პრეფლოპი - საფუძვლები

პრეფლოპი- საფუძვლები

შესავალი 

ამ სტატიაში 

  • როგორ შევიდეთ თამაშში? 
  • როგორ შევაფასოთ კომბინაცია პრეფლოპზე? 
  • რა გველოდება პოსტფლოპზე?

ულიმიტო ჰოლდემში, ყოველი დარიგების წინ გირიგდებათ ორი სასტარტო კარტი. მხოლოდ ამ 2 კარტზე დაყრდნობით, თქვენი პოზიციის, ოპონენტის ტიპის და ნათამაშები ხელის ისტორიის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოთ როგორ უნდა შეხვიდეთ თამაშში და საერთოდ უნდა ჩეხვიდეთ თუ არა? ამ სტატიაში ახსნილი იქნება როგორ შევაფასოთ ჩვენი ხელი პრეფლოპზე და რა ფაქტორებს აქვს მნიშვნელობა. 

განსხვავება გრძელ და მოკლე მაგიდებს შორის 

თუ შევადარებთ გრძელ და მოკლე მაგიდებზე თამაშს, შეიძლება დავინახოთ ძალიან დიდი სხვაობა. ერთერთი ძირითადი განსხვავებაა რა თქმა უნდა პრეფლოპის გათამაშებაა, იმიტომ რომ ხელების შედარებითი ძალა ნათლად განსხვავებულია. 
 
გრძელ მაგიდაზე თქვენ გყავთ 9 ოპონენტი, მოკლეზე კი მხოლოდ 5. შესაბამისად ხელის ხარისხის შეფასების კრიტერიუმი მოკლე მაგიდაზე, გაცილებით დაბალია, ვინაიდან თქვენ უფრო ხშირად იქნებით წინ და მიიღებთ უკეთეს ექუითის. 
 
გარდა ამისა გრძელ მაგიდაზე ძირითადად ზიან თაით და პასიური მოთმაშეები, მოკლე მაგიდები გაცილებით დინამიურია და ბევრი მოთამაშე ამას ერგება. ამასთან თქვენ უნდა ამოხვიდეთ იქიდან რომ SH-თამაშებზე რეიზები უფრო მეტია სუსტი და მარგინალური ხელებით, ვიდრე ფულრინგზე. 
 
განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემია 3ბეთ და პრეფლოპ ოლინ სიტუაციების დროს. ვინაიდან ფულრინგზე 3ბეთი მოთამაშისგან, რომელიც გავს რეგულარს, უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს საკმაოდ კარგ ხელს, ხოლო მოკლე მაგიდებზე კი 3ბეტი შეიძლება საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს და ეს შეიძლება გაკეთდეს თითქმის ნებისმიერი ხელით. 

როგორ შევიდეთ თამაშში? 

თუ თქვენ მოგეცემათ საშუალება პირველმა გახსნათ ვაჭრობა და თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი ხელის გათამაშება, მაშინ თამაშში უნდა შეხვიდეთ რეიზით. ფულრინგზე რა თქმა უნდა შეიძლება გააკეთოთ ლიმპ/ქოლ, რაც პირველ რიგში ეხება ჯიბის წყვილს იმ იმედით რომ ფლოპზე დაიჭერთ სეტს. თუმცა დაფიქრებული მოთამაშის წინააღმდეგ ეს სტრატეგია არ არის მაინცდამაინც მომგებიანი, ვინაიდან თქვენ ხდებით ადვილად წაკითხვადები (კიდევ რომელი ხელით ითამაშებდით ლიმპ/ქოლს) და ამას გარდა უმრავლეს შემთხვევაში იძულებული ხართ ითამაშოთ უპოზიციოდ, რაც ხელს შეგიშლით სასურველი ველიუს მიღებაში. 
 
ალტერნატივას წარმოადგენს თამაშში  ნებისმიერი ხელით შესვლა რეიზით. თუ თქვენ გადაწყვიტეთ თამაშში შესვლა. ოუფენ რეიზის ძირითადი უპირატესობა თვალსაჩინოა: თუ თქვენ ეუფლებით ინიციატივას, შეგიძლიათ მოიგოთ ბანკი უკვე პრეფლოპზე, ან ფლოპზე გააგრძელებული ფსონის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, მოხვდით თუ არა ფლოპში. 
 
დამატებით ამისა თქვენ წაუკითხავები დარჩებით მომავალში და მიიღებთ გაცილებით მეტ ექშენს როდესაც დაარეიზებთ პრემიუმ ხელებით. 
 
მოკლე მაგიდებზე თქვენ   უბრალოდ არ გაქვთ უფლება სხვაგვარად გახსნათ ვაჭრობა, თუ არა ოუფენ-რეიზით.  ფულრინგისგან განსხვავებით თქვენ იშვიათად გექნებათ საკმარისი მოსალოდნელი ოდსები, რათა თეორიულად მომგებიანად გაათამაშოთ ჯიბის წყვილი ლიმპ/ქოლით. ეს ხდება იმიტომ რომ სუსტი ხელები ხშირად აკეთებენ რეიზ/3ბეთს, რომელიც შემდეგ არასდროს არ გათამაშდება სტეკზე, ფლოპზე არსებითი გაძლიერების გარეშე. მოკლე მაგიდაზე რეიზის გაკეთება  ავტომატურად არ ნიშნავს ძლიერ ხელს. ფლოპზე ძალიან დიდ ოდენობის მარგინალური ხელის არსებობის პირობებში, უკეთესია თქვენ იყოთ პრეფლოპ აგრესორი და  თქვენს ხელთ იყოს ინიციატივა. 

რამდენად ძლიერი ხართ პრეფლოპზე? 

რომ გავცეთ პასუხი ამ კითხვაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი ასპექტი. 
 
თქვენი ხელის აბსოლუტური ძალა 
 
რა ხელი გაქვთ თქვენ? პრემიუმ-კლასის ორი ტუზის სახით, რომლიდანაც თქვენ მაშინვე გინდათ მიიღოთ მაქსიმალური ველიუ. საშუალო სიძლიერის ხელი რომელსაც აქვს განვითარების კარგი პოტენციალი პოსტფლოპზე? მარგინალური ხელი, რომელსაც თუმცა შეუძლია არსებითად გაძლიერდეს პოსტფლოპზე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში თუ ვერ მოხვდებით ფლოპში, მას არ აქვს შოუდაუნ-ველიუ. 
 
თქვენი პოზიცია 
 
რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენ პოზიციას. იმ პოზიციის გარდა, რომელიც აბსოლუტურად და ნათლად ცნობილია ყოველ გათამაშებაში, არსებობს მოსალოდნელი ფარდობითი პოზიცია  პოსტფლოპზე. თუ თქვენ არეიზებთ ნაადრევი პოზიციიდან, თქვენ უნდა იყოთ საქმის კურსში რომ თქვენს შემდეგ ზის ძალიან ბევრი მოთამაშე და პოსტფლოპზე თქვენ სავარაუდოდ იქნებით პოზიციის გარეშე. თუ თქვენ MP პოზიციიდან გაუკეთებთ 3ბეთს ადრეულ რეიზერს, მაშინ საკმაოდ ხშირად მოიგებთ პოზიციის უფლებას  ფლოპზე. 
 
ოპონენტების მოქმედება თქვენს წინ 
 
რა ხდება გათამაშებაში თქვენამდე? არიან ლიმპერები? არიან რეიზერები? საჭიროა კი გადაჭარბებულად შევაფასოთ ხელის ფარდობითი ძალა, ვინაიდან ჩვენს წინა ექშენმა შეამცირა მისი ფასი? თუ კვლავაც ღირს დავრჩეთ ბანკში, ვინაიდან არსებობს ძალიან კარგი იმპლაიდები? 
 
ოპონენტების ტიპი და მატი მოქმედება თქვენს შემდეგ 
 
რომელი ტიპის ოპონენტებთან თამაშობთ? რას უნდა ველოდოთ მათგან, თუ თქვენ გააკეთებთ რეიზს? რამდენად ხშირად დაყრიან ხელს ან რამდენად ხშირად დაქოლავენ? ან რამდენად ხშირად გააკეთებენ რირეიზს?  თქვენს წინ მოქმედება უნდა იცოდეთ, ხოლო მოქმედება თქვენს შემდეგ უნდა განსჭვრიტოთ. 

რას უნდა ველოდოთ პოსტფლოპზე? 
 
სასურველი იქნებოდა რომ გაგეთამაშებინათ ხელი მულტივეი-ბანკში თუ ერთი-ერთზე? რამდენ ქოლერს უნდა ველოდოთ?  გვაქვს კი საერთოდ ფოლდ ექუითი? 
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კეთდება თუ არა „სტილ“-რეიზი, რომლისთვისაც უმრავლეს შემთხვევაში აუცილებელია არსებითი ფოლდ-ექუითი. ან კეთდება თუ არა რეიზი ველიუსთვის, იქიდან გამომდინარე რომ რეიზერი ფიქრობს რომ მას ყავს საუკეთესო ხელი. ყოველთვის აუცილებელია  გავითვალისწინოთ  ექშენის შესაძლო განვითარება პოსტფლოპზე, ვინაიდან მთელი ულიმიტო ჰოლდემი აგებულია მოსალოდნელ ოდსებზე. პრეფლოპზე, არც თუ ისე ძლიერი ხელი შეიძლება გაძლიერდეს მონსტრამდე პოსტფლოპზე და მოიგოთ დიდი ბანკი. მეორეს მხრივ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ნებისმიერ დარიგებაში თქვენ რისკავთ მთელ სტეკს. 

შენიღბვა 
 
შენიღბვა ნიშნავს რომ თქვენ რჩებით წაუკითხავები. ამიტომ სხვადასხვა კატეგორიის  ხელები უნდა გაათამაშოთ ერთნაირად. აუცილებლად დაარეიზეთ არა მარტო პრემიუმ ხელებით, ასევე საშუალო სიძლიერის და მარგინალური ხელებითაც კი. განსაზღვრულ შემთხვევებში რა თქმა უნდა საჭიროა ბლეფიც. 

ხელის აბსოლუტური ძალა 

რეიზის გაკეთების დროს, თქვენ ოპონენტებს აჩვენებთ რომ თქვენ გაქვთ სათამაშო ხელი, რომლიდანაც თქვენ გინდათ მიიღოთ ველიუ. მაგრამ რა თქმა ეს ყოველთვის ასე არ არის. 
 
რაც შეეხება ძლიერ ხელებს როგორიცაა AA-QQ და AK, მაშინ რეიზი რა თქმა უნდა კეთდება ველიუსთვის. ამ დიაპაზონით თქვენ იმყოფებით გაცილებით წინ და გინდათ რომ ოპონენტმა უკვე პრეფლოფზე გააკეთოს ინვესტირება თავისი სუსტი ხელით. მაგრამ თქვენ აკეთებთ რეიზს უფრო სუსტი ხელებითაც როგორიცაა მცირე ჯიბის წყვილი ან გადაბმული კონექტორები. ექუითის გათვალისწინებით თქვენ არ შეიძლება ამოხვიდეთ იქიდან რომ თქვენ გაქვთ უპირატესობა მოწინააღმდეგის ხელების დიაპაზონის წინააღმდეგ. 
 
თქვენს მიზანს პირველ რიგში წარმოადგენს გამოიყენოთ ფოლდ-ექუითი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ხშირად გაუძლიერებლად მოიგოთ ბანკი. ამასთან შეიძლება ვილაპარაკოთ ბლეფზეც. მიუხედავად ამისა თქვენ არჩევთ ისეთ ხელებს რომელთაც აქვთ ფლოპზე გაძლიერების პოტენციალი, ეს იქნება გადაბმული კონექტორი თუ ჯიბის წყვილი, რომლითაც შეძლებთ ფლოპზე დაიჭიროთ ორი წყვილი ან უკეთესი კომბინაცია. თუ თქვენ ააწყობთ მსგავს კომბინაციას, თქვენთვის მარტივი იქნება ველიუს მიღება პოსტფლოპზე, ვინაიდან ოპონენტი თქვენგან არ ელოდება მსგავს ხელს. 
 
ასე გამოიყურება თქვენი მიზანი პოსტფლოპზე: 
 

  • თქვენ გინდათ მიიღოთ ველიუ სუსტი ხელებისგან. 
  • თქვენ გინდათ მიიღოთ ფოლდ-ექუითი. პრეფლოპ ფოლდ-ექუითის უნდა დაემატოს ფოლდ-ექუითი პოსტფლოპზეც, თუ თქვენ გადაწყვეტთ გააგრძელოთ აგრესია  ფლოპზეც. 
  • მარგინალური ხელით თქვენ გინდათ მოხვდეთ კარგ ფლოპში რათა ოპონენტისგან მიიღოთ მაქსიმალური ველიუ. 
  • ამასთან თქვენ გინდათ დარჩეთ წაუკითხავები. თქვენმა ოპონენტებმა არ უნდა იცოდნენ თუ რა გყავთ ხელში და რა მიზანს ისახავთ. 

პრემიუმ ხელები 
 
ფულრინგზე ამ კატეგორიაში შედის AA/KK. ამ კართით თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ წახვიდეთ პრეფლოპ ოლინზე. თქვენ თითქმის ყოველთვის იმყოფებით წინ და თქვენ გინდათ უფრო ცუდმა ხელებმა გადაგიხადონ. 
 
მოკლე მაგიდებზე აქ შეიძლება ასევე დავამატოთ ასევე AK/QQ. რა თქმა უნდა ყოველთვის ჯობია შევისწავლოთ ოპონენტი რომლის წინააღმდეგაც თამაშობთ  რომ წარმოვიდგინოთ როგორ გამოიყურება მისი დიაპაზონი. მიუხედავად ამისა იშვიათად შეიძლება  ვისაუბროთ შეცდომაზე, თუ მოთამაშემ გადაწყვიტა გაათამაშოს  AK/QQ პრეფლოპ ოლინით 100ბბ-ზე. 
 
ძლიერი ხელები 
 

პრემიუმ ხელების გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი ხელები. ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან ხელები მაგალითად AQ, KQ, JJ-99. ამ ხელებით უმეტეს შემთხვევაში თქვენ ხართ ექუითით წინ. თუმცა პოსტფლოპზე თქვენ შეიძლება შეხვდეთ რამდენიმე პრობლემას ვინაიდან ამ კატეგორიის ხელის გათამაშების პოტენციალი არ არის იდეალური. 
 
მსგავსი ხელებით რთულია პოსტფლოპზე ველიუს მიღება, ვინაიდან ისინი რეგულარულად ხვდებიან დომინაციის ქვეშ. AJ ხელით სასიამოვნოა ფლოპზე ტუზის ამოსვლა, მაგრამ თქვენს თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა, რომელია ის უფრო სუსტი ხელი რომელიც გადაგვიხდის. მეორეს მხრივ თქვენ გჭირდებათ სერიოზული საფუძველი, იმისთვის რომ არ ითამაშოთ მსგავსი ხელით. 
 
თუ თქვენ მსგავს ხელს მიიღებთ გრძელ მაგიდაზე და ადრეულ პოზიციაზე, მაშინ ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ დავყაროთ. ასევე კარგია დავფიქრდეთ იმაზე,   როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენს წინ გაკეთდა რეიზი. თქვენი 3ბეთით ხშირად გაუკეთებთ იზოლაციას საკუთარ თავს იმ ხელების წინააღმდეგ რომელთანაც დომინაციაში იმყოფებით. 
 
SH თამაშებზე ხელების შედარებითი სიძლიერე ფასდება სხვაგვარად, ვინაიდან თქვენ ოპონირებას გიწევთ არა 9 მოთამაშე, არამედ 5. საშუალოდ თქვენ ხშირად იქნებით წინ , ამიტომ თამაში მოითხოვს რეიზს ველიუსათვის. თუმცა აქაც აუცილებელია იყოთ ფრთხილად, თუ თქვენამდე გამოავლინეს აგრესია. 
 
მარგინალური ხელები 
 
მარგინალური ხელების განსაკუთრებულობა მთლიანად ეწინააღმდეგება ძლიერი ხელების უპირატესობებს. პრეფლოპზე მათი ექუითი დაბალია. თუმცა  ეს ნაკლი კომპენსირდება გათამაშების მაღალი პოტენციალით. ამ კატეგორიაში პირველ რიგში შედიან ჯიბის წყვილები და ერთი ფერის კონექტორები. 
 
ფლოპზე იშვიათად მოხვდებით უსიამოვნო სიტუაციებში, ვინაიდან ხელის სიძლიერე განისაზღვრება უფრო მარტივად. თუ კარგად მოხვდით ფლოპში, მიიღეთ მაქსიმალური ველიუ, თუ საერთოდ ვერ მოხვდით ფლოპში - იყავით გაგრძელებული ფსონის იმედად. თუ ოპონენტები შეგვეწინააღმდეგებიან, სუსტი ხელის გადაგდება ყოველთვის შეიძლება. 
 
ხელები „სტილი“-სთვის. 
 
გარკვეულ სიტუაციებში რეიზის გაკეთების დიაპაზონი შეგვიძლია გავაფართოვოთ. მაგალითად, თქვენ ზიხართ ბათონზე, თქვენს წინ ყველამ დაყარა, და თქვენ იცით რომ ორივე ბლაინდი ძალიან თაითები არიან და თითქმის არასდროს არ იცავენ თავს, მაშინ შეიძლება „სტილი“-ს გაკეთება ნებისმიერი 2 კარტით. აქ თქვენთვის ექუითი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ფოლდ ექუითი, რომელსაც ღებულობთ თაით მოთამაშეებზე ზეწოლის განხორციელებით. 
 
იდეალურ ვარიანტში რა თქმა უნდა  ცუდი არ იქნებოდა რომ ფლოპისთვის გვქონდეს პოტენციალი, ამიტომაც K7s-ით ბლაინდის მოპარვა მარტივია ვიდრე J4o-ით. 

ოპონენტის ქმედება თქვენს წინ 

თუ თქვენ გიჩნდებათ შესაძლებლობა პირველებმა გახსნათ ვაჭრობა, რაც ნიშნავს, რომ ყველა თქვენმა ოპონენტმა  თქვენამდე  დაყარა კარტი, მაშინ ძირითადად გადაწყვეტილების მიღება არის მარტივი. თქვენ უყურებთ თქვენს პოზიციას, თქვენს კარტს და მშვიდად ირჩევთ, გააკეთოთ რეიზი თუ არა. 
 
მაგრამ თუ თქვენს წინ სხვა მოთამაშეები შევიდნენ თამაშში, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ტიპის მოთამაშეებს განეკუთვნებიან ისინი და რა მიზნით განახორციელეს მათ მსგავსი ქმედება.  თუ თქვენ წინ ბევრი ლიმპერია, მაშინ ფოლდ ექუითიზე დაყრდნობა როგორც წესი არ შეიძლება. ნაკლებად სავარაუდოა რომ ყველა ლიმპერი დაყრის კარტს თქვენს რეიზზე. თუ თქვენამდე გაკეთდა რეიზი, მაშინ თქვენ უნდა ეცადოთ მიაკუთვნოთ ოპონენტს რომელიმე დიაპაზონი.  და განსაზღვროთ წინ ხართ თუ არა ამ დიაპაზონის წინააღმდეგ? დაქოლავს თუ არა 3 ბეთს თქვენზე სუსტი ხელით? 
 
რეიზის შემდეგ მოქმედების ვარიანტები ნათელია: 
 

  • თქვენ წვებით, ვინაიდან თქვენი ხელი არასაკმარისად ძლიერია ექუითით და პოსტფლოპზე ნაკლებად მოსალოდნელია სერიოზული გაძლიერება. 
  • თქვენ ქოლავთ, თუ თვლით რომ ხართ უკან მაგრამ გაქვთ ფლოპზე გაძლიერების დიდი პოტენციალი (ამისთვის თქვენ გინდათ მაღალი მოსალოდნელი ოდსები), ან არ გინდათ თქვენი თავის იზოლირება საუკეთესო ხელის წინააღმდეგ 
  • თქვენ აკეთებთ 3ბეთს, ვინაიდან თქვენს თავს ხედავთ ფავორიტად და ვარაუდობთ რომ ოპონენტი გადაგიხდით უფრო ცუდი ხელით. 

 
ამასთან აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს თუ რა ტიპის ოპონენტები ზიან თქვენს შემდეგ. 

მოსალოდნელი ქმედება თქვენს შემდეგ 

ცხადია ნათელია თუ რა ხდებოდა გათამაშებაში მანამ სანამ თქვენი თამაშის  დრო მოვიდოდა. მაგრამ როგორი სტილის ოპონენტების სხედან ჩვენს შემდეგ? რას უნდა ველოდოთ მათგან? 
 
ძლიერი ხელებით მნიშვნელოვანია რომ უკვე პრეფლოპზე დავიცვათ თავი, რათა არ მივცეთ მარგინალურ ხელებს  ფლოპზე გადასწრების საშუალება. მეორეს მხრივ დროუ ხელის გათამაშება მულტივეი პოტში უფრო სასურველია. 
 
თქვენს შემდეგ მოვლენები შეიძლება განვითარდეს სამი ძირითადი მიმართულებით: 
 

  • თქვენს შემდეგ ყველა მოთამაშე წვება. 
  • თქვენს შემდეგ თამაშში შემოვიდა კიდევ რამდენიმე ლიმპერი/ქოლდ-ქოლერი 
  • თქვენს შემდეგ სხედან აგრესიული მოთამაშეები, რომლებისგანაც ადვილი მოსალოდნელია რეიზი/3ბეთი 

 
ასე რომ, პრეფლოპზე ხელის დაცვის და სავარაუდო ოდსების შორის არჩევნის გაკეთებისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენს შემდეგ  მჯდომი მოთამაშეების სავარაუდო ქმედება. 

რას უნდა ველოდოთ პოსტფლოპზე 

აქ თქვენს თავს რა კითხვაც უნდა დაუსვათ, ასე ჟღერს: რა სახის ფლოპზე ნადირობთ და რა მიზანს გინდათ მიაღწიოთ გარკვეული ოპონენტების წინააღმდეგ თამაშისას? რა თქმა უნდა  თქვენ თვლით რომ თქვენს ძირითად მიზანს წარმოადგენს, ფლოპზე უძლიერესი ხელის მიღება და ოპონენტის სუსტი ხელებისგან მაქსიმალური ველიუს აკრეფა. მეორეს მხრივ თქვენ კარგად მოგეხსენებათ  რომ თქვენ ხშირად გექნებათ მხოლოდ საშუალო სიძლიერის ხელი ან ხელი შოუდაუნ-ველიუს გარეშე. უხეშად რომ ვთქვათ, ყველა შესაძლო სიტუაცია შეიძლება გავყოთ სამ ტიპად: 
 
თქვენ ძალიან ძლიერი ხელი გყავთ 
 
თქვენ ფლოპზე მიიღეთ ძალიან ძლიერი ხელი და თვლით, რომ ხშირად იქნებით წინ. თქვენ აკეთებთ ფსონს, რათა მიიღოთ ველიუ უფრო სუსტი ხელისგან. პრეფლოპზე მსგავს სიტუაციას შეიძლება ველოდოთ ძლიერი ხელებით როგორიცაა АА-QQ, ვინაიდან ძალიან ხშირად ფლოპზე თქვენ გექნებათ ოვერწყვილი და თქვენ მოინდომებთ მიიღოთ მისგან ველიუ. 
 
ეს ეხება ასევე მარგინალურ ხელებსაც. მაგალითად  თქვენ დაიჭირეთ სეტი თქვენი ჯიბის წყვილით. რა თქმა უნდა ასეთი ხელით თქვენ გინდათ მოიგოთ რაც შეიძლება მეტი და იდეალურ  ვარიანტში გინდათ რომ ოპონენტი წამოიყვანოთ ოლინზე. 
 
თქვენ საშუალო სიძლიერის ხელი გყავთ 
 
ძალიან ხშირად თქვენ გეყოლებათ საშუალო სიძლიერის ხელი. ეს შეიძლება იყოს ტოპ წყვილი ცუდი კიკერით ან საშუალო წყვილი. დამარცხებული ხართ თუ არა უკვე, ამის გაგება ძალიან რთულია. აქ თქვენ უნდა ითამაშოთ ოპონენტის ტიპის მიხედვით და ეცადოთ გაიგოთ გადაიხდის კი ის უფრო ცუდი ხელით. 
 
ოპონენტის ტიპის და მანერის გათვალისწინება საჭიროა უკვე პრეფლოპ ეტაპზე. თუ თქვენ იცით რომ ოპონენტი თამაშობს საკმაოდ თაით სტილს, უკეთესია არ გააკეთოთ მასთან 3ბეთი AJ-თი. ის არ დაგიქოლავთ არცერთი ხელით, რომელიც თქვენს ხელზე სუსტია ან თქვენს მიერ დომინირებულია, ხოლო თუ ფლოპზე ვერ გაძლიერდება ბევრი ყოყმანის გარეშე დაყრის. ამასთან თუ ფლოპზე ტუზი ამოვა ხშირად აღმოჩნდებით სულელურ სიტუაციაში AK, AQ-ს წინააღმდეგ, რადგან გაგიჭირდებათ გადაყაროთ ტოპ წყვილი არც თუ ისე ცუდი კიკერით. 
 
თქვენ გამოუსადეგარი ხელი გყავთ 
 
ასევე რა თქმა უნდა სრულიად მოსალოდნელია რომ თქვენ საერთოდ ვერ მოხვდებით ბორდში. სინამდვილეში ეს მოხდება ძალიან ხშირად. მაგალითად პატარა ჯიბის წყვილით  რომ ფლოპზე გაძლიერდეთ სეტით, ამის შანსი  არის 7.5/1(~12%). ბანკის წასაღებად თქვენ იძულებული ხდებით. გაგრძელებული ფსონი, როგორც წესი გაძლევთ კარგ ფოლდექუითის. თუმცა თუ ოპონენტი ძალიან ლუზ სტილის მოთამაშეა და ხშირად ქოლავს ფლოპს, მაშინ კონტბეთი ალბათ  არ იქნება კარგი გადაწყვეტილება  და ბევრ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება გათამაშების ხაზი ჩექ/ფოლდი. 
 
შენიღბვა 
 

როგორც უკვე ითქვა, შენიღბვა ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ოპონენტი ვერ უნდა მიხვდეს რა კარტი გყავთ თქვენ, ამიტომ უკეთესია რომ ყოველთვის როდესაც თქვენ შედიხართ თამაშში პირველი, შეხვიდეთ ოუფენ-რეიზით, მიუხედავად იმისა ტუზების წყვილი გყავთ თუ ორიანების. იდეალურ ვარიანტში თქვენ  ყოველთვის ერთიდაიგივე ოდენობის რეიზიით უნდა შეხვიდეთ თამაშში. 
 
გარდა იმ ფაქტისა რომ  თქვენი წაუკითხავობა  ხშირად დააშვებინებს ოპონენტს შეცდომას, თქვენს ხელთ იქნება  ინიციატივაც და რეგულარულად შეძლებთ ბანკის წაღებას პოსტფლოპზე ცუდ ხელებშიც, უბრალო აგრესიის გამოვლინებისას. 
 
ოპონენტისთვის  რთული გამოსაცნობი იქნება, აკეთებთ თქვენ ფსონს ველიუსთვის, აკეთებთ ნახევარბლეფს დროუ ხელით თუ უბრალო ჰაერში აკეთებთ ფსონს. მსგავსი სიტუაცია შეუძლებელი იქნებოდა  თუ თქვენ დაარეიზებდით ძლიერ ხელებში, ხოლო სუსტი და მარგინალური ხელებით კი გააკეთებდით მხოლოდ ლიპმ/ქოლს პრეფლოპზე. 
 
დასკვნა 

 
პრეფლოპზე თქვენ ოპონენტისთვის უნდა დარჩეთ წაუკითხავები. თქვენ მიაღწევთ ამას თუ რეიზს გააკეთებთ  როგორც ძლიერი ხელებით (დაცვისათვის)  ასევე შედარებით სუსტ/მარგინალური ხელებითაც (შენიღბვა/დაბალანსებისთვის) 
 
ძალიან ხშირად თქვენ მოიგებთ ბანკს, გაუძლიერებლად, ან მიიღებთ კარგ ფლოპს რომლის დროსაც თქვენი მთავარი თავის ტკივილი იქნება ველიუს ამოღება. ფულრინგზე აუცილებელია იყოთ უფრო ფრთხილი, ვინაიდან ბევრი ოპონენტის პირობებში ხელის შედარებითი ძალაც და ფოლდ-ექუითიც არსებითად მცირდება. 
 
 
 
 
 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური