ქოლავენ, ხოლო ბექდორ ფლეშდროუს ალბათობა საკმაოდ დაბალია.

აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც რომ ამ სიტუაციაში ჩექის გაკეთება, საკმაოდ არა ტიპიურად და საეჭვოდ გამოიყურება. 

მაგიდა კარგად გამოიყურება იმისთვის რომ გაგრძელებული ფსონი გაკეთდეს. ფიშსაც კი შეიძლება გაუჩნდეს კითხვა რატომ გავჩექეთ ამ მომენტში, ძლიერ მოთამაშეზე კი საუბარიც არაა და თუ ოპონენტს ეჭვი შეეპარა, მაშინ ის ძალიან ფრთხილად ითამაშებს ვაჭრობის შემდგომ რაუნდებზე.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური