ოვერბეთი

შესავალი

სტატიაში გაიგებთ: 

  • რა არის ოვერბეთი? 
  • როდის და როგორ გამოვიყენოთ? 
  • როგორ დავაბალანსოთ ოვერბეთი? 

ოვერბეთი პოკერში საკმაოდ იშვიათი ფსონის სახეობაა, შესაბამისად ბევრმა მოთამაშემ არც თუ ისე კარგად იცის მათი გამოყენების დრო და სპეციფიკა. სტატიის დასასრულს თქვენ მათ სიაში ნამდვილად არ იქნებით - ოვერბეთზე ყველაფერი გეცოდინებათ. 

როდის და ვის წინააღმდეგ გამოვიყენოთ ოვერბეთი? რისთვის არის საერთოდ საჭირო? მომდევნო თავებში სწორედ ზემოთქმულ ასპექტებზე გავაკეთებთ აქცენტს. 

ოვერბეთის განსაზღვრება 

ოვერბეთინგი - ფსონის, ისეთი ზომის გაკეთება, რომელიც მიმდინარე ბანკზე დიდი(ზოგჯერ არსებითად) გახლავთ. 
მაგალითი  1 
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed) 

Stacks & Stats

UTG ($25) 
MP ($25)  
CO ($25) 
Hero (BU) ($25) 
SB ($25)  
BB ($25) 
Pre-flop: Hero is BU with A, K   
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds, UTG calls $1.25 

Flop: ($2.85) A, A, K(2 players)

UTG checks, Hero bets $6.00

რა მიზანი აქვს ოვერბეთს? 

როგორ ყოველთვის, ფსონს ორი შესაძლო მიზანი აქვს: 

  • ველიუ (დებთ, რათა მეტი მოუგოთ უარეს ხელებს) 
  • ბლეფი (დებთ, რათა აიძულოთ უკეთეს ხელებს დატოვონ გათამაშება) 

მოცემული ფაქტორების გარდა, თქვენ, ალბათ, უკვე გაეცანით სხვადასხვა ფსონის უპირატესობებსა და სისუსტეებს და შეგიძლიათ სწორად შეარჩიოთ ფსონისა და რეიზის სიდიდე. ულიმიტო ჰოლდემში ამ უკანასკნელთა ოდენობა, როგორც წესი, მიმდინარე ბანკით არის განპირობებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის რივერამდეა, სანამ მაგიდაზე ყველა კარტი არ არის გახსნილი. მსგავს შემთხვევებში თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი: 

  • დაცვა (თქვენ გსურთ ოპონენტს მისცეთ „ცუდი“ ოდსები, რათა მან არასწორი ქოლები აკეთოს) 

თქვენი ოპონენტები არ უნდა იღებდნენ საშუალებას იაფად ნახონ მომდევნო კარტები, რომლებსაც შეუძლიათ მათი დრო-ხელების გაძლიერება. ფსონის გაკეთებით, თქვენ მოწინააღმდეგეს სთავაზობთ გარკვეულ ოდსებსა და არჩევანს - ან ქოლით მიიღოს თქვენი ფსონი, ან კარტი დაყაროს. 

წესით უკვე უნდა იცოდეთ, თუ რა ოდსები არის საჭირო, რათა თავი დაიცვათ ამა თუ იმ დროხელისგან. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მაქსიმალური თავდაცვა მიიღწევა ფსონით, რომელიც მიმდინარე ბანკზე დიდი არ არის. 

ბანკის ტოლი ფსონით თქვენ ოპონენტს სთავაზობთ ოდსებს 2:1-თან. ასეთი ოდსებით თქვენს მოწინააღმდეგეს გაუჭირდება დრო-ხელით ფსონი გაგისწოროთ, თუკი შესაძლო მოსალოდნელი ოდსები არ გააჩნია. 

თუ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ფსონის სახეობებს შევადარებთ მათ მიზანს ოვერბეთით, მივალთ შემდეგ დასკვნებამდე: 

  • ველიუ

ოვერბეთით მიიღებთ მეტ ველიუს, თუკი თქვენი მოწინააღმდეგე დაგთანხმდებათ გაბერილი ფასის გადახდაზე უარესი ხელით. 

  • ბლეფი

ბლეფის დანიშნულებაა ფოლდ-ექუითის გენერირება. ოვერბეთი ქმნის მეტ ფოლექუითის, ვიდრე უფრო მცირე ფსონი. 

  • დაცვა

ოვერბეთის საშუალებით თქვენს ოპონენტს საკმაოდ „ცუდ“ ოდსებს სთავაზობთ. თუკი მას მართლაც დრო-ხელი უჭირავს, მაშინ თქვენ მისგან მაქსიმალურად იცავთ თავს. 

ოვერბეთის სხვა ასპექტები 

ნახსენები ფაქტორების გარდა, ოვერბეთს სხვა თავისებურებებიც გააჩნია. ჩვეულებრივ როგორ ათამაშებთ ნახევარბლეფს? რა ზომის ფსონს არჩევთ? თქვენ კიდევ ერთხელ უნდა გაითვალისწინოთ მრავალი ასპექტი. ოვერბეთი შექმნის მეტ ფოლდ-ექუითის და მოგცემთ საკმაოდ კარგ ოდსებს, რათა ითამაშოთ ბეთ/ქოლი, თუკი ოპონენტი All-in-ს გეტყვით. სტანდარტული ფსონის გაკეთებით კი თქვენ აღმოჩნდებით სიტუაციაში, როდესაც მოწინააღმდეგის All-in-ის გასწორება მომგებიანი აღარ იქნება. 

ველიუს, ბლეფისა და დაცვის ასპექტების გარდა, მოცემულ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ნახევარბლეფს.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური