ავტომოპასუხე

შესავალი

ექსპლუატაციურ თამაშში (exploitive play) იგულისხმება რომ თამაშისას ჩვენ გამოვიყენებთ იმ ტიპიურ შეცდომებს, რომელსაც უშვებენ ამა თუ იმ ტიპის მოთამაშეები. კურსის პერიოდში მოგიყვებით როგორ უნდა ითამაშოთ სხვადასხვა ტიპის მოთამაშეებთან. თითოეულ ნაწილში საუბარი იქნება შესაბამისი მოწინააღმდეგის ტიპის საერთო აღწერაზე და მათ ტიპიურ შეცდომებზე. ამის შემდეგ, ამ შეცდომების გათვალისწინებით, ჩვენ შევარჩევთ მათ წინააღმდეგ თამაშის ოპტიმალურ ვარიანტს.

ავტომოპასუხე

პირველ ნაწილში ვისაუბროთ მოთამაშეების ტიპზე რომლებიც გვხდება დაბალ ლიმიტებზე – ეს არის ავტომოპასუხე. ისინი გამოირჩევიან იმით რომ ძალიან ხშირად იყენებენ ღილაკს - Call. როგორც წესი ისინი პრეფლოპს ათამაშებენ საკმაოდ ლუზ სტილით, თამაშობენ საკმაოდ ბევრ მარგინალურ ხელს. « ყველა ხელმა შეიძლება მოიგოს » -ეს არის მათი დევიზი. ამის შემდეგ პოსტფლოპზე ისინი ცდილობენ ჩაეჭიდონ ნებისმიერ დროუ ხელს და ქოლავენ ყველაფერს მაშინ როდესაც შეიძლება ყავდეთ მცირე ან საშუალო წყვილი. მათ იმედი აქვთ რომ რივერზე დასრულდება მათი დროუ ხელი ან დაიჭერენ ტრიპსს ან ააწყობენ ორ წყვილს. ამასთან ისინი ძირითადად თამაშობენ პასიურად ე.ი ისინი ძალიან ხშირად აკეთებენ ჩექს და ქოლს, ამავე დროს თვითონ ძალიან იშიათად აკეთებენ ფსონს ან რეიზს. იმ შემთხვევაში თუ ავტომოპასუხე თვითონ აკეთებს ფსონს ან რეიზს, დარწმუნებული იყავით რომ მას ძლიერი ხელი ყავს. ისინი ძალიან იშვიათად ბლეფობენ.

ავტომოპასუხის შეცდომები

ყველაზე დიდი სისუსტე ავტომოპასუხეების არის ის რომ ისინი არ არიან საკმარისად აგრესიულები. თავიანთ ძლიერ ხელებში ისინი ვერ ღებულობენ საკმარის ველიუს. ამავე დროს არ აკეთებენ ფსონს თავიანთი ტოპწყვილით ტოპ კიკერით., რითაც ოპონენტს აძლევენ შესაძლებლობას დაიჭიროს უფრო ძლიერი ხელი.

მათი თამაშის კიდევ ერთი პრობლემა არის ის რომ ისინი ძალიან ცუდად არჩევენ სასტარტო ხელებს. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ისინი თამაშში ისეთი სუსტი ხელებით როგრიცაა А2-АТ . ამავე დროს თუ მას ყავს ტუზი და დაიჭირა ტოპწყვილი ან საშუალო წყვილი, ის ამ კარტს იოლად ვერ ყრის და ოპონენტის მხრიდან გამოვლენილი აგრესიის დროს უმეტეს შემთხვევაში ქოლავს შოუდაუნამდე.

ავტომოპასუხის სტრატეგიას აქვს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა: ვინაიდან ისინი ქოლავენ და რეიზს აკეთებენ მხოლოდ ძალიან ძლიერ კარტში, ამიტომ ადექვატურ ოპონენტს ადვილად შეუძლია განსაზღვროს როდის დაყაროს საშუალო სიძლიერის ხელი ასეთი ტიპის მოთამაშესთან.

ავტომოპასუხის წინააღმდეგ თამაში

ავტომოპასუხის თამაშის თავისებურების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ მათ წინააღმდეგ გვაქვს ძალიან პატარა ფოლდ-ექვიტი. ავტომოპასუხეები მიისწრაფვიან ფლოპის სანახავად, ამიტომ ისინი ხშირად ქოლავენ პრეფლოპ რეიზებს. ამასთან დაკავშირებით მაგალითად თუ ჩვენ ვთამაშობთ МР3 ან СО პოზიციიდან და ჩვენს შემდეგ ზის ავტომოპასუხე, მაშინ უნდა გამოვრიცხოთ სუსტი ხელებით ბლაინდების მოპარვა და ვითამაშოთ უფრო თაით სტილით.
 

მაგალითი 1
 

0.05/0.10 No-Limit Hold'em (10 handed) 

BU - "ავტომოპასუხე"

Preflop: Hero is MP3 with KTo

6 folds, Hero ???

ამ სიტუაციაში უნდა დავყაროთ კარტი. ამ შემთხვევაში პრეფლოპ რეიზით და შემდგომ გაგრძელებული ფსონით ჩვენ ვცდილობთ წავიღოთ ბანკი. მაგრამ ვინაიდან ჩვენს შემდეგ ზის ავტომოპასუხე, ამიტომ ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ და აღმოვჩნდებით დიდ ბანკში სუსტი სასტარტო ხელით და უპოზიციოდ.

ასევე კორექტირება უნდა შევიტანოთ თამაშში ფლოპზე. თუ ოპონენტმა რაღაცა მაინც დაიჭირა ფლოპზე, ის უპასუხებს ჩვენს გარძელებულ ფსონს. ასე რომ ასეთი ოპონენტის წინააღმდეგ ერთი ერთზე თამაშისას, ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა შევარჩიოთ ხელები, რომლითაც ჩვენ ვითამაშებთ გაგრძლებულ ფსონს. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სიტუაციას, სადაც ჩვენ უპოზიციოდ ვართ, ვინაიდან ამ შემთხვევაში, თუ ოპონენტი დაქოლავს ჩვენს გაგრძელებულ ფსონს, მაშინ თერნზე პირველი სიტყვა კვლავ ჩვენზე იქნება და რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ჩვენ ზუსტად არ გვეცოდინება რეალურად სად იმყოფება ჩვენი ხელი.
 

მაგალითი 2

0,05/0,10 No-Limit Hold'em (9 handed)

MP3 - "ავტომოპასუხე"
Preflop: Hero is BU with A,Q

6 folds, MP3 calls $0,10, 1 folds, Hero raises to $0,50, 2 folds, MP3 calls $0,40.

Flop: ($1,15) T 8 6 (2 players)

MP3 checks, Hero ???

თეგები

რუმები

ქართული უცხოური