30 რჩევა კარიერის დაწყებამდე

შესავალი

ამ სტატიაში

  • რა გარე ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ
  • მიიღეთ პოკერისგან სიამოვნება და არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების

რა სახის რჩევა შეიძლება მისცე მოთამაშეს, პოკერში კარიერის დაწყებისას? ან მას ვისაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება, მაგრამ ჯერ კიდევ ერთ ადგილს ტკეპნის?

ოცდაათი რჩევა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ. თუ თქვენ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

რიგითობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

1. Tight is right

თაით თამაში - საუკეთესო გადაწყვეტაა თამაშის სწავლის პროცესში. რაც უფრო ნაკლებ სუსტ ხელს გაათამაშებთ, მით უფრო მარტივი იქნება თქვენი გადაწყვეტილება პოსტფლოპზე. პოკერის კარიერის განმავლობაში თქვენ კიდევ მოასწრებთ ითამაშოთ ლუზ სტილით, მაგრამ დასაწყისში უკეთესია რომ ამაზე უარი თქვათ.

მიჰყევით სასტარტო ხელების ჩართს და გადაუხვიეთ მისგან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

მაშინაც კი როდესაც თქვენ უკვე რაღაცა გესმით პოკერში, მეთოდურად გააფართოვეთ სათამაშო ხელების დიაპაზონი გამოცდილებასთან ერთად.

2. ზედმეტად ნუ შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს

პოკერის სამყარო ძალიან დიდია, ეს შეიძლება მკაცრად ჟღერს, მაგრამ არ ელოდოთ რომ ვინმე გაშლილი ხელებით შეგხვდებათ.

თქვენს მაგიდებზე სხედან ადამიანები რომლებსაც მსგავსი მიზნები აქვთ, როგორიც თქვენ და რომლებმაც არანაკლებ კარგად იციან თამაშის საბაზისო წესები. ერთი შეხედვით სუსტ მოთამაშეებსაც აქვთ თავიანთი სტრატეგია. ისინიც ხვდებიან ფლოპში და აწყობენ თავიანთ დროუ ხელებს რივერზე.

თუ თქვენ კარგად მოტივირებული ხართ და კარგი სტარტი აიღეთ, არ გქონდეთ იმის იმედი რომ ყველა ბანკს მოიგებთ. პატივი ეცით ნებისმიერ ოპონენტს და იყავით მზად დამარცხებისათვის, რომელიც ამ თამაშში გარდაუვალია, მაშინაც კი, თუ თქვენ საუკეთესო მოთამაშე ხართ მაგიდაზე, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ მაგიდას დატოვებთ ყველაზე დიდი მოგებით.

3. თეორია

როგორც ყველა სხვა პროფესიაში, პოკერშიც, თეორიის სწავლა არ არის სასიამოვნო პროცესი.

აქაც იგივე კანონი მოქმედებს რაც სკოლაში, უნივერსიტეტში ან სამსახურში: ტენდენციები იცვლება, ცოდნა ბერდება და ჩნდება ახალი ტენდენციები. რაც გუშინ მუშაობდა, შეიძლება ის დღეს არ იყოს იდეალური გადაწყვეტილება. ლიმიტების, რუმის ან თამაშის სახეობის ცვლილების დროს, აუცილებელია იყოთ უკანასკნელი ტენდენციების საქმის კურსში.

4. იფიქრეთ

მაშინაც კი როდესაც თქვენ იყენებთ სასტარტო ხელების ცხრილს, თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ ანალიზი და ფიქრი. განსაკუთრებით პოსტფლოპზე თქვენ განუწყვეტლივ უნდა აანალიზებდეთ სიტუაციებს. აქ სტანდარტები არ არსებობს, ყველა სიტუაცია უნიკალურია, იმიტომ რომ სასტარტო ხელების, ბორდის და მოთამაშეების ტიპის კომბინაციების შესაძლო რაოდენობა უთვალავია.

ეცადეთ ავტომატურ რეჟიმში არ გამოიყენოთ ერთი და იგივე გათამაშების ხაზი. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა, რატომ არის არჩეული ხაზი საუკეთესო მსგავს სიტუაციაში? თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში, დეტალურად გაანალიზეთ სიტუაცია და ნუ შეგრხვებათ შეკითხვების დასმა. პირიქით მხოლოდ კარგი მოთამაშეები სვამენ შეკითხვებს, ხოლო სუსტები დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში, მათი გადარწმუნება მაგიდაზე მოგიწევთ.

5. იყავით აგრესიულები

ეცადეთ შეიგრძნოთ თაით აგრესიული სტილის უპირატესობები. პირველ რჩევაში უკვე ვთქვით რომ თაით აგრესიული სტილით თამაშის დროს ნაკლებად ჩავვარდებით რთულ სიტუაციებში, თუმცა არ გაუშვათ ხელის აგრესიულად გათამაშების შესაძლებლობა, რათა ოპონენტზე განახორციელოთ ზეწოლა, თანაც უკეთესია გააკეთოთ ეს უფრო ხშირად ვიდრე იშვიათად.

გეჭიროთ ფეხი აქსელერატორზე.
 

რუმები

ქართული უცხოური