ხელის დაცვა

შესავალი 


ამ სტატიაში 
  • მზა ხელის დაცვა დროუ ხელისგან 
  • ხელის დაცვა ჰედზაფის დროს და რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ 
  • მოსალოდნელი პოტ ოდსებისგან დაცვა 

 

აბსოლუტური ნათსები ძალიან იშვიათად გეყოლებათ. უმრავლეს შემთხვევაში თქვენ გეყოლებათ მზა ხელები, მნიშვნელობა არ აქვს  რა სიძლიერის და თქვენს წინაშე იქნება პრობლემა, რომ ოპონენტს შეიძლება ყავდეს აუტები უფრო ძლიერ ხელზე. თქვენ ახლა იმყოფებით წინ, მაგრამ ოპონენტს შეუძლია რომ გადაგასწროთ.

ასე რომ თქვენი მიზანი უნდა იყოს ხელის დაცვა. პრინციპი მარტივია: თქვენ აკეთებთ იმ რაოდენობის ფსონს რომ ოპონენტმა არ მიიღოს ქოლისთვის საკმარისი ოდსები, თავისი აუტებიდან გამომდინარე.

ხელის დაცვის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს ბანკის იმ ნაწილის მითვისება, რომელიც ექუიტის მიხედვით თქვენ არ გეკუთვნით. ე.ი. ოპონენტის იძულებით რომ დაყაროს ხელი, თქვენ მიგაქვთ ბანკის მისი ნაწილი.

 

ხელის დაცვა ჰედზაფის დროს


მარტივად რო გავიგოთ რაზეა საუბარი, მოვიყვანთ მაგალითს: 
0,50/1,00 No-Limit Hold'em (6 handed) 
 
Preflop: Hero is BU with K, Q 
3 folds, Hero raises to $4,00, SB folds, BB (T, T ) calls.

Flop:($8.50) Q, 9. 2 (2 players) 
BB checks, Hero ? 

თითქმის ყველა მოთამაშე ამ სიტუაციაში გააკეთებდა ფსონს, ბანკზე ცოტა ნაკლები თანხის ოდენობით, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთებმა იციან, ამ დროს რა ხდება. შემდგომში ჩვენ ავხსნით რისთვის არის ეს ფსონი და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი.


სანამ დავიწყებდეთ, შევხედოთ ფლოპზე ექუითის განლაგებას. Equilab პროგრამის მონაცემებით: 

Hero: 75.8%

BB: 24.2%

ორივე მოთამაშის მოლოდინის სიდიდე ტოლია მათი ექუიტის: 
EV(Hero) = 0.758 * 8.5BB = +6.443BB

EV(BB) = 0.242 * 8.5BB = +2.057BB 
თუ ორივე მოთამაშე შოუდაუნამდე ჩექებით მივა, მაშინ სიტუაცია არის +EV ყოველი მათგანისთვის.  სწორედ ამის შესაძლებლობა უნდა მოვსპოთ ფსონის საშუალებით. პოკერში მოწინააღმდეგეს არ უნდა მისცე საშუალება ითამაშოს მისთვის სასარგებლო თამაში.

Hero bets $7 
სიტუაცია, როგორ ხედავს მას დიდი ბლაინდი: ბანკში არის 15,5 ВВ, 7 ВВ უნდა გადაიხადო, რომ დაინახო თერნი. თუ ამოვალთ იქიდან რომ ჰიროუ თერნზე ითამაშებს  check behind -ს (იხ. პოტკონტროლი) და ВВ ნახავს რივერზე კარტს უფასოდ, მაშინ მისი EV გამოიყურება შემდეგნაირად: 

EV(fold) = +0BB 
EV(call) = Pot Equity * Pot - Costs = 0.242 * 22.5BB - 7BB = -1.555BB 

თუ შევადარებთ შედეგს +2.057 BB-ს, EV თქვენს ფსონამდე, მაშინ სიტუაცია ძლიერ შეიცვალა უარესობისკენ. ოპონენტმა უნდა გადაწყვიტოს: დაყაროს კარტი თუ გააკეთოს მისთვის საზიანო, წამგებიანი ქოლი (-EV). ასე რომ ჩვენ ვაიძულებთ მას დაუშვას შეცდომა, თუ ის დარჩება გათამაშებაში.


ხელის დაცვა რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ 

თუ თქვენ კარგი ხელი გყავთ (არამონსტრი), მაშინ ყოველთვის უნდა ეცადოთ შეამციროთ ოპონენტების რაოდენობა გათამაშებაში. აქ აგიხსნით რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 

0,50/1,00 No-Limit Hold'em (6 handed)

Preflop: Hero is MP3 with A, A 
1 fold, Hero raises to $4,00, CO folds, BU (KQ ) calls, SB (55) calls, BB(T8) calls.
 
Flop: ($16) K,9,8 (4 players) 
SB checks, BB checks, Hero ?

პირველ რიგში განვიხილოთ ექუიტის განლაგება ფლოპზე: 

Hero: 50.7% 
BU: 18.9% 
SB: 9.2% 
BB: 21.2%

თქვენ დამაჯერებლად ლიდერობთ, მაგრამ  შოუდაუნზე ბანკს მოიგებთ მხოლოდ 50% შემთხვევებში. როგორ შეიცვლება მოსალოდნელი მოგება, თუ ჩვენ მოვახერხებთ ვაიძულოთ ოპონენტები დაყაროს 55 და T8?

Hero: 80%

BU: 20% 

როგორც ვხედავთ, დაყრილი ხელების ექუითი არათანაბრად იყოფა დარჩენილ ორ მოთამაშეს შორის. სუსტი ხელი თითქმის არ ძლიერდება(1.1%), მაშინ როდესაც ძლიერ ხელს გაცილებით მაღლა აეწია ექუითი, ოპონენტების ფოლდის შედეგად (29.3%).

ახლა ჩვენ ვიცით, როგორი სიტუაციისკენ მივილტვით და შესაბამისად ვმოქმედებთ:

Hero bets $15

ვივარაუდოთ ბათონი ქოლავს TPTK-ს მეშვეობით და SB ყრის თავის წყვილს, მაშინ ВВ იმყოფება შემდეგ მდგომარეობაში: ბანკში არის  46 ВВ და მან უნდა გადაიხადოს 15 ВВ თამაშის გასაგრძელებლად, ნათელია რომ მას ყავს ყველაზე სუსტი დაბალი წყვილი, 5 აუტი ორი წყვილი/ტრიპსისთვის და ბექდორ სთერითდროუ. 
ის უპოზიციოდაა და არ უნდა ქონდეს იმედი თერნზე უფასო კარტის.

ის უპოზიციოდაა და არ უნდა ქონდეს იმედი თერნზე უფასო კარტის.
EV(Turn) = ~5 Outs Flop * Pot - costs = (5/47) * 61BB - 15BB = -8.534BB

დიდი ბლაინდის წინაშე დგას არჩევანი: გასცეს თავისი ექუითის 20% თუ გააკეთოს -EV ქოლი. სწორედ მსგავსი სიტუაციებია ჩვენთვის მომგებიანი (ბათონის ქოლიც ამ დროს არის მისთვის საზიანო, მაგრამ მან ეს არ შეიძლება იცოდეს).


დაცვა მოსალოდნელი პოტ-ოდსებისგან


აქამდე ჩვენ ყველა მაგალითი გამარტივებულად განვიხილეთ და არ ვაქცევდით ყურადღებას ყველაზე მნიშვნელოვანს პოკერი - მოსალოდნელ პოტ-ოდსებს. 

დავუშვათ რომ ხელში TPGK (ტოპ წყვილი, კარგი კიკერი) გვყვავს. და ჩვენი ოპონენტი რომელსაც ფლოპზე ორმხრივი სთრეითდროუ ყავდა, თერნზე ასრულებს კომბინაციას. უსიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ არც ისე ძვირი ჩვენთვის, რადგან ჩვენ შეგვიძლია დავყაროთ TPGK ოპონენტის დიდი წინააღმდეგობის შემთვევაში (ჩვენ არამარტო სთრეითი, ნებისმიერი უკეთესი წყვილი, ორი წყვილი და სეტი გვიგებს).მაგრამ რა ვქნათ თუ სეტი გვყავს? ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ვფიქრობთ რომ წინ ვართ და არამარტო დავქოლავთ არამედ დავარეიზებთ კიდეც. შესაბამისად ხშირ შემთხვევაში ჩვენი სტეკი უკვე თერნზე აღმოჩნდება მაგიდის ცენტრში. ის 10 აუტი რომელიც სთრეითის წინააღმდეგ გვაქვს არ არის საკმარისი და ჩვენი სვლა  წამგებიანია (-EV) დისტანციაზე. 

ამ სიტუაციაში მთავარი საკითხი არის ის რომ სთრეით დროუთი TPGK წინააღდეგ ქოლი წამგებიანია, ხოლო სეტის წინააღმდეგ მომგებიანი და ამის მიზეზი მაღალი მოსალოდნელი პოტ-ოდსებია.

 ზემოთთქმულს განმარტავს ქვევით მოყვანილი ორი მაგალითი. ოპონენტი ცდილობს მივიდეს თერნამდე და თანაც საქმეში რთავს მოსალოდნელ პოტ-ოდსებს.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური