სუსტი თაითი

შესავალი

 

ექსპლუატაციურ თამაშში (exploitive play) იგულისხმება რომ თამაშისას ჩვენ გამოვიყენებთ იმ ტიპიურ შეცდომებს, რომელსაც უშვებენ ამა თუ იმ ტიპის მოთამაშეები. კურსის პერიოდში მოგიყვებით როგორ უნდა ითამაშოთ სხვადასხვა ტიპის მოთამაშეებთან. თითოეულ ნაწილში საუბარი იქნება შესაბამისი მოწინააღმდეგის ტიპის საერთო აღწერაზე და მათ ტიპიურ შეცდომებზე. ამის შემდეგ , ამ შეცდომების გათვალისწინებით, ჩვენ შევარჩევთ მათ წინააღმდეგ თამაშის ოპტიმალურ ვარიანტს.


სუსტი თაით მოთამაშეები

NL5/NL10 დან  NL25  -ზე გადასვლისას ადვილად შევამჩნევთ რომ თამაში ძალიან  შეიცვალა. ახლა უკვე ძალიან იშვიათად მივდივართ იაფად შოუდაუნამდე. ძალიან ცოტაა ბანკები ბევრი მოთამაშით და სულ უფრო ხშირად ყრიან ოპონენტები კარტს  ვაჭრობის ადრეულ რაუნდებზე.  აქ  მოთამაშეების უმრავლესობა წარმოადგენს სუსტ თაით მოთამაშეებს. ამ გაგების ქვეშ იგულისხმება მოთამაშეები რომლებიც დიდ მოთხოვნებს უყენებენ მათ სასტარტო ხელებს მაგრამ ამასთან ერთად თამაშობენ ძალიან გაუბედავად. აქედან გამომდინარე, ასეთი მოთამაშეები პრელოპზე თამაშობენ მხოლოდ ძალიან კარგი კარტებით და ამავე დროს ადვილად ყრიან კარტს ფლოპზე თუ ფიქრობენ რომ ფლოპზე ისინი უკან არიან. სუსტი თაით მოთამაშე იმედოვნებს რომ ფლოპზე გავიდეს პრემიალური ხელით და იქ მიიღოს  ძლიერი კომბინაცია (ან ნატს კომბინაცია) და ამით მოუგოს ოპონენტს


სუსტი თაით მოთამაშეების  შეცდომები

 

სუსტი თაით მოთამაშეების სისუსტე მდგომარეობს იმაში რომ ისინი ადვილად წაკითხვადები არიან. თუ ასეთი მოთამაშე აკეთებს რეიზს  UTG პოზიციიდან, მაშინ აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში მისი სასტარტო ხელების სპექტრი იქნება  QQ+,AK .  ასევე ძალიან ადვილად შეიძლება განვსაზღვროთ ხელები  რომლითაც ოპონენტი აკეთებს 3ბეთ-ებს. ვინაიდან ოპონენტი მიისწრაფვის ინვესტირება გააკეთოს საკმაოდ დიდი თანხით ,მიუხედავად იმისა რომ მან არ იცის მაგიდის კარტი, ამ შემთხვევაში მსგავსი ტიპის მოთამაშეებს , 3ბეთ თამაშის პირობებში შეიძლება ყავდეს მხოლოდ ორი შესაძლო ხელი . ესენი  როგორც წესი არის  КК ან АА.

თამაშის ასეთი მანერის შემდეგი პრობლემა არის ის რომ თაით მოთამაშეები ყრიან ძალიან ბევრი ოდენობის ხელს  რომელიც არის საუკეთესო, მათი ოპონენტების სასტარტო ხელების შესაძლო სპექტრთან. იმის მაგივრად რომ იფიქროს -„ ამ მომენტში მე ვარ წინ და შემიძლია რეიზის გაკეთება, რათა ავიღო ინიციატივა და ოპონენტებზე რომლებიც პოსტფლოპზე ითამაშებენ პოზიციის გარეშე, განვახორციელო ზეწოლა“

 - ასეთი მოთამაშე ფიქრობს შემდეგნაირად-„ჩემი ხელი შეიძლება არის საკმარისად ძლიერი, მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ ჩემი ხელი არის ვიღაცის მონსტრზე უკან - უმჯობესია დაველოდები უფრო კარგ კარტს. “

ასევე სუსტი თაით მოთამაშეების ერთერთი პრობლემა არის ის რომ ძალიან ხშირად თმობენ ბანკს  ფლოპზე  ბლეფის წინააღმდეგ. ასეთი მოთამაშეები  ხელმძღვანელობენ პრინციპით - „მოვხვდი ან ვყრი“. სუსტ TAG მოთამაშეს თავის არსენალში შეიძლება ქონდეს გაგრძელებული ფსონიც. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს თუ თერნამდე რამე არ დაიჭირა. გათამაშების ხაზი ბლეფური კონტბეთი ფლოპზე და თერნზე პრაქტიკულად გამორიცხულია. სამაგიეროდ თუ ასეთი მოთამაშეს ყავს რაიმე კარგი კარტი (მაგალითად ოვერწყვილი), მაშინ ძალიან რთულია მისი ბანკიდან გაგდება. ის ფიქრობს რომ მისი კარტი არის ძალიან ძლიერი (ვინაიდან აქამდე მან ნახა შოუდაუნები სადაც უფრო სუსტმა კარტებმა მოიგეს ბანკი) და ამ ხელით ყველა შემთხვევაში ეცდება წავიდეს ოლინზე, ვინაიდან ის ისედაც ყრის ხელებს უმეტეს შემთხვევაში  და არ უნდა იგივე გააკეთოს ასეთი ხელით.


სუსტი თაით მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში

 

სუსთი თაით მოთამაშის თამაშის ხარისხის გათვალისწინებით , მათ წინააღმდეგ თამაში არის საკმარისად მარტივი, შესაბამისად  უნდა გამოვიყენოთ მისი სუსტი მხარეები. მათ წინააღმდეგ თამაშისას ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ სად იმყოფება ჩვენი  ხელი და შესაბამისად განვსაზღვროთ

  • .... ღირს კი ბლეფის მოსინჯვა
  • .... ვართ თუ არა ჩვენ წინ და შეგვიძლია თუ არა ოპონენტის სტეკზე წამოყვანა
  • ....  ოპონენტი არის წინ და ჩვენ ვაძლევთ მას საშუალებას მოიგოს მხოლოდ პატარა ბანკი

 

მაგალითი 1

0,05/0,10 No-Limit Hold'em (10 handed)

სუსტი თაით მოთამაშე - UTG

Preflop: Hero is BU with AQo
UTG raises 0,40$, 6 folds, Hero ???

სუსტი თაგის  შესაძლო ხელების სპექტრთან შედარებით ჩვენ რა თქმა უნდა უკან ვართ. ხშირად აქ მოვხდებით სიტუაციაში სადაც ჩვენ მივიღებთ ტოპ წყვილს, მაგრამ ამასთან ჩვენი ხელი იქნება დომინირებული. შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ უნდა დავყაროთ კარტი. ფაქტიურად ასეთი ხელით ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს. მოვხვდეთ ისეთ ფლოპში რომელიც მოგვცემდა გარკვეულ ძლიერ ხელს. 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური