ამ სტატიაშია
- საშუალო სიძლიერის ხელით ჩვენ იაფად გვინდა შოუდაუნამდე მისვლა
- როცა ვართ პოზიციაში ბანკის ზომის გაკონტროლება ადვილია
- ბანკის კონტროლი გულისხმობს გათამაშების კონრეტული ხაზის და ფსონის ზომის არჩევას
თამაშის ყველაზე უფრო მარტივი და ფუძემდებლური კონცეფცია შემდეგნაირად ჟღერს: რაც უფრო ძლიერია თქვენი ხელი მით უფრო დიდი ბანკის გათამაშებაში გინდათ მიიღოთ მონაწილეობა. ცხადია რომ მონსტრებით რაც უფრო მეტ ველიუს მიიღებთ მით უფრო კარგი იქნება.
მეორეს მხრივ ჩვენ ხშირად გვექნება ხელი რომლებსაც მართალია აქვთ შოუდაუნ-ველიუ მაგრამ არ არიან ისეთი ძლიერები რომ ამ ხელით დიდი ბანკებისთვის ვიბრძოლოთ. მსგავსი ხელით ჩვენ იაფად გვინდა შოუდაუნამდე მისვლა რათა ერთის მხრივ მივიღოთ ველიუ უარესი ხელიდან მეორეს მხრივ კი წავაგოთ მინიმუმი ფული უკეთეს ხელთან.
ბანკის ზომის ადაპტაციას ხელის სიძლიერესთან ეწოდება ბანკის კონტროლი. იმას თუ რატომ აქვს აზრი ბანკის კონტროლს და როგორ გამოვიყენოთ ეს კონცეფცია მოცემული სტატიიდან
გახდება ნათელი. როდისაა საჭირო ბანკის კონტროლის გამოყენება?
არსებობს ერთადერთი შემთხვევა როცა ბანკის კონტროლს აზრი არ აქვს ეს მაშინ ხდება როჩა ჩვენ ვბლეფობთ ანუ როცა ვთვლით რომ ჩვენ საკმარისი ფოლდ-ექუითი გვაქვს იმისათვის რომ გავაკეთოთ +EV ფსონი. აქ ჩვენი ამოცანაა მოვიგოთ ბანკი შოუდაუნის გარეშე.
მაგრამ თუ ჩვენ ძლიერი ხელი გვყავს გვინდა რაც შეიძლება დიდი ბანკისთვის ვიბრძოლოთ, რადგან ცოტაა ისეთი ხელი რომელიც ჩვენ მოგვიგებს, აქ საჭიროა ვაკონტროლოთ ბანკი ფსონის ზომით ისე რომ რივერზე ოლლ-ინის სათამაშოდ ოვერბეთის გაკეთება არ დაგვჭირდეს.
თუ ჩვენ სუსტი ან საშუალო ხელი გვყავს რომელმაც შეიძლება მოიგოს შოუდაუნზე მაგრამ რომლითაც ფსონს ნაკლები სიძლიერის ხელი არ გაგვიქოლავს ჩვენ ვცდილობთ სწრაფად და იაფად მივიდეთ კარტის გახსნამდე აქედან გამომდინარეობს დასკვნა რომელიც შეიცავს შემდეგ წესს:
"თუ ხელი რომელიც წამოგვყვება შოუდაუნამდე და დაგვიქოლავს ჩვენს ფსონებს და რეიზებს ცოტაა ან სავსებით არ არის მაშინ ასეთ ბეთებს და რეიზებს აზრი არ აქვთ რადგან ამით ჩვენ ხელს ბლეფად ვაქცევთ."
სხვა საქმეა თუ ჩვენ გვინდა სხვა ხელის გაგდება ბანკიდან, მაგრამ ბანკის კონტროლის პრინციპი იმაში მდგომარეობს რომ რაც შეიძლება იაფად მივიდეთ შოუდაუნამდე ჩვენ შეიძლება გვქონდეს მომგებიანი ხელი და შეიძლება არა.
როგორ განვახორციელოთ ბანკის კონტროლი?
არსებობს ბანკის კონტროლის სხვადასხვა ხერხი ერთის მხრივ კონტროლი შეიძლება განხორციელდეს ფსონების თანმიმდევრობით ხოლო მეორეს მხრივ ფსონის ზომებით.
ამ სტატიაში წარმოდგენილი იქნება ბანკის გაკონტროლების მაგალითები, მაშინ როდესაც პოზიციაში ვართ და მაშინაც როდესაც გარე პოზიციიდან ვთამაშობთ. რა თქმა უნდა ბანკის კონტროლის უკეთესი საშუალება მაშინ გვაქვს როცა პოზიციაში ვიმყოფებით ამიტომ დაიხსომეთ წარმატებული თამაშის უმთავრესი წინაპირობაა: ყოველთვის ეცადეთ იყოთ პოზიციაში ოპონენტთან.
სტატიის ბოლოს გავიგებთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ბანკით მანიპულაცია როცა ძალიან ძლიერი ხელი გვაქვს, გარდა ამისა შემოგთავაზებთ ბანკის კონტროლის თეორიულ საფუძვლებს.
თუ თქვენ პოზიციაში იმყოფებით
პოზიციაში ყოფნისას ბევრი საშუალება არსებობს ბანკის გაკონტროლებისათვის. როცა უკანასკნელი მოთამაშე ხართ რომელმაც ფსონი უნდა გააკეთოს სხვადასხვანაირად შეიძლება ვიმოქმედოთ.
ფსონების სხვადასხვა თანმიმდევრობის საშუალებით შესაძლებელია ბანკის ზომის კონტროლი. თუ ძალიან ცუდი მოთამაშის წინააღმდეგ გვყავს ტოპ-წყვილი ტოპ-კიკერით ჩვენ ხშირად შევძლებთ მის მაქსიმალურად სარფიანად გათამაშებას შემდეგი ხაზით -ბეთ ფლოპი ბეთ თერნი ბეთ რივერი, ჩვენი სუსტი მოწინააღმდეგე ხშირად გააკეთებს ქოლდაუნს.
მაგრამ როგორ მოვექცეთ იმ ოპონენტებს რომლებიც ცუდი კარტით ადვილად არ აგებენ ფულს? განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია.
Hero (Button) ($100)
Villain (SB) ($100)
Preflop: Hero is Button with A, Q .
3 folds, Hero raises to $4, SB calls $3,50, 1 fold.
Flop: ($9) 7, 3, Q (2 players)
SB checks, Hero bets $8, SB calls $8.
Turn: ($25) 6 (2 players)
SB checks, Hero?
აქამდე ჩვენ სტანდარტულად ვთამაშობდით AQo-თი ბათონიდან ჩვენ სტანდარტული რეიზით შევდიოდით და ფლოპზე ვაკეთებდით ფსონს თითქმის ბანკის ოდენობით განვიხილოთ 4 შესაძლო სცენარი:
სცენარი1A: Hero bets $20. SB folds
ამ შემთხვევაში ჩვენ დავდეთ ფსონი და SB-მ დაყარა კარტი ჩვენ ვერ მივიღეთ დამატებითი ველიუ მისგან.
სცენარი1B: Hero bets $20. SB calls
SB-ს თერნზე ქოლის შემდეგ ჩვენ გვაქვს საშუალება რივერზე შემდეგნაირად ვიმოქმედოთ, ჩვენ შეგვიძლია რივერზე ფლეში დავიჭიროთ მაშინ ჩვენი თამაში იქნება ფსონი ან რეიზი.
თუ ვერ ვიჭერთ ფლეშს მაშინ არსებობს გათამაშების ორი ხაზი: SB-მ შეიძლება გააკეთოს დონქ-ბეთი ან გაჩექოს. მეორე ვარიანტში უცნობი ოპონენტის წინააღმდეგ ჩვენ უნდა ავიღოთ უფასო შოუდაუნი. მაგრამ დონქ-ბეთის შემთხვევაში ჩვენ რთული არჩევანი გვაქვს: ხშირად ფსონების ამგვარად განვითარების შეთხვევაში (check/call flop, check/call turn, bet river), ჩვენ წავაგეთ რადგან ფლოპზე არსებული ყველა დროუ დაიხურა.
სცენარი1C: Hero bets $30. SB raises All-In
ეს ყველაზე უფრო ცუდი შემთხვევაა ერთის მხრივ ჩვენ ტოპ-წყვილი ტოპ-კიკერით გვყავს + ნათსური ფლეშ-დროუ, მეორეს მხრივ ჩვენ ხშირად ვიქნებით უკან. რათა სიტუაცია გავამარტივოთ შემდეგი მოსაზრებიდან ამოვიდეთ. ოპონენტი თუ არ ბლეფობს მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში ის წინაა. თუ ბლეფობს მაშინ მას არ აქვს აუტები ჩვენს წინააღმდეგ. ჩავატაროთ გამოთვლები:
Pot = ფული ბანკში (ამ შემთხვევაში $143)
PB = იმის ალბათობა რომ ის ბლეფობს
PF = იმის ალბათობა რომ ფლეში ამოვა (ჩვენს შემთხვევაში 0,195)
Call = თანხა რომელიც უნდა გადავიხადოთ გაქოლვის შემთხვევაში (ჩვენ შემთხვევაში $58)
ქოლი მომგებიანია თუ:
მოგება > წაგებაზე
<=> (1-PB) * PF * Pot + PB * Pot > (1 - PB) * (1 - PF) * Call
<=> PB > (Call - PF * Call - PF * Pot) / (-PF * Pot + Pot + Call - PF * Call)
<=> PB > 0,116
მოწინააღმდეგე უნდა ბლეფობდეს 11.6% შემთხვევაში რათა ქოლი მომგებიანი იყოს . ასე რომ თუ ჩვენ არ გვაქვს რიდსები ან ისტორია მოწინააღმდეგეზე დისტანციაზე ფოლდი უფრო მომგებიანი იქნება.
სცენარი 2A: Hero checked, SB bet the River
თერნზე საპასუხო ჩექის უპირატესობა:
- ბანკი რჩება მცირე ჩვენ ვთამაშობთ საშუალო ხელით ჩვენი სტეკის მცირე ნაწილზე.
- რადგან თერნზე ჩვენ სისუსტე ვაჩვენეთ რივერზე უფრო სუსტმა ხელმა შეიძლება ველიუ-ბეთი გააკეთოს.
- ამავე მიზეზით ოპონენტმა შეიძლება იბლეფოს რივერზე.
რადგან ჩვენ გავჩექეთ თერნი, ბანკი დარჩა 25 თუ SB რივერზე ფსონს გააკეთებს ეს იქნება 10-25 ის ფარგლებში რისი გაქოლვაც სავსებით დასაშვებია.
მეორე უპირატესობა: ამ სცენარში SB ფსონი არაფერზე არ მეტყველებს. ჩვენ ჩექი გავაკეთეთ თერნზე და ამით მივანიშნეთ ჩვენი სისუსტე, მას შეიძლება ჰყავდეს მონსტრიც და ისეთი ხელიც რომელსაც ჩვენ ვუგებთ, მისი ფსონი შეიძლება ველიუც იყოს და ბლეფიც, მაგრამ რახან თერნი გავჩექეთ, რივერზე ფსონს აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ, ჩვენ ხშირად ვიქნებით მასზე წინ. ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს ამოცანას იაფად მივედით შოუდაუნამდე სუსტი ხელით განმეორებითი ჩექის საშუალებით ჩვენ არ მივეცით ოპონენტს უფლება გაეხარდა ბანკი ძლიერი ხელით.
სცენარი2B: Hero checks, SB checks River
კარგი სიტუაციაა, არავითარი ნიშნები არ არსებობს იმისა რომ SB ჩვენზე ძლიერია და შეგვიძლია უპრობლემოდ გავაკეთოთ ველიუ-ბეთი.
A თერნზე განმეორებითი ჩექის უპირატესობა:
- ბანკი რჩება მცირე ჩვენ ვთამაშობთ საშუალო ხელით ჩვენი სტეკის მცირე ნაწილზე .
- ჩვენ მივანიშნეთ თერნზე ჩეკით ჩვენი ხელის სისუსტეზე ასე რომ რივერზე ჩვენ ველიუ-ბეტს სუსტი ხელითაც მიიღებენ და საერთოდაც შეიძლება ეგონოთ რომ ვბლეფობთ.
როდესაც გამოცდილ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით მაშინ საჭიროა წინასწარ დავფიქრდეთ თუ რა რეაქცია გვექნება მის ჩექ რეიზზე თუ ჩვენ ვიცით რომ ოპონენტი ხშირად მიმართავს ამ ხერხს თერნზე და ჩვენ არ გვსურს მას ვუპასუხოთ მაშინ შესაძლებელია, რომ ველიუ-ფსონი რივერზე არც გავაკეთოთ. სართოდ ბევრი იყენებს რივერზე ჩექ-რეიზის ხაზს როგორც ბლეფისთვის ასევე ველიუსთვის ამიტომ ჩვენთვის საკმაოდ ნორმალური ქცევაა რივერზე ფსონის გაკეთება ველიუ-ბეთისთვის.
დასკვნა
განმეორებით ჩექს თერნზე აქვს თავისი უპირატესობები. ჩვენ ვიღებთ ველიუს იმ ხელისგან რომელიც გადაყრიდა კარტს ფსონის შემთხვევაში და ასევე თუ ჩვენი ხელი უკან არის ვაგებთ მცირე რაოდენობით თანხას.
გარდა ამისა ბანკს მცირე ზომისას ვინარჩუნებთ არ ვაძლევთ რა მოწინააღმდეგეს მისი გაზრდის საშუალებას ანუ ჩვენ ვაღწევთ დასახულ მიზანს - საშუალო სიძლიერის ხელით დავტოვოთ ბანკი მინიმალურ დონეზე. თუ წინ ვართ მაქსიმალურად მეტს ვიგებთ, ხოლო თუ უკან ვართ მაქსიმალურად ცოტას.
თუ თქვენ არ იმყოფებით პოზიციაში
ამ შემთხვევაში ბანკის კონტროლი ძნელდება, ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება ოპონენტის წინ ამიტომ ვერ მოვახდენთ რეაგირებას მის მოქმედებაზე. ამგვარად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება თერნზე უფასო კარტის მიღება, ეს მაგალითი გვასწავლის თუ როგორ შევინარჩუნოთ ბანკი მცირე ზომაზე როცა ტოპ-წყვილი ტოპ-კიკერი გვაქვს.
Hero (CO) ($100)
Villain (Button) ($100)
Preflop: Hero is CO with A,Q
2 folds, Hero raises to $4, BU calls $4, 2 folds.
Flop: ($9.5) 7, 3, Q(2 players)
Hero bets $8, Button calls $8.
Turn: ($25.5) 6(2 players)
Hero ...
როგორც წინა მაგალითში აქაც დასაწყისში სტანდარტულად ვმოქმედებთ AQo-თი კატოფიდან შევდივართ რეიზით, ხოლო ფლოპზე ვაკეთებთ თითქმის ბანკის ზომის ფსონს, თერნზე ჩნება ერთი ფერის სამი კარტი, ამ სიტუაციაში ძალიან ცოტაა ისეთი ჩვენზე უარესი ხელი რომელიც ჩვენს ფსონს გადაიხდის.
სცენარი 1A: Hero bets $18, Villain raises All-In
ეს ცუდი სიტუაციაა ჩვენ გვაქვს საშუალო ხელი (TPTK) და ნათსური ფლეშ-დროუ აქ ჩვენ ხშირად ვართ უკან, ძნელი გადასაწყვეტია უნდა მივიღოთ თუ არა ფსონი, ბლეფის ალბათობის გათვლა ხდება პირველ მაგალითში მოყვანილი ფორმულის საშუალებით.
სცენარი 1B: Hero Bets $18, Villain calls $18.
ეს სცენარი უფრო კარგია ვიდრე პირველი. ოპონენტი მხოლოდ გვპასუხობს და ჩვენ ვხედავთ რივერის კარტს მისაღებ ფასად, აქ ჩვენ ისევ არჩევანის წინაშე ვართ.
თუ ფლეშს ვიჭერთ გადაწყვეტილების მიღება ადვილია. აქ ორი ალტერნატივაა ბეთი ან ჩექ-რეიზი, ის თუ რომელს გამოვიყენებთ დამოკიდებულია ოპონენტის ტიპზე.
უფრო რთულდება სიტუაცია თუ ფლეში არ დასრულდება, აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩექი და დაველოდოთ ოპონენტის მოქმედებას, რადგან ბანკი დიდია ქოლის გადაწყვეტილება რივერზე არ იქნება ადვილი მისაღები. წინა მაგალითისგან განსხვავებით, რადგან იქ პოზიციაში ვიყავით და ჩვენი ხელი თერნზე საპასუხო ჩექით გავათამაშეთ. აქ პატარა ველიუ-ფსონების გაქოლვასაც კი დიდი სიამოვნების გარეშე ვახდენთ.
სცენარი 2A: Hero checks, Villain checks.
თერნზე იგივენაირად ვიღებთ უფასო კარტს, როგორც პოზიციაში თამაშის შემთხვევაში მივიღებდით. რივერზე ჩვენი ხელის სიძლიერიდან გამომდინარე ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ველიუ-ფსონის გაკეთება, რადგან იმის გამო რომ თერნზე სისუსტე გამოვავლინეთ, რივერზე არსებობს ბევრი უარესი ხელი, რომელიც ფსონს გაგვითანაბრებს.
სცენარი 2B: Hero checks, Villain bets $18.
ოპონენტი აკეთებს ფსონს და ჩვენ სტანდარტულად უნდა ვუპასუხოთ და შემდეგ თავიდან გავაანალიზოთ ვითარება რივერზე. თუ რეიზს გავაკეთებთ უკეთესი ხელი არ დაყრის და უარესი არ გვიპასუხებს ასე რომ რეიზით ჩვენ ვბლეფობთ რაც სავსებით უადგილოა მსგავს სიტუაციაში.
ოპონენტის ფსონი აქ არაფერს ამბობს მისი ხელის სიძლიერის შესახებ, ჩვენ ვაკეთებთ ჩექს და ამით სიგნალს ვიძლევით ჩვენი სისუსტის შესახებ, ბევრი მოთამაშე ავტომატურად შეეცდება ამის გამოყენებას რათა წაიღოს ბანკი.
მაგრამ რივერზე ჩვენ იგივე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ როგორსაც 1В სცენარის დროს მივიღებდით, მაგრამ მსგავს შემთხვევაში უფრო რთულია ქოლი იმის გათვალისწინებით რომ ოპონენტმა არამარტო რივერზე არამედ თერნზეც გამოავლინა აგრესია.
დასკვნა
თერნზე ჩექის გაკეთებით ჩვენ ვუბიძგებთ ოპონენტს ბლეფური ფსონისაკენ გარდა ამისა ჩვენ არ ვაძლევთ ოპონენტს რეიზის საშუალებით გაზარდოს ბანკი და მისი ზომები მცირე რჩება.
ბანკის კონტროლი მონსტრი-ხელით
აქამდე ჩვენ საშუალო სიძლიერის ხელით ვთამაშობდით და გვინდოდა იაფად მივსულიყავით შოუდაუნამდე, მაგრამ ბანკის კონტროლი არანაკლებ მნიშვნელოვანია მაშინ როცა ჩვენ ძლიერი ხელი გვყავს. ბანკით მანიპულაცია ისე უნდა მოვახდინოთ, რომ რივერზე მთელი სტეკზე თამაში შევძლოთ.
Hero (CO) 100$
Villain (BU) 100$
0.50$/1.00$ No-Limit Hold’em (6 handed)
Pre-flop: Hero is CO with 3,3
2 folds, Hero raises to 4$, BU calls 4$, 2 folds.
Flop: (9,50$) A, 3, 7 (2players)
Hero bets 8$, BU calls 8$.
Turn: (25,50$) 7 (2 players)
Hero ???
ფლოპზე კონტბეთი გავაკეთეთ რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ წინ ვართ თერნზე მეორე საუკეთესო კარტი მოვიდა (პირველი საუკეთესო 3 იქნებოდა).
რატომ არის ეს კარტი ასეთი კარგი ჩვენთვის? მოწინააღმდეგე ვერ იფიქრებს რომ ამ კარტმა ჩვენი ხელი გააძლიერა მაგრამ სინამდვილეში ეს ასეა.
თუ ფლოპზე ოპონენტმა ორი ტუზით დაგვიქოლა ახლა ის იფიქრებს რომ ჩვენ ვბლეფობთ და თერნის ფსონს უპრობლემოდ დაქოლავს.
თუ ოპონენტს ჯიბის წყვილი ყავს ის შენიშნავს რომ ბორდის სტრუქტურა არ შეცვლილა ანუ ჩვენ რომ ორი ტუზი გვქონოდა შეგვეშინდებოდა ფსონის გაკეთება რათა უარესი ხელი არ გაგვეგდო გათამაშებიდან, ახლა იგი სვამს კითხვას რა სიხშირით უნდა ვიბლეფოთ ჩვენ ,რომ მისი ქოლი მომგებიანი იყოს.
სინამდვილეში ჩვენ მონსტრი გვყავს და ჩვენ მთელ სტეკზე გვინდა თამაში გათამაშების როგორი ხაზი უნდა ავირჩიოთ რომ ეს მოვახერხოთ? ცხადია ოვერბეთის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის მსგავს სიტუაციაში.
სცენარი1A: Hero bets $15, Villain calls $15
ბანკი 55,5-ია ჩვენ კიდევ გვრჩება 73 პუშ ოლლ-ინი რივერზე იქნება არასასურველი ოვერ-ბეთი რადგან მოწინააღმდეგეს ძალიან ცუდი პოტ-ოდსები აქვს ქოლისთვის.
სცენარი 1B: Hero bets $20, Villain calls $20.
ახლა ბანკში 65,5-ია ჩვენ გვრჩება 68 ამრიგად რივერზე ოპონენტის ოდსები თითქმის 2:1 შეადგენს.
სცენარი 1C: Hero bets $25, Villain calls $25.
ბანკში 75,5-ია ჩვენ გვრჩება 63 რივერზე შეგვიძლია დავფუშოთ და ეს ოვერბეთი არ იქნება.
დასკვნა
თერნზე ბეთსაიზინგის არჩევით, ჩვენ ვახდენთ რივერზე ბანკის სიდიდის მანიპულირებას, იმისთვის რომ შევძლოთ სტეკზე თამაში ოვერბეთის გაკეთების გარეშე. ამ სამი სცენარის გათვალისწინებით შეატყობდით, რომ ჩვენ უნდა დავდოთ $20-ზე მეტი იმისთვის რომ წყნარად თქვათ ოლინი რივერზე.
აი ფორმულა რომლის დამახსოვრებაც სასარგებლოა:
B: ფსონის ზომა თერნზე
S: ეფექტური სტეკი თერნზე (ჩვენი სტეკი თუ ის ოპონენტისაზე ნაკლებია, ოპონენტის სტეკი თუ ჩვენ გვაქვს მეტი)
P: ბანკის ზომა თერნზე
B > (S-P) / 3
ჩავსვათ ციფრები მოყვანილი მაგალითიდან:
B > (88$ - 25.50$) / 3
B > 62.50$ / 3
B > 20.83$
20,83-იდან დაწყებული ნებისმიერი ფსონის გაკეთებისას ჩვენი სტეკის ზომა რივერზე, ბანკზე ნაკლები იქნება.
ბანკის ამგვარი კონტროლისას ჩვენ შევძლებთ მონსტრის ყოლის შემთხვევაში ვითამაშოთ სტეკზე ოვერ-ბეთის გარეშე და ასევე არ დავრჩებით ოპონენტის რეიზის იმედათ.
ბანკის კონტროლის ამ ასპექტის გამოყენება გათამაშების სხვადასხვა სცენარის დროს არის შესაძლებელი. ამავე მიზნისთვის ჩვენ შეგვიძლია რეიზის ზომის ვარირება მოვახდინოთ, ზოგ სიტუაციაში მინი-რეიზიც კი ისე ზრდის ბანკს რომ ოლლინისთვის ყველაფერი გამზადებულია ვაჭრობის მომდევნო რაუნდებში.
თეორიული საფუძვლები
ძირითადი შეკითხვა: როგორ შევინარჩუნოთ მცირე ზომის ბანკი სხვადასხვა სიტუაციებში? ყოველთვის ვერ მოვახერხებთ პატარა ფსონით მივაღწიოთ ამ მიზანს. ისევე როგორც ვერ შევძლებთ მხოლოდ დიდი ფსონებით გავზარდოთ ბანკი.
BET-SIZE ანუ ფსონის ზომა
ეს პრობლემა არ არის როცა პოზიციაში ვართ ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ ოპონენტის რეაქციას და ვუპასუხოთ მის ფსონს ან ჩექი გავაკეთოთ ბანკის არ გასადიდებლად.
განსაკუთრებული შემთხვევა: გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია პატარა ფსონის გაკეთება, იმისთვის რომ ვაჭრობის მომდევნო რაუნდში შევაჩეროთ ოპონენტის ფსონი, რითიც შევაჩერებთ ბანკის ზრდას. მსგავს მუვს ეწოდება ფსონი უფასო კარტისთვის.
როდესაც არ ვართ პოზიციაში სიტუაცია რთულდება. ჩვენ პირველებმა უნდა ვიმოქმედოთ, გვაქვს ორი შესაძლებლობა: ჩვენ შეგვიძლია დავჩექოთ ან ფსონი გავაკეთოთ, განვიხილოთ ორივე ვარიანტი.
განვიხილოთ ფსონის გაკეთების ვარიანტი:
- იდეალური შემთხვევა: ჩვენი ოპონენტი რეიზს არ აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ მინიმუმი და ბანკი მცირე ზომის რჩება.
- რეალობა: პატარა ფსონები უფრო ხშირად იღებენ საპასუხოთ რეიზს ვიდრე დიდი ფსონები.
რეიზის გამო ჩვენ ხშირად ვიქნებით იძულებულები კარტი დავყაროთ მაშინაც კი თუ ოპონენტი ბლეფობს, მცირე ფსონი სისუსტის ნიშანია.
საჭიროა ფსონი იმ ზომისა იყოს, რომ დაუნანებლად გადავყაროთ კარტი რეიზის შემთხვევაში გარდა ამისა ამ ფსონმა ბანკიც არ უნდა გაადიდოს ძალიან. შეუძლებელია იმის განზოგადება თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სხვადასხვა ოპონენტის წინაღმდეგ .
ძირითადი წესი: ფსონი რომელიც ბანკის ½ -ზე ნაკლებია სისუსტის ნიშნად ითვლება და მას ხშირად რეიზით უპასუხებენ.
ეს ყველაფერი გამოცდილებაზეა დამყარებული ფსონის რაოდენობა ბანკის ნახევარი უნდა იყოს რათა ერთის მხრივ რეიზის პროვოცირება არ გამოიწვიოს ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნდეს ბანკის მცირე ზომა.
მაგრამ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ ხომ არ სჯობს ჩექის გაკეთება აქ განვიხილავთ მხოლოდ ბანკის კონტროლს და არ შევეხებით ისეთ ძალიან საჭირო მომენტებს როგორიცაა დაცვა და ბლეფის პროვოცირება.
ჩვენ უნდა დავსვათ შემდეგი შეკითხვები:
- თუ ჩექს გავაკეთებთ ხომ არ დადებს ოპონენტი ფსონს?
- რა რაოდენობის ფსონს გააკეთებს ოპონენტი?
- თუ ჩვენი ფსონი იმაზე ნაკლებია რამდენის დადებასაც აპირებდა ოპონენტი ხომ არ გააკეთებს ის რეიზს?
თუ დარწმუნებულები ვართ რომ ოპონენტი ფსონს გააკეთებს ჩვენი ჩექის მერე მაგრამ არ დაარეიზებს ჩვენს მცირე ფსონს მაშინ ფსონის გაკეთება უკეთესია წინააღმდეგ შემთხვევაში ჩექის გაკეთება და ოპონენტის ფსონზე პასუხი აჯობებს.
გათამაშების ხაზი
სხვადასხვა სიტუაციაში ფსონების განსხვავებული თანმიმდევრობაა საჭირო ბანკის მცირე ზომების შესანარჩუნებლად, ყველაფერი ოპონენტსა და ჩვენს იმიჯზეა დამოკიდებული. განვიხილოთ რამოდენიმე სიტუაცია რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება.
ჩვენ ვიმყოფებით პოზიციაში
ჩვენ ვთამაშობთ პრეფლოპ-აგრესორის წინააღმდეგ
(ოპონენტი თითქმის ყოველთვის გააკეთებს კონტბეთს):
ქოლი ფლოპზე - ქოლი (განმეორებითი ჩექი) თერნზე
სტანდარტული სიტუაციაა. ჩვენ პოზიციაში ვართ და ვაკეთებთ ქოლს ან ჩექს ოპონენტის მოქმედებიდან გამომდინარე, თერნის კარტი ცვლის ბორდის სტრუქტურას და ჩვენი ხელის ძალას მაგრამ ჩვენ თუ მაინც გვინდა შოუდაუნამდე მისვლა აქ ჩექი ან ქოლი უფრო ოპტიმალური ვარიანტია.
ჩვენ ვართ პრეფლოპ აგრესორი:
i) ფსონი ფლოპზე - განმეორებითი ჩექი თერნზე
აქაც ფსონების სტანდარტული თანმიმდევრობაა. ვაკეთებთ კონტბეთს რათა დაუყოვნებლივ მოვიგოთ ბანკი ან არ მივცეთ უფასო კარტი ოპონენტს, მას თერნზე ხშირად უკეთესი ხელი აქვს ამიტომ ვაკეთებთ ჩექს რათა არ გავზარდოთ ბანკი მაგრამ აქვე უნდა დავფიქრდეთ ხომ არ აჯობებს მეორე ბარელის დადება და ამით უფასო შოუდაუნის ყიდვა?
ii) განმეორებითი ჩექი ფლოპზე - ქოლი თერნზე
აქ ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვეკეთებინა კონტბეთი თუ ოპონენტი ხშირად აკეთებს ჩექ -რეიზს და საერთოდაც აგრესიულია საპასუხო ჩექი მშვენიერი საშუალებაა ბლეფის პროვოცირების და ბანკის მცირე ზომაზე შესანარჩუნებლად. თქვენ არ აძლევთ უფლებას ოპონენტს გაათამაშოს დიდი ბანკი. ამ ხაზის ეფექტურობა დამოკიდებულია ოპონენტზე და ჩვენს იმიჯზე ამიტომ ეს ხაზი არ შეიძლება სტანდარტულად მივიჩნიოთ.
ჩვენ არ ვიმყოფებით პოზიციაში
ჩვენ ვთამაშობთ პრეფლოპ-აგრესორის წინააღმდეგ
(ოპონენტი თითქმის ყოველთვის აკეთებს კონტბეთს):
ჩექი აქ სტანდარტული მოქმედებაა ამით ოპონენტს არ ვაძლევთ ბანკის გაზრდის საშუალებას(არ აქვს მნიშვნელობა იგი ბლეფობს თუ მართლა ძლიერი ხელი ყავს).
i) ჩექი / ქოლი ფლოპზე - ფსონი თერნზე
გათამაშების ასეთი ხაზი იმ ოპონენტების წინააღმდეგაა რომლებიც ხშირად აკეთებენ კონტბეთს ხოლო თერნზე უფრო პასიურად მოქმედებენ (ასე მოქმედებს ABC მოთამაშეთა უმეტესობა).მაგრამ კარგი მოთამაშეები ამ სვლას სისუსტედ მიიჩნევენ და ეცდებიან ბლეფის გაკეთებას რეიზის საშუალებით, აქ საჭიროა გვქონდეს საიმედო რიდსები ოპონენტზე.
ii) ჩექი / ქოლი ფლოპზე - ჩექი თერნზე
გათამაშების ასეთი თანმიმდევრობა იმ ოპონენტებისთვისაა განკუთვნილი რომლებიც თერნზეც აგრძელებენ აგრესიულობას (არეიზებენ დროუთი, მზა ხელით ან ბლეფობენ), ჩვენი რეაქცია მეორე ბარელზე ძალიანაა დამოკიდებული ბორდის სტრუქტურასა და არსებულ რიდსებზე.
ჩვენ ვართ პრფლოპ-აგრესორები:
i) ფსონი ფლოპზე - ჩექი /ქოლი და ფსონი/ფოლდი თერნზე
ეს ფსონების სტანდარტული თანმიმდევრობაა საშუალო ხელისთვის მშრალ ბორდზე (დროუს შესაძლებლობა მცირეა). თერნზე თამაშის ვარიანტების განხილვისას ისევე უნდა ვიმსჯელოთ როგორც იმ ვარიანტის განხილვისას, როცა ჩვენ არ ვიყავით პრეფლოპ-აგრესორები. უნდა დავფიქრდეთ რა უფრო მეტ მოგებას მოგვიტანს ფსონი თუ ჩექი.
ii) ჩექი /ქოლი ფლოპზე - ჩექი (ფონი) თერნზე
ფსონების ეს თანმიმდევრობა არასტანდარტულია და არ გირჩევთ მის ბოროტად გამოყენებას, თუ ჩვენ პრეფლოპაგრესორები ვართ მაშინ ჩექ-ქოლი ფლოპზე სუსტად გამოიყურება რადგანაც კონტბეტს ჩვენ როგორც ძლიერი ასევე სუსტი ხელითაც ვაკეთებთ. ოპონენტი საკმაოდ ზუსტად შეძლებს ჩვენი ხელის სიძლიერის შეფასებას თუ ჩვენ გათამაშების ამ ხაზს მარტო საშუალო სიძლიერის ხელით განვახორციელებთ ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენ აგრესიული ოპონენტის წინააღმდეგ ვთამაშობთ მაშინ ჩვენი პასიურობა შესანიშნავი საშუალებაა ბლეფის პროვოცირების და ბანკის მცირე ზომის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამასთან ისიც გაითვალისწინეთ რომ გამოცდილი აგრესიული ოპონენტი ძალიან დაეჭვდება თქვენი ჩექის შემდეგ.
დასკვნა
ამ სტატიაში საუბარი ბანკის კონტროლს შეეხო ეს კონცეფცია სრულიად განსხვავდება დაცვის კონცეფციისგან.
ის თუ რა და როდის უნდა გამოვიყენოთ შეუძლებელია ვისწავლოთ ერთ დღეში ამას გამოცდილება სჭირდება.
ორივე კონცეფცია ძალზედ მნიშვნელოვანია ულიმიტო ჰოლდემში წარმატების მისაღწევად.