ფლოპი - როდის ვითამაშოთ პასიურად?

შესავალი სტატიაში: 

  • პასიური თამაშის უპირატესობები 
  • როდის შეგიძლიათ ოპონენტს უფასოდ ანახოთ კარტი
  • რა რეაქცია გვქონდეს მოწინააღმდეგის აგრესიაზე

აგრესიული თამაშის თეორიის გავლის შემდეგ, პასიური თამაშის შესწავლის ჯერი დადგა. იდეაში, ეს ნიშნავს, რომ ფლოპზე თქვენ ფსონსა თუ რეიზს არ აკეთებთ. თქვენ უგულვებელყოფთ აგრესიული თამაშის საფუძვლებსა და უპირატესობებს, მაგრამ იღებთ საშუალებას გამოიყენოთ პასიური სტილის უპირატესობები.

აგრესიული სტილის მსგავსად, პასიურ თამაშსაც 4 საბაზისო მიზანი აქვს:

  • ბანკის კონტროლი 
  • Way ahead/way behind 
  • ბლეფის პროვოცირება 
  • დრო-ხელების პასიური გათამაშება 

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ზემოთქმული ცნებები ურთიერთგადაკვეთადია. Way ahead/way behind სიტუაციის გათამაშება ეყრდნობა ბანკის კონტროლისა და ბლეფის პროვოცირების პრინციპებს. 
მიზანი შემდეგია - მოვუგოთ რაც შეიძლება მეტი უარეს ხელებს და წავაგოთ რაც შეიძლება ნაკლები უკეთეს ხელებთან. სწორედ ამაში მდგომარეობს Way ahead/way behind-ის პრინციპი. 

ნეგატიური მხარე კი ის არის, რომ თქვენ უფასო კარტებს არიგებთ და დრო-ხელებს შესაძლებლობას აძლევთ მზა ხელად გადაიქცნენ. 

როგორც ყოველთვის, განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს.

როდის გამოვიყენოთ ბანკის კონტროლი, ესეიგი გავათამაშოთ Way ahead/way behind სიტუაცია?

 

მაგალითი 1 

PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)

Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25) (15/12/3.0/24/1871)[VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is BU with K, Q
2 folds, CO raises to $1.00, Hero calls $1.00,2 folds

Flop: ($2.35) 5, 7, Q (3 players)
CO bets $2.00, Hero calls $2.00

პრეფლოფზე გადაწყვიტეთ პასიურად გეთამაშათ და საკმაოდ თაითი მოთამაშის open raise უბრალოდ ქოლით მიიღეთ. ფლოპზე კი უმაღლესი წყვილი მიიღეთ.

სად იმყოფებით? 

ზუსტად ვერ იტყვით. ოპონენტს შეეძლო პრეფლოპზე რეიზის გაკეთება საკმაოდ ძლიერი ხელებით(AA/KK/QQ/AQ), რომლებიც თქვენ გამარცხებენ. თუმცა იმავე წარმატებით მცირე ჯიბის წყვილითა ან უფრო სუსტი ხელითაც შეეძლო ფსონის გაკეთება. საიმედო ანალიზის გაკეთება, რომელზე დაყრდნობაც ღირს, საკმაოდ რთულია, თუმცა, დიაპაზონი, პრინციპში აშკარაა.

რატომ „ქოლი“?

მსგავსი ფლოპისგან მეტის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თქვენ მშრალ ბორდზე უმაღლესი წყვილი გყავთ. რეიზს აზრი არ აქვს, რადგანაც ბანკიდან ყველა სუსტი ხელი გავა, ხოლო ძლიერი კი ყველა შემთხვევაში დარჩება.

როგორი გახლავთ გათამაშების შორეული გეგმა?

ფაქტი, რომ ფლოპზე ფსონი გაასწორეთ, სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად გათამაშების დასასრულამდე უნდა მიაღწიოთ და სტეკზე ითამაშოთ. მომდევნო ეტაპებზე აუცილებელია უფრო ზუსტად შეაფასოთ, რითი და რატომ დებს ოპონენტი. ამავე დროს გეგმა კიდევ მინიმუმ ერთი ფსონის გასწორებას მოიცავს.

დასკვნა

მშრალ ბორდზე თუ საკმაოდ ძლიერი ხელი გყავთ, აქვს აზრი უპირატესობა პასიურ გათამაშებას მივანიჭოთ. რეიზით უმრავლეს შემთხვევაში საკუთარ თავსვე გაუკეთებთ იზოლირებას, უძლიერესი ხელების წინააღმდეგ, მაშასადამე, რეიზ/ქოლ ხაზი გადაჭარბება იქნება, ხოლო რეიზ/ფოლდი კი საერთოდ არ უნდა განიხილოთ უმაღლესი წყვილით(ბოლოს და ბოლოს მსგავსი თამაშის უბრალო ბლეფად ჩათვლა შეიძლება) 

 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური