პოსტდლოპი - ოპონენტს აქვს ინიციატივა

შესავალი

ამ სტატიაში...

  • ძლიერი მზა ხელებით -  შეუტიეთ!
  • ძლიერი დროუ ხელები გაათამაშეთ პოტ ოდსების მიხედვით, ზოგჯერ შეუტიეთ
  • არ ითამაშოთ დიდი ბანკები საშუალო სიძლიერის მზა ხელებით

სიტუაცია როდესაც თქვენ დაქოლავთ რეიზს იშვიათად შეგხვდებათ, რადგან მსგავსი ქოლები იშვიათად არიან მომგებიანები, თქვენი მიზანია აკონტროლოთ სიტუაცია დარიგებაში, ხოლო თუ ინიციატივა არ გაქვთ გაგიჭირდებათ ამის გაკეთება.

თუმცა მსგავსი ქოლები მაინც კეთდება, მაგალითად ჯიბის დამალი წყვილებით. მათი გათამაშება პოსტფლოპზე ძალიან ადვილია, რადგან ისინი ან გამოუსადეგარნი გახდებიან ან მონსტრები, რომლებითაც სტეკზე თამაშს მოისურვებთ. 

ამასთან ოპონენტებს გაუჭირდებათ თქვენი ხელის წაკითხვა, რადგან თუ ფლოპზე სეტი გახდებით,ორივე თქვენი კარტი მაგიდის მხოლოდ ერთ კარტთან იქნება მიბმული. შესაბამისად რთული იქნება მაგიდის სტრუქტურიდან თქვენი კომბინაციის წაკითხვა, სტრეიტის, ფლეშის ან ფლეშ-დროუს წაკითხვა გაცილებით უფრო ადვილია ვიდრე სეტის.   

საწყისი ხელების ცხრილის მიხედვით, ჯიბის დაბალი წყვილები ერთადერთი საწყისი ხელებია, რომლითაც პრეფლოპზე ქოლს ვაკეთებთ გარე პოზიციაში, გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა როდესაც ჩვენამდე გაკეთდა მინრეიზი ან ოპონენტებმა დაქოლეს რეიზი.

ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პოზიცია გაქვთ პრეფლოპ აგრესორთან მიმართებაში, თქვენ შეგიძლიათ დაქოლოთ დაბალი ერთი ფერის კონექტორებითაც, მაგალითად 76 ან 89. მაგრამ ასეთი ქოლებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თქვენი და თქვენი ოპონენტების სტეკების სიდიდე. 

თქვენ არ უნდა დაქოლოთ მარგინალური ხელებით თუ ოპონენტს სტეკის ნახევარი ან უფრო ნაკლები აქვს, რადგან მას ასეთ შემთხვევაში არასაკმარისი თანხა აქვს იმისთვის რომ გადაგიხადოთ თქვენს მონსტრ ხელში, რომლის აწყობასაც ცდილობთ მსგავსი ქოლებით. საერთო რეკომენდაცია: 100BB სტეკების შემთხვევაში, თქვენ შეგიძიათ დაქოლოთ 4-5 BB ის რეიზი თუ ერთმა ან ორმა ოპონენტმა გაასწორა არსებული რეიზი.

 

EXAMPLE 1 - ჯიბის დაბალი წყვილი

Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25

You are on the BU

  • UTG1 calls $0.25
  • UTG2 and UTG3 fold
  • MP1 calls $0.25
  • MP2 and MP3 fold
  • CO ($25 Stack) raises to $1.25
  • You call $1.25

 

ყველაფერი ძალიან მარტივია, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თამაშში რადგან რეიზერს და თქვენ მთლიანი სტეკები გაქვთ, call 20-ის წესის მიხედვით. რომელიც ამბობს რომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ქოლდქოლი პრეფლოპზე (ქოლი როდესაც აგრესორთან იმყოფებით პოზიციაში, მაგრამ თქვენს შემდეგ კიდევ არიან მოთამაშეები) დაბალი ჯიბის წყვილებით, თუ რეიზერის სტეკი მინიმუმ 20 ჯერ მეტია ვიდრე გასათანაბრებელი თანხა. ეს მოთხოვნა ამ მაგალითში თითქმის კმაყოფილდება, თანაც თამაშში შეიძლება შემოვიდნენ როგორც ლიმპერები ასევე ბლაინდებიც.

EXAMPLE 2 - ერთი ფერის კონექტორები

Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25

You are on the CO

  • UTG1 calls $0.25
  • UTG2 and UTG3 fold
  • MP1 calls $0.25
  • MP2 folds
  • MP3 raises to $0.50
  • You call $0.50

 

ეს სიტუაცია ცოტა უფრო რთულია, თქვენ ერთი ფერის კონექტორები გყავთ და რეიზიც პატარაა, თუმცა თქვენ პოზიცია გაქვთ პრეფლოპ აგრესორთან და არსებობს იმის მაღალი ალბათობა რომ თამაშში სხვა მოთამაშეებიც შემოვლენ, შესაბამისად თქვენ შეგიიათ წყნარად დაქოლოთ და დაელოდოთ ფლოპს. 

EXAMPLE 3 - ერთი ფერის კონექტორები

Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25

You are the SB

  • UTG1, UTG2 and UTG3 fold
  • MP1 raises to $1
  • MP2, MP3 and CO fold
  • BU calls $1
  • You fold

 

რეიზის დაქოლვა პატარა ბლაინდიდან ერთი ფერის კონექტორებით გამართლებული არ არის, რადგან თქვენ არ გაქვთ პოზიცია, საწყისი ხელი სპეკულაციურია და გათამაშებაც პასიური, შესაბამისად ასეთ სიტუაციებში გაგიჭირდებათ ხელის მომგებიანად გათამაშება

EXAMPLE 4 - ერთი ფერის კონექტორები

Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25

You are on the CO

  • UTG1 raises to $0.75
  • UTG2, UTG3 and MP1 fold
  • MP2, MP3 and you call $0.75

 

აქ უფრო ქოლია ვიდრე ფოლდი, თქვენამდე ორმა ოპონენტმა გაასწორა არც თუ ისე დიდი რეიზი, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვერ იქნებით მათთან პოზიციის შენარჩუნებაში (არსებობს რირეიზის საშიშროება, ან ბათონიდან ქოლის) ჯობია დაქოლოთ და დააკვირდეთ მოვლენების განვითარებას. 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური