ამ სტატიაში
- რა ვარიანტები გაქვთ რივერზე თამაშისას
- როგორ შევაფასოთ საკუთარი ხელი
- რა როლს თამაშობს თქვენი პოზიცია
სანამ შოუდაუნამდე მივალთ ჩვენ მოგვიწევს 4 ვაჭრობის რაუნდის გავლა, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი დინამიკა და პრობლემატიკა, მაგრამ ხშირად სწორედ რივერზე თამაში, იწვევს გარკვეულ სირთულეებს.
ამ სტატიაში ჩვენ ვეცდებით გავეცნოთ რივერზე თამაშის თავისებურებებს და გამოვყოთ ის ასპექტები, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მომდევნო სტატიებში მაგალითებზე დაყრდნობით თქვენ გაეცნობით რივერზე თამაშის პრაქტიკულ მხარეს.
რა სახის პრობლემები გვხვდება რივერზე?
როგორც უკვე აღვნიშნეთ ვაჭრობის ყველა რაუნდს ახასიათებს საკუთარი პრობლემატიკა, მაგრამ რატომღაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას სწორედ რივერს აქცევენ.
თავს ვერ დავდებთ რომ ვაჭრობის ამ რაუნდს მსგავსი სახელი სწორედ მისი დაუფასებლობის გამო დაარქვეს, მაგრამ ფაქტია რომ ბევრი ისეთი წაუღია მდინარეს, რომელმაც დინების სიძლიერე სწორად ვერ განსაზღვრა.
რივერს მრავალი თავისებურება ახასიათებს. ადამიანის ტვინი იმახსოვრებს სტანდარტულ სიტუაციებს და შემდეგ იმეორებს იგივე ქმედებას იგივე სიტუაციაში. როგორც პოკერის მოთამაშემ თქვენ იცით, რაოდენ საშიშია მსგავსი ქმედება. თქვენ აანალიზებთ თქვენს თამაშს, გვერდზე დებთ კონკრეტულ რეზულტატს და გინდათ გაიგოთ გრძელ დისტანციაზე თქვენი ქმედება მომგებიანი იყო თუ წამგებიანი. თუ ანალიზის შემდეგ ასკვნით რომ თქვენს ქმედებას ქონდა დადებითი მათემატიკური ლოდინი (EV-Expected value) მაშინ შეგიძლიათ კმაყოფილი იყოთ.
სწავლის და ანალიზის ეს ეფექტი ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენთვის დადებითად აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასკვნებს გამოიტანთ და გეცოდინებათ თუ როგორ უნდა მოიქცეთ უკვე განხილულ სიტუაციებში. თუ თქვენ ერთხელ შეიმუშავებთ თამაშის მსგავს დინამიკას, მაშინ დროთა განმავლობაში თქვენ ითამაშებთ უფრო უკეთ ვიდრე ადრე, სხვანაირად რომ ვთქვათ - უფრო ხშირად მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ასე რომ ამისთვის საჭიროა დიდი გამოცდილება და პრაქტიკა.
თუ ვაჭრობის ყველა რაუნდს განვიხილავთ, მაშინ აღმოაჩენთ რომ ყველაზე დიდი სათამაშო გამოცდილება პრეფლოპ სიტუაციებზე გაქვთ, რადგან ყველა თქვენი დარიგება სწორედ პრეფლოპიდან იწყება. ხოლო ფლოპამდე და განსაკუთრებით რივერამდე საქმე გაცილებით იშვიათად მიდის. როგორც წესი, პრეფლოპზე, თქვენ ადვილად ახდენთ ოპონენტების სტილის საკუთარზე ადაპტირებას და შესაბამისად უშვებთ ნაკლებ შეცდომებს
რივერი როგორც იცით ვაჭრობის ბოლო რაუნდია. ლოგიკურია რომ ვაჭრობის ბოლო რაუნდზე უფრო იშვითად ითამაშებთ ვიდრე სხვა რაუნდებში. უხეშად რომ ვთქვათ ყოველ 25 დარიგებაში ერთხელ. ხოლო მარტივად რომ თქვათ თქვენ რივერზე თამაშის გაცილებით პატარა გამოცდილება გაქვთ, ვიდრე ვაჭრობის სხვა რაუნდებში თამაშის.
ძვირადღირებული გადაწყვეტილება, არასწორი აღქმა და შეცვლილი ოდსები
ცხადია უსიამოვნოა, როდესაც ყველაზე ძვირადღირებულ გადაწყვეტილებებს რივერზე ვიღებთ. ბანკი ვაჭრობის ამ რაუნდში საკმაოდ დიდია, რადგან ულიმიტო ჰოლდემში ფსონების სიდიდეს ძირითად შემთხვევებში ბანკი განსაზღვრავს, შესაბამისად ის დიდია რივერზე.
ამას გარდა რივერსა და სხვა ნებისმიერ ქუჩას შორის ის სხვაობაა, რომ: კომბინაციები დასრულდა, მაგიდაზე სხვა კარტი აღარ დაიდება. ორი ან მეტი ხელი დარჩა თამაშში და თუ არ გავითვალისწინებთ ბანკის გაყოფას, მათგან მხოლოდ ერთი მოიგებს.
ხშირად თვლიან რომ რივერზე გათამაშება დასრულდა და მხოლოდ შოუდაუნის ნახვაღა დარჩა. თუ თქვენ თვლით რომ ოპონენტს ყავდა დროუ-ხელი, მაშინ ის ან დასრულდა და თქვენ უნდა ითამაშოთ ძალიან ფრთხილად ან არ დასრულდა და ოპონენტი მეტს აღარ გადაიხდის, ცხადია თუ თქვენ ბლეფის პროვოცირებას არ მოახდენთ. ხშირ შემთხვევებში თქვენ თერნზევე იცით, როგორ მოიმოქმედებთ რივერზე, მოახდენთ ბლეფის პროვოცირებას, დაწვებით თუ ველიუ ფსონს გააკეთებთ. ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ რივერზე ფიქრი საჭირო არ არის, ძალიან ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს სწორედ ნაკლები კონცენტრაციის გამო იღებენ.
ცხადია ოდსებიც იცვლება, ვაჭრობის ადრეულ რაუნდებში, ოდსებს თქვენ აღიქვამთ როგორც რაღაც ნიძლავს იმის შესახებ თუ რამხელაა იმის ალბათობა, რომ შემდეგ რაუნდში თქვენთვის საჭირო კარტი დაიდება. ძირითად შემთხვევებში თქვენ ამოდიხართ იქიდან რომ უკან ხართ და შეგიძლიათ მათემატიკური თვალსაზრისით თითქმის ზუსტად დათვალოთ თქვენთვის საჭირო კარტის ამოსვლის ალბათობა.
ცხადია შემდეგ საქმეში პოტ-ოდსები და ზოგჯერ იმფლაიდ პოტ-ოდსებიც ერთვება, რაც ართულებს გამოთვლებს, მაგრამ პრაქტიკასთან ერთად თქვენ უკვე ადვილად საზღვრავთ მომგებიანი იქნება თუ არა ფლოპზე ქოლი ამა თუ იმ დროუ ხელით.
თქვენ რივერზეც გაქვთ ოდსები, მაგრამ ამ შემთხვევაში მათემატიკის ცოდნა არაფერში გამოგადგებათ.
EXAMPLES
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with AK
UTG raises to $1.00 2 folds, Hero raises to $3.25, 2 folds, UTG calls $3.25
Flop: ($6.35) K34 (2 players)
UTG checks, Hero bets $4.50, UTG calls $4.50
Turn: ($15.35) 5 (2 players)
UTG checks, Hero checks
River: ($15.35) 6
TG bets $7.50, Hero ???
თერნამდე სტანდარტული თამაში მიდის. თერნზე ბლეფის პროვოცირების მიზნით განმეორებითი ჩექის გაკეთება გადაწყვიტეთ , ცხადია ჩვენ შეგვეძლო ბეთ/ქოლ ხაზის გათამაშებაც, რადგან 3ბეთ პოტში ვიმყოფებით, მაგრამ განმეორებითი ჩექიც საინტერესო ხაზია, რის შემდეგაც რივერზე დგება საინტერესო სიტუაცია.
თქვენამდე ცხადია გააკეთეს ფსონი. თქვენ უნდა გადაიხადოთ $7.5 იმისთვის რომ მოიგოთ $22.85. ოდსები უხეშად შეგვიძლია შევაფასოთ 3 ერთთან, რაც ნიშნავს რომ 4 შემთხვევიდან ერთხელ უნდა ვიყოთ წინ, იმისთვის რომ აქ მომგებიანი ქოლი გავაკეთოთ.
მაგრამ ოდსების მომგებიანობის შეფასება ძალიან რთულია. იმყოფებით კი 4 შემთხვევიდან იმ ერთ მომგებიან სიტუაციაში? პირველი ცდიდან აქ სწორი მათემატიკური გათვლების წარმოება, პრაქტიკულად შეუძლებელია.
სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის არის საჭირო გამოცდილება და ცხადია გააზრებული უნდა გქონდეთ რომ აქ მიღებული გადაწყვეტილებები ძვირი ღირს. არ იქნება შეცდომა თუ პოკერის კალკულატორების გამოყენებით მიუთითებთ ოპონენტების სხვადასხვა დიაპაზონებს და შეაფასებთ რამდენად ხშირად იქნებით წინ.
თქვენ ვერ შეძლებთ მსგავს სიტუაციებში, გამოიყენოთ რაღაც სტანდარტული სვლები და თავში გქონდეთ გათამაშების კონკრეტული ხაზი. ფსონის ან რეიზის სიდიდე კარდინალურად ცვლის თქვენს ოდსებს და შესაძლოა დისტანციაზე მომგებიანი ქოლი, ცუდ ქოლად აქციოს.
ზევით მოყვანილ მაგალითში ჩანს რომ თქვენ გააკეთეთ განმეორებითი ჩექი ბლეფის პროვოცირების მიზნით, არის ლოგიკა მსგავს სვლაში ოპონენტი ხშირად იბლეფებს მსგავს სიტუაციებში და ის გადაყრიდა ცუდ ხელებს თერნზე. თქვენთვის რივერზე გადაწყვეტილების მიღება ადვილია, უბრალოდ ვალდებულნი ხართ დაქოლოთ მსგავსი ფსონი ტოპ წყვილით და ტოპ კიკერით.
მაგრამ მიუხედავად ამისა შეცდომა იქნება ავიკვიატოთ განმეორებითი ჩექი/რივერზე ქოლი-ს იდეაზე, რადგან ბანკის სიდიდის ფსონზე ბევრი ფიქრი მოგვიწევდა, ხოლო ოლ ინი უნდა დაგვეყარა საშინელი პოტ-ოდსების გამო.
რისი მიღწევა გვინდა რივერზე?
უხეშად რომ ვთქვათ თქვენ გაქვთ რივერზე თამაშის ოთხი სხვადასხვა შესაძლებლობა:
- თქვენ ბლეფობთ
თქვენ ატყობთ რომ რივერზე უკან ხართ და გსურთ რომ ოპონენტმა დაყაროს კარტი. ამ მიზნის წარმატება დამოკიდებული იქნება ოპონენტის თამაშის სტილზე, თქვენი და ოპონენტის ერთმანეთთან თამაშის ისტორიაზე, თქვენს იმიჯზე და მაგიდის სტრუქტურაზე. რადგან როგორც იცით რივერზე თქვენ მხოლოდ ბლეფი შეგიძლიათ, ნახევარ ბლეფისთვის უკვე ძალიან გვიანია.
თქვენი მიზანი: აიძულოთ უკეთესი ხელი დაწვეს. - თქვენ გინდათ იაფად მიხვიდეთ შოუდანზე
თუ არის მსგავსი სიტუაცია, თქვენ გინდათ რაც შეიძლება იაფად მიხვიდეთ შოუდაუნზე. თქვენ თვლით რომ თქვენს ხელს აქვს გარვეული შოუდაუნ-ველიუ, მაგრამ არ თვლით რომ უპირობო ფავორიტი ხართ და არ გინდათ ზედმეტი თანხის გარისკვა.
თქვენი მიზანი: იაფი შოუდაუნი. - თქვენ გინდათ მიიღოთ ველიუ
თქვენ ფავორიტად თვლით თავს. არ აქვს მნიშვნელობა რივერზე გაძლიერდით თუ მანამდეც ძლიერი ხელი გყავდათ. ახლა თქვენი ყურადღება იმაზეა გადატანილი თუ როგორ მოიგოთ რაც შეიძლება ბევრი.
თქვენი მიზანი: ძლიერი მზა ხელით მაქსიმალური ველიუს აკრეფა. - თქვენ წვებით
გარკვეულია რომ უკან ხართ და უნდა დაწვეთ. თქვენ არ გჯერათ, რომ ოპონენტი დაყრის უკეთეს ხელს, მაგალითად თუ დროუ ვერ დასრულდა და არ გინდათ ბლეფი, უბრალოდ წვებით.
თქვენი მიზანი: გინდათ კარტის დაყრა და აღარ ჩადოთ დამატებითი თანხა ბანკში.
თქვენი ხელის სიძლიერე
გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის გასარკვევად თუ რომელ მიზანს გინდათ რომ გაჰყვეთ ცხადია ენიჭება თქვენი ხელის სიძლიერეს:
- სუსტი ხელი
თქვენი ხელი სუსტია და არ გააჩნია არანაირი შოუდაუნ-ველიუ. ეს შეიძლება იყოს დაუსრულებელი დროუ, გაუძლიერებელი ოვერწყვილი, ან საშუალო წყვილით ფლოპზე ქოლის შემდეგ თერნზე და რივერზე ორი ოვერკარტის დადების შემდეგ მეოთხე წყვილად ქცეული ხელი. - მზა ხელი
თქვენ მზა ხელი გყავთ, რომელიც კარგია და აქვს შოუდაუნ-ველიუ, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ საუკეთესო იყოს. მაგალითად ოვერწყვილი ან ტოპ წყვილი ტოპ კიკერით, აქვე შეგვიძლია მივათვალოთ ისეთი ხელები, რომლებსაც შესაძლოა გადაასწრეს, მაგალითად სეტი როდესაც მაგიდაზე თითქმის სტრეიტი დევს, ან ორი მაღალი წყვილი მაშინ როცა ფლეშ-დროუ დაიხურება. - ძლიერი მზა ხელები
თქვენ რივერზე შეგიძლიათ გახსნათ ძალიან ძლიერი ხელი. თქვენ იმდენად იშვიათად ხართ მსგავს სიტუაციებში, რომ გინდათ შესაბამისად აგინაზღაურდეთ. თქვენ თვლით რომ ნატსი გყავთ და თითქმის გამორიცხავთ იმის ალბათობას რომ ოპონენტმა შეიძლება მოიგოს
ახლა თუ რივერზე დასახულ მიზნებს და თქვენი ხელის სიძლიერეს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ რომ 1 დან მესამე პუნქტამდე მათი გაერთიანება შეგვიძლია. ცხადია მეოთხე მიზანს კარტის დაყრას მხოლოდ სუსტი ხელებით ვახდენთ.
ცხადია რომ თქვენ უფრო ხშირად სუსტი ხელებით ბლეფობთ, ვიდრე მზა ხელებით , რადგან თუ თქვენი ხელი არ არის ძალიან ძლიერი არ ღირს მისი ზედმეტად ოპტიმისტურად გათამაშება და რეიზების გაკეთება. ხოლო ძლიერი მზა ხელით თამაში გაცილებით ადვილია, მთავარია არ გამოგრჩეთ ველიუ ფსონის გაკეთების სწორი მომენტი ნ რაოდენობა.
ბლეფის პროვოცირება
ბლეფის პროვოცირება აზრს იძენს ვაჭრობის დასკვნით რაუნდებზე. ხშირად თქვენ მსგავს სვლას იყენებთ თერნზე, სადაც პოზიციიდან შეგიძლიათ გააკეთოთ განმეორებითი ჩექი, რათა მოახდინოთ რივერზე ბლეფის პროვოცირება.
იგივე მნიშვნელობა აქვს ბლეფის რივერზე პროვოცირებას, როდესაც გარე პოზიციიდან აკეთებთ ჩექს, იმ იდეით რომ ოპონენტი თავად გააკეთებს ფსონს, თუ თქვენ თვლით რომ ოპონენტი არ დაქოლავს თქვენს ველიუ-ფსონს, მაგრამ შესაძლოა იბლეფოს, მაშინ მსგავსი სვლა საკმაო მათემატიკურ ლოდინს იძლევა.
თქვენ პოზიციაში ხართ
ახლა იბადება შეკითხვა როგორ გადავიტანოთ რეალურ თამაშში ზემოთნახსენები ვარიანტები. პირველ რიგში დააკვირდით იმ შემთხვევებს როდესაც პოზიციაში ხართ, განსაზღვრეთ რომელი ვარიანტია თქვენთვის ყველაზე მისაღები სხვადასხვა ტიპის ოპონენტებთან თამაშისას.
სიტუაციის მიუხედავად ულიმიტო ჰოლდემში ძალიან დიდი უპირატესობა ენიჭება პოზიციას. ცხადია ეს კონცეფცია რივერსაც ეხება, თქვენ გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებთ პოზიციაში თამაშისას ოპონენტების ხელის სიძლიერეზე და შესაბამისად გაგიადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება.
პოზიციაში თამაშისას თქვენ მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე დგებით: ოპონენტი დებს ან ჩექავს. ყოველთვის თქვენ გაქვთ თამაშის გაგრძელების 3 შესაძლებლობა, ზემოთნახსენები კრიტერიუმების მიხედვით კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად იმოქმედეთ.
რივერზე თქვენ უნდა გაარკვიოთ სად იმყოფება თქვენი ხელი: თუ უკან ხართ უნდა სცადოთ ბლეფი ან დანებდეთ. თუ თქვენ საკუთარ თავს საშუალო სიძლიერის მზა ხელით wa/wb(ძალიან წინ/ძალიან უკან) სიტუაციაში ხედავთ, მაშინ ცდილობთ რაც შეიძლება იაფად მიხვიდეთ შოუდაუნზე. ხოლო თუ თავს ფავორიტად თვლით ცხადია ცდილობთ ველიუს აკრეფვას.
თუ ოპონენტი აკეთებს ჩექს, თქვენ შეგიძლიათ სტანდარტულ თამაშად აქციოთ განმეორებითი ჩექი ისეთი ხელებით რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული შოუდაუნ-ველიუ. თქვენ გამოდიხართ იქიდან რომ ზოგჯერ ფავორიტები იქნებით, მაგრამ თქვენი ხელი არ არის იმდენად ძლიერი, რომ ოპონენტმა უარესი ხელით ქოლი გააკეთოს. თუ ფავორიტად თვლით თავს ცხადია უნდა დადოთ, შესაბამისად უნდა მოიქცეთ ბლეფის დროსაც.
თუ ოპონენტი აკეთებს ფსონს, მაშინ სიტუაცია ცოტა უფრო რთულდება და დაფიქრებაა საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნეთ ოპონენტის ფსონით პოზიციის ხარჯზე ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია.
ქოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ვარიანტი, თუ თქვენ შოუდაუნის ნახვა გინდათ. შეკითხვა დგას ასე მომგებიანი იქნება თუ არა თქვენთვის მისი ნახვა? ფსონის რაოდენობის, რივერის კარტის და დარიგების ისტორიის გარჩევის და გაანალიზების გარეშე, მსგავს სიტუაციებში ქოლი გამორიცხული უნდა იყოს.
იგივე ეხება ბლეფსაც. ახლა მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს - რეიზი, დიდი ბანკის პირობებში საქმე შეიძლება ოლ ინსაც ეხებოდეს. როგორც ვიცით ასეთი ქმედება ხშირად უნდა იყოს წარმატებული (რაც უფრო მეტს ვდებთ, მით უფრო ხშირად უნდა დაწვნენ ოპონენტები) შესაბამისად მას შემდეგ რაც ოპონენტი ძალას გამოავლენს, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან კონრეტული რიდსი, იმისთვის რომ მსგავსი სვლა გავაკეთოთ. თქვენ პრინციპულად უნდა აუკრძალოთ თქვენს თავს მუვების კეთება უცნობ მოთამაშეებთან, თუ საქმე მთლიანი სტეკის მაგიდის ცენტრში გადაწევას ეხება.
გვრჩება რეიზის ვარიანტი, ძლიერი მზა ხელით. ამ შემთხვევაშიც არ იქნება ზედმეტი კიდევ ერთხელ შეაფასოთ ხელის სიძლიერე. თქვენი ხელი მართლაც ძალიან ახლოს დგას ნათსთან? არსებობს თუ არა ოპონენტის დიაპაზონში საკმარისი ხელები, რომლითაც ის ფსონი/ქოლი ხაზს გაათამაშებდა რივერზე? თუ თქვენ ასე თვლით მაშინ ცხადია აუღელვებლად შეიძლება რეიზის გაკეთება. თუ თქვენ ყოყმანობთ და არ ხართ დარწმუნებული საკუთარი ხელის სიძლიერეში ან ვერ ხედავთ უარეს ხელებს რომელიც მსგავსი ხაზით ითამაშებდნენ, ჯობია ქოლისკენ გადაიხაროთ.
თქვენი ოპონენტის რივერზე თამაში
ცხადია რივერზე თამაში არამარტო თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ოპონენტებისთვისაც. საბოლოო ჯამში მათაც იგივე პრობლემები ექნებათ რაც თქვენ. იმისთვის რომ პოზიციაში თამაშისას ოპონენტების თამაშის კლასიფიცირება მოახდინოთ, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ მათი თამაშის სტილი.
- სტანდარტული ტიპი:
სტანდარტული ტიპის მოთამაშეები თანდათან ამცირებენ აგრესიას რივერზე, იმის გამო რომ ისინი ბევრს და ხშირად დადებდნენ ვაჭრობის წინა რაუნდებზე და რივერზე ჩექ/ქოლ რეჟიმში არიან გადასულები. ხშირ შემთხვევაში ისინი კარგი მოთამაშეები არიან LAG-ები ან TAG-ები ისეთი კარტით რომლითაც სურთ შოუდაუნზე მისვლა. თქვენ ორჯერ უნდა დაფიქრდეთ სანამ მსგავს მოთამაშეებს ფსონს გაუკეთებთ, კარგად უნდა აწონ დაწონოთ აქვს თუ არა აზრი ბლეფს, გაქვთ კი შესაბამისი ფოლდექუითი? ცხადია თუ ძლიერი მზა ხელი გყავთ ველიუსთვის ფსონს ყოველთვის გააკეთებთ. - სუსტი თაითი:
დიდი ბანკის გამო მსგავსი ტიპის მოთამაშეებს ხშირად ეშინიათ რივერზე. თუ ფლოპზე ან თერნზე მათ კიდევ შეიძლება რაიმე სახის აგრესია გამოავლინონ, რივერზე ისინი იშვიათად დადებენ. ხშირად ისინიც ჩექ/ქოლ რეჟიმს ანიჭებენ უპირატესობას, ძირითად შემთხვევაში საუბარია პასიურ მოთამაშეებზე და ამ შემთხვევაშიც თქვენ უნდა დაფიქრდეთ გაქვთ თუ არა შესაბამისი ფოლდ-ექუითი. ხელის სიძლიერისადმი შეფასების კრიტერიუმები იზრდება, ძლიერი მზა ხელებით მაგ. ტოპ ორი წყვილით რივერზე ჩექიც არ იქნება შეცდომა. ხოლო ოპონენტის ფსონი ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ და საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა გვიღირს კი მარგინალური ხელით შოუდაუნის ნახვა მსგავსი ოპონენტის წინააღმდეგ? - აგრესიული ტიპი:
ყველაზე პრობლემური მოთამაშის აგრესიული ტიპია. არამხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი მოთამაშეების წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება ძვირი ღირს, არამედ იმიტომაც რომ ამ აგრესიის კორექტულად შეფასება ძალიან რთულია. კარგი განმასხვავებელი ნიშანია თერნთან შედარებით მაღალი აგრესიულობა რივერზე.
აგრესიას შეიძლება ქონდეს ორი მიზეზი: საქმე ეხება ისეთ მოთამაშეს, რომელსაც სურს გაგაგდოთ ბანკიდან თერნზე გამოჩენილი სისუსტის გამო, მარტივად რომ ვთქვათ ბლეფის მოყვარული მოთამაშე.
ან ოპონენტს თერნზე ბლეფის პროვოცირება ქონდა გამიზნული და თქვენი განმეორებითი ჩექის შემდეგ, ველიუ ფსონს აკეთბს რივერზე. მაშინ თქვენ საქმე გაქვთ სლოუფლეიერთან.
მაშ ასე პრობლემატიკა ცნობილია, პირველ შემთხვევაში ჩვენ ვეთამაშებით ბლეფს, რომლის წინააღმდეგაც ჩვენი დიაპაზონი საკმაოდ წინ არის. მეორე შემთხვევაში კი პირიქით ჩვენ დიდი ალბათობით ვთამაშობთ მონსტრის წინააღმდეგ, რომელმაც ველიუს აკრეფვა რივერზე გადაწყვიტა. მათი განცალკევება საკმაოდ რთულია და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ოპონენტებზე დამატებითი ინფორმაცია გვაქვს.
მაგალითად მანიკები ხშირად შეეცდებიან ბანკიდან თქვენს გაგდებას, რადგან როგორც აღვნიშნეთ თითქმის ყველა ტიპის მოთამაშის აგრესია იკლებს რივერზე, სწორედ ამიტომ მსგავსი სიტუაციები იდეალურია მანიაკისთვის, შესაბამისად შესაძლოა წავიდეს წარმოუდგენელ ბლეფზე.
თქვენ გარე პოზიციაში ხართ
როგორც იცით არ არის მომგებიანი გარე პოზიციაში თამაში და თქვენ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ თავიდან აირიდოთ მსგავსი სიტუაციები. მაგრამ ცხადია თქვენ მაინც მოგიწევთ ხოლმე რივერზე გარე პოზიციაში ყოფნა. რადგან თქვენ ხშირად ითამაშებთ ძლიერი სასტარტო ხელით ადრეული პოზიციიდან და თქვენს ფსონებს ხშირად დაქოლავენ.
იმის მიხედვით თუ როგორ ვითარდებოდა დარიგება თქვენ დგახართ რთული გადაწყვეტილების წინაშე. იმ შეკითხვასთან ერთად ღირს თუ არა ბლეფი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოახერხებთ ძლიერი მზა ხელებით ველიუს აკრეფას.
თქვენი სტანდარტული ვარიანტები თვალსაჩინოა: თქვენ ჩექავთ ან აკეთებთ ფსონს. მაგრამ შეგვიძლია დავამატოთ მესამე ოფციაც. თქვენს სტანდარტულ ფსონს ბანკის 2/3 რაოდენობით (რომლის რივერზე ვარირებაც შეგვიძლია, რადგან ხელის დაცვის აუცილებლობა აღარ არის) თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბლოკ-ფსონიც.
ბლოკ-ფსონის საშუალებით შესაძლებელია მივაღწიოთ რამდენიმე მიზანს. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ინფორმაციის ნაკლებობის კომპენსირება მოახდინოთ და თქვენთვის მისაღებ ფასად მიხვიდეთ შოუდანზე. ამის განსახორციელებლად უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რომ ოპონენტს არ ძალუძს ბლეფ-რეიზის გაკეთება. მაშ ასე ჩექს და ნორმალური სიდიდის ფსონს შეგვიძლია დავუმატოთ ბლოკ-ფსონის ოფციაც, რომელზეც დამატებით ვისაუბრებთ ცალკე სტატიაში.
ჩექ/ფოლდი
თქვენ გამოდიხართ იქიდან რომ საკმაოდ უკან, ხართ და არც ბლეფისთვის ხელსაყრელი მომენტია შესაბამისად ყრით კარტს.
ჩექ/ქოლი
ჩექ/ქოლ ხაზით თქვენ ვარდებით wa/wb სიტუაციაში. თქვენ არ გინდათ გადაუხადოთ ძლიერ ხელებს, მაგრამ თუ საშუალება გამოჩნდება უარს არ იტყოდით იაფად შოუდაუნის ნახვაზე. რივერზე მსგავსი სიტუაცია ძალიან განსხვავდება ფლოპის ან თერნის ანალოგიური სიტუაციისგან.
თქვენ აღარ გჭირდებათ ხელის დაცვა, თქვენ უნდა მოახდინოთ ხელის კლასიფიცირება და განსაზღვროთ გაქვთ თუ არა საკმარისი შოუდაუნ-ველიუ. მსგავს სიტუაციებში თერნზე ოპონენტი ზოგჯერ გააკეთებს ბლეფ ფსონს და თქვენ დადებითი მათ. ლოდინის გამო შეგიძლიათ მომგებიანად დაქოლოთ მისი ფსონი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაგიდის სტრუქტურას. მაგალითად თუ არ დასრულდა დროუ ხელი, რომელიც დიდი ალბათობით ჰყავდა ოპონენტს, მაშინ ჩექ/ქოლი კარგი ვარიანტია, მანამ სანამ თქვენ TPTK(ტოპ წყვილი ტოპ კიკერი)-ს მსგავსი ხელი გყავთ. თუ ოპონენტი აგრესიულია ის ხშირად გამოიყენებს ბლეფ ფსონს, რადგან თქვენს ჩექს აღიქვამს როგორც სისუსტეს და იცის რომ დაუსრულებლ დროუს არანაირი შოუდაუნ-ველიუ არ აქვს.
ჩექ/ქოლ ხაზი ასევე მისაღებია, როდესაც მარგინალური ხელი გვყავს, მაგალითად ტოპ წყვილი სუსტი კიკერით. თქვენ გინდათ ნახოთ შოუდაუნი, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რომ უფრო სუსტი ხელი გააკეთებს ქოლს.
მიუხედავად ყველაფრისა ჩექ/ქოლი - არ უნდა იყოს პრინციპული გადაწყვეტილება და როგორც ზევით აღვნიშნეთ ის ისაზღვრება ბანკის და ფსონის თანაფარდობით. თქვენ შეგიძლიათ წყნარად დაქოლოთ ½ ბანკი, მაგრამ ასევე წყნარად დაყაროთ ოლ ინზე.
ჩექ/რეიზი
ჩექ/რეიზი ეს ის იარაღია, რომელსაც უკვე უნდა გაესროლა ფლოპზე ან თერნზე, რივერზე კი ხშირ შემთხვევაში კედელზე კიდია.
ჩექ/რეიზი-სთვის სასურველი სიტუაცია: ძლიერი მზა ხელი და აგრესიული ოპონენტია. თქვენ თითქმის დარწმუნებული უნდა იყოთ რომ ოპონენტი რივერზე დადებს(იბლეფებს), მაგრამ ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, რომ უარესი ხელებით შეძლებს რეიზის(ფუშის) გათანაბრებას. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და ამავე დროს ხშირად არასწორადაც აღიქმება.
ფსონი/ფოლდი
ფსონი/ფოლდი ეს ის ვარიანტია, რომელიც დაფიქრების შემდეგ უნდა გამოვიყენოთ. თქვენ უნდა იცოდეთ რა მიზნით აკეთებთ ამას. ძლიერი ფსონი რივერზე საკმაოდ ძვირი ღირს, ხოლო რეიზის შემდეგ შოუდანის ნახვის შესაძლებლობას კარგავთ.
მაშ ასე თქვენ უნდა ელოდეთ ქოლს უარესი ხელით, რომლითაც ის რივერზე არ დადებდა, მეორე მხრივ დარწმუნებული უნდა იყოთ რომ რეიზის შემთხვევაში აგებთ.
საერთო ჯამში მსგავსი თამაში კარგად მუშაობს ლუზ-პასიური მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებიც იშვიათად აკეთებენ რეიზებს და ასეთ შემთხვევაში ძირითადად ნათსი ყავთ რივერზე.
ფსონი/ქოლი(ფსონი/ფუში)
ფსონი/ქოლი(ფუში) არის საკმაოდ მარტივი ხაზი, რომელსაც იყენებთ მაშინ როდესაც ძალიან ძლიერი ხელი გყავთ რომლითაც მზად ხართ ოლინს შეხვიდეთ ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ, იმის მაგივრად რომ ზემოთნახსენები ჩექ/რეიზი გამოიყენოთ თავადვე აკეთებთ ფსონს რათა არ გამოიყენოთ ალოგიკური ჩექი რივერზე.
ბლოკ ფსონი/ფოლდი
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ბლოკ-ფსონის შესახებ. მაგალითად თუ რივერზე დროუ არ დაიხურა ჩექ/ქოლ ხაზი საუკეთესო რეკომენდაცია იქნება. თქვენ ცდილობთ ბლეფის პროვოცირებას, მაგრამ ცხადია მნიშვნელოვანია, რომ ქოლი უნდა გავაკეთოთ პოტ-ოდსების გაანალიზების შემდეგ.
ახლა გავარჩიოთ სიტუაცია, როდესაც დროუ დაიხურა. იმის მიუხედავად რომ თქვენ გყავთ მზა ხელი, მაგ. TPGK (ტოპ წყვილი კარგი კიკერი) ან სუსტი ორი წყვილი, ხშირად თქვენ უკვე აღარ ხართ ფავორიტი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩექ/ქოლ ხაზი გადაიქცა წამგებიან გათამაშებად, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ თქვენ აღარ თვლით საკუთარ თავს იმ დონის ფავორიტად, რომ ბანკის 2/3 დაქოლოთ. თქვენ ასევე არ გინდათ მოახდინოთ ბლეფის პროვოცირება, რადგან თუ ბლეფ ფსონი მაინც ალბათურია, თქვენ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ და ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ წინ ხართ. მაშ ასე თქვენი მიზანია არ გადაუხადოთ ძლიერ ხელებს და სუსტ ბლეფს არ მისცეთ საშუალება წაიღოს ბანკი.
ბლოკ ფსონის წარმატებულობას განსაზღვრავს ის გარემოება რომ ოპონენტები გაცილებით ხშირად აკეთებენ ბლეფ ფსონს, ვიდრე ბლეფ რეიზს. თუ მას გათვლილი ქონდა სუსტი ხელით რივერზე ბლეფი, მაშინ დიდი ალბათობით დაყრის მას ბლოკ-ფსონის შემდეგ. ხოლო თუ რეიზს გააკეთებს გაცილებით ნაკლებ ალბათური იქნება ბლეფი ვიდრე ჩექის შემდეგ იქნებოდა და შესაბამისად წყნარად დაყრით თქვენს აუტსაიდერ ხელს.
სამწუხაროდ მსგავსი სქემა არ მუშაობს ყველა ტიპის ოპონენტის წინააღმდეგ. ამ სვლის გამოყენებისთვის თქვენ გჭირდებათ ცუდი მოთამაშეები, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელ კატეგორიაში გყავთ განწესებული, მთავარია რომ ისინი ვერ ხვდებოდნენ ბლოკ-ფსონის ძირითად მიზეზს. მაგალითად თუ ავტომოპასუხეს ეთამაშებით მაშინ გარკვეულ წილად თქვენი ბლოკ ფსონი ველიუ ფსონიც არის, რადგან არსებობს უამრავი უარესი ხელი რომლითაც ის ქოლს გააკეთებს. აგრესიულ მოთამაშეს მსგავსი სვლით ვუზღუდავთ ბლეფის არეალს.
იმის გამო რომ ბლოკ-ფსონი ხშირად გვაძლევს ველიუს და რეიზის შემთხვევაში საკმაო ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად იმყოფება ჩვენი ხელი, ის ძლიერი იარაღია სუსტი ოპონენტების წინააღმდეგ.
ბლოკ-ფსონი/ქოლი (ბლოკ ფსონი/ფუში)
ბლოკ-ფსონი/ქოლი ეს ის ვარიანტია რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ერთი შეხედვით მას არ აქვს არანაირ აზრი, რადგან ბლოკ-ფსონი განმარტების მიხედვით ჩვენ უნდა დავყაროთ ის რეიზის შემთხვევაში(წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ფსონი ველიუსთვის იქნებოდა) მაგრამ არსებობს ორი გამონაკლისი:
- შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენს ბლოკ-ფსონს შეხვდება მინი რეიზი. როგორც რამდენჯერმე აღვნიშნეთ ოდსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რივერზე. თუ თქვენ გხვდებათ მინი რეიზი და შესაბამისად კარგი პოტ-ოდსები (რადგან ბლოკ ფსონის სიდიდე ბანკის ¼-1/3 დიაპაზონშია) თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ქოლი. განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ ეჭვობთ რომ ოპონენტს იაფად უნდა მუვის გაკეთება.
- ბლოკ ფსონი შეგვიძია გამოვიყენოთ როგორც შებრუნებული ბლეფი, მაგალითად კარგი მოთამაშის წინააღმდეგ. თუ თქვენ თვლით რომ ოპონენტმა იცის რას ნიშნავს ბლოკ-ფსონი და ისიც იცის რომ თქვენ შესაძლოა მიზანმიმართულად იყენებთ მას. მაშინ მან შეიძლება მომგებიანად დაარეიზოს აბსოლუტურად გამოუსადეგარი ხელითაც. ასე რომ ზოგჯერ ძლიერი ხელითაც, ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ აქვს აზრი ბლოკ-ფსონს, ბლეფის პროვოცირების მიზნით. უბრალოდ მსგავსი სიტუაცია იშვიათად შეიქმნება, რადგან როგორც ავღნიშნეთ ბევრი დამთხვევა და ინფორმაციაა საჭირო, ასეთი მუვის გამოსაყენებლად.
დასკვნა
რივერზე თქვენ გელოდებათ რთული და ძვირადღირებული გადაწყვეტილებები. თქვენი ხელის სიძლიერიდან, მაგიდის სტრუქტურიდან და ოპონენტების თამაშის სტილიდან გამომდინარე, თქვენ უნდა მიიღოთ მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება.
გადამწყვეტ როლს თამაშობს პოზიცია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თქვენი ბევრი უპირატესობა გაქვთ პოზიციაში თამაშისას. რადგან შეგიძლიათ განსაზღვროთ რა არის თქვენთვის ყველაზე მომგებიანი: გარკვეული თანხის ფასად ნახოთ შოუდაუნი, თუ თავად გააკეთოთ ველიუ ან ბლეფ ფსონი.
გარე პოზიციაში ყველაფერი გაცილებით რთულდება, რადგან ბოლო სიტყვა ოპონენტს ეკუთვნის. თქვენ ყოველთვის თავში უნდა გქონდეთ ზემოთჩამოთვლილი ვარიანტები და ყოველთვის დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, რისი მიღწევა გსურთ ჩექით ან ფსონით. როგორც აღვნიშნეთ შემდეგ სტატიაში რომელიც რივერს მიეძღვნება, მაგალითების საშუალებით ვისაუბრებთ ამ კონცეფციების პრაქტიკულ გამოყენებაზე.