შესავალი
ექსპლუატაციურ თამაშში (exploitive play) იგულისხმება რომ თამაშისას ჩვენ გამოვიყენებთთ იმ ტიპიურ შეცდომებს, რომელსაც უშვებენ ამა თუ იმ ტიპის მოთამაშეები. კურსის პერიოდში მოგიყვებით როგორ უნდა ითამაშოთ სხვადასხვა ტიპის მოთამაშეებთან. თითოეულ ნაწილში საუბარი იქნება შესაბამისი მოწინააღმდეგის ტიპის საერთო აღწერაზე და მათ ტიპიურ შეცდომებზე. ამის შემდეგ , ამ შეცდომების გათვალისწინებით, ჩვენ შევარჩევთ მათ წინააღმდეგ თამაშის ოპტიმალურ ვარიანტს.
მანიაკი
როგორც NL5-ზე ასევე NL1000-ზეც კიდევ და კიდევ გვხდება მოთამაშეების განსაკუთრებული ტიპი - მანიაკი. ამ ტიპის მოთამაშეების სიმპტომები ძალიან სახასიათოა და ჩვენ შეგვიძლია მალევე გამოვიცნოთ მსგავსი მოთამაშეები მაგიდაზე: ისინი თამაშობენ ზე-ლუზურად და მონაწილეობას ღებულობენ უამრავი რაოდენობის ბანკის გათამაშებაში. ამასთან ავტომოპასუხისგან განსხვავებით , მსგავსი მოთამაშეები ზე-აგრესიულები არიან - ფსონი, რეიზი, რირეიზი - ეს მათი ძირითადი სვლებია. ამ სტილის კარგი მოთამაშეების მიზანი ბანკის პრეფლოპზე ან ფლოპზე მოგებაა, ანუ მანამ სანამ ფსონები არც თუ ისე მაღალია, მაგრამ ამასთან თუ მათ ფლოპი გაუმართლებთ მზად არიან ჩაერთონ ბრძოლაში და გაზარდონ ბანკი ვაჭრობის შემდეგ რაუნდებზეც. თუმცა მსგავსი ტიპის მოთამაშეები, რომლებიც თამაშობენ დაბალ ლიმიტებზე, ძირითადად ძალიან ცუდი მოთამაშეები არიან.
მანიაკის შეცდომები
ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას რომ ამ სტილის ყველაზე დიდი ნაკლოვანება არის ის რომ მანიაკები ათამაშებენ ძალიან ბევრ და ფართო სპექტრის ხელებს, თანაც ძალიან აგრესიულად, რითიც შესაბამისად ზედმეტად ოპტიმისტური წარმოდგენები აქვთ საკუთარი ხელის სიძლიერეზე, თუმცა ეს ყველაფერი ასევე შეიძლება ჩაითვალოს ამ სტილის უპირატესობად, ვინაიდან ვერასდროს განვსაზღვრავთ მისი სასტარტო ხელების შესაძლო სპექტრს, ის კი ამავდროულად მუდმივად ახორციელებს ზეწოლას და ამასთან ის იგებს უამრავ ბანკს შოუდაუნამდე.
მიუხედავად ამისა სუსტ მანიაკებს აქვთ ორი ძირითადი სისუსტე. მათი ზედმეტად ლუზი თამაშის სტილის გამო, ისინი იშვიათად ღებულობენ ფლოპზე ნამდვილად ძლიერ კომბინაციას. ამასთან ისინი ძალიან ხშირად ბოლომდე დგანან თავის პოზიციაზე მაშინაც როცა მათ საშუალო წყვილი, სუსტ დროუ ან ტოპწყვილი ჰყავთ კიკერის გარეშე. ამიტომ მათ იგივე პრობლემები აქვთ რაც ავტომოპასუხეებს: ძალიან ხშირად მიდიან შოუდაუნამდე სუსტი ხელებით.
მეორე პრობლემა სუსტი მანიაკების არის მათ ძალიან მაღალ აგრესიულობაში. ერთის მხრივ მანიაკმა მუდმივად უნდა აკეთოს კონტბეთები, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ ჩექ/ფოლდის თამაში ფლოპზე. მეორეს მხრივ ასევე ხშირად უნდა დაქოლოს მოწინააღმდეგის ფსონები, რომ ოპონენტებმა არაფერი იეჭვონ, მაშინ როდესაც მას მონსტრი ეყოლება. შედეგად ასეთი მოთამაშეები ძალიან ხშირად ბლეფობენ ვაჭრობის ოთხივე რაუნდში, საბოლოო ჯამში კი მანიაკები ძალიან ხშირად რისკავენ თავიანთი სტეკის დიდ ნაწილს მარგინალური ხელებით ან უბრალოდ ბლეფში.
მანიაკის წინააღმდეგ თამაში.
მაქსიმალურად მოერიდეთ მანიაკების წინააღმდეგ მარგინალური ხელებით თამაშს. რადგან ასეთი ხელებით ჩვენ არ გვინდა სტეკზე თამაში, მაგრამ მეორეს მხრივ მათი ასეთი სტილი გვაიძულებს სტეკზე ვითამაშოთ მარგინალური ხელებითაც. ამიტომ ძირითად შემთხვევაში უნდა ვეცადოთ მსგავს მოთამაშეებს ვეთამაშოთ პრემიალური ხელებით ან ხელებით რომლებითაც უკვე ფლოპზე შეგვეძლება განვსაზღვროთ სად ვართ და მოგების რა შანსი გვაქვს.
მაგალითი 1
0,05/0,10 No-Limit Hold'em (10 handed)
BU: Maniac
Preflop: Hero is CO with AJo
6 folds, Hero raises 0,40, BU re-raises 1,20$, 2 folds, Hero ???
უმრავლეს შემთხვევაში მანიაკის წინააღმდეგ ჩვენ წინ ვიქნებით მიუხედავად ამისა ამ სიტუაციაში უმჯობესია ამ ხელის დაყრა. ჩვენ არ გვინდა ვითამაშოთ 4ბეთი პრეფლოპზე Ajo - თი და ამავე დროს ქოლიც იქნება ცუდი ვარიანტი, ვინაიდან მხოლოდ 1/3 შემთხვევაში დავიჭერთ სასურველ ფლოპს. სხვა შემთხვევებში კი მანიაკის წნეხის შედეგად იძულებულნი ვიქნებით დავყაროთ უსარგებლო ხელი. ამასთან ასეთი სასტარტო ხელით იშვიათად შევძლებთ მზა კომბინაციის შედგენას აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია რომ მსგავსი ხელები მსგავს სიტუაციაში გადაყაროთ.
მაგალითი 2
0,05/0,10 No-Limit Hold'em (10 handed)
MP3: Maniac
Preflop: Hero is CO with 2 2
5 folds, MP3 raises 0,50, Hero ???
მანიაკი ხსნის ვაჭრობას გვიანი პოზიციიდან რაც ნიშნავს პრაქტიკულად ნებისმიერ ხელს. ამასთან ერთად, ოპონენტის აგრესიული თამაშის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვღებულობთ ძალიან მაღალ მოსალოდნელ პოტ ოდსებს ჩვენი სასტარტო ხელით და შეგვიძლია მშვიდად გავაკეთოთ პრეფლოპ ქოლი სეტ-ველიუზე გათვლით. სხვა ტიპის მოთამაშეებთან უკეთესი იქნებოდა 3ბეთის გაკეთება, თუმცა მსგავსი ტიპის მოთამაშეებთან, უკეთესია განვერიდოთ მსგავს სვლებს: ასეთი ტიპის ოპონენტთან ფოლდ-ეკვიტი ფაქტიურად არ გვაქვს, შესაბამისად 3 ბეთიც აზრს კარგავს. სამაგიეროდ უბრალო ქოლით გვაქვს შესაძლებლობა მონსტრით ვეთამაშოთ მანიაკს, რომელიც არასდროს არ დანებდება თუ ფლოპზე სეტს დავიჭერთ. ხშირ შეთხვევებში მანიაკი პოსტფლოპზე იოლად გამოგვაგდებს ბანკიდან, რაც ჩვენი მხრიდან 3ბეთის გაკეთებას ხდის აბსოლუტურად არამომგებიან სვლას.
დავუშვათ რომ ჩვენ ვქოლავთ მოწინააღმდეგის ფსონს და სხვები ყრიან კარტს:
Flop 1: ($1,15) A 8 6 (2 players)
MP3 bets 1,00, Hero ???
აქ ჩვენ იოლი ფოლდი ვართ, იმიტომ რომ ასეთი ოპონენტი ძალიან ხშირად გააკეთებს მორიგ ფსონს თერნზე, რაც ნიშნავს რომ ამ სიტუაციაში ჩვენ არ შეგვიძლია ფლოატზე ფიქრიც კი (ფლოატი (float) ბლეფის ერთ ერთი სახეობა, როდესაც ვქოლავთ ფსონს ფლოპზე და ოპონენტის თერნზე გაჩექვის შემდეგ ვაკეთებთ, ფსონს), შესაბამისად ფლოპზე ქოლი წამგებიანია.
Flop 2: ($1,15) A 8 2 (2 players)
MP3 bets 1,00, Hero ???
ჩვენ ვღებულობთ სეტს და მეტად სავარაუდოა რომ ძალიან წინ ვართ. ჩვენი მიზანია მივიღოთ მოწინააღმდეგისგან მაქსიმალური ველიუ. მაგიდის კარტები არ არის სახიფათო, ამიტომ შეგვიძლია უბრალოდ გავაგრძელოთ ქოლის კეთება ფლოპზე, იმის მოლოდინით რომ ოპონენტი გააგრძელებს აგრესიას თერნზეც. თუ რეიზს გავაკეთებთ, მაშინ მსგავსი ფლოპის პირობებში მანიაკმა შეიძლება დაყაროს კარტი, ვინაიდან ის ძალიან ხშირად აცდებოდა ფლოპს. თუ ჩვენ დავრჩებით პასიურები და
მხოლოდ ქოლით დავკმაყოფილდებით, ეს მანიაკისთვის იქნება კარგი საფუძველი იმისა რომ გააგრძელოს ფსონების კეთება თერნზე და შეიძლება რივერზეც, სუსტი ხელებით ან ბლეფითაც კი.
Flop 3: ($1,15) 5 3 4 (2 players)
MP3 bets 1,00, Hero ???
აქ დაბალი წყვილი და ორმხრივი სთრეით-დროუ გვყავს. ასეთი ხელით ჩვენ არ გვინდა სტეკზე თამაში, რადგან ამჟამად მხოლოდ ორიანების წყვილი გვყავს, მაგრამ ჩვენ ასევე სუფთა 8 აუტსი გვაქვს რის შედეგადაც შეგვიძლია მივიღოთ საკმაო ველიუ მსგავსი ოპონენტისგან, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავქოლოთ ფლოპზე და თერნზე ახლიდან შევაფასოთ სიტუაცია, კარტისა და ოპონენტის ქცევი შესაბამისად.
მაგალითი 3
შემდეგ მაგალითში ნაჩვენებია, რომ პერიოდულად მანიაკთან წინააღმდეგ თამაშისას უნდა გავაკეთოთ შედარებით ლუზ ქოლები
0,05/0,10 No-Limit Hold'em (10 handed)
BB: Maniac
Preflop: Hero is BU with QJ
7 folds, Hero raises 0,40$,1 folds, BB calls 0,30$
Flop: ($0,95) QJ4(2 players)
BB bets $0,70, Hero ???
ჩვენ გვაქვს ორი ტოპ წყვილი და პრინციპში წინ უნდა ვიყოთ. ჩვენი ძლიერი ხელი რომ დავიცვათ ფლეშ ან სთრეით-დროუსგან, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რეიზი ფლოპზევე. შემდეგ დარიგება გრძელდება შემდეგნაირად:
BB bets $0,70, Hero raises $2,80, BB calls $2,10
Turn: ($6,55) 2 (2 players)
BB bets $6,80 (all-in), Hero ???
თერნზე ამოდის კარტი რომელსაც შეეძლო დაესრულებინა ოპონენტის დროუ ხელი და ანალოგიურ სიტუაციაში პასიური ოპონენტის წინააღმდეგ კარტი უნდა დაგვეყარა. თუმცა მანიაკის წინააღმდეგ ორი წყვილი ჯერ კიდევ შეიძლება იყოს საუკეთესო ხელი, ამასთან ერთად ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული რაოდენობის აუტები ფლეშის ასაწყობად ვალეტით. ამ სიტუაციაში ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავყაროთ კარტი: ჩვენ საკმარისად ძლიერი კარტი გვყავს , იმის გათვალისწინებით თუ რა სავარაუდო ხელების სპექტრი გააჩნია მანიაკს, შესაბამისად ამ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ ქოლი.
დასკვნა
მანიაკების წინააღმდეგ თამაშისას, ჩვენ ხშირად ვვარდებით შემდეგ არასასიამოვნო სიტუაციებში: ჩვენ ვერ ვხდებით ფლოპში ან ვღებულობთ მარგინალურ ხელს, რითიც არ გვინდა გავაგრძელოთ თამაში სტეკზე. აქედან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიტანოთ ჩვენს თამაშში: მანიაკის წინააღმდეგ თამაშისას ჩვენ ველოდებით სწორ ხელს , რომელშიც იგულისხმება პრემიალური ხელები როგორიცაა QQ+ ან ხელები რომლითაც ჩვენ ვღებულობთ ძლიერ კომბინაციებს უკვე ფლოპზე ან მშვიდად ვყრით კარტს (მაგალითად მცირე ჯიბის წყვილი). პოზიციიდან ასევე შეიძლება გავათამაშოთ ერთი ფერის კონექტორები, განსაკუთრებით მაშინ როცა გათამაშებაში ბევრი ოპონენტია, ვინაიდან მსგავსი ხელებით ფლოპზევე განვსაზღვრავთ ჩვენი ხელის რეალურ ძალას და მშვიდად განვაგრძობთ თამაშს, რადგან არ მოგვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება.
მანიაკის წინააღმდეგ თამაშისას დიდი შეცდომაა იმის ცდა რომ, გადაუხვიოთ თამაშის ჩვეულ მანერას. ხშირად არის შემთხვევები როცა მოთამაშეები მანიაკის რირეიზზე აკეთებენ ოლინს ისეთი ხელებით როგორიცაა 55 (რის შემდეგაც უმეტეს შემთხვევაში მანიაკი რა თქმა უნდა ქოლავს). ძირითადად ყველაფერი მთავრდება კოინფლიპით. გაცილებით მომგებიანია მსგავსი ტიპის მოთამაშეებთან გამოავლინოთ მოთმინება: როგორც წესი მანიაკები დიდი მონდომებით გვიხდიან მაშინ როცა ძლიერი ხელი გვყავს, ამიტომ არ უნდა ავჩქარდეთ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა ვითამაშოთ მარგინალური ხელებით სტეკზე. ასევე მნიშვნელოვანია რომ, მანიაკების წინააღმდეგ თამაშისას, ხშირად ჩვენ მათზე წინ ვიქნებით კარგი საშუალო სიძლიერის ხელებით (მაგალითად ორი წყვილით) და ბოლომდე უნდა წავიდეთ ყველა ფსონზე და რეიზზე. იშვიათად ექნება მანიაკს სეტი შოუდაუნზე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ მოვიგებთ ბანკს ჩვეულებრივი წყვილის წინააღმდეგ, რომლითაც ასეთი მოთამაშეები მონდომებით აკეთებენ ფსონებს ყველა ქუჩაზე.